საბავშვო ჰოროსკოპი – მერწყული ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – მერწყული ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი მერწყულია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე მერწყულის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მე უჩვეულო ვარ,

თქვენ, დროდადრო, გიჭირთ ჩემი გაგება.

მე ტრადიციების წინააღმდეგ ვარ. მე ჩვევების წინააღმდეგ ვარ.

მე მოვედი, რომ გაუვალი, გასაკვალავი გზა მოვიძიო.

მაგრამ სინათლის ჭავლით დაგაბრმავებთ

და ერთგულ მეგობრობას საუკუნოდ გთავაზობთ!

აქ ვხედავთ არა პატარა მხეცუნას, ადვილად ცნობადსა და თაშესაქცევს _ როგორც სხვა ნიშნებში, არამედ პატარა, ფუმფულა, სასიამოვნო ქმნილებას სხვა პლანეტიდან. ასე რომ, არ გაოცდეთ, თუ თქვენი პატარა “ვარსკვლავთ-ბავშვი” თავიდანვე რამდენადმე უცნაური მოგეჩვენებათ. და შეიძლება, რამდენადმე იდუმალი, ანდა უფრო ინტელექტუალიც კი იყოს. რამეთუ მერწყული _ ეს ჰაერის ნიშანია, ხოლო ჰაერი ახდენს ცნობიერი გონის და აზროვნების ფუნქციის სიმბოლიზებას. უწოდეთ ამ ბავშვს ექსცენტრიკული, რომელიც საკუთარ დროს წინ უსწრებს. თუ გაქვთ ერთი წვეთი თავისუფალი სული, მაშინ მასთან ბრწყინვალედ ააწყობთ ურთიერთობას.

თუ თქვენ მიდრეკილი ხართ კონსერვატიზმისა და ტრადიციებისკენ, იყავით მზად ზოგიერთი უთანხმოებისთვის. მერწყული ნაკლებად გაიზიარებს თქვენ ტრადიციებს, თუ  ამისთვის ძალიან კარგ მიზეზს ვერ დაინახავს _ იმის ალბათობა, რომ უბრალოდ თქვენი კმაყოფილების მიღწევის ანდა დასჯისგან თავის არიდების გამო მიიღოს თქვენი შეხედულება, არ არსებობს. ეს ბავშვი _ პიროვნებაა, დიდი ასოებით, და ის ისწრაფვის ყველაფერი აკეთოს თავისებურად, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს თქვენს გამოწვევას და თქვენი შეხედულებების სიმართლის ეჭვის ქვეშ დაყენებას.

“რატომ?” ამ კითხვას ხშირად გაიგებთ და უკეთესია მზად იყოთ უფრო წონიანი არგუმენტების მოსაყვანად, ვიდრე უპასუხოთ: “იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი” ანდა “იმიტომ რომ ასეთია წესი”. პატარა თანამშრომლობისთვის უფრო მეტად იქნება მზად, თუ გაიგებს ლოგიკურობას, რატომ უნდა იყოს რაიმე ასე და არა სხვაგვარად. გააღვივეთ მასში პატიოსნების გრძნობა (რომელიც ძალიან ძლიერი უნდა იყოს) ანდა მისი ჰუმანური გრძნობები (რომელიც არანაკლებ ძლიერი უნდა იყოს).

პატარა მერწყულს შეიძლება ასწავლოთ სხვა ადამიანების იდეების პატივისცემა, მაშინაც კი თუ ისე არ ეთანხმება მათ. თქვენ პატარას აქვს შინაგანი თანასწორობისა და ყველა ადამიანის ერთობის გრძნობა და სხვების შეხედულებებისა და იდეალების მიმართ მოთმინების გამოჩენის უნარი. ის პატივს სცემს სხვების უფლებას მანამ, სანამ ისინი არ შეიჭრებიან მის ინდივიდუალობაში.

მოგიწევთ კარგად გაიაზროთ, ქცევის რომელი სფეროებია უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის და რატომ. შეიძლება, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე საუკეთესო თანხმობას მიაღწიოთ, თუ უფლებას მოსცემთ, ნაკლებად მნიშვნელოვან სიტუაციებში, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი შეხედულებები. მაგალითად, უცნაური ვარცხნილობა, შესაძლებელია, სასარგებლო გაცვლა იყოს სკოლაში კარგი შეფასებისთვის, რომელიც თქვენ პატარა რეფორმატორს საიმედო განათლებას მოუტანს, სამომავლოდ, იდეების მეშვეობით, სოციალურ რეალობაში ცვლილებების განსახორციელებლად. გაიგეთ იდეა? მერწყული მუდამ წინმსწრებად აზროვნებს.

თქვენი პატარა მერწყული შეიძლება სწრაფად და სათუთად გეხუტებოდეთ, მაგრამ არ ელოდოთ გადაჭარბებულ სენტიმენტალობას და განცდებს პირად ურთიერთობებში. ეს, დანარჩენი ზოდიაქალური ნიშნებიდან, მეტნაკლებად, ემოციონალურად გაუცხოებული ნიშანია; მერწყული ყველასადმი მეგობრულად განწყობილი და გახსნილი იქნება, მაგრამ იშვიათად მისცემს უფლებას ვინმეს ძალიან ახლოს მივიდეს.

მას შეუძლია მოგეხვიოთ ძალიან “მაგრად”, მაგრამ როცა წავა, მაშინ _ “თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდება”. მხოლოდ ერთია, ის ძალიან შეშფოთებულია ჰუმანური საკითხებით, შეუძლია სხვებს უანგარო დახმარება გაუწიოს თუ ხედავს ამის საჭიროებას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ბავშვი კალთაზე გამოეკიდება დედიკოს ანდა ოჯახში მრავალ ემოციას გამოხატავდეს, მაგრამ მოზარდობისას, შესაძლებელია, ნებაყოფლობით იმუშაოს მოხუცებულთა სახლში ანდა უპოვართათვის, გაჭირვებულებისთვის გახსნილ უფასო სასადილოში. ამ პატარას, შეიძლება, არ ესმოდეს თქვენი შეგონებები ოთახის დალაგების თაობაზე (“კარი მაინც დახურე!”), მაგრამ შეუძლია იაროს მდინარის, ზღვის ნაპირზე ანდა პარკში და შეაგროვოს ნაგავი.

პატარა-მერწყულს განსაკუთრებულად მოეწონება ყველაფერი უჩვეულო და ახალი _ იდეებში, მოდაში, ტექნიკაში. თუ არის შესაძლებლობა, შეუძინეთ კომპიუტერი ანდა სკოლაში ამ მიმართულებით წაახალისეთ. მას, უფრო მეტად, მიიზიდავს მეცნიერებები. მიეცით საშუალება საკუთარი თავი გამოსცადოს თავისუფალ მხატვრულ ფორმებში, თანამედროვე ცეკვებში. და ასტროლოგიაში! უშოვეთ რამდენიმე წიგნი დამწყები ასტროლოგებისთვის და უფლება მიეცით საკუთარი, პირადი რუკა შეადგინოს.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top