ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი სასწორია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე სასწორის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
ჩემი სიმბოლო _ მშვიდობის მტრედია,
ჰარმონია _ ყველაფერია ჩემთვის.
გახადეთ ცხოვრება ლამაზი _
უთანხმობების ცეცხლივით მეშინია.
მხოლოდ წონასწორობა სჭირდება პინებს,
ის ყველგან უნდა შენარჩუნდეს.
პატარა თეთრ მტრედს მოაქვს ცნობები და გეუბნებათ თქვენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი _ ეს მშვიდობა და ჰარმონიაა. თქვენი ბავშვი ვერ იტანს ნებისმიერი სახის უთანხმოებებს, გაღიზიანებებს და კამათებს და ყველაფერზე წავა, რათა თავი აარიდოს მათ, _ ხანდახან მიდრეკილია კომპრომისისკენ და უფრო დამთმობია, ვიდრე საკუთარი სიმართლის ანდა შეხედულების დამცველი. მხოლოდ ერთია, ეს არ უნდა გაიგოთ ისე, როგორც სისუსტე _ უბრალოდ ეს ტაქტია. თუ მაინც და მაინც, სასწორის სამართლიანობის ძლიერი გრძნობა დამცირებული იქნება, დაინახავთ, როგორი ენერგიულები არიან და როგორ შეუძლია ამ ნიშანს ბრძოლა! სასწორის ტიპაჟის ადამიანები იყვნენ ცნობილი დიპლომატები _ მაგრამ ასევე ბრწყინვალე გენერლებიც!
მხოლოდ ერთია, ბავშვი-სასწორი _ ანდა მოზარდი _ საეჭვოა ღიად გეკამათოთ რაიმე იმ საკითხზე, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. იგი ზრდილობიანად მოგისმენთ და შესაძლებელია ისე გააკეთოს, როგორც გსურდათ, მაგრამ ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ეს სერიოზულად არ დაარღვევს მის პირად უპირატესობას. თუ პატარა სასწორს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური აზრები და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს, მაშინ ძალიანაც არ გაოცდეთ, თუ ეს პატარა, რომელსაც თვლიდით რომ გეთანხმებოდათ, საბოლოო ჯამში, აირჩევს აზრებისა და ქმედებების სხვა გზას.
სამართლიანობის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. სასწორის პინების მსგავსად, რომელზეც საუბრობს მისი სიმბოლო, თქვენ ბავშვს თანასწორობისა და თამაშის წესების დაცვის ანდა ქვეყნის კანონების სწამს. თუ სასწორი კონფლიქტის მონაწილე ანდა მოწმეა, მაშინ შეეცდება შუამავლის როლის თამაშს, რომელიც კარგად გამოსდის; მისი წინააღმდეგობრიობის ხედვის შესაძლებლობის ძალით, შეეცდება დაინახოს ორივე მხარე, მათი კითხვები, კამათის წარმოშობის მიზეზები და ეძიოს წონასწორობის წერტილი, მაგრამ ნუ ელით, რომ ის თქვენ მხარეს დადგება, თუ “თქვენი მხარე” არც ისე პატიოსნურია.
წონასწორობის ძიება შეიძლება განსაკუთრებული სახით გამოვლინდეს ორჭოფობაში _ როცა აუცილებელია ორი შესაძლებლობიდან ერთის არჩევა, არადა, თითოეულს აქვს ღირსება. თქვენ ბავშვ-სასწორს სურს “შეინარჩუნოს კექსიც, მაგრამ მის ჭამაც ძალიან უნდა”. მან შეიძლება მანამ იმერყეოს ორ გადაწყვტილებას შორის, სანამ თქვენი მოთმინება არ ამოიწურება. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, მაშინ უმჯობესია მას აარიდოთ ეს ტანჯვა, ძალიან ხშირად არ მოითხოვოთ არასაჭირო არჩევანის გაკეთება. უბრალოდ წყნარად შეხედეთ (ბავშვის თვალითაც კი), კონკრეტული არჩევანი ბედნიერად იქნება კი მიღებული და თუ ასეა, მაშინ არ ღირს ორი სხვადასხვა შესაძლებლობით პატარას შეწუხება.
სკოლის ასაკის სასწორმა–ბავშვმა, დიდი ალბათობაა, დილით, მხოლოდ იმიტომ მიასწროს საჭირო ავტობუსს, რომ ყოველ საღამოს დაჟინებით სთხოვთ აირჩიოს და დაალაგოს ტანსაცმელი და ყველაფერი, რაც მას მეორე დილისთვის სჭირდება. შესაძლებელია, როცა საქმე არჩევანს ეხება, აზრი გკითხოთ; აირჩიეთ ერთ-ერთი (შეიძლება ბავშვმა მეორე აირჩიოს, მაგრამ ეს ნორმალურია. უკიდურეს შემთხვევაში, მტანჯველი მერყეობის დრო შეამცირეთ).
აქვე, რაც შეეხება სასკოლო ეკიპიროვკას (აღჭურვილობას): სასწორებისთვის გარეგნული სახე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დახვეწილი ბავშვი დიდ დროს და ყურადღებას უთმობს ესთეტიკას. მოეწონება როცა კარგად გამოიყურება და გარმოცული იქნება ლამაზი საგნებით (ნივთებით). ამ მიზეზით მისთვის ადვილი არ იქნება ჯიბის ფულის შენარჩუნება, მითუმეტეს, თუ მაღაზიაში რაიმე კარგ საგანს შეამჩნევს. ლამაზისა და შესანიშნავის გემოვნება ასევე აღნიშნავს, რომ სასწორები სიამოვნებას იღებენ მხატვრული საქმიანობიდან. თქვენ ვალდებულიც კი ხართ წაახალისოთ ბავშვი, როცა რაიმე სახის ხელოვნებით ანდა მუსიკითაა დაკავებული; რამდენადაც სავარაუდოა, ერთი ანდა რამდენიმე სახის ასეთი საქმიანობით იქნება გატაცებული და მიაღწევს მნიშვნელოვან ოსტატობას (ამასთანავე, დაიმსახურებს დახვეწილ შეფასებებსაც).
სასწორისთვის მეგობრები მუდამ მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ასეთი ბავშვი მარტოობას უპირატესობას არ ანიჭებს. ალბათობაა, საშუალო მოთხოვნილებაზე მატად ჰქონდეს სხვა ადამიანებთან ყოფნის მოთხოვნილება _ იყოს მასის ნაწილი, მაგრამ ჰყავდეს ერთი ანდა ორი ახლო მეგობარი, ვისთანაც პრაქტიკულად ყველაფრის გაზიარებას შესძლებს. სასწორი _ ეს პარტნიორობის ნიშანია და საეჭვოა ასეთი ადამიანი დიდი ხნით მეგობრის გარეშე დარჩეს. ამ ბავშვის თან წაყვანა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება ადრეულ ასაკში (რადგან, ძალიან საყვარელია) ანდა შესაძლებელია, რომელიმე კამპანიაში პატარასთან ერთად იყოთ დაპატიჟებული. ეს პატარა იქნება _ გულისხმიერი, აღქმელი, მომხიბვლელი, მიმზდველი და, ალბათობაა, ყველა ასაკის ადამიანის საყვარელი არსება.
სტატიის ავტორი: ნინო