რეტროგრადული სატურნი VII სახლში

რეტროგრადული სატურნი VII სახლში

აქ ადამიანი სრულად შეიცნობს ქორწინების კარმას. ის ხშირად გრძნობს, რომ საქორწინო პარტნიორი მას აკავებს. თუ ის დაქორწინებული არ არის, მაშინ იმ ადამიანების შემზღუდველ გავლენას განიცდის, ვინც ცდილობს უკვე განვლილ გზასთან დააბრუნოს, რომ მას უფრო გაწონასწორებული შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავზე.

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მდებარეობა ასაკით უფროს საქორწინო პარტნიორზე მიუთითებს, რომელსაც, დიდი ალბათობით, ინდივიდი წარსულ ინკარნაციებში იცნობდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული გაკვეთილი სხვა ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში მდგომარეობს. მან იცის ეს, მაგრამ მისი ეგო მიდრეკილია აჯანყებისკენ, როდესაც მისი პირადი ურთიერთობები მძიმდება (რაც გარდაუვალია). მიუხედავად ამისა, მას წარსული ინკარნაციებიდან მოჰყვება შეგრძნება, რომ მისი რეალური თავდაჯერება და საიმედოობა სხვებისგან უფრო მომდინარეობს, ვიდრე უშუალოდ მისგან. მან თავი აუცილებლად დაცულად უნდა იგრძნოს. მაგალითად, იმ შემთხვევაშიც, თუ ის წუწუნებს, რომ მისი ქორწინება მოსაწყენია, მან იცის, რომ ეს მისი სტაბილურობის ღუზაა, რომელიც მის ცხოვრებას ქაოსისგან იცავს.

კარმულად, რეტროგრადული სატურნის ეს მდებარეობა ინდივიდს  შესაძლებლობას აძლევს არამხოლოდ  თავისი ბავშვობის კომპლექსები დაამუშავოს ძალაუფლებისმოყვარე მშობლებთან, მსგავსი ტიპის საქორწინო პარტნიორის არჩევის მეშვეობით, მას ასევე შანსი ეძლევა გაიზიაროს ცხოვრება ადამიანთან, რომელიც ძალიან ჰგავს ჩამორჩენილ სტუდენტს, მაგრამ მოგვიანებით რეალურად მისი მასწავლებელი აღმოჩნდება.

ამრიგად, ამ მდებარეობით ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუ ინდივიდი თავს III ფაზის განცდის საშუალებას მისცემს. ამ ფაზის წყალობით, მას შეუძლია ისეთი იდეების აღქმა, რომელიც მისი საშუალო მოწიფულობის ზღვარა აღემატება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top