• ნათალურ რუკაში მზე და მთვარე ასცენდენტთან ერთად ძირითად მახასიათებლებს ქმნიან. მამაკაცის ჰოროსკოპში მზე ითვლება ძირითად მმართველად, ქალის ჰოროსკოპში კი – მთვარე. ამომავალი ნიშანი (ასცენდენტის ნიშანი) კი ორივე სქესის შემთხვევაში არის ფიზიკური ძლიერებისა თუ სისუსტის მაჩვენებელი.
• პლანეტები დაზიანებისას (სხვა მნათობებით) იწვევენ იმ ნიშნის ბუნებისა და ზოგადად შესაბამის დაავადებებს, რომელშიც მდებარეობენ.
• მე-6 სახლი -ჰოროსკოპში მართავს კუსპიდის* ნიშნის ან იქ მყოფ პლანეტის შესაბამის არაჯანსაღ მდგომარეობას.
• მე-8 სახლი უკავშირდება სიკვდილს, მისი კუსპიდის დასაწყისი ნიშანი და პლანეტა (რომელიც იქ იმყოფება) ფატალური დაავადების მაჩვენებელია.
• მე-4 სახლი – უკავშირდება სიცოცხლის აღსასრულს, ასევე უნდა იქნას განხილული ის, რომ მე4 სახლში არსებულ პლანეტებს დაზიანებისას (სხვა პლანეტებით) მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჯანმრთელობისა და ავადობის განსაზღვრისას.
ჯანმრთელობა და ადამიანის სხეული
ადამიანის სხეულის განხილვისას ასტროლოგიური თვალსაზრისით უნდა გვახსოვდეს, რომ ის იყოფა 12 ძირითად ზონად და ყოველი ნაწილი შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა, ყოველი მათგანი მართავს განსხვავებულ სხეულის ნაწილებს ან ორგანოებს, როგორც ერთ მთლიანობას. მიუხედავად ამისა დროდადრო სირთულეს წარმოადგენს იმის გარჩევა იმყოფებიან თუ არა სხვადასხვა ორგანოების ნაწილები ერთი მმართველობის გავლენის ქვეშ. მაგ: ვიცით, რომ ვერძი განაგებს თავს, მაგრამ ცხვირის ორგანოებს განაგებს მორიელი. რაც შეეხება გულს, ლომი მართავს მთლიანად ორგანოს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სახის დარღვევები, რომლებიც აზიანებენ გულის სხვადასხვა ნაწილებს და ამიტომ რთულია ითქვას თუ კონკრეტულად რომელი ნაწილი დაზიანდა.
ამ პრობლემის სავარაუდო გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ ნიშანი განაგებს ორგანოს როგორც მთლიანს, ხოლო მის სხვადასხვა ნაწილებს განაგებენ პლანეტები, რომლებიც ამ ნიშანში იმპყოფებიან. მზე მართავს ერთ ნაწილს, მთვარე- მეორეს და სხვა. თუმცა ესეც არ არის სრული ანალიზისთვის საკმარისი და მხოლოდ საფუძვლიან კვლევებზე დაფუძნებით შეგვიძლია ამათუიმ თვალსაზრისის დადასტურება.
ადამიანის სხეულის ზოდიაქოს ნიშნებთან შესაბამისობისას უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს 3 ასპექტი:
1) გარეგანი, რომელიც ეხება სხეულის გარეგნულ ზონებსა და ორგანოებს.
2) შინაგანი, რომელიც ეხება ვიტალურ ორგანოებს.
3) სტრუქტურული, რომელიც ეხება სტრუქტურას ან ჩონჩხს.
1 – გარეგნული მმრთველები:
ვერძი – თავი, სახე.
კურო – კისერი, საყლაპავი.
ტყუპები – მხრები, წინამხრები, მტევნები.
კირჩხიბი – სარძევე ჯირკვლები, გულმკერდი, ეპიგასტრიუმი.
ლომი – ხერხემალი, ზურგი.
ქალწული – აბდომინალური და მენჯის ზონა.
სასწორი – წელის ზონა, კანი.
მორიელი – შარდსასქესო სისტემა, ანუსი.
მშვილდოსანი – თეძოები, წელი.
თხის რქა – მუხლები და დუნდულოები.
მერწყული – ქვედა კიდურები, კოჭის მიდამო.
თევზები – ტერფები, ცერა თითი.
2 – შინაგანი მმართველობა:
ვერძი – ტვინი.
კურო – საყლაპავი სისტემა, ნათხემი.
ტყუპები – ფილტვები, სასუნთქი სისტემა, სისხლი.
კირჩხციბი – კუჭი, საყლაპავი სისტემის ორგანოები.
ლომი – გული.
ქალწული – მსხვილი და წვრილი ნაწლავები.
სასწორი – ფილტვები.
მორიელი – რეპროდუქტიული ორგანოები და შარდის ბუშტი.
მშვიდოსანი – არტერიული სისტემა, ნერვები.
თხის რქა – ძვლები, იოგები.
მერწყული – სისხლი, ცირკულაცია.
თევზები – ლიმფური სისტემა.
3 – სტრუქტურული მმართველობა:
ვერძი – სახის და თავის ქალას ძვლები.
კურო – კისრის ძლები.
ტყუპები – მხრები, ლავიწის, ზედა და ქვედა კიდურების ძვლები.
კირჩხიბი – მკერდი, ნეკნები.
ლომი – ხერხემალი.
ქალწული – ხერხემლის ნაწილი.
სასწორი – წელის ზონის ძვლები.
მორიელი – მენჯის ძვლები.
მშვილდოსანი – თეძოს ძვლები და წელი.
თხის რქა – მუხლები, მყესები.
მერწყული – დიდი წვივის ძვალი და კოჭ-წვივი.
თევზები – ტერფების და თითების ძლები.
მნიშვნელოვანია ასევე სხეულის მმართველი ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა ელემენტებად და მოდალობებად.
1 ) ცეცხლი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) – თავი, გული, სახე, წელი, თეძოები.
მიწა (კურო, ქალწული, თხის რქა) – საყლაპავი, ნაწლავები, მუხლები, კანი.
ჰაერი (ტყუპები, სასწორი, მერწყული)- ფილტვები, სუნთქვა, თირკმელები, სისხლი.
წყალი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)- კუჭი, გამომყოფი სისტემა, ტერფები.
2) კარდინალური ნიშნები – (ვერძი, სასწორი, კირჩხიბი, თხის რქა) – თავი, კუჭი, თირკმელები, კანი.
ფიქსირებული – (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) – საყლაპავი, გული, გამომყოფი სისტემა, სისხლი.
მუტაბელური – (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) – ფილტვები, ნაწლავები, ნერვული სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა.
ნიშნების კიდევ ერთი სახის დაყოფა თამაშობს მნიშვნელოვან როლს, სხეულის ორგანოების ძლიერებისა და სისუსტის განსაზღვრისას. 12 ზოდიაქოდან იქმნება დადებითი და უარყოფითი ნიშნები (ბრუნვისას): კენტი ზოდიაქოს ნიშნები დადებითად ითვლება, ხოლო ლუწი – უარყოფითად. დადებითი ნიშნები უფრო ძლიერია, უარყოფითი კი – სუსტი. აქედან მომდინარეობს აზრი, რომ ის ვინც დაიბადა ასცენდენტის დადებითი ნიშნით უფრო ძლიერია, ვიდრე ის, რომელიც დაიბადა უარყოფითი ნიშნის ასცენდენტით.
პლანეტების მმართველობა და მოქმედება
განვიხილოთ პლანეტების გავლენა ადამიანის სხეულის უფრო სპეციფიურ ორგანოებზე.
მზე – ყველა სისტემის მმართველი, მზე არის მამაკაცური ბუნების სიცოცხლის მიმნიჭებელი ან ჰილეგი*. მისი გავლენა არის ცხოველმყოფელი, ცხელი, მშრალი და კონსტრუქციული, ის მართავს გულს, ვიტალობას, სისხლსა და ტვინს, მამაკაცებში მარჯვენა, ხოლო ქალებში მარცხენა თვალს.
მთვარე – სხეულის ბუნებრივი ფუნქციის მმართველია და არის ჰილეგი ან ქალური ბუნების მინიჭებელი. ის ცივია, ნესტიანი და მასიმილიზირებელი. მართავს: გულ-მკერდს, კუჭს, ნერვულ, ლიმფურ სისტემასა და სითხეებს. მამაკაცებში მარცხენა და ქალებში მარჯვენა თვალს განაგებს.
მერკური – ტვინის, გონების მმართველია, ცვალებადი და არამდგრადი ბუნების. ექვემდებარება იმ პლანეტის გავლენას, რომელთანაც ახლოს არის. მართავს: ნერვულ სისტემას, ფილტვებს, ენას, საუბარს, ზედა და ქვედა კიდურებსა და თმებს.
ვენერა – თბილი და ნესტიანი ბუნებისაა. მართავს: საყლაპავს, ნიკაპს, კონსტიტუციას, ღაწვებს, ვენურ სისტემას, ჭიპს, რეპროდუქტიული სისტემის შინაგან ორგანოებს.
მარსი -ცხელი, მშრალი, მგზნებარე ბუნების. მართავს: ცხვირს, შუბლს, ნაღვლის ბუშტს, ნაღველს, მყესებს, კუნთოვან სისტემას, რეპროდუქციული სისტემის გარეგან ორგანოებს.
იუპიტერი – რბილი, ზომიერი, თბილი, ნესტიანი ბუნების. მართავს: სისხლს, სათესლე ჯირკვლებს, ღვიძლს, არტერიულ სისტემას, პლევრას, მარჯვენა ყურს და ზოგად აბსორბციულ სისტემას.
სატურნი – ცივი, მშრალი, შემზღუდავი, გამმიჯნავი ბუნების. მართავს: ძვლოვან სისტემას, იოგებს, ელენთას, კბილებს, მუხლებს, ნახველსა და სეკრეტორულ სისტემას მთლიანად.
ურანი – ცივი, მშრალი, მაგნეტური ბუნების. მართავს: ფლუიდებს, თავისა და ზურგის ტვინის გარსებს, ასევე ფიზიკურ აურას.
ნეპტუნი – თბილი, ნესტიანი, ჰიპნოტური ბუნების. მართავს: ტელეპატიურ ფუნქციებს, ფლუიდურ სისტემას, ასევე ნაწილობრივ გავლენას ახდენს თვალებსა და ტვინზე.
გასათვალისწინებელია, რომ თუ პლანეტები მართავენ განსაზღვრულ ორგანოებს ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ მოახდენენ ზეგავლენას სხვა ორგანოებზე. მათი ზოდიაქალური პოზიცია ნებისმიერ ჰოროსკოპში ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული, ზოდიაქოს ნიშნების (რომელშიც მდებარეობენ) შესაბამის სხეულის ზონებთან ერთად, რომლებიც ასევე იმყოფებიან მათი ზეგავლენის ქვეშ.
დამუშავებულია რაფაელის წყაროზე დაყრდნობით
ავტორი: ქეთი