რეტროგრადული სატურნი II სახლში

რეტროგრადული სატურნი II სახლში

აქ ინდივიდი ფლობის კარმულ გაკვეთილებს ითვისებს. წარსულ ცხოვრებებში მან ყველაფრის კრისტალიზება მოახერხა, რაც მისთვის ფასეული იყო და ახლა ის კვლავ ცდილობს ამ ფასეულობათა გამოყენებას მიმდინარე სიტუაციებში.

ის დიდ დროს ატარებს III ფაზაში და კვლავაც არ წყვეტს იმ ყველაფრის შეგროვებას, რაც  წარსულში ნაცნობ საიმედოობას სთავაზობდა. ამრიგად, ის ძლიერ ეწინააღმდეგება ყველანაირ ცვლილებას. ის  სამყაროს წარსულის რომელიღაც ადგილიდან აკვირდება, სადაც ოდესღაც თავს კომფორტულად გრძნობდა და ისევ შეუპოვრად აგრძელებს იმ ყველაფრის დაგროვებას, რაც მას ზღუდავს. საქმე ის არის, რომ სინამდვილეში მას არ ესმის, როგორ ეწერება მისი ფასეულობები იმ სამყაროში, რომელსაც თავის გარშემო ხედავს. ის ყოველთვის გრძნობს ერთგვარ ბარიერს, იმას  შორის რას გრძნობს და რითი უწევს ცხოვრება. ამ შეგრძნებამ შესაძლოა დააშოროს ყველაფერ სასურველს.

თუ ინდივიდის ჰოროსკოპში ძლიერი ვენერა არ არის, სატურნის ამ მდებარეობას შეუძლია დაბლოკოს სიყვარულის გამოხატვა. ყოველთვის, როდესაც ინდივიდი ცდილობს თავისი სიყვარული ვინმეს მიძღვნას, მის წინაშე წამოიჭრება საკითხი, რომელიც მის პირად ფასეულობებს ეხება. მას არ ტოვებს შეგრძნება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა კი ვერ ხვდება კონკრეტულად რა. როგორც წესი, ეს განპირობებულია დანაშაულის გრძნობით, რომ ის ადამიანებს მათი ნივთებისადმი დამოკიდებულების მიხედვით ეპყრობოდა.

ეს ადამიანი ბედნიერებას მაშინ მიაღწევს, როდესაც ნათლად გააცნობიერებს, რამდენად უსამართლო იყო საკუთარ თავთან წარსულში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top