სატურნის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

სატურნის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის მზესთან

აქ მამაკაცი სთავაზობს ქალს თავის მოწიფულობასა და სიბრძნეს, რითაც  მის ცხოვრებაში შეაქვს ღირსება, წესიერება, სისწორე და საზოგადოებრივი ტრადიციების დაცვა. ამიტომ, მათი ურთიერთობა რაღაც უფრო მასშტაბური ხდება, ვიდრე ორი ადამიანის კავშირია. მამაკაცი აღასრულებს საკუთარი ძალისა და სიმტკიცის გადაცემის კარმას პარტნიორისთვის, რის შედეგადაც  ქალს უკეთესად ესმის თავისი პოტენციალი. ეს საკმაოდ ძლიერი ასპექტია ქორწინებისთვის, რადგან, წლებთან ერთად, სულ უფრო მტკიცე ხდება. ქალი მოყვავილე მცენარეს ჰგავს და სწორედ ეს მამაკაცი უზრუნველყოფს მის წარმატებულ ყვავილობას.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი აყალიბებს ფხიზელ ურთიერთობას, რომელიც ქალის კეთილგონიერებას ეფუძნება. მამაკაცის ბობოქარ ენერგიას პარტნიორის ზრდასრული სიბრძნე აკავებს. შეიძლება გამოვლინდეს როლური თამაშები, რადგან ქალი ქვეცნობიერად მიდრეკილია გადაიტანოს მამის სახება პარტნიორზე. ასე აღასრულებს ის კარმას, როდესაც ასწავლის მამაკაცს, როგორ უნდა განავითაროს მან შინაგანი საიმედოობისა და თავდაჯერების ძლიერი გრძნობა. ამ ასპექტის  ძალა დაეხმარებათ მ ყველა წინააღდეგობის დაძლევაში, რადგან ქალის ფასეულობათა სისტემა  და  ვითარებების სწორად გარკვევის უნარი (წარსულიდან გადმოცემული) ხელს უწყობს  მამაკაცს აწმყოში. მამაკაცი, როგორც არწივი ბუდეში, ამაყად მოათვალიერებს თავის მფლობელობას. მაგრამ სწორედ ქალი უზრუნველყოფს იმ საიმედო ციხე-სიმაგრეს, რაც მამაკაცს სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებაში ეხმარება.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის მთვარესთან

აქ თითოეული მათგანი ერთმანეთისთვის მშობლის ფუნქციას იძენს: ქალი დედის, მამაკაცი მამის. ორივე ცდილობს მიბაძოს საკუთარი ოჯახის როლურ მოდელს და  საბედნიეროდ, ორივე  საფუძვლიანად მოტივირებულია, შეინარჩუნოს ოჯახი. ეს ურთიერთობა ძლიერი მესაკუთრული ელფერით, თავშეკავებული სიბრძნითა და კეთილგონიერებით ხასიათდება. მამაკაცი ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებას. ქალს აუცილებლად სჭირდება განვითარება, რადგან მისი ემოციური სისტემისთვის დამახასიათებელია ბავშვური შტრიხები. ეს კარმული ურთიერთობაა, რომელიც ხშირად მიუთითებს წინა ინკარნაციის ქორწინების ნარჩენებზე. ბევრ შემთხვევაში, ისინი დაკავშირებულნი არიან რელიგიური ან სულიერი გაკვეთილებით, რომელიც ქალმა უნდა ისწავლოს ამ მამაკაცისგან.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის მთვარესთან

ეს ასპექტი მტკიცედ ადუღაბებს ურთიერთობას და  კარმის მკვეთრი ელფერით ხასიათდება. მამაკაცი გრძნობს მიზეზებს, ქალი კი პასუხისმგებელია შედეგებზე.  იმის გამო, რომ ქალი მშვენივრად აცნობიერებს მოვლენების განვითარებას, ის მიდრეკილია პარტნიორის შეზღუდვისკენ, რადგან თავს ახვევს ცხოვრების ტრადიციულ, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ სტილს.  შედეგად, მამაკაცი შეიძლება თავს გალიაში გამომწყვდეულად გრძნობდეს, მაგრამ მას ძალიან გაუჭირდება ამ ქალისადმი მიჯაჭვულობის გაწყვეტა. ქვეცნობიერ დონეზე, მამაკაცი მას საკუთარ დედად აღიქვამს, მაშინ როდესაც ქალი მასთან საკუთარი მამის ცხოვრების სტილს ათამაშებს. ამიტომ, ეს ურთიერთობა ორიენტირებულია წეს-ჩვეულებებზე, ოჯახურ ფასეულობებზე, კარმულ მოგონებებსა და გადაუწყვეტელ ამოცანებზე.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის მერკურისთან

ქალი მამაკაცში იმ დაცვასა და მხარდაჭერას აღმოაჩენს, რომელსაც ელის. მამაკაცის კეთილგონიერი თვისებები ამ ურთიერთობას კონკრეტულ მიმართულებასა და მიზანს ანიჭებს. ქალი თავის დასმულ კითხვებზე სერიოზულ პასუხებს იღებს, აფორიზმებისა და ციტატების სახით. მამაკაცის ასეთი სერიოზული რეაქციები მას თავდაჯერების განვითარებაში ეხმარება. ამ ასპექტში ქალი პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც მამას თვალებში უყურებს და ეკითხება: „მამა, მასწავლი?“ და ისიც დიდი გატაცებით ასწავლის და უხსნის მისთვის ყველა საინტერესო საკითხს.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის მერკურისთან

ქალს მამაკაცი აუცილებელი ცხოვრებისეული გაკვეთილებისკენ მიჰყავს. ის ესაუბრება პასუხისმგებლობის ტვირთსა და სიბრძნის მიღწევის მეთოდებზე, რაც მის არსებობას სისრულეს შესძენს. მამაკაცმა უნდა მოიპოვოს მისი პატივისცემა და ამიტომაც ისწრაფვის ზრდისკენ. ამ ასპექტის წყალობით, მერკურის შედარებით ქარაფშუტულ თვისებებს ქალის მოწიფული სიბრძნე აკავებს.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის ვენერასთან

ამ კარმულ ასპექტში მამაკაცი თავისი მამის როლს ირგებს და საიმედო საფუძველს ქმნის ქალისთვის, რომელსაც ქვეცნობიერად  როგორც ქალიშვილს ან უმცროს დას ისე აღიქვამს. მართალია, ქალს მიაჩნია, რომ დროდადრო მისი პარტნიორი ზედმეტად ძალაუფლებისმოყვარე და მბრძანებულურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სიამოვნებით ჩუქნის მას თავის ნაზ მიჯაჭვულობას და აღფთოვანებას, რასაც მისი ძალისხმევა ნადვილად იმსახურებს. ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელი ზრუნვის მეშვეობით, ეს ასპექტი ძალიან მტკიცე სასიყვარულო ჯაჭვს კრავს.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის ვენერასთან

აქ ჩვენ როლთა ჰარმონიულ გადანაცვლებას ვაწყდებით, რადგან მამაკაცი ქვეცნობიერად აიგივებს თავს ანიმეს ფიგურასთან, როდესაც ცდილობს გაამართლოს რჩეულის ქვეცნობიერი მოლოდინები, რაც მას საკუთარი მამის სახებისგან მოჰყვება. ქალი, თავის მხრივ, გაიგივებულია დაცვასა და მფარველობასთან. მამის სახების გათამაშებით, ქალს შეუძლია თავდაჯერება, სიბრძნე და ძალა შემატოს პარტნიორს. ხდება ნელი, მაგრამ ნაყოფიერი ზრდა, რადგან ამ ურთიერთობის ძირითად ნოტა გულწრფელი ურთიერთზრუნვაა.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის მარსთან

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კარმული ასპექტია. აქ მამაკაცი უნდა იყოს საკუთარი თავის მამა, რადგან ის მიდრეკილია თავიდან გაათამაშოს სიყმაწვილის იმპულსური პროცესები, იმ სიბრძნესთან შესაბამისობაში, რასაც ბავშვობაში ასწავლიდნენ. ის ქალს განიხილავს, როგორც საკუთარ ეგოს და ცდილობს იმისკენ მიმართოს, რაც მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა. ქალი, თავის მხრივ, მის სტიმულირებას საკუთარი სიცოცხლისუნარიანობით ახდენს. თუმცა მას ძალიან გაუჭირდება განიცადოს არამხოლოდ საკუთარ ქალურობა, არამედ ჭეშმარიტი ინდივიდუალიზმიც კი, რადგან ამ ურთიერთობისთვის შექმნილი „დეკორაციები“ მკაფიოდ კარმული ხასიათისაა და მამაკაცისთვის მემკვიდრეობით ფონს წარმოადგენს. ქალი იმპულსურად უბიძგებს მას ამა თუ იმ ჩახლართული პრობლემის მოგვარებისკენ. მან შეიძლება მამაკაცის კარმული ტვირთის ნაწილიც კი აიღოს საკუთარ თავზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ზუსტად მამაკაცის სიდინჯე და მიზანდასახულობა ანიჭებს ამ ჭკუის სასწავლებელ ურთიერთობას ღრმა აზრს.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის მარსთან

ქალი განსაკუთებული მნიშვნელობით ავსებს მამაკაცის ყმაწვილურ იმპულსებს. მამაკაცი მას მაკონტროლებელ ფაქტორად განიხილავს, მაგრამ იმავდროულად დიდ პატივს სცემს მის სიბრძნეს და წესიერებას. მამაკაცის ენერგიული მისწრაფებები ძლიერი სტიმულია ქალისთვის, რომელიც, თავის მხრივ, საიმედო საფუძველს უქმნის მის ეგოს. ეს კარმული ასპექტია, სადაც ქალი თავისი მამის როლს ირგებს და ნელ-ნელა მიჰყავს პარტნიორი სიბრძნისა და ღირსებისკენ, რომელსაც, მისი აზრით, ის იმსახურებს. მამაკაციც ცდილობს დაიმსახუროს მისი პატივისცემა, თითქოს ქალი მისი მამა იყოს, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებს თუ მის პრინციპებს გაიზიარებს. ეს ასპექტი, როგორც წესი, ისეთ ურთიერთობებში ფიგურირებს, სადაც ქალი თავისი ბავშვობის დროინდელი პრობლემების გამოსწორებას ცდილობს. ის მამაკაცის ენერგიას ნაყოფიერი სფეროებისკენ მიმართავს, იმავე მეთოდებით, რომელსაც ბავშვობაში ასწავლიდნენ. ამ ურთიერთობას ფონად დაჰკრავს ქალის ფსიქოლოგიური (და კარმული) მემკვიდრეობა. ორივე პარტნიორი ცდილობს ააშენოს მომავალი, წარსულის ტრადიციებზე დაყრდნობით.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის იუპიტერთან

მამაკაცი აწონასწორებს ქალს, როდესაც მას მოთმინების მნიშვნელობას და პასუხისმგელობას ასწავლის. ის ცდილობს გააგებინოს მას იმ ფასეულობათა აზრი, რაც მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. თუ ქალს მოთმინება ეყოფა, მის გაკვეთილებს ყურადღებით უსმინოს, ეს ურთიერთობა დინჯად ჩამოყალიბდება ჭეშმარიტებისა და სიბრძნის პრინციპებზე. საერთი ძალისხმევით, მათ შეუძლიათ პატივსა და დიდებასაც მიაღწიონ.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის იუპიტერითან

ეს დამაბალანსებელი ასპექტია, სადაც მამაკაცის უსაზღვრო ოპტიმიზმს ქალის კეთილგონიერი და პასუხისმგებელი პოზიცია აწონასწორებს. საკუთარი თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მამაკაცს რაც შეიძლება მეტი გამოცდილების მიღება სურს. ქალი კი ამისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის, რაც მის რჩეულს დამატებით ძალას ანიჭებს. თუ მამაკაცი მოწყენილობის გადალახვას ისწავლის, ქალი კი მშვიდად მოეკიდება მის დაუდეგარ ხასიათს, ეს დიდი შინაგანი სიბრძნის ასპექტია. იუპიტერის სიმართლე და პატივი  სატურნის ღირსებასა და მიზანდასახულობასთან ერთიანდებიან. ქალი ქვეცნობიერად აიგივებს თავს საკუთარ მამასთან და ცდილობს ის საიმედო თვისებები შეინარჩუნოს, რაც მას მამაკაცში აღაფრთოვანებს. ამ კარმულ ასპექტში, მან დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ პარტნიორი ენერგიის ფუჭი და უაზრო ფლანგვისგან დაიცვას. ამიტომ, მან დინჯად და მოთმინებით უნდა ასწავლოს მას  ცხოვრების აზრი და მთავარი მიზნების თანმიმდევრულად მიღწევის მეთოდები.

სატურნების შეერთება

ეს ასპექტი გვხვდება  მსგავსი ასაკის პარტნიორებში.  თითოეული მათგანი მიდრეკილია, პარტნიორის მეშვეობით, თავი გააიგივოს წარსულის გამოცდილებასა და ცხოვრების არსთან. ამრიგად, ისინი ერთობლივი ძალისხმევით აფუძნებენ და მხარს უჭერენ თანაარსებობის საერთო  მიზეზებს. იმის გამო, რომ ორივე მსგავს გმირთან ან დამრიგებელთან აიგივებს თავს, ისინი ავსებენ ერთმანეთის ცხოვრებისეულ პრინციპებს. ეს ასპექტი ასევე მიუთითებს წარსულ ინკარნაციებში მსგავს ფესვებზე. ქალი მაღლდება თავის ქალურობაზე, რომ იპოვოს მამასთან ურთიერთობის ნამდვილი მნიშვნელობა. თუმცა ეს მისი მიმდინარე ცხოვრების საზღვრებს ცდება, რადგან ის ცდილობს განამტკიცოს თავისი მოგონებები სტატუსზე, საიმედოობასა და დაცულობის შეგრძნებაზე წარსულ ინკარნაციებში. შესაძლოა ორივე პარტნიორი მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ატარებდა, რადგან ეს ასექტი ხაზს უსვამს უკვე დადგენილ მიდრეკილებას პროტექციის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთ  ურთიერთობებაში ვლინდება, სადაც ორივე პარტნიორი გრძნობს, რომ მათ უნდა გააგრძელონ ტრადიცია, რომლითაც კარმულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები. ეს შეიძლება იყოს იდეა, „გვარის გაგრძელება“ ან კულტურის ნაწილი, რომელზეც ორივე  პირად პასუხისმგებლობას განიცდის (შესაძლოა წინა ინკარნაციაში დადებული პირობის შედეგადაც). ამ ურთიერთობაში, ისინი აძლიერებენ ერთმანეთს, ორივესთვის მნიშვნელოვანი ტრადიციების შესანარჩუნებლად.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის ურანთან

მამაკაცი სიბრძნეს, ფორმასა და მიზანს  მატებს პარტნიორის იდეებს. იმავდროულად, ეს ქალი მის ცხოვრებაში იმისთვის შევიდა, რომ შეცვალოს მისი აზრები და მიმართულებები. ყველაფერი, რასაც მამაკაცი თავის ფესვებად თვლიდა, მიმართულებას შეიცვლის იმ სფეროსკენ, რაზეც აქამდე ვერც იფიქრებდა, მაგრამ მოგვიანებით მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ის სფერო, რომელზეც აქამდე იყო კონცენტრირებული.  როდესაც ქალი მას წარსულის ბორკილებისკენ გაანთავისუფლებს და მისი ცხოვრების პერსპექტივას მომავლისკენ მიმართავს, ეს შემობრუნების წერტილი გახდება მამაკაცისთვის. ის მოაცილებს ყველაფერს, რაც მანამდე თავდაჯერებას აძლევდა და ახალი კარმული გეზისკენ უბიძგებს. ეს ასპექტი წარმოადგენს ერთი კარმული პატერნის დასასრულს და ახლის დასაწყისს. ამრიგად, ამ ურთიერთობაში, მამაკაცმა რთული ცვლილებების მთელი სერია უნდა გადაიტანოს, რადგან მის თვალწინ სრულიად ახალი ცხოვრებისეული მიმართულებები იშლება. ის უნდა განთავისუფლდეს იმ ავტორიტეტული ფიგურების და იდეების გავლენისგან, რაც აქამდე აკავებდა და როდესაც ამას გააკეთებს, სწორედ მაშინ შეძლებს თავისი შიშების და თავდაუჯერებლობის გადალახვას. მან უნდა განავითაროს სრულიად ახალი შეხედულება ცხოვრებაზე, თუ სურს განიცადოს ახალი ციკლი, რომლისთვისაც მას ეს ქალი ამზადებს.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის ურანთან

ამ ასპექტით ქალი მნიშვნელოვან რყევებს და ცვლილებებს განიცდის თავის კარმულ პატერნებში. ყველაფერი, რასაც ის მართებულად და სწორად თვლიდა, რისიც მრავალი წლის განმავლობაში სწამდა, ამ ურთიერთობის შედეგად, გზაჯვარედინზე დგება. მის რესპექტაბელურობასთან დაკავშირებულ იდეებს, ავტორიტეტული ფიგურების საამებლად ჩადენილ ქმედებებს თუ ტრადიციების შენარჩუნების მცდელობებს  საფუძვლიანდ შლის მისი პარტნიორი. ამის შედეგად, ის, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს განთავისუფლდეს წარსულის კარმისგან და შეუდგეს ახალ გზას. მეორეს მხრივ, მისი განმანთავისუფლებელი მამაკაცი, ამ ურთიერთობის შედეგად, უფრო ტრადიციული გახდება. იდეოლოგიათა ძლიერი შეტაკების შემდეგ, თითოეული მათგანი ცხოვრების უჩვეულო სტილს ეჯახება. როგორც წესი, ეს ძალიან რთული ასპექტია, თუმცა კარგი ის არის, რომ მისგან შექმნილი დაბრკოლებების წყალობით, ორივე მათგანი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, განსაკუთრებით ქალი. მამაკაცს კი მოუწევს ისწავლოს და დააფასოს შეზღუდვების არსი, ფორმები და ძალა. როგორც წესი, ეს ასპექტი არა ხანგრძლივ ურთიერთობას, არამედ დაგროვილი სულიერი გამოცდილების ურთიერთგაცვლას მოიაზრებს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ისინი მზად არიან კარმული გაკვეთილების ასათვისებლად. მართალია, ახალი ცხოვრებისეული მიმართულებები  ქალის თვალწინ იშლება, მაგრამ მამაკაცი უფრო ხანგრძლივად იგრძნობს ამ ურთიერთობის ეფექტს.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალის ნეპტუნთან

ეს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ასპექტია. უცნაური და უჩვეული მოვლენები მათი თანაცხოვრების ნორმა ხდება. ყველაფერი, რაზეც ქალი ოდესმე ოცნებობდა და თავის წარმოსახვაში ხატავდა, დიდი ალბათობით სწორედ ამ ურთიერთობაში გამოვლინდება. საქმე ის არის, რომ ეს მამაკაცი კრისტალიზებულ ფორმას მისცემს ქალის წარმოსახვას. მაგალითად, დღისით  შესაძლოა ყვავილები ინატროს და საღამოს მამაკაცი მის ნატვრას მატერიალიზებული ფორმით მიართმევს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი მირთმეული ყვავილები ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ქალმა წარმოიდგინა. ორივე ინდივიდის ექსტრასენსორული ურთიერთქმედების დონეები კარმულად არის გადაჯაჭვული, რაც ოცნებების  მაგიური რეალიზაციის საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც ქალი მაღლა ღრუბლებში დაფრინავს, მამაკაცი მყარად არის მიჯაჭვული რეალობას. ფორმის და სულის ერთიანობა მარტივად ასხამს ხორცს ოცნებებს. ჩვეულებრივ, ამ ურთიერთობაში ისეთი ხელოვანი, მეოცნებე ქალი ერთვება, რომელიც მანამდე ვერაფრით ახერხებდა საკუთარი წარმოსახვის ფოკუსირებას და რეალურ სამყაროსთან „კონტაქტის“ დამყარებას. სწორედ ამ ურთიერთობის წყალობით, ის ნათლად ხედავს, როგორი მატერიალური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ფანტაზიები. მამაკაცი ეხმარება მას წარმოსახვის ფოკუსირებაში, რითაც ერთად ახდენენ იმის რეალიზებას, რაც მართლა ფასეულია და იმის უარყოფას, რასაც მათთვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამიტომ, მამაკაცი ხშირად ამოწმებს ქალის შეხედულებებს, გამოწვევებს უცხადებს მის ცრურწმენებს და შედეგად,  პრაქტიკულ კავშირის დამყარებაში ეხმარება შემოქმედებით წარმოსახვასა და ობიექტურ რეალობას შორის.

 

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის ნეპტუნთან

აქ ქალი, თავისი ავტორიტეტული „მამის ფიგურის“ წყალობით, ასწავლის მამაკაცს მისი წარმოსახვის ფოკუსირებას. რაც უფრო მეტს ოცნებობს მამაკაცი, მით უფრო მკაფიო სტრუქტურაში აქცევს მის ოცნებებს ქალი. შედეგად, მამაკაცი მიხვდება, როგორ უნდა საკუთარი შთაბეჭდილებების, აღქმისა და ინტუიციის კონსტრუქციულად კრისტალიზება. ამ ასპექტიან ურთიერთობაში ისეთი მამაკაცი ერთვება, რომლის წარმოსახვასაც დიდი შემოქმედებითი ძალა აქვს, თუმცა კი მან არ იცის, როგორ აიხდინოს ოცნებები. სწორედ ეს ქალი ხდება მისი წინამძღოლი, რომელიც თავიდან შესაძლოა დამღლელი და რუტინული მოეჩვენოს, მაგრამ, დროთა განმავლობაში, იმ ჯადოქრად იქცევა, რომელიც მისი ნატვრების ასრულებას უწყობს ხელს. ყველა დიადი შემოქმედება 1% შთაგონების და  99% მუშაობის შედეგია. ეს ის კარმული გაკვეთილია, რომელიც მამაკაცმა უნდა ისწავლოს, თუ მას თავისი შემოქმედებითი ძალის გამოვლენა სურს. თუ მისი ოცნებები ირეალურია, ქალი შეაჩერებს მას და ფაქიზი ტელეპატიური კომუნიკაციით მიანიშნებს, რომ ის არასწორი მიმართულებით ხარჯავს თავის პოტენციალს. თუ მის ოცნებები რეალურია, ქალი უჩვენებს მათი განხორციელების გზას. თუ მამაკაცს სურს წარმატებას მიაღწიოს, ეს ქალი მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენს წინსვლაში. მისი წარსულის გულდასმით შესწავლით, ქალს შეუძლია გააცნობიერებინოს ის ფასეულობები, რომელსაც  ფლობს, უჩვენოს მისი რესურსები და კონკრეტული მიმართულება მისცეს მის შემოქმედებით ენერგიას.  ამრიგად, ქალი ხელმძღვანელობს მამაკაცს, რომ უზრუნველყოს მისი ოცნებების რეალიზაცია. ეს კავშირი, ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარე მისტიური კონტაქტის გამო, უსიტყვო ურთიერთგაგებით გამოირჩევა. საიდან იცის ამ ქალმა, რა სჭირდება მის პარტნიორს? შესაძლებელია თუ არა, რომ ის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მისთვის წინა ინკარნაციებში? ეს ის კითხვებია, რომელსაც მამაკაცი ხშირად უსვამს საკუთარ თავს. იმის გამო, რომ ეს ქალი კარმულად მისი მასწავლებელია, მამაკაცი მიიღებს პასუხს თავის კითხვებზე, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას დაიმსახურებს.

 

მამაკაცის სატურნი შეერთებაში ქალი პლუტონთან

ეს კარმული დასასრულის ასპექტია. მამაკაცს  დასრულების ძალა და მისია აკისრია, რომელიც აფერხებს პარტნიორის წინსვლას. ამრიგად, მისი გავლენით, ქალი იძულებულია თავიდან, უფრო ფართო ჩარჩოებში, გადააფასოს საკუთარი თავი. წინსწრაფვის ნაცვლად, რომელსაც ის მიჩვეული იყო წარსულში, მან უნდა ისწავლოს თავისი მიმართულებების მკაფიოდ შეფასება.  ეს ასპექტი  ისეთ ურთიერთობაში გვხვდება, როდესაც უნდა მოხდეს ძველი კარმული გაკვეთილის გათავისება. ქალის ქვეცნობიერი საიმისოდ მწიფდება, რომ დაინახოს საკუთარი წარსულის სიბრძნე ან გამოძახილი. ამ ასპექტის შედეგად, სავარაუდოდ, ქალი დაკარგავს ინტერესს უხეში სექსუალობის ან უმწიფარი ვნების მიმართ და დაიწყებს უფრო მტკიცე ღირებულებების ძიებას. მამაკაცი მას ცხოვრების ფასს ასწავლის; უჩვენებს, რომ მხოლოდ დროის სწორად გამოყენებით შეძლებს ფოკუსირებას და საკუთარი ქვეცნობიერის გამოძახილის გამოხატვას. დროთა განმავლობაში, ის უფრო პრაქტიკული გახდება, როდესაც საკუთარი ქვეცნობიერში იმ სურვილებს გაანადგურებს, რომელიც მის ცხოვრებისეულ მიზნებს ეწინააღმდეგება, რადგან ისწავლის საკუთარი ენერგიის კონცენტრაციას.

 

ქალის სატურნი შეერთებაში მამაკაცის პლუტონთან

აქ ქალი ასწავლის მამაკაცს, როგორ შეწყვიტოს ენერგიის უაზროდ ფლანგვა და ამის ნაცვლად, დაიწყოს ნაყოფიერი მიზნების რეალიზაცია, რომლისკენაც სინამდვილეში ისწრაფვის. მამის მსგავსი, მაშასადამე ავტორიტარული როლის შესრულებით, ის ასწავლის, რამდენად უსარგებლოა საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების წინააღმდეგ აჯანყება. ეს ურთიერთობა ხშირად რეფორმის  ხასიათს იღებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა დისციპლინის მეშვეობით მიიღწევა. მამაკაცმა, კარმულ დონეზე, უნდა დაასრულოს ნებისმიერი ტიპის მფლანგველობა, რაც უმეტესად მისი ჭარბი სექსუალური ენერგიით ან დაუფიქრებელი მოქმედებებით არის განპირობებული. ქალი ფაქტობრივად „ფსიქიკურ კედელს“ აღუმართავს მის ნებისმიერ დესტრუქციულ ენერგიას, რადგან ის მამაკაცის მხოლოდ კონსტრუქციულ სურვილებს აღიარებს. მამაკაცს  შეუძლია ორიენტირდეს ხანგძლივვადიან  შედეგებზე, რისკენაც მისი სული ისწრაფვის და თავისი ენერგია მიმართოს იმ მემკვიდრეობისკენ, რასაც კაცობრიობას ძღვენის სახით დაუტოვებდა. შედეგად, იქ, სადაც მამაკაცის დინამიური და ჭარბი, თუმცა კი უკონტროლო ენერგია ვლინდებოდა, სასარგებლოობის ფოკუსირებული განცდა დაისადგურებს, არამხოლოდ მისთვის, არამედ იმ განსაკუთრებული საქმისთვისაც, რომელსაც სიამოვნებით მიუძღვნიდა თავის ცხოვრებას.


About Qet

Scroll To Top