რეტროგრადული ურანი II სახლში

რეტროგრადული ურანი II სახლში

აქ ინდივიდი მუდმივ რყევებს და ცვლილებებს განიცდის საკუთარ ფასეულობებში. პრინციპები, რომელსაც ის მხარს უჭერს, არ გამომდინარეობს რომელიმე განსაზღვრული წყაროდან, რის გამოც მას ძალიან უჭირს იმის გარკვევა, კონკრეტულად რისი მხარდამჭერია.

ჩვეულებრივ, აქ წინა პლანზე იწევს I ფაზა, მაგრამ პლანეტის ნიშანმა შესაძლოა შეცვალოს ეს გავლენა. პოზიტიურ ნიშანში(ცეცხლი, ჰაერი) ინდივიდი ცდილობს გამოხატოს მასში არსებული ყველა განსხვავება, რომ სხვებმაც შეძლოს იმის განცდა, რასაც ის განიცდის, ნეგატიურ ნიშანში (მიწა, წყალი) მდებარეობისას, ეს ტენდენცია მეტად ინტროსპექციულ ხასიათს იძენს. ამრიგად, ამ მდებარეობის ერთმა ინდივიდმა შეიძლება საკუთარ რეალობა გარესამყაროში ასახოს, მეორემ _ მხოლოდ სამყაროს რეალობაზე რეაგირებით შემოიფარგლოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ინდივიდის ფინანსური პერსპექტივები და მიჯაჭვულობები ძალზედ მოუწესრიგებელია და, როგორც ჩანს, ვერასდროს შესთავაზებენ მისთვის სასურველ სტაბილურობას.

კარმულად, მან უნდა გადალახოს შიში ვალდებულებების და შებოჭილობის წინაშე.  ვინმეზე ან რაიმე განსაზღვრულ გეზზე მიჯაჭვის ნაცვლად, ამ ინდივიდს უყვარს სხვადასხვაგვარი შესაძლებლობების  დაგემოვნება.  ის იმ ფასეულობათა სისტემების, მიზეზებისა და მიზნების მკველვარია, რისთვისაც  ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს. საუბედუროდ, მას არ სურს დიდხანს უერთგულოს საკუთარი აღმოჩენებს. ამიტომ, ის გაცილებით უფრო  სასარგებლოა სხვებისთვის, თუმცა საერთოდ ვერ აცნობიერებს საკუთარი თავის ფასს. როდესაც მიუკერძობლობას ისწავლის, ის დაინახავს ცხოვრების ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ამრიგად, საკუთარი თავის შებოჭვა, რასაც საბოლოო ჯამში განახორციელებს, დაფუძნებული იქნება იმაზე, კონკრეტულად რას უჩვენებს სამყარო თავისი ჭეშმარიტების თვალსაზრისით.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 

 


About Qet

Scroll To Top