რიცხვების მაგია და ზოდიაქოს ნიშნები

რიცხვების მაგია და ზოდიაქოს ნიშნები

არსებობს მრავალი ხერხი, იმისა, რომ გავიგოთ რისთვის მოვედით ამ ქვეყნად, რა ამოცანა გვაკისრია, რისკენ უნდა ვისწრაფოთ, რა უნდა გამოვასწოროთ.

ერთ-ერთი ასეთი ხერხია რიცხვების მაგია, იგი დაგვეხმარება შევიცნოთ ჩვენი თავი და გავერკვეთ ჩვენს ბედ-იღბალში.

ამისთვის  დაბადების დღე, თვე და წელი  გვინდა.

მაგ: 15 ოქტომბერი 2010 წელი

1+5+1+0+2+0+1+0=10

ნუმეროლოგია განიხილავს მხოლოდ ერთნიშნა ციფრებს, გამონაკლისს წარმოადგენს 10; 11; 12; 13;

ახლა განვიხილოთ რიცხვების მნიშვნელობები.

ერთიანი – ზოდიაქოს ნიშნით განეკუთვნება ვერძს, იგი პასუხობს პიროვნების საზოგადოებაში მოვლინებას, წარდგენას, ამ შემთხვევაში არ ღირს ჩრდილში ყოფნა, უნდა ეძებოთ ახალი გზები, გახდეთ ლიდერი. მუდმივი წინსვლა, როგორც პირად ისე სოციალურ სფეროში, იმის ნიშანია, რომ ადამიანი სწორი გზით მიდის.

რჩევა- თქვენ გჭირდებათ სამართლიანობა, დიპლომატია, დროული გადაწყვეტილების მიღების უნარი, სწრაფად ადაპტირება ცვალებად სიტუაციებისას, თქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში, პოლიტიკაში, მედიცინაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ავიაცია-კოსმონავტიკაში, სამთო საქმეში და ავანგარდულ ხელოვნებაში.

ორიანი – ზოდიაქოთი შეესაბამება კუროს, მართავს ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობას, პასუხს აგებს მატერიალური და სულიერი სიმდიდრის დაგროვებაზე და გამოყენებაზე. თქვენი ამოცანაა ისწავლოთ გარემომცველ სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობა, გაიგოთ მატერიალური კეთილდღეობის ჭეშმარიტი დანიშნულება და გამოვიყენოთ ჩვენი სულიერი ზრდისთვის.

რჩევა- გჭირდებათ მეტი მოთმინების, შრომისმოყვარეობის, შეუპოვრობის განვითარება. ასეთ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება ფინანსურ სფეროში, არქივის, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, ვაჭრობის სფეროში, სასოფლო-სამეურნეო, დიეტოლოგიის, კვების მრეწველობისა და მოდის სამყაროში.

სამიანი – ეს ციფრი ასახავს ტყუპების ამოცანას.

ადამიანმა უნდა იმუშაოს ინფორმაციულ საკითხებზე, უნდა ისწავლოს ბევრი და საფუძვლიანად, ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს თანამოაზრეები.

რჩევა – თქვენი ვალია დაამყაროთ კონტაქტები, უხელმძღვანელოთ ადამიანებს, უნდა იყოთ კოლექტივის გული, განავითაროთ დიპლომატია, სძლიოთ ადამიანების და სამყაროს მიმართ უნდობლობას. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პოეტი, ფერმწერი, ლიტერატორი, დიპლომატი, ბიზნესმენი, ჟურნალისტი, რეჟისორი, მუსიკოსი, მოცეკვავე, მოგზაური და მეწარმე. არჩევანი თქვენია!

ოთხიანი – ციფრი განეკუთვნება კირჩხიბს.

ადამიანის უმთავრესი ამოცანაა დაეხმაროს ახლობლებს, შეისწავლოს თავისი გვარის, ქვეყნის ისტორია, ტრადიცია და კარმა.

თქვენ მოგიწევთ ცხოვრებაში მრავალ მკაცრ წინააღმდეგობებთან გამკლავება და ამას ვერსად გაექცევით!

რჩევა – იპოვეთ და გაამყარეთ თქვენი შინაგანი საყრდენი ძალა, დაეყრდენით ტრადიციებს, ისწავლეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თქვენი სფეროებია: ისტორია, აქრეოლოგია, თქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ სასტუმროების, რესტორნების ბიზნესში, სამუზეომო საქმიანობა, რესტავრაცია, არქიტექტურა, საკვები პროდუქტების და ქიმიის სფეროში.

ხუთიანი – ციფრი განეკუვნება ლომის ზოდიაქოს.

იგი პასუხობს სიყვარულის, ბავშვთა აღზრდისა და პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინების საკითხებს.

ადამიანი -ხუთიანისთვის, განსხვავებით ყველა დანარჩენისგან, კარგადაა ნაცნობი აზარტი, რისკი და ინტრიგების ხელოვნება.

რჩევა – ისწავლეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება და ნუ შეუშინდებით ამას. თავი უნდა წარმოაჩინოთ ქ, სადაც საჭიროა ოქროს ხელები.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი შესაძლებლობები კარგად გამოავლინოთ საიუველირო, იარაღის წარმოების, სფეროებში, პლასტიკურ და კარდიოქირურგიაში, სტომატოლოგიაში, საესტრადო, კინოს და ტელევიზიის ხაზით გახდეთ ხელმძღვანელი პირი.

ექვსიანი – ქალწულის ციფრია.

თქვენ დაგროვილი გაქვთ კარმული ვალები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, შესაძლოა გამოვლინდეს კარმული დაავადებებიც. მიტევაბა და შეგუება არის წარმატების გზა ასეთი ადამიანისთვის.

რჩევა – დარჩით შინაგანად თავისუფალი, დაემორჩილეთ მოლენებს, მაგრამ ნუ იქცევით მონად, ისწავლეთ ძნელი საქმეების მშვიდად კეთება, ჩეულებრივი საქმეების მსუბუქად, ხალისით, ხოლო იოლი საქმეების -ლამაზად კეთება.

თქვენი შესაძლებლობები შეგიძლიათ გამოიყენოთ იქ, სადაც საჭიროა დისციპლინა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა, ამტანობა და აკურატულობა.

თქვენთვის კარგია ანალიტიკურ, ფილოსოფიის, კვლევის, ეკონომიკის, ფიზიკა-ბიოლოგიის, მათემატიკურ, სამხატვრო, პოლიტიკურ და სააფთიაქო სფეროებში ყოფნა.

შვიდიანი – მას განაგებს სასწორი.

ამ ადამიანებს უწევთ ურთიერთობების მოგვარება პარტნიორებთან და მოწინააღმდეგეებთან. ასეთი ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ შეინარჩუნოს და დაიცვას, როგორც საკუთარი კერა, ასევე შექმნას და შეინარჩუნოს ჰარმონიული გარემო თავის ირგვლივ.

რჩევა – ისწავლეთ გამონახოთ საერთო ენა ყველასთან, ვისაც განგება გახვედრებთ. ნუ ეცდებით დაიმორჩილოთ ყველა და მოიპოვოთ გამარჯვება ნებისმიერ ფასად. ასეთი ადამიანის შრომა უნდა იყოს კეთილსინდისიერი, დიპლომატიური, უნდა შეეზოს მოლაპარაკებებით საქმის მოგვარება, სხვათა ზრუნვა და დაცვა.

რვიანი – მორიელი

ეს ციფრი ადამიანის სულიერებას განსაზღვრავს. თქვენს ცხოვრებაში იქნება სირთულეებთან დაკავშირებული სიტუაციები – ქორწინება, განქორწინება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სამსახურიდან სამსახურში გადასვლა, პროფესიის შეცვლა.

რჩევა – ისწავლეთ ცვლილებების დროს ორიენტირება, უნდა შეძლოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება და მასზე პასუხისმგებლობა. დამახასიათებელი საქმიანობაა თქვენთვის ექსტრემალური, რისკთან დაკავშირებული სპეციალობები – მანქანის მძღოლი, ალპინისტი, მეხანძრე, მაშველი, გამომცდელი, ფსიქიატრი, „სასწრაფოს“ ექიმი, საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ცენზორი.

ცხრიანი – ექვემდებარება მშვილდოსნის ნიშანს

ეს ადამიანები თავს კარგად ავლენენ რელიგიურ-ფილოსოფიურ სფეროში. მთავარია არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, ისინი უნდა გახდნენ სხვათა სულიერი მასწავლებლები და მეგზურები.

რჩევა – უნდა გათავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან, შეხედეთ სამყაროს ახლებურად, შეცვალეთ ხედვა, ეს ხედვა დამყარებული უნდა იყოს სხვადასხვა კულტურების, მეცნიერებისა და რელიგიური ტრადიციების საფუძვლიან ცოდნაზე.

თქვენთვის შესაფერისი საქმიანობის სფეროებია : ფილოსოფია, სოციოლოგია, პედაგოგიკა, რელიგიური და სხვადასხვა საზოგადოებრივი საქმიანობა.

ათიანი – თუ თქვენ მთლიანად აითვისეთ „ერთიანი“, გახდით ლიდერი, თქვენს ბედს განაგებს თხის რქა.

რჩევა – მყარად უნდა შეხვდეთ ყველა მძიმე მოვლენას ცხოვრებაში, რომლის შეცვლაც თქვენ არ შეგიძლიათ, მთავარია შეძლოთ ერთადერთი, სწორი არჩევანის გაკეთება.სწორი გზის მაჩვენებელია მზარდი კარიერა, ოფიციალური აღიარება და ჯილდოები. თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ თქვენ ცხოვრობთ არასწორად. თქვენ შეგიძლიათ თავი წარმოაჩინოთ სახელმწიფო სამსახურში, ფსიქოლოგიაში, გახდეთ ოფიცერი და სხვა.

თერთმეტი – მართავს მერწყული

ის ირთვება მაშინ, როცა ადამიანმა „ორიანის“ გავლენით აითვისა მოთმიების უნარი, შრომისმოყვარეობა, მიაღწია ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებში. მერწყულს უყვარს ჯგუფური შრომა, განაგებს მეგობრულ ურთიერთობებს, სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობას.

რჩევა – იპოვეთ არაფორმალური ლიდერის ადგილი, რომლისთვისაც კოლექტივის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი. ტქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

თორმეტი – თევზების ზოდიაქოს რიცხვია. სამიანის გავლენით თქვენ უნდა გესწავლათ ხალხის მართვა, ხელმძღვანელობა, უნდა გესწავლათ სამყაროს ნდობა. ახლა უნდა შეძლოთ ნეგატიურ მაგიურ ცოდნასთან შერკინება, რათა შესძლოთ, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა დანიშნულების სწორად გამოყენება.

რჩევა -თქვენი პოტენციალის სრული გამოვლენისთვის საჭიროა თავი მიუძღვნათ სხვებს, უნდა ემსაუროთ სიკეთეს ნებისმიერი გზით, იქნება ეს მუშაობა მძიმე ავადმყოფებთან, ბავშვებთან, მუშაობა საავადმყოფოებსა და კლინიკებში, საიდუმლო ორგანიზაციაში, ცეხეში. შესაძლებელია პოლიტიკაშიც, თუ გაქვთ საამისო ამტანობა, მოთმინეა, ნებისყოფა და თუ შეგიძლიათ გარკვეულ სიტუაციებში მსხვერპლზე წასვლა.

ცამეტი – იშვიათი რიცხვია, თუ ადამიანმა აითვისა „ოთხიანის“ გაკვეთილები, გაუმკლავდა თავის მისიას, მას შეუძლია იცხოვროს „13“ ის პრინციპებით.

ასეთი ადამიანები არიან კოსმოენერგეტიკოსები , ისინი არიან მეგზურები ახალ ქვეყნებსა და სხვა სამყაროებში, განზომილებებში. პირობითად ეს რიცხვი განეკუთვნება ყველაზე იდუმალებით მოცულ ფსევდო ზოდიაქოს ნიშანს- გველმჭერს, რომელიც განასახიერებს გასვლას ახალ განზომილებაში. გველმჭერები არიან მომავლიდან, მათი შემოქმედება არ ეტევა ჩვეულებრივი პროფესიების ჩარჩოებში, უმცა მათ შორის არიან განსხვავებული შემოქმედებითი სფეროს ადამიანები, დაწყებული პოლიტიკიდან, დამთავრებული პრეზიდენტობით. არ შეიძლება ასეთი ადამიანები იქცნენ ჩვენი დროის ამპარტავან და უსახელო გმირებად.

სტატიის ავტორი: ქეთი

რიცხვი – 1

რიცხვი – 2

რიცხვი – 3

რიცხვი – 4

რიცხვი – 5

რიცხვი – 6

რიცხვი – 7

რიცხვი – 8

რიცხვი – 9


About Tamta

Scroll To Top