რეტროგრადული ურანი VII სახლში

რეტროგრადული ურანი VII სახლში

აქ ინდივიდი საკუთარი ძალებში დარწმუნების შესაძლებლობას განიცდის. ის მიდრეკილია მიიზიდოს ისეთი ადამიანები, ვისზე დაყრდნობა, როგორც მას მიაჩნია, შეიძლება.  მაგრამ, რადგან მისი პირადი პარტნიორები ურანული ტიპის ადამიანები არიან, სწორედ მათი არაპროგნოზირებადობა და არაასაიმედოობა აიძულებს საკუთარი შინაგანი ძალების განვითარებას.

ეს  კარმის „ნაყოფის მომკის“ მდებარეობაა, განსაკუთრებით ქორწინების და პირადი ტიპის ურთიერთობებში, სანამ ინდივიდი არ ისწავლის, როგორ გახდეს უფრო ობიექტური, საკუთარი მოთხოვნების განსაზღვრისას. ის თანდათან უნდა მივიდეს იმ გაგებამდე, რომ წარსულ ცხოვრებებში ზედმეტად ბევრს ელოდა სხვა ადამიანებისგან და ამ ტენდენციის მიმდინარე ცხოვრებაში გაგრძელება არამხოლოდ ირეალური, მისთვის სრულიად უსარგებლოც არის.

ეს მდებარეობა რამდენიმე ქორწინების ერთ-ერთი სიგნიფიკატორია. ასევე იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდს ძალიან უჭირს სექსუალური  სითბოს სტაბილური შენარჩუნება საწინააღდეგო სქესის მიმართ. ამიტომ, მისი  პირადი ურთიერთობები მოულოდნელი მოვლენების კალეიდოსკოპს ემსგავსება, რომელთაც, როგორც ჩანს, კოლაპსი ემუქრება. როგორც კი ინდივიდი გააცნობიერებს, რომ, სულიერ დონეზე, ის საკუთარი თავის პარტნიორია, სხვების დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად შეიცვლება მის მიმართ. თუმცა იქამდე, სანამ ეს მოხდება, სხვა ადამიანები მის ურანულ ანუ „უპიროვნო“ ნაწილს მიმართავენ, მაშინ როდესაც ინდივიდი ელის, რომ გარშემომყოფები მის პიროვნულ ნაწილთან დაამყარებენ კავშირს. მისი პირადი პარტნიორები ურანული ტიპის ადამიანები არიან, სწორედ მათი არაპროგნოზირებადობა და არაასაიმედოობა აიძულებს საკუთარი შინაგანი ძალების განვითარებას.

რეტროგრადული ფაზა, რომელსაც ის განიცდის, მუდმივად იცვლება, იმ ადამიანების ბუნებასთან შესაბამისობაში, ვისთანაც ინდივიდი ურთიერთობს, რადგან ის ყოველთვის ცდილობს სინქრონში მოიყვანოს თავი სხვებთან, სანამ არ მიხვდება, რომ ასე არ უნდა მოიქცეს. სწორედ მაშინ განავითარებს კოსმიური ურთიერთკავშირის შინაგან ცნობიერებას ყოველ ადამიანთან, ვისთანაც კონტაქტში შედის.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top