საბავშვო ჰოროსკოპი – ვერძი ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – ვერძი ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი ვერძია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე ვერძის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

შეტევა! ეს მე ვარ, თქვენი ცეცხლოვანი ბატკანი!

სამყაროვ, თავი დაიცავი _ მე მოვდივარ თავდასხმაზე!

მე ბრძოლებში ვიმარჯვებ,

მე მიზანს ვაღწევ,

მე ვიქნები საუკეთესო _ ეს  ტყუილი არაა!

თქვენს პატარას მოსწონს წინსწრაფვა და შეტევა. ეს ბავშვი “ანათებს”, როცა პირველი და მამაცია, _ დროთა განმავლობაში, მისი რისკიანობის გამო თმები ყალყზე დაგიდგებათ. ვერძი _ დაბადებიდან ლიდერია, რომელსაც  საკუთარ თავზე ხელმძღვანელობის აღება მოსწონს. ის იქნება მკვეთრი და იმპულსური, გამოასხივებს დაჯერებულობას. თქვენი პატარა “ცეცხლოვან ბურთში” იმდენად ენერგიულია, რომ ნებისმიერი ზრდასრულიც კი ვერ შეედრება მას, _ მაშინაც კი თუ ეს ზრდასრული ვერძია. პატარა ვერძი თითქმის ყოველთვის მოძრაობაშია, მისი ყურადღება დიდი ხნით იშვიათად ჩერდება რაიმეზე.

საჭიროა ეს მხედველობაში მიიღოთ სკოლამდელი ანდა სასკოლო დაწესებულების შერჩევისას, სადაც უფრო მეტად იქნება ღია კლასები და დამოუკიდებელი მიდგომა, ვიდრე ტრადიციული მერხთან ჯდომა. თქვენი ბავშვისთვის რაიმეს დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე მისი დასრულება. მაგრამ თქვენი ბუზღუნი საქმეს არ უშველის. უკეთესი იქნება, თუ შეძლებთ საქმის ახალი ასპექტის კარნახს და ასე გაუცხოველებთ ინტერესს. მოთმინება ვერძის დამახასიათებელ თვისებას არ განეკუთვნება, მოუთმენლობამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას მაშინ, როცა პატარა სხვა ბავშვებთან ერთად “იმუშავებს”. ის სწრაფად იწყებს და არ მოსწონს ლოდინი, _ როცა შედარებით ნელი ადამიანები საქმეს ასრულებენ. ამ მიზეზის გამო საჭიროა წაახალისოთ დამოუკიდებელი სამუშაო, _ თუ მხოლოდ, ვერძის მაგალითის მიყოლას სხვები არ ისურვებენ.

თუ თქვენი ლოდინი  მოუწევს, ყმაწვილი “ქალბატონი-ინიციატივა” ასევე ძალიან მოუთმენელი იქნება, _ ესეც მხედველობაში მიიღეთ, როცა ფიქრობთ, წაიყვანოთ  თუ არა დიდების მოსაწყენ შეკრებაზე ანდა მაღაზიაში. შეიძლება შეგაწუხოთ იმან, რომ პატარა, _ ჩვეულებრივი ბავშვური განვითარების სტადიის მიხედვით, _ “ნორმაზე” მეტად ეგოისტურია. სინამდვილეში ეს ასე არაა. პატარა ვერძი უბრალოდ ბუნებრივად გრძნობს თავს “ნომერ პირველად”. საჭიროა ტაქტიანად დაანახოთ, რომ  სხვების მიმართაც ცოტა მეტი ყურადღების გამოჩენა კარგი იქნება.

საჭიროა გაიგოთ ერთი რამ, _  თუმცა ვერძს აფეთქება ადვილად შეუძლია, მაგრამ მრისხანების ეს “ამოფრქვევა”, დიდი ხნით იშვიათად გრძელდება _ ის მალე გადის და ავიწყდება. მხოლოდ ერთია, ბავშვს სჭირდება იმის გაცნობიერება, რომ სხვები საკუთარ თავს უფლებას არ აძლევენ გრძნობები ასე გამოხატონ და მრისხანების დროს თქვან ის, რაც თავში მოსდით, რათა სხვებს გული არ ატკინონ (მრისხანების მიმართვა ფაქიზ საგანზე ანდა სიტუაციის მიმართ, და არა სხვა ადამიანზე, მაგალითად: “მე ვერ ვიტან, როცა მე არ შემიძლია…” იმის მაგივრად, რომ: ”მე ვერ გიტანთ თქვენ იმის გამო, რომ…”).

და, მთავარი, მიეცით კარგი მაგალითი _ ეს ყოველთვის კარგ გავლენას ახდენს ვერძზე და ნებისმიერი ტიპის პიროვნებაზე. ბავშვები უფრო უკეთ ითვისებენ იმას, რასაც მშობლები აკეთებენ, და არა იმას, რასაც ისინი ამბობენ. დაფიქრდით იმაზე, რომ ბავშვს აქტიური სპორტით და შეჯიბრითი თამაშებით დაკავების შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოუყავით ადგილი, სადაც  ყველაფრის კარგად აღქმას შეძლებს. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. მიეცით საშუალება, რათა პატარამ შეცდომები დაუშვას (თუ მხოლოდ “ორმო”, – სადაც აპირებს “ჩავარდნას”, – ძალიან ღრმა არ გეჩვენებათ).

ასეთი შეცდომებით უფრო კარგად ითვისებს სიბრძნეს, ვიდრე ნებისმიერი გაფრთხილებებისგან. იყავით გახსნილნი ენერგეტიკული თავდასხმისას, ეს ცეცხლოვანი პატარის ხასიათია და თქვენ  მის გულში მუდამ ახალგაზრდად დარჩებით, რამდენადაც ბავშვი თქვენით აღფრთოვანდება და აღელდება ახალი თავგადასავლებით, _ ერთი მეორეს მიყოლებით!

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top