საბავშვო ჰოროსკოპი – ლომი ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – ლომი ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი ლომია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე ლომის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

შემომხედეთ მე _ მე ვანათებ!

მე მზის სინათლესა და ძალას განვასახიერებ.

ჩემს გვირგვინს საქმეში არ გავსვრი:

ლომი დაბადებიდან მეფეა _ უმაღლესი კანონი!

ხედავთ ამ პატარა ბედნიერ ლომს ფართოდ გაშლილი ხელებითა და გულით? ეს თქვენი პატარაა! მაგრამ მიაქციეთ ყურადღება გვირგვინით დამშვენებულ თავს: ბავშვი-ლომი _ იმ ყველაფრის მბრძანებელია, რასაც მიმოიხილავს; უკიდურეს შემთხვევაში, მას სჭირდება გრძნობდეს იმას, რაც მისი მსგავსია. სიამაყე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა, ოპტიმიზმი, ღირსება და კეთილშობილება _ ყველა ეს შტრიხი შეიძლება თანდაყოლილი გეჩვენოთ. აღმოჩდება რა ყურადღების ცენტრში, ლომი იფურჩქნება. მხოლოდ ერთია, მისი “დაქვემდებარებულები” ჯილდოვდებიან ნაზი მიჯაჭვულობის სიუხვითა და დიდსულოვნებით. პატარა ლომს უყვარს სხვებისთვის სასიამოვნო საგნების გაკეთება და პატარა საჩუქრების ჩუქება.

ლომს აქვს ძლიერი ინდივიდუალობა _ თეატრალურობისკენ მიდრეკილებით. თუ არ აქვს შესაძლებლობა, იყოს ყურადღების ცენტრში _ “სცენის ცენტრში”, ამ მსახიობად დაბადებულმა პერსონამ, შეიძლება, წარმოდგენა დაიწყოს საკმაოდ გაღიზიანებული მანერით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს, როცა დაინახავთ, რომ ბავშვი ძალიან დაჟინებით გთხოვთ ყურადღების მიქცევას შეუსაბამო, შეუფერებელ დროს ანდა ადგილზე. გამოყავით დრო და შესაძლებლობა, – როცა თქვენ (და სხვებიც) შეძლებთ ყურადღებით და მაღალი შეფასებით პუბლიკის მაგივრობის გაწევას; მაშინ თქვენი გაკვეთილები იმის შესახებ, რომ ტაქტიანი და კარგად აღზრდილი ბავშვი უნდა იდგეს “კულისებში”, უფრო ეფექტურად იქნება აღქმული.

არ მოექცეთ ამ ბავშვს უპატიოსნოდ. პატიოსნება და მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ლომისთვის, ისევე, როგორც სამართლიანობის გრძნობა. ეს პატარა სამეფო პერსონაჟი ყველა საკუთარი ქმედებისა და მიზნის მიღწევებისთვის დააწესებს მაღალ სტანდარტებს და, ჩვეულებრივ, თქვენ შეგეძლებათ გათვალოთ იმაზე, რომ ის მოიქცევა “სწორად” და სიმართლეს გეტყვით.

ამ ლიდერად დაბადებულისთვის აღიარება და წახალისება მნიშვნელოვანია. ლომი ისწრაფვის სხვების პატივისცემის დამსახურებისკენ _ და, ალბათობაა, ამის ღირსიც იქნება, რამდენადაც, საკუთარი ღირსების გრძნობა იგივე დოზითაა მნიშვნელოვანი, – და მას სურს იგრძნოს, რომ აღიარება დამსახურებულია. ამ ბავშვს აქვს ძლიერი ნებისყოფა და ფლობს არჩეული მიზნის დაჟინებულად შენარჩუნების შესაძლებლობას, შეუძლია დაძაბულად იმუშაოს მანამ, სანამ ეს შედეგი არ იქნება მიღწეული. მხოლოდ ერთია, იმ საქმეში დაჟინებულობა, რომელიც “კულისებში” რჩება, არ იქნება იმდენად საინტერესო, როგორიც იმ სამუშაოს დროს, რომელიც საკუთარი მიღწეული შედეგის დემონსტრირების შესაძლებლობას იძლევა.

უზრუნველყავით თქვენი პატარა სხვებთან (ბავშვებთან და ზრდასრულებთანაც) ურთიერთქმედების შესაძლებლობით (ლომისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია). მისი ოსტატობის განვითარებისთვის ეძიეთ შესაძლებლობები იმ სფეროებში, სადაც შეძლებს ყურადღების ცენტრში ყოფნასა და ნათებას. წაახალისეთ შემოქმედება და დრამისკენ სწრაფვა _ აღმოაჩენთ, რომ სამასკარადო კოსტიუმების გადაცმა და სხვადასხვა როლების თამაში, დროის გასატარებელი საყვარელი გასართობია პატარასთვის. თუ თქვენ გარდერობში არ მოიპოვება საინტერესო კოსტუმები, შეეცადეთ ძველ ნივთებში მოძებნოთ უცნაური ნივთები, სამოსი ანდა აქსესუარები. შეეცადეთ, ბავშვთან ხშირად მოვიდნენ მეგობრები; ლომს უყვარს შეხვედრის ადგილის მასპინძლის როლში ყოფნა. განიხილეთ ის შესაძლებლობაც, რომ თქვენი პატარა მიიყვანოთ ცეკვის ჯგუფში ანდა საბავშვო თეატრში.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ბავშვთან ხელმძღვანელობისას წახალისება და მიღწევისთვის ბიძგის მიცემა, მნიშველოვნად ეფექტური იქნება, ვიდრე კრიტიკა. ხოლო, როცა საჭიროა კრიტიკა, ეცადეთ ეს  ისეთი სახით გააკეთოთ, რომ ერთდროულად გამოხატოთ კეთილგანწყობა, საკუთარი შვილის კარგი ზრახვების რწმენა და მისი გაძლიერების (ანდა აღმატების) იმ დონის შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა. ლომის ცეცხლი _ ეს მოჩვენებითი ბრწყინვალება არაა. ეს პატარა “სამეფო პიროვნება” ფლობს უდიდესი ძალის უდრეკ შეუპოვრობას იმ მიზნის მიღწევისას, რომელიც მისმა გონებამ დაისახა. თქვენ ლომს სურს იყოს ლიდერი ანდა ადამიანი, რომელიც იღებს აღიარებას რაიმე მნიშვნელოვანი როლის გამო, და ის ამისთვის დაძაბულად იმუშავებს. ამ ბავშვს სურს მიიღოს აღიარება ხშირად, რამდენადაც მისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს ის, რომ “მეფობის” და პატივისცემის ღირსია.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top