რეტროგრადული სატურნი VIII სახლში

რეტროგრადული სატურნი VIII სახლში

ამ მდებარეობას სხვა ადამიანებთან ძლიერი კარმული კავშირები ახლავს თან. ინდივიდი მიდრეკილია იცხოვროს სხვების ფასეულობებით, რომ საკუთარი თავის ტრანსფორმაცია მოახდინოს იმის მეშვეობით, რაც სხვებმა აზრიანად ჩათვალეს. წარსული ინკარნაციების შედეგად, მან ჯერ კიდევ ვერ ისწავლა მიზანდასახულობა. ამიტომ, მისთვის დამახასიათებელია მერყეობა საქორწინო პარტნიორის ან სხვა ადამიანების გავლენით.

ამ მდებარეობისთვის ძალიან თვისებრივია სექსუალური ხასიათის შეზღუდვები, ხანდახან იმპოტენციამდეც/ფრიგიდულობამდეც, რაც წარსულში დაგროვებულ კარმულ შიშებს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ თავად ინდივიდი მშვენივრად გრძნობს ამას, ძალიან მწვავედ განიცდის და მრავალგვარ ტესტირებას უტარებს საკუთარ სექსუალობას, მარტო იმიტომ, რომ მის არსებობაში დარწმუნდეს. ბევრმა ქალმა, სატურნის ამ მდებარეობით, შესაძლოა უსიამოვნო სექსუალური გამოცდილება გადაიტანა ახალგაზრდულ (შეიძლება ბავშვურ) ასაკში, თავისზე გაცილებით უფროსს მამაკაცთან, რაც მოგვიანებით ფრიგიდულობას, დანაშაულის კომპლექსს და სირცხვილის გრძნობას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მდებარეობის ადამიანის სექსუალური ბუნება მჭიდროდ არის დაკავშირებული წარსულთან.

ერთგულება იმისა, რაც სხვებისთვის ფასეულია, ინდივიდს ძლიერ თავდაჯერებას და საღ აზრს მატებს ბიზნესის სფეროში, სადაც მისი სატურნული სიფრთხილე მისთვისვე სასიკეთოდ მუშაობს და პრაქტიკული სარგებელი მოაქვს.

მათთვის, ვინც მისტიურ სფეროებს შეისწავლის, ეს შესანიშნავი მდებარეობაა წარსული კარმის აღსადგენად, რომ აზროვნების ძველ მეთოდებში შეღწევის ახალი უნარები განავითაროს. ამრიგად, ადამიანს შანსი ეძლევა ჭეშმარიტად  თავიდან დაიბადოს, რადგან მას შეუძლია უკან მოისროლოს ძველი სისტემები, რომელთან მისადაგებას გულმოდგინედ ცდილობდა წარსულში, მაგრამ  რეალურად ეს არასდროს იყო მისი საკუთარი ფასეულობები.

ვინაიდან სამყაროს ბევრი ფასეულობა დიდად არის დამოკიდებული კაცობრიობის სექსუალურ ევოლუციასთან მოცემულ მომენტში, რეტროგრადული სატურნის ეს მდებარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდი მსოფლიო დონის აზროვნებას პერსონალური ცხოვრების პრიზმიდან უყურებს. ის დიდ დროს ატარებს III ფაზაში, სადაც ძველ ტრადიციებს თანამედროვე საზოგადოების მიმდინარე სტანდარტებს ადრის.

კარმულად, ეს ინდივიდი იმ ყველაფრის ტრანსფორმაციას ახდენს , რაც კაცობრიობამ წარსულ ტრადიციებში გააკრისტალა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top