რეტროგრადული ურანი კირჩხიბში

რეტროგრადული ურანი კირჩხიბში

აქ ინდივიდი ოჯახური სტრუქტურის ცვილებებს განიცდის. ის ჩართულია მუდმივ ემოციურ მღელვარებაში, რაც განპირობებულია ისეთი განცდებით, რისთვისაც ინდივიდი მომზადებული არ არის. ქალის შემთხვევაში, ეს მდებრეობა ხშირად მიუთითებს უკანონო (არაოფიციალურ ქორწინებაში დაბადებულ)  შვილზე, დაუგეგმავ ფეხმძიმობაზე. როდესაც დგება ფეხმძიმობის შეწყვეტის (აბორტი=ურანი) საკითხი, ქალი ორად იხლიჩება კირჩხიბის დედობის სურვილსა და ურანის პერსონალური თავისუფლების მოთხოვნას შორის.

ქალი იქნება თუ მამაკაცი, მისი დისჰარმონიული ემოციური წყობა განპირობებულია ყველაფრის მუდმივი კვლევით და ანალიზით_ ინდივიდი არასდროს მისცემს ჩამოყალიბებულ ემოციურ სისტემას ბოლომდე განვითარების საშუალებას. რეტროგრადული ურანის გავლენით ის, ასე ვთქვათ, ყოველთვის ამღვრევს დამდგარ წყალს.

ის დიდ დროს ატარებს I და III ფაზებში, რადგან ყველა გრძნობაზე მყისიერი პასუხები სწადია, მაგრამ ძიების პროცესში, რატომღაც გვერდს უვლის თავის პასუხებს. ის შეიძლება ძალიან იჭვნეული გახდეს, როდესაც კვლავ და კვლავ ცდილობს  მოაგვაროს წლების წინ გადატანილი პრობლემა. მისი ყველაზე დიდი სირთულე დროის განზომილებაში სინქრონიზებაა, სადაც მუდმივად აგრძელებს საკუთარი წარსულის გადაფასებას, მომავლის გაუმჯობესების იმედით. თუმცა ზუსტად ამის გამო, მისი მომავალი მისი წარსულის სარკისებრი ანარეკლი ხდება.

მას არაერთი ემოციური იმედგაცრუება ელის, რადგან ხშირად ცდილობს საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ აჯანყებას, თუმცა კი მაინც სარგებლობს ყველა იმ კეთილდღეობით, რასაც ოჯახისგან იღებს.

ამ მდებარეობის კარმული გაკვეთილი ემოციური კმაყოფილების სწავლაა. წარსული ინკარნაციების გამოცდილებაში ინდივიდმა ჯერ კიდევ ვერ განავითარა ჭეშმარიტი მადლიერების გრძნობა იმ ყველაფრისთვის, რასაც გენეტიკურად იღებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top