სატურნის დამუშავება

სატურნის დამუშავება

ჰარმონიული/დაზიანებული სატურნი და დამუშავების დონეები

სატურნი _ უკანასკნელი პლანეტაა შეუიარაღებელი თვალით ხილული პლანეტებიდან და მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე, ურანის აღმოჩენამდე, ითვლებოდა ბედის განსხეულებად, ბედისწერად, ამასთანავე, განიხილებოდა როგორც ბოროტი პლანეტა. მხოლოდ მეოცე საუკუნეში, განსაკუთრებით პლუტონის აღმოჩენის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასტროლოგებმა მნიშვნელოვან დონეზე გადახედეს პლანეტებისა და ასპექტების როლის შესახებ საკუთარ შეხედულებებს; ნაწილობრივ, მათი გაყოფა კეთილგანწყობილ და ბოროტ პლანეტებად პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. ბედისწერას ახლა მე-4 დონის პლანეტები განასახიერებენ _ ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, მაგრამ სატურნის როლი, როგორც კარმული პლანეტისა, ძველებურად რჩება, და ამაში დეტალურად გარკვევაა საჭირო.

ყველაზე მეტად საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ის, რომ პირად რუკაში კარმაზე, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, ყველა პლანეტა უთითებს და ნებისმიერ მათგანს შეუძლია საბედისწერო გავლენა ჰქონდეს ვიღაცის ბედში.

სატურნი _ კარმის მანიშნებელი არანაკლები მნიშვნელობის პლანეტაა, ვიდრე სხვა ნებისმიერი; მხოლოდ ერთია, ადამიანისთვის ის (სატურნი) კარმას შეგრძნებადს ხდის და ამიტომაც კაცობრიობის მხრიდან დამსახურებულად იმსახურებს ნაკლებ სიყვარულს: არავის სურს მთელი ცხოვრება ვალით და რთული გზით სიარული და ადამიანებისა და ევოლუციის მსახურებაში ყოფნა, უფრო სასიამოვნოა საკუთარი ეგოიზმის იმ მწვანე მდელოზე ბედნიერად და დაუფიქრებლად ხტუნვა, რომელზეც ხარობს ქარაფშუტობის ბაბუაწვერები.

სატურნი წარმოადგენს პრინციპს, რომელიც იუპიტერის გაფართოების პრინციპის საპირისპიროა, ანუ სატურნი ინდივიდუალობის პრინციპია _ იკეტება საკუთარ თავში და შინაგან დამუშავებას იწყებს. თავისთავად ეს არც კარგი და არც ცუდია, ჩაკეტვისა და ჩაღრმავებისას შეიძლება ნებისმიერი ემოციის წარმოშობა; როგორც ყოველთვის, ცუდი ისაა, რომ ადამიანი დამუშავების ნაცვლად (იმ დოზით, რომელსაც ითხოვს კარმა) ცდილობს პლანეტარული პრინციპის დაიგნორებას, ცდილობს მოცემული პლანეტის ფუნქციის სხვა რამეზე გადატანას.

რაღაც დროით ეს შესაძლებელია (თუმცა მსგავსი დამახინჯებები ყოველთვის ვლინდება როგორც გარეგნულ, ასევე შინაგან დონეზე), მაგრამ შემდეგ ძლიერ განუვითარებელი პლანეტარული პრინციპის დამუშავება დარტყმებითა და ძალადობრივი წესრიგით მიედინება, რაც გარეგნულად გამოიყურება როგორც მწუხარება, ტრაგედია, უსამართლობა და ა.შ. ხოლო ფაქტიურად, უბრალოდ კარმის უპიროვნო, ობიექტური კანონი მუშაობს, ადამიანი საკუთარი უმეცრებისა და სიზარმაცის გამო იხდის საფასურს, ანდა, თუ ის ძლიერაა ჩართული ჯგუფურ კარმაში (რაც დამახასიათებელია მაღალგანვითარებული ტიპაჟებისთვის), ანალოგიური რამ ხდება ჯგუფურ გამოვლინებებშიც.

სატურნზე გულუბრყვილო შეხედულებაა _ თითქოსდა, ის ზღუდავს ადამიანს და მის შესაძლებლობებს, ყინავს აქტრიურობის სფეროებს. ეს _ სამართლიანია, მაგრამ არც ყველაფერია და არც _ მთავარი. სატურნის მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანის ყურადღებას მისსავე შინაგან სამყაროზე, ზუსტად, სრულიად განსაზღვრულ მიმართულებებზე, გეგმებზე და ამ სამყაროს მხარეებზე მიმართავს, იწვევს მათ კვლევა-ძიებებს, ათვისებას და გაწონასწორებას, ადამიანის მიერ ამითვე შეიცნობა გარეგანი სამყარო და ამ სამყაროში ამ ინდივიდის არსებობა.

მთელი სიმძიმე, შეზღუდვა, სიცივე და სხვა უარყოფითი შტრიხები, რომელიც ტრადიციულად მიეწერება სატურნს, გამოწვეულია ადამიანის სურვილის უქონლობით (და უცოდინარობით, შეუძლებლობით), რომ საკუთარი აზრი და ენერგია მიმართოს საკუთარი თავის შიგნით და იქ დაიწყოს კონსტრუქციული საქმიანობა. თუ არ გაუგონებს კარმას, დააიგნორებს მის ბუნდოვან და არაორაზროვან მინიშნებებს ანდა წავა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ, რაღაც მომენტში, სატურნის ხელი ფოლადისა ხდება, მაგრამ ეს სხვა პლანეტების განხილვითაც გამოჩნდება, უბრალოდ, როგორც ჩანს, სატურნი უფრო ათვისებული, მისაღები და საყვარელი პლანეტაა დასავლურ კულტურაში.

როგორც წესი, შინაგანი მუშაობა უფრო მძიმე, რთული, მნიშვნელოვნი და საპასუხისგებლოა გარეგნულზე. უფრო მეტად, შესაძლებელია გარეგანი მუშაობა საერთოდ განიხილებოდეს როგორც წინმსწრები შინაგანი სამუშაოს სიმბოლო, ხოლო მძიმე გარეგანი სამუშაო აღნიშნავდეს შინაგანი სამუშაოსთვის წინმსწრებ, ცუდ და არასაკმარის მომზადებას. გარეგანი დაბრკოლების არსის გამოვლინება შინაგანი უხილავი და გადაულახავი დაბრკოლებების თანადროულია; გარეგანი მტრები და დესტრუქციული ბრძოლების არსი მხოლოდ ექსტერიორიზაციაა (ექსტერიორიზაცია – (ლათ. exteior – გარეთა) 1. ფსიქოლოგიაში – პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანის შინაგანი ფსიქიური ცხოვრება ღებულობს გარე გამომხატველ ფორმას; 2. ფსიქოანალიზში – ობიექტის მიერ სურვილებისა და აფექტების შეძენა.) გასანადგურებელი და დაუმუშავებელი შინაგანი მტრებისა (ქვეცნობიერის დაბალი პროგრამები). სწორი ცხოვრებისას (სატურნის ასპექტებისგან დამოუკიდებლად!).

ყველა გარეგანი მოვლენა უნდა მიდიოდეს მშვიდობიანად, მშვიდად და შეუფერხებლად, დაბრკოლებები გადაილახება და ბრძოლები მოიგება ადვილად და ძალდაუტანებლად, მაგრამ წინასწარი შინაგანი მუშაობა და საკუთარ თავთან ბრძოლები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე და მტანჯველი; ხოლო ადამიანი, რომლის გარშემოც და, რომელსაც მუდამ ძლიერი დისჰარმონიული პროცესები და მოვლენები აქვს, ფაქტიურად, აიგნორირებს შინაგანი სამუშაოს აუცილებლობას, ყრის საკუთრ პირად სულიერ ნაგავს და ძველმანებს გარეგან სამყაროში, სამყარო იგივეს უბრუნებს და თან ეუბნება: აი, თქვენ, ადამიანებო, აბა, ახლა ამას თავი გაართვით!

სატურნი _ ნელი, არსობრივი პლანეტაა და დაჯილდოებულია ადამიანზე უდიდესი ძალაუფლებით. სატურნი მუშაობს ქვეცნობიერზე და ძალიან იშვიათად ცნობიერზე, და ამიტომაც არ ჩქარობს: ის იმუშავებს ღრმა არსობრივ შეხედულებას როგორც პირობით რეფლექსებს, ამისთვის კი დროა საჭიროა, არა დღეები და თვეები, არამედ წლებიც ანდა ათწლეულებიც კი.

ადამიანი ბედს ეხვეწება: მორჩა, მეტი აღარაა საჭირო, მე უკვე დიდი ხანია ყველაფერს მივხვდი, პატიოსან სიტყვას ვიძლევი, არასდროს მეტს აღარ ვიზამ! _ მაგრამ სატურნი არ აკეთებს ორიენტირებას ცნობიერზე და კარმის ნელი დაბრუნებითი დარტყმები გრძელდება კიდევ რამდენიმე წელი (შეიძლება, პირობითად, 1 ანდა 5 წელი). სატურნი ასწავლის მორჩილებას, თვინიერებას და მოკრძალებულობას არსებით დონეზე, ხოლო ეს თვისებები უფრო ადვილია მენტალურად იქნეს გააზრებული, ვიდრე საკუთარ თავში გამომუშავდეს, მითუმეტეს, მცირედს თუ ჰყოფნის შინაგანი პატიოსნება იმის აღიარებისთვის, რომ განასხვაოს სოციალური ქცევა და მენტალური მოდელერიება (შინაგანი გამოვლინების) არსობრივისგან; ხოლო სატურნს საერთოდ არ აქვს საქმე ადამიანის მენტალთან, სოციალურ დაცვასთან და თვითმოტყუბებთან, ის მუშაობს უფრო ღრმა დონეზე, მუშაობს ინდივიდულობასა და მის განვითარებაზე (თუმცა თავად ადამიანს შეიძლება არც კი სჯეროდეს მისი არსებობა).

რა არის შინაგანი მუშაობა? პიროვნების განვითარების ყველაზე დაბალ დონეზე, როცა ფსიქიკა ჯერ კიდევ თითქმის არაა დიფერენცირებული და ადამიანმა ჯერ კიდევ თითქმის ვერ გამიჯნა საკუთარი თავი გარესამყაროსგან, მისი ძირითადი ფორმების არსი იმ ფიზიკური ტკივილის და სულიერი ტანჯვის გადალახვაა, რომლებიც დაკავშირებულია ტანჯვასთან და ახლობლების სიკვდილთან. ამ ტანჯვას ყოველთვის აქვს კარმული აზრი, მაგრამ კონსტრუქციულია მხოლოდ მაშინ, როცა შინაგანი მორჩილებით მიედინება, რომელიც ადამიანს ეხმარება კარმული კვანძების გახსნაში და მაშინ ადამიანი იტანს მწუხარებას, შინაგანად იცვლება და ევოლუციურად იზრდება; ხოლო ტკივილის შესუსტების, შემცირების მცდელობები თუ სამყაროზე, ადამიანებზე და ღმერთზე განრისხების გზით ანდა მისი გარშემომყოფების მხრებზე გადაკისრებით მიდის, მაშინ უფრო ძლიერად იკვრება კარმული კვანძები და მოცემულ განცდებს უაზრობად აქცევს; კარმის მფლობელები სინანულით უყუებენ იმ ადამიანს, რომელსაც არ სურს დაჭკვიანება, მხრებს იჩეჩავენ და ამბობენ: მოგვიწევს განმეორება. სატურნი მომთმენია, ის მართავს დროს და შეუძლია დიდი ხნით მოცდა.

პიროვნების განვითარების შემდეგ დონეზე შინაგანი სამუშაო მდგომარეობს ჩხვლეტებზე რეაქციასა და სინდისის ქენჯნის განსაზღვრებაში. ადამიანი იწყებს საკუთარი თავისთვის თვალყურის დევნებას, იმუშავებს ყურადღებას და ხასიათს, შემდეგ სწავლობს ქვეცნობიერის დაბალი პროგრამების გამოხშირვას და მათთვის უმაღლესის დაპირისპირებას, ხოლო შემდეგ იხსნება შინაგანი სამუშაოს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ძალიან აღემატება ყველა გარეგანი სამუშაოს ყველაზე გააზრებულ ასორტიმენტს, თუმცა-ღა უკანასკნელი კი რაღაც სახით ყოველთვის აუცილებლობად რჩება.

სატურნის მიერ ადამიანის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი სრულიად უარყოფს ბედის მინიშნებებს და სურს განურჩევლად ყველა გარეგანი თავისუფლების ნაყოფი დააგემოვნოს, ათავსებს რა სიამოვნების ყვავილებს კეთილსურნელების ვაზაში. აქ შინაგანი დისციპლინის დონე უტოლდება ნულს, და რაიმეს გასაკეთებლად ადამიანის იძულება ხდება (შესაძლებელია, მხოლოდ საწერ მაგიდაზე დიდი რკინის ჯაჭვით მიბმის საშუალებით). ამ დონეზე ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის ფლობა; და სატურნისეული შეზღუდვები და აკრძალვები მოქმედებენ როგორც დამამძიმებელი უარყოფითი გავლენები (დამოკიდებულია ადამიანის ტემპერამენტზე და ჰოროსკოპში სატურნის მდებარეობაზე), ან თავჩაღუნული ელოდება, ანდა ცდილობს, მიუღებელი და დაუკმაყოფილებელი სიკეთისა და ბედნიერებისთვის, თავგანწირვით იბრძოლოს ბედთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სრულიად ვერ იგებს და არ იღებს იმის აუცილებლობას, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს და შეცვალოს რაღაც სამყაროსთან ურთიერთობაში.

ამ დონეზე სატურნის დამუშვებისთვის დამახასიათებელია მისი ფუნქციით მარსის პრინციპის შეცვლა, ანუ შეზღუდვის ნებაყოფლობითი მიღებისა და თვითჩაღრმავებით ადამიანი იწყებს აქტიურ ბრძოლას მიმდინარე გარემოებებთან, ფაქტიურად კი ბედთან. მაგრამ სატურნი, მზისგან განსხვავებით, არაა იმპერატიული, რბილია და ძალიან დიდი ხნით მომთმენია. ის იშვიათად ქმნის ჩიხურ სიტუაციებს და ცდილობს ადამიანი მიმართოს ჭეშმარიტების გზაზე, შესაძლებლობის ფარგლებში, ნებაყოფლობით დ თავიდან (და ძალიან ხანგრძლივად) უტოვებს თავისუფლებას ქმედებებში. ძლიერი ტკივილი (ფიზიკური და სულიერი), საავადმყოფოს საწოლი, ინვალიდობა, სიღრმისეული დეპრესიები და აუნაზღაურებელი დანაკარგები _ ეს ყველაფერი ძალიან მკაცრი ზომებია, რომელსაც სატურნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყენებს.

პირველი მისი მინიშნება სულ სხვაა _ ეს ძველი გატაცებების მიმართ ინტერესის დაკარგვაა, სინდისის ქენჯნის მსუბუქი შეგრძნებაა, იმ სიტუაციებში საკუთარი თავით დაუკმაყოფილებლობის სუსტი და ხშირად გადაულახავი გრძნობაა, რომელიც ადრე აღქმული იყო როგორც ადექვატური, უმიზეზოდ ენერგიის დაქვეითებაა, მსუბუქი მოწყენა და დარდია, რომელიც სწრაფად (ანდა არც ისე სწრაფად) თავისით გადის ახალი ინტერესების, გატაცებებისა და გართობების გაჩენისას, მთლიანად _ ძველი ცხოვრების სიხარულის დონის (და კონკრეტულად კი _ მის გამოვლინებაში) დაქვეითებაა, “დილით ვსვამ ყავას _ და ყოველგვარი სიამოვნების გარეშე”. სატურნს მხედველობაში აქვს, რომ ადამიანმა ყველაფერი ეს უნდა შეიძინოს ახალ დონეზე, საკუთარ თავში ჩაღრმავებით, ზოგიერთი ქვეცნობიერი პროგრამის შეცვლით, არსობრივი ცნობიერების გაფართოებით, საკუთარ თავში ახალი ენერგიის წყაროების გახსნითა და უფრო ბრძნად გახდომით, მაგრამ მისი მინიშნებები ჯერ კიდევ აღუქმელი რჩება.

სატურნის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი იწყებს საკუთარი ბედის ფორმირებაში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას (პირველ დონეზე ეს წმინდა წყლის ფატალიზმია, რელიგიური, ინსტიქტური ანდა სოციალური ქცევებია, რომელიც ერწყმის პრინციპს “მკვახე ყურძენი” სატურნისეული შეზღუდვების ჩართვისას). ამ დონეზე (ის იშვიათად მიიღწევა 30 წლამდე, სატურნის ნატალური მდებარეობის ტრანზიტამდე) ადამიანი სინდისის ჩხვლეტებს განიხილავს არა როგორც ხარვეზებს, არამედ როგორც მითითებას მის საერთო არასრულყოფაზე და ამ წუთებში გრძნობს შინაგანი სრულყოფის აუცილებლობას. ამ დონისთვის ზოგადად დამახასიათებელია, მთელი საკუთრი ცხოვრებით სამყაროს წინაშე პირადი პასუხისგებლობის (ჯერ კიდევ გარეგნული) ხშირად ბუნდოვანი შეგრძნება, რომელიც საჭიროებს ცხოვრებას, რათა რაიმე მოახდინოს.

მხოლოდ ერთია, ეს “არსობრივი” მოიაზრება როგორც გარეგან სამყაროზე ზემოქმედებით, რამეთუ შინაგანი ჯერ კიდევ იმდენად მცირე და პრიმიტიულია, რომ ადამიანს საკუთარი შინაგანი სამუშაოს სერიოზულად აღქმა ჯერ არ შეუძლია და საზოგადოებრივი ქვეცნობიერის გავლენაც, საერთოდ უარყოფს ინდივიდულურ შინაგან სამყაროს, ოღონდ მანამ, სანამ ეს შინაგანი ძალიან ძლიერი არ გახდება, მითუმეტეს, თუ გამოჩნდება შინაგანი განვითარების შესაძლებლობა (როგორც შესაბამისი სატურნისეული პრინციპისა), მაგრამ ადამიანის მიერ ჯერ კიდევ აღიქმება როგორც ზოგიერთი დამხმარე საშუალება, რომელიც ამსუბუქებს გარეგნულ სამყაროში მუშაობას. ზუსტად, სატურნის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი იწყებს დაფასებას და ცდილობს საკუთრ თავში შინაგანი მობილიზებისა და დისციპლინის, შინაგანი ძალების ერთი მიმართულებით კონცეტრირების უნარის გამომუშავებას ისე, რომ არ დახარჯოს უაზრობებზე;

ის ხედავს, რომ განსაზღვრულ (სატურნისეულ!) სიტუაციებში ამის გარეშე არაფერი გამოდის. ის ამჩნევს, რომ სიღრმისეული აზრები უფრო ხშირად მოდის მაშინ, როცა ის იმყოფება ემოციანალურად წყნარ მდგომარეობაში, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ არ შეუძლია მისი არამარტო გამოწვევა, არამედ ღირებულად შეფასება, და, რა თქმა უნდა, ვერ ამჩნევს, რომ გარე სამყაროში შესაძლებლობების სატურნისეული შეზღუდვები ხდება ზუსტად მაშინ, როცა მას სჭირდება საკუთარი თავიდან უფრო მეტი ღრმა, ჯერ კიდევ ჩურჩულით “მოლაპარაკე” აზრის ანდა გრძნობის ამოღება და გაგება, და ნაწყენდება ამ შეზღუდვის გამო ზუსტად ისევე, როგორც სატურნის დამუშავების პირველ დონეზე, მაგრამ უფრო პატიოსანია, საკუთარ თავთან ხანდახან მაინც აღიარებს, რომ რაღაცას რატომღაც არ აძლევენ, არადა ასე ძალიან სურს ამის მიღება!

სატურნის მესამე დონეზე დამუშავებისას ადამიანში ხდება თვისობრივი ცვლილებები. თავიდან მას უჩდება (ამა თუ იმ სახით, დამოკიდებულია მსოფლაღქმელობის უნარეზე) ევოლუციური ცნობიერება, საკუთარი ბედის, როგორც ერთი მთლიანის და მის გარშემო არსებულთან კავშირის (ჯგუფი, სოციალური ფენა, ქვეყნები) გრძნობა. შემდეგ, ის აღმოაჩენს, რომ მისი შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს ნებისმიერ მის გარეგან საქმიანობასა და საქმეში წარმატებაზე, მაშინაც კი, როცა ეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი სრულიად დამოუკიდებელი და განყენებული იყო. აღმოჩდება, რომ ნებისმიერ მიზანმიმართულ ქმედებაზე საჭიროა შინაგანი ნებართვის ქონა, რომელიც განსხვავდება სურვილის გრძნობისგან (მთვარე), ასევე ნებელობითი იმპულსისგან (მზე) და ძალებისა და ენერგიის მოდინების შეგრძნებისგან (მარსი). ასეთი სახით, მესამე დონეზე ვითარდება არსობრივი პირადი, შინაგანი ეთიკა, რომელიც გამუდმებით ყურადღებაში აქცევს სოციალურს, ხანდახან მისგან ძლიერად განსხვავებულს, მაგრამ მთავარს _ უფრო მეტად ზუსტსა და შერჩეულს, ანუ ამა თუ იმ შემთხვევებში ხშირად არეგულირებს იმ ქცევებს, როცა სოციალური საერთოდ არაფერს ამბობს მსგავს რამეზე.

ამ დონეზე ადამიანი სწავლობს შინაგანი ხმების პოლიფონიის მოსმენას და საკუთარი და სოციალურად დაწესებული ქვეცნობიერი პოგრამების განსხვავებას და ნაწილობრივ ერკვევა იმაში, რომელი მათგანი ეხება უმაღლეს და რომელი _ დაბალ “მე”-ს: სხვაგვარად რომ ითქვას, მის წინაშე იხსნება მისი შინაგანი მუხრუჭის სტრუქტურა, მარტივმეტყველებაში ეგოიზმით სახელდებული, და ამ ახალი შინაგანი სამუშაოს გაგება იძენს სრულიად სხვა აზრს: ეს უკვე არაპრიმიტიული დათრგუნვაა საკუთარი “დაბალი” ინსტიქტებისა (მათ შორის აუცილებელი ბიოლოგიური და სოციალური მოთხოვნიელებებისა), არამედ გააზრებული შესწავლა და უფრო მეტად კონსტრუქციული და საკუთარი ქვეცნობიერის ჰარმონიული ცნობიერი გარდაქმნა და პირადი ეთიკის ჩამოყალიბებაა.

ახლა ადამიანი შეიგრძნობს, რომ წამიერი აღელვება და ემოციონალური მდგომარეობა შინაგანი წყროებიდან რთავს ზუსტ ინფორმაციებსა და ინტუიციას და იწყებს სატურნისეული შეზღუდვებისა და დეპრესიის სრულიად სხვანაირად შეფასებას, ზუსტად კი, დაბალენერგეტიკული მდგომარეობაა, რომელშიც უფრო უკეთ ისმინება ღრმა ქვეცნობიერისა და ზეცნობიერის წყნარი, მაგრამ მნიშვნელოვანი, ხანდახან ბრძნული ხმები. ადამიანი თავისთავად მხოლოდ ამ დონეზე წყვეტს მოსაწყენად ყოფნას, და სწავლობს ეგოისტური, ჯგუფური, სოციალური და მაღალი საკუთარი შინაგანი იმპულსების განსხვავებას, რაც პირდაპირ ეგრეგორში, მისი კავშირის არხით პირად ქვეცნობიერთან მუშაობის საშუალებას იძლევა, ანუ სრულყოფს საკუთარ თავს, ადამიანი ფაქტიურად, პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ ქვეცნობიერზე (და მათ შორის, განიცდის შესაბამის წინააღმდეგობას). ამ დონეზე დაბრკოლებებს მიესალმება კიდეც, ხოლო გადავადებებს აღიქვამს როგორც მითითებას არამზადყოფნაზე და დამატებითი შინაგანი სამუშაოსთვის დამატებით შესაძლებლობაზე (როგორც აუცილებლობას).

სატურნის დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი იმდენად კარგად ხედავს კარმას, რომ ესმის, რომელი შინაგანი (საკუთარი ანდა სხვისი) პრობლემის გადაწყვეტაა აუცილებელი მოცემული გარეგანი (ხანდახან კი პირიქით) გადაწყვეტილებისთვის. ახლა ძირითადი სამუშაო მიდის მის შინაგან სამყაროში, ხოლო გარეგან სამყაროში მოვლენები მისთვის მხოლოდ შინაგანი ძალისხმევის მართებულობისა და წარმატების (ანდა პირიქით) ნიშნებს წარმოადგენს, ასევე _ მითითებებად სამომავლო შინაგანი სამუშაოს მიმართულებაზე. ეს დონე არის უდიდესი ძალაუფლების რეალიზაციის დონე; მის ცხოვრებაში შემთხვევითობა პრაქტიკულად არაა, ხოლო კონსტრუქციული სამუშაო მიედინება თითქმის გამუდმებით _ უფრო შინაგან სამყაროში, ნაკლებად კი _ გარეგან სამყაროში, მაგრამ ეს მცირე ნაწილი წარმოქმნის საოცრების შთაბეჭდილებას: ადამიანი იმდენად ღრმად ხედავს სულს, პრობლემებს და მომხდარის არსს, რომ მისი ჩამწვდომობა და სიბრძნე იმათ, ვისაც შეუძლიათ მისი შეფასება, ეჩვენებათ საზღვრების წარმოდგენელ გადაჭარბებად.

ადამიანებსა და სამყაროზე მისი ზემოქმედება გარეგნულად ყოველთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს მცირე ენერგია მოქმედებს ისეთ ვიბრაციებზე, რომელსაც შეუძლია ქვეცნობიერის სიღრმისეული სტრუქტურების ტრანსფორმაცია და, ნაწილობრივ, გახსნას ის ძალიან მძიმე კარმული კვანძები, რაც ხანდახან ერთდროულად არ ვლინდება. ეს დონე წმინდანისაა, რომლის ძირითადი სამუშაო მის სულში ხდება და რომელიც პირდაპირ კავშირშია უდიდეს ეგრეგორთან; ასეთ ადამიანთან ურთიერთობას, შესაძლებელია, წამიერი გასხივოსნების ანდა გარდასახვის მოხდენა, და შეუძლია თითქმის უხილავი ცნობიერის ეფექტის, თითქოსდა რაღაც მცირედი იცვლილების მოხდენა გარესამყაროს ანდა საკუთარი თავის აღქმაში, მაგრამ ეს იქნება მუდმივად ქმედითი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წელში მთლიანად შეცვალოს ადამიანი როგორც შინაგანად, ასევე გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაში.

ამ დონეზე სატურნის დამუშავებისას ადამიანში ვლინდება საკუთარი პრობლემები, რომელიც ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემებისგან. ნაწილობრივ, მას არცთუიშვიათად უძნელდება მეტნაკლებად კრისტალიზირებული, დიდი სიციალური ეგრეგორის ნაწილებთან ურთიერთობა; ადრე ასეთი კონტაქტები გამორიცხული იყო: წმინდანები ცხოვრობდნენ მონასტრებში ანდა ხეტიალობდნენ ანდა სიღარიბის აღქმას იცავდნენ და გზებზე ქადაგებდნენ. ახლა კი მათ უწევთ ყოველ დღე სამსახურში სიარული, ათეისტურ წრეში ცხოვრება, რაც ზოგიერთ ურთიერთობას ართულებს, თუმცაღა შესანიშნავად უნვითარებს მოკრძალებას, ამტანობას, მოთმინებასა და თვინიერებას _ ფუნდამენტალური სატურნისეული კეთილისმყოფელები.

სატურნი ახდენს მოხუცი ადამიანის, განმარტოების, ნებისმიერი გარეგანი შეზღუდვის, გადავადების, ბრძნული აზრის სიმბოლიზებას.

სატურნი მართავს თხის რქასა და მერწყულს, კულმინაციაშია სასწორში. თხის რქისგან სატურნი იღებს მიზანდასახულობასა და პრაქტიკულობას, ხოლო მერწყულისგან (დამუშავებისას) _ კონცენტრირების სიღრმის მეშვეობით უმაღლეს გეგმებზე გასვლის შესაძლებლობას, სასწორისგან (ასევე დამუშავებისას) _ კარმის კანონის ხედვას ისე, როგორც დინამიური წონასწორობის კანონისა და მოხერხებულად და პრაქტიკულად მის გამოყენებას.

სატურნის სიტუაცია სიმბოლურად გამოსახულია ა. დიურერის გრავიურაზე “მელანქოლია”, რომელიც ასტროლოგიური თვალთახედვის წერტილიდან ყურადღებიან შესწავლას იმსახურებს. სატურნის სიტუაციისთვის დამახასიათებელია ჩაღრმავება საკუთარ თავში, ჩაფიქრებულობა, მცირე ენერგეტიკა; საზოგადოებრივი თავშეყრისას სატურნისეული სიტუაცია არატიპიურია; ის შეიძლება მცირე ხნით დადგეს, თუ მოულოდნელად გაჟღერდება ზოგიერთი უსიამოვნო ცნობა და ეს ცნობა პირადად შეეხება თითოეულ იქ მყოფს და ითხოვს არა აქტიურ (ანუ პასიურ) ქმედებას, პირველ რიგში კი, მომხდარზე საკუთარი პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ადამიანის განვითარების დაბალ დონეზე სამუშაო საკუთარ თავზეა ჩასატარებელი, ძირითადად, პირობითი რეფლექსების გამომუშავების გზით, ასევე, ისეთი თვისებების ჩამოყალიბებით, როგორიცაა: მოთმინება, დაჟინებული ყურადღება, კონცენტრირებულობა და ა.შ., რაც მიიღწევა შინაგან სამყაროში ხანგრძლივი და ხშირად მძიმე და მრავალსახეობრივი მუშაობით, საერთო ფონის ქვეშ შეიძლება ეწოდოს “ნაცრისფერი მოწყენილობა” (ანუ უღიმღამო ცხოვრება) _ სატურნი ყოველთვის აქვეითებს ენერგეტიკულ დონეს. სატურნის სიტუაცია ოჯახში _ ის მომენტია, როცა ანცი ბავშვი განრისხებული მშობლების მიერ კუთხეში ყენდება (უკეთესია ჩრდილოეთის მხარე, იქ მეტია სატურნის ენერგია), რათა მან იფიქროს და გააცნობიეროს საკუთარი არასწორი ქცევა. სხვა მაგალითი _ აღზრდის ფაზა,

როცა დედის რისხვა უკვე გადმოიღვარა მასზე “არამზადა, ხულიგანი _ და ეს ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში!”, და საკუთარი პედაგოგიური კრახით დაუძლურებული უბედური ქალი უიმედოდ ეკითხება ბავშვს: “მითხარი, ცოტათი მაინც არ გეცოდება დედა? სინდისი საერთოდ გაქვს?” ეს, მკაცრად ნათქვამი, წელს ქვევით დარტყმაა, ბავშვს ერთვება სატურნის დაბალი ოქტავა, სამომავლოდ, ზრდასრულ ასაკში ფობიის წინაპირობას ქმნის _ სამყაროსადმი სრული უნდობლობა, ემოციონალური სიმკაცრე, სიხისტე და სულიერი ჩაკეტილობა.

სატურნისეულ სიტუაციებში ადამიანის მხრებზე იდება პასუხისგებლობა, მუშავდება შინაგანი მოვალეობის გაგება და გრძნობა, ანდა, უარყოფით შემთხვევაში _ უპასუხისგებლობის, სამყაროსა და ცხოვრების წინაშე შიში, საკუთარი თავისა და სხვების უნდობლობა. სასოწარკვეთა, გამოუვალი მდგომარეობა, ნაღვლიანი შიში, უკიდურესი დაუცველობის გრძნობა, სიღრმისეული დეპრესია _ დამახასიათებელია სატურნისეული სიტუაციების დაბალი ოქტავისთვის, როცა მოსალოდნელი გამოცდებისათვის გარეგნულ დონეზე რაიმეს დაპირისპირება შეუძლებელია და საჭიროა საკუთარ თავში დამატებითი რეზერვების მოძიება, რაც ადამიანს საშინლად არ სურს, რამდენადაც შინაგანი მუშაობა გარეგნულად თითქმის ყოველთვის მძიმე და უსიამოვნოა.

სატურნისეული ადამიანი (ძლიერი სატურნი) – შესახედაობით ძალიან სერიოზული, ჩაკეტილი და ხშირად გულახდილად ცივი იქნება. ასეთი პირადი რუკა, პირდაპირ უნდა ითქვას, ნიშნავს რთულ ამოცანებს მიმდინარე განსხეულებაში, უკიდურეს შემთხვევაში, თვითშეცნობის დაბალ და საშუალო დონეზე, როცა ადამიანი უფრო მეტად სოციალური წარმოდგენებისა და ქმედებების პროგრამების გავლენის ქვეშ იმყოფება. საქმე იმაშია, რომ პრინციპში, ძლიერი და მით უმეტეს პრობლემატური სატურნი იძლევა შინაგანი მუშაობის კარმულ პროგრამას, რომლისთვისაც სოციუმი (უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ დროში) ფულს არ იხდის და საერთოდ მეორეხარისხოვნად თვლის და ნაწილობრივ, ეფემერულადაც კი უყურებს.

ასე რომ, ადამიანი, რომელიც დაბადებულია ყველაზე სერიოზული გეგმებით, ვალდებულია ბევრი რამ საკუთარ თავში გააკეთოს, რისთვისაც სჭირდება ყურადღების კონცენტრაციის, დისციპლინის, მოთმინებისა და მცირე ენერგიებით, მაგრამ მაღალ ვიბრაციებზე, მუშაობის უნარის გამომუშავება. გარემოებები, რომლებსაც ხშირად აღიქვამს როგორც უსამართლობას და დაუმსახურებელ შეზღუდვად, ასევე, საზოგადოებისგან არცთუიშვიათი იზოლაცია, განსაკუთრებით ემოციონალური კუთხით, აიძულებენ ისწავლოს ყველა შესაძლო შესაძლებლობები, და განსაკუთრებით, ჰარმონიული სატურნისას და მთლიანად რუკის ჰარმონიულობის შემთხვევაში, მას ეს ბევრ რამეში გამოსდის, მართალია, ხანდახან, წლები სჭირდება ამის მისახვედრად და გასაკეთებლად.

მხოლოდ ერთია, სოციუმი ითხოვს, რომ ადამიანის ძალისხმევა და უნარები მიმართული იყოს გარე სამყაროზე, ხოლო კარმა ამას ეწინაღმდეგება, ითხოვს პირველ რიგში, ზუსტად შინაგან მუშაობას. როგორ ხდება ეს? თუ სატურნი ზოგადად ჰარმონიულია, ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი მუშაობა და სოციუმისაც და კარმული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც. თუ რუკაში სატურნი არსობრივი დაზიანებებითაა, მაშინ გარეგანი დატვირთვა და შეზღუდვა ხშირად გაუგებარი მიზეზებით აუტანელი ხდება;

სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, გარდა სატურნისეული მინიშნებებისა აქცენტების შინაგანი და გარეგანი ძალისხმევების სამართლიან გადანაწილებაზე. ეს დამუშავება იძლევა უდიდეს სიბრძნეს, ძალაუფლებას საკუთარ თავსა და გარე სამყაროზე, მაგრამ მაინც ზოგიერთ შებოჭილობას, პირქუშობასა და საერთო კარმული მოსამართლის შეგრძნებას ტოვებს, რომელიც ადამიანს შეუძლია მარტივად დაფაროს (დამალოს), რათა არ ჩააგდოს უხერხულობაში უფრო თავქარიანი (ქარაფშუტა) თანამოქალაქეები.

სუსტი სატურნი თავისთავად არ ნიშნავს აუცილებლად თავგადასულ მხიარულებას, უდიდეს თავისუფლებასა და მცირე შეზღუდვებს; ეს, უფრო, ინდივიდუაციის გამომხატული კარმული არარსებობაა, ანუ, ადამიანი ფლობს უდიდეს შინაგან მთლიანობას და თავისუფალია შინაგანი სამუშაოს მიმართულებების არჩევანში, ასევე, შესაძლებელია უფრო მეტად დაკავდეს გარეგანი საქმიანობით _ მოიაზრება, იმ საზღვრებში, რომელშიც მისი დამუშავება (წარსულ და აწმყოში) საშუალებას იძლევა.

მხოლოდ ერთია, თანამედროვე სოციალური პირობების და მთლიანად საზოგადოების შინაგანი ცხოვრების დაბალი კულტურის გათვალისწინებით, სუსტი სატურნი, როგორც წესი, იწვევს შინაგანი სამუშოს სრულ იგნორირებას. სხვანაირად რომ ითქვას, გარეგანი გარემოებები მაინცდამაინც არ აიძულებენ ადამიანს საკუთარი ხედვა მიაპყროს საკუთარ თავს, მას ბევრი რამ შერჩება ცხოვრებაში და ამით სარგებლობს, ხდება უპასუხისმგებლო, თავქარიანი, კონცენტრაციისა და ზუსტი მოქცევის უნარმოკლებული, რომლის პრინციპიც ანარქია და დაბალი სურვილების მონური მიდევნაა. განსაკუთრებით მძიმე ზეგავლენას ტოვებს ჰარმონულ რუკებზე (რუკაში დაზიანებული სატურნი, როგორც დაძაბული ასპექტების მმართველი, არასდროსაა მთლად სუსტი, დამოუკიდებლად მისი პირადი ასპექტების და ნიშანსა და სახლში მდებაროებისაგან), სადაც სატურნის სისუსტე ადამიანს არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს, რომ დინების მიმართულებით ჩანჩქერისკენ ნარნარად იცუროს.

მხოლოდ ერთია, საერთოდ სუსტი სატურნი მაინც ითხოვს დამუშავებას, მისი მოთმინებით ცდის უნარი მთლად უსაზღვროც არაა და ძალიან თანმიმდევრულად აძლიერებს და ავლენს საკუთარ უკმაყოფილებას, მას შეუძლია ადამიანს (განსაკუთრებით უყურადღებო ადამიანს) ცუდი სამსახური გაუწიოს, გამოფხიზლების მომენტში, როცა უკვე კატასტროფა გარდაუვალია, ადამიანს აღმოხდება: “და როგორ მოვახერხე რომ წლების მანძილზე ვერ ვხედავდი ბედის ნიშნებს? ეს ხომ ასე ცხადი იყო, თან ჭკვიანი ადამიანები მირჩევდნენ…” სუსტი სატურნი იძლევა ისეთ თავისუფლებას, რომლის ტარებაც საშუალო დონის ადამიანს არ ძალუძს: სიზარმაცის თავისუფლებას, აქვს სუსტად გამოკვეთილი სინდისი და მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა, საშიშროება და შიში;

მითუმეტეს, მაღალ დონეზე დამუშავებული სატურნის დროს, სატურნის ყველა ზემოაღწერილი უარყოფითი მომენტები ზეგავლენას არ ახდენენ ადამიანის ქცევებზე, რამეთუ ეთიკა პირდაპირ ტრანსლირდება მაღალი ეგრეგორისგან, და აქ სატურნის სისუსტე უფრო ეხმარება, ვიდრე ხელს უშლის; რაც შეეხება შინაგან სამუშაოს, იწყება რა სატურნის დამუშავების მესამე დონიდან და იქცევა საფუძვლად – საძირკვლად (მისი პირადი რუკის ძალის დამოუკიდებლად).

ჰარმონიული სატურნი აღნიშნავს, რომ შინაგანი სამუშაო ადამიანს ეძლევა ადვილად; პირადი პასუხისმგებლობის თანდაყოლილი გრძნობა, კონცენტრაციის და შინაგანი პრობლემების (საკუთარი და სხვისი) გადაწყვეტის უნარები (უკიდურეს შემთხვევაში, ზედაპირულად გამოკვეთილი მაინც), სერიოზულობა და შრომისმოყვარეობა ბუნებისგან ეძლევა; თუ არის მარსთან ანდა მზესთან ტრინი, ადამიანს უჭირს იმის წარმოდგენა თუ რას ნიშნავს გადაულახავი სიზარმაცე.

მხოლოდ ერთია, ჰარმონიული ასპექტები, ისევე როგორც დაძაბული, ითხოვენ დამუშავებას, და თუ ჰარმონიული სატურნი არ დამუშავდება, ანუ, ადამიანი არ დაკავდება (საკმარისად ინტენსიურად, თუმცა სუბიექტურად და არამძიმედ) შინაგანი სამუშაოთი, მაშინ რამდენიმე ხნის შემდეგ გარეგანი ცხოვრება იწყებს საკუთარი შეზღუდვების დაწესებას და ადამიანს სთავაზობს სამუშაოს, რომელთან გამკლავებაც უკვე არც ისე ადვილია;

ამასთანავე, არარეალიზებულ სატურნს მიჰყავს პრაქტიკული პატივმოყვარეობის მკვეთრ ზრდამდე, როგორც შინაგანი სამუშაოს უქონლობის კომპენსირება. ადამიანის ნორმალური რეაქცია ჰარმონიულ სატურნზე _ ინტენსიური შინაგანი მუშაობა და ამასთან ერთად შინაგანის თითქმის შეუმჩნევლად სრულყოფა, და აქ (კარმული) შეცდომა, ჩვეულებრივ, მდგომარეობს იმაში, რომ დიდი აქცენტი არსწორად კეთდება გარეგნულ სამუშაოზე; თუ ის რამდენადმე გადაინაცვლებს შინაგანში, მაშინ შინაგანი განვითარება წავა უფრო სწრაფად და შინაგანი დატვირთვაც თითქმის შეუმჩნევლად იხსნება, ასეც უნდა იყოს (თუ არაა ძლიერი დაზიანება მზის, მთვარის ანდა მარსის შემთხვევაში).

ჰარმონიული სატურნის დამუშავება იძლევა სიბრძნეს, საკუთარ თავზე ეფექტურად მუშაობის უნარს (იგულისხმება, გარეგან სამყაროზეც), მაგრამ მთავარია _ ის გარშემო ავრცელებს ინტენსიური სულიერი განვითარების ატმოსფეროს, და ადამიანები, რომლებიც გარს ჰყავს, შესძლებენ საკუთარ თავში ჩახედვას, იმის დანახვას, რაც, ჩვეულებრივ, მათთვის მიუღწევადია და განიცდიან სატურნისეული შეზღუდვებისა და აკრძალვების თაობაზე საკუთარი შეხედულებების გადახედვის ძლიერ სურვილს და, ასევე, შეძლებენ მთლიანად საკუთარი თავზე მუშაობას.

დაზიანებული სატურნი აღნიშნავს საკუთარი თავის სიღრმისეულად წვდომის კარმულ აუცილებლობას, რაც გამოხატულ შემთხვევებში გარეგნულ-სოციალური შეხედულებიდან შეიძლება ჩანდეს როგორც სიღრმისეული უბედურება და სხვადასხვა ნეგატიური შენაძენები ანდა წინააღმდეგობრივი ნაკლი და ფიზიკური განვითარების უკმარისობა _ სიბრმავე, სიყრუე, ხელების ანდა ფეხების უქონლობა და ა.შ. მსგავს შემთხვევებში ადამიანის არასრულფასოვნება სთავაზობს კომპენსაციის მოძიებას შინაგან ცხოვრებაში, თითქოს და, სატურნი აქ ძალიან მკაცრად მოქმედებს, მაგრამ სინამდვილეში მკაცრი არა სატურნი, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერება და ქვეცნობიერია _ ბედნიერებაზე, უბედურებაზე და სრულფასოვან ცხოვრებაზე ურყევი სტერეოტიპებით.

სინამდვილეში, სრულფასოვანი (რომელიც პასუხს აგებს კარმულ პროგრამაზე) ცხოვრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იღებს ემოციონალურ და სულიერ კმაყოფილებას უშუალოდ საკუთარი მაღალი კარმული ეგრეგორისგან ანდა სხვა ადამიანების მეშვეობით _ როგორ განკარგავს ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხანდახან, განსაკუთრებით _ დაზიანებული რუკის შემთხვევაში _ საჭიროა ადამიანმა გადალახოს სოციალური შტამპები, ეს კი ადვილი არაა.

მხოლოდ ერთია, დაზიანებული სატურნი იძლევა პირდაპირ ფიზიკურ შეზღუდვებს, თუმცაღა ძალიან იშვიათად. უფრო ხშირად ადამიანს განაწყობს (ხოლო მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულად) რთულ შინაგან სამუშაოზე სხვა საშუალებებით, რომელიც არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, უდიდესი სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა-ღა მათ აქვთ ერთმანეთთან რაღაც საერთო _ ისინი უქმნიან ადამიანს უდიდესი შინაგანი სიმძიმის შეგრძნებას, რომელიც ხშირად არ შეესაბამება მისი ცხოვრების “ობიექტურ პირობებს” და გაუგებარია _ რა უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შესაძლებლობაა _ ადამიანში უზომო პატივმოყვარეობის გაღვიძება, რომელსაც ადამიანი შეცდომით გარეგნულ ფაქტორად აღიქვამს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ემოციონალური სიამოვნება და შინაგანი დაცულობის შეგრძნება ადამიანს ძალიან რთულად გამოსდის _ და ამავდროს (კარმულად) აუცილებელია. აქ საჭიროა საკუთარ თავში გულმოდგინე და დეტალური გარკვევა, უხასიათობის, მოუსვენრობის, შიშის, უიმედობის და საკუთარი უკიდურესი არასრულფასოვნების გრძნობის გადალახვა. სწორი ქმედებებისას ადამიანი მუდმივად შეიგრძნობს კარმის მხარდაჭერას, თუმცა უფრო მაღალ ვიბრაციებზე (ვიდრე ის წარმოიდგენს), უფრო მეტსაც მიაღწევს. თუ მაინცდამაინც, რაიმე მომენტში საკუთარი თავისთვის ხელის შემშლელია, მაშინ წინ წამოიწევა ნევროზები, ფობიები ანდა სიმძიმე (ხშირად უატანელი), შინაგანი სამუშაო _ ანდა, დიდი ენერგეტიკისას და დიდი რეალიზებური ძალაუფლებისას, პირქუში სატურნისეული აზრის შავი მასწავლებელი ხდება, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს, დაახლოებით დანტესეულ ჯოჯოხეთს მოუწყობს.

დაუმუშავებელ ვარიანტში მორალური თვისებები ძალიან თავისებურია, ხშირად დაუკმაყოფილებელი, მაგრამ არის უდიდესი შინაგანი სამუშაოს შესაძლებლობები, თუმცა ხშირად ის სადღაც იქ არ მიდის სადაც საჭიროა, და სჭირდება ისწავლოს, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს და მანამ სცადოს, სანამ არ გამოუვა.

აქ შესაძლებელია ღრმა სიჯიუტეც (მუდმივი ჯვარი) და ზოგიერთი შინაგანი იდეების ფარულობისას სრული უხერხემლობაც (მოძრავი კვარი) და სრული მიუღებლობის ლოზუნგის ქვეშ საკუთარ თავთან მკეთრი ბრძოლა (კარდინალური ჯვარი) და ყველაფერ ამას სჭირდება თანმიმდევრული და მუდმივი ამოძირკვა და თანმიმდევრულობის მიყოლა, მოთმინების, დისციპლინის, სიზუსტისა და სიბრძნის მოკრება, რაც შესაძლებელია არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ კარმა ადამიანის წინაშე არ აყენებს გადაუწყვეტელ და შეუსრულებელ ამოცანებს _ და ეს ასევე საჭიროა გაიგოს დაზიანებულმა სატურნმა; გადაუწყვეტელი ამოცანები და მათი სიუხვე თავად ამ ადამიანის მიერაა წინ წამოწეული, თუმცაღა, თუ შეეცდება, შინაგანი მიზნების წმინდა გარეგანით შეცვლას, მაშინ გახდება კარიერისტი, პატივმოყვარე ანდა ანგარებიანი მომხვეჭი.

წყარო: ა. პოდვოდნი

სტატიის ავტორი: ნინო

 

 


About Tamta

Scroll To Top