სატურნი ზოდიაქოს ნიშნებში
ზოდიაქოს ნიშნებში სატურნის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, როგორ იღებს ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ავლენს სიმწიფეს (მოწიფულობას) და დისციპლინას. სატურნი ბრძანებლობს თხის რქის ნიშანზე, ამიტომაც ეხება იმ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს კარიერას. უჩვენებს იმას, თუ რომელ სამუშაოს (საქმიანობას) შეძლებს და რომელი პროფესიული გზა ექნება ადამიანს. ადამიანები სუსტი სატურნით ხშირად კარიერას არ იკეთებენ. ასევე, სატურნი უთითებს იმ ვალდებულებების სახეებზე, რომელიც ადამიანმა უნდა იკისროს და იმ გაკვეთილებზე, რომლის ათვისებაც მოუწევს. ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც სატურნი მდებარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რადგან სატურნის დახმარებით ისწავლის _ შრომითა და დისციპლინით _ ცხოვრების სირთულეეების გამკლავებას. ამ გზით მივა წესრიგამდე და უსაფრთხოებამდე. სატურნის ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში მდებარეობა უთითებს _ მდგომარეობის როგორი ფორმისკენ ისწრაფვის ადამიანი და სამყაროს წინაშე აღიარების რომელ სფეროში შეეცდება საკუთარი თავისთვის რეკომენადაციის გაწევას. ბრძოლითა და დაბრკოლებების გადალახვით საფეხურიდან საფეხურზე გადადის. სატურნი თვალყურს ადევნებს, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ტვირთი თავად ზიდოს. სატურნის დახმარებით ადამიანები ვეხებით მყარ რეალობას და მატერიის უპირობო კანონებს. ის, ასევე, უთითებს იმაზე, თუ რომელ სფეროში იქნება სირთულეები და შეზღუდვები. ჩვენ ვიცით, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა, ამან მოითხოვა დრო და შრომა. ამ პროცესისთვის საჭიროა კონცენტრაცია და თვითუარყოფა (პირადი სიკეთის უარყოფა), რომელთა დახმარებით ჩვენ ვანვითარებთ ნებისყოფასა და მოთმინებას. აი, რამდენიმე პირობა ნამდვილი ზეშთაგონებისა და სულიერების განვითარებისთვის.
დაბრკოლება + ძლიერი სურვილი = ამტანობა
ადამიანი არის ძლიერი, პირდაპირი, აქტიური, დომინატობისკენ და ტირანიისკენ მიდრეკილი. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას მიდრეკილებას ავლენს სხვებს მოსთხოვოს ის, რასაც თავად ვერ შეძლებს ანდა არ სურს რომ გააკეთოს. ვითარდება გადაჭარბებული სიჯიუტე, საკუთარ პოზიციასთან მიმართებაში დაუფიქრებელი უდრეკობა, შენელება, ეგოიზმი, თავნებობა და ძალაუფლების დაუოკებელი სურვილი. ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება დაუღალავი მშრომელის ტიპი, რომელიც მიზანს აღწევს მხოლოდ საკუთარი შრომით, ამასთანავე იღებს უფრო ნაკლებს, ვიდრე იმსახურებს. ადამიანი გულმოდგინე, ბეჯითი, მიდრეკილია გონივრული თვითშეზღუდვისკენ, ტაქტიანი, სერიოზული და მოკრძალებულია. ფლობს შესაშურ ორგანიზატორულ ნიჭს. აულაგმავი ძალა წლების განმავლობაში მუდმივი და უდრეკი ხდება. პროფესიული სრულყოფის გზაზე ადამიანს შთააგონებს უიშვიათესი პატივმოყვარეობა. ჯიუტად და უდრეკად მისდევს დასახულ მიზანს. ქვემდგომებთან ურთიერთობაში ხშირად ავლენს მოუთმენლობას. მიდრეკილია უფრო მეტად დაინტერესდეს საკუთარი მიზნების რეალიზებისკენ, ვიდრე გარშემომყოფებს ემსახუროს. აქვს ადმინისტრატორისა და მთლიანად ხელმძღვანელის ნიჭი. ადამიანი გაბედული, მტკიცე და შეუპოვარია, თვითიმედოვნებამდე (მხოლოდ საკ. თავის იმედად ყოფნა) თავდაჯერებულია, შეუძლია დარჩეს მოკრძალებული, დროდადრო ავლენს დიპლომატირ ნიჭს (მაგრამ მხოლოდ ხასიათის ჰარმონიულად განვითარების შემთხვევაში). დამახასიათებელია მკვეთრი, ხისტი ძიებებისა და ღონისძიებების ხელმძღვანელობების წყურვილი. უყვარს ამოუცნობის, იდუმალების უჩვეულო კვლევები, იცავს მკაცრ თვითდისციპლინას და ფლობს პროცესების მსლელობების ანალიზირების უნარს. წარმატება მოაქვს შრომისმოყვარეობას და შრომისუნარიანობას, განმჭვრეტელობასა და გონიერებას. დროთაგანმავლობაში ეჩვევა შემოქმედებით შრომას.
გარშემომყოფები თვლიან ეგოცენტრულ და ძნელად შესაგუებელ, თავისებურ და თავნება ადამიანად, რომელსაც მიდრეკილება აქვს მელანქოლიისა და ნაღვლიანობის შეტევებისკენ. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას შესაძლებელია სიმამაცე და მხნეობა, სითამამე და შეუპოვრობა შემცირდეს, ვარდნა და ზესვლა მუხრუჭდება, ანდა საერთოდ იბლოკება. სამაგიეროდ, შესაძლებელია აგრესიულობის, სიხისტის, სიმკაცრისა და დაუნდობლობის განვითარება, რომელსაც, ხანდახან, შეუძლია გამადგურებელ ქცევამდე მიიყვანოს და დასრულდეს ტრაგიკული შედეგებით. საქმიანობის გააზრებისა და მიზანდასახულობის მიმართ უდიდესი მიზიდულობა აქვს. ალბათობაა, ჩამოყალიბდეს წარმოებულობა და საქმოსნობა. ინტერესები მრავალმხრივია, შესაძლებელია უდიდესი პრაქტიკულობა და ლოგიკურობა გამოიჩიოს როგორც დიდი, ასევე მცირე პრობლემების გადაწყვეტისას. აზროვნება კონსერვატორული ბაზით, შეინიშნება დოგმატიზმისკენ მიდრეკილება. ასეთი ადამიანი მუდმივად განიცდის ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად (სანამ არის ქმედებებისთვის საჭირო სტიმული) ძალების სწრაფად კოორდინირების აუცილებლობას. ამიტომ არ ჰყოფნის დრო სამყაროში საკუთარ ადგილზე დასაფიქრებლად, საკუთარი ქმედებების დეტალურად და ადეკვატურად შეფასების და ფუნდამენტალური გამოცდილების შესაძენად. რეგულარულად იბადება ახალი იდეები და მათი განხორციელებისთვის მოიფიქრებს უჩვეულო მეთოდებს, რომელიც სოციალურ ნორმებს ყოველთვის არ შეესაბამება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქცევის გარეგნულ და არა შინაგან ფორმებს. მისწრაფება აქვს დაამკვიროს საკუთარი ნორმები და კანონები, არ დაექვემდებაროს კოლექტიურ ნორმებსა და არსებულ ავტორიტეტებს. ასეთი ადამიანისთვის არაა ადვილი შეინარჩუნოს ერთი არჩეული ქცევის ხაზი. არ ჰყოფნის კონცენტრირებულობა იმისთვის, რომ გაკეთებული სრულყოფამდე მიიყვანოს. რთულია გაჩერდეს მიღწეულზე. თავად გარემოებები აიძულებენ გამოავლინოს პირადი ინიციატივა. ისწრაფვის გამოავლინოს ფასეულობათა ინდივიდუალური სისტემა, ასაჯაროებს მუდმივი შეჯანჯღარებისა და გამოცდების შედეგად მიღებულ გამოცდილებას და სინთეზს უკეთებს ცხოვრებისეულ გზებზე ხისტი, უხეში დაბრკოლებების გადალახვის თაობაზე მიღებულ წარმოდგენებს. ბედის მიერ ყველა გათვლა და შეცდომა დაუყოვნებლივ მკაცრად ისჯება, ტანჯვა მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა ადამიანი გაიაზრებს და გადააფასებს ყველაფერ მომხდარს. განსაკუთრებით ეფექტურია ქცევები კრიზისების დროს, ექსტრემალურ სიტუაციებში. მისი შესაძლებლობები და ნიჭი იხსნება მხოლოდ გარემოებების ცეცხლოვანი დაძაბულობისას. ცხოვრება სავსეა კრიზისებითა და გარდატეხებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, იძლევა სულიერი სიღრმეების განვითარებას. არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანი ქვეცნობიერად კრიზისული სიტუაციების წარმოშობის პროვოცირებას მხოლოდ იმიტომ ახდენს, რომ გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და შეიგრძნოს საკუთარი სრულფასოვნება. ასეთი ადამიანი წყნარ გარემოში თავს არამყუდროდ გრძნობს, თითქმის ფიზიოლოგიურად განიცდის ბრძოლის, დაძაბულობისა და კონფლიქტების მოთხოვნილებას. თავისუფლებისა და ინიციატივის ნებისმიერი შეზღუდვა უკიდურესად მტკივნეულია, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან განშორება და სწრაფი შემოქმედებითი ზრდის შესაძლებლობის გაქრობა. ასეთი ადამიანი მუდმივად საჭიროებს ახლობლების მხარდაჭერას, იმდენად მოწონების გამოხატვით არა, რამდენადაც პერიოდული სტიმულის მიცემითა და ქმედებებისკენ ბიძგებით. მისთვის დამახასიათებელია სიჩქარე და სურვილი ყველაფერი მიიღოს ერთდროულად, უცბად; ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები თვითკონტროლის უკმარისობას განიცდიან. ცხოვრება სავსეა ცეცხლოვანებითა და პრობლემებით, შეცდომების დაშვებით, დაბრკოლებებით და მათი გადალახვა-გადაწყვეტისას მხოლოდ საკუთარ თავსა და ერთდროულ ქმედებებზე უნდა გათვალოს. სამაგიეროდ, ცხოვრების განმავლობაში ადამიანი მორალურ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ და პროფესიულ ურთიერთობებში პირდაპირ გარშემომყოფების წინაშე იზრდება. სახიფათო ტენდენციაა სხვა ადამიანების ნების დათრგუნვა, დრო და დრო, შესაძლებელია კანონის დარღვევის, შესაძლებლობამდე მისული დანაშაულის ჩადენის სურვილის გაჩენა, რომელიც თავად მისთვისაც კი მოულოდნელობაა. მიუხედავად მისი ტირანული ხასიათისა, ასეთ ადამიანს საზოგადოებაში ყოველთვის მრავალი კავშირი აქვს. ადვილად აღფრთოვანდება ახალი იდეებით, საკუთარ თავთან და სხვებთან მიმართებაში მკაცრია, საკმაოდ ძლიერი გარეგანი იმპულისას სიხარულით ერთვება ქმედებებში. ამ შემოქმედებითი მოუსვენრობის გამოა, რომ ბევრ ადამიანს უყვარს. მისთვის ძალიან სახიფათოა მარტოობა, თავისუფალი ქმედებების არეალისა და რევოლუციაში და ბუნტში ჩართვის შეუძლებლობა _ თითქმის იმის ალბათობაა, რომ ამ მდგომარებაში რაიმე უბედურება დაატრიალოს. მხოლოდ მასზეა დამოკიდებული მრავალრიცხოვანი უნარების განვითარება და ხასიათის გამყარება. ძნელად აღიარებს იმას, რომ გარშემომყოფებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად იმოქმედონ და ჰქონდეთ პირადი აზრები, შეხედულებები. თუ სწორად გამოიყენებს საკუთარ ენერგიას, კომბინირებული ინიციატივისა და დისციპლინის ხარჯზე შეძლებს ამტანობის სასწაულების გამოვლენას. ამ შემთხვევაში, თანდაყოლილი ენთუზიაზმი და გამომგონებლობა ვლინდება პოზიტიურად და კონსტრუქციულად. მრავალრიცხოვანი ქვეცნობიერი შიშების გამო, არცთუიშვიათად, უსაფრთხოების დაუოკებელ მოთხოვნილებას განიცდის. შესაძლებელია, კავშირი თანასწორ პარტნიორებთან ანდა “მამობის კომპლექსის” განვითარება. თუმცა, ყოველთვის სწორად ვერ გრძნობს, როდის რა უნდა გააკეთოს, ამასთან ერთად, ურთიერთობაში საკმაოდ გონიერი, მებრძოლია და უყვარს გონივრული პოლემიკა. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მოუთმენლობა, ზედაპირულობა, თვითგამართლებისა და საკუთარ არასწორ გათვლებზე, შეცდომებსა და უზუსტობებზე გარშემოყოფების დადანაშუალებისკენ მიდრეკილება. ასეთი ადამიანისთვის საჭიროა ტაქტის და ადამიანებთან თანამშრომლობის შეუწყვეტელი სწავლა. არცთუიშვიათად, კარგ ემოციურ დამუხტვას მოაქვს ძლიერი ფიზიკური ვარჯიში. ადამიანი გაბედული, მტკიცე და შეუპოვარია, ზესვლისას მსუბუქია, ადვილად ვარდება მრისხანებაში და გასაოცრად ჯუჯღუნაა იმ სიტუაციებში, როცა სხვები იძულებულნი არიან შეეწინააღმდეგონ. საქმეების ჩვეული მსველობის დარღვევის მიმართ ძალიან აღმქმელია (მგრძნობიარეა) _ იმ წამსვე ბარიკადებზე ადის და ისწრაფვის სიტუაცია დაუყოვნებლივ თავის სასარგებლოდ შეცვალოს. შინაგანი ძალების წყაროების მობილიზაციის აუცილებლობა აიძულებს განივითაროს ნებისყოფის სიმყარე და შექმნას ხასიათის ძლიერი საფუძველი. ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ შესამჩნევია კარმის კანონების გამოვლენა, რომლის თანახმად, ქმედებების შედეგები ბუმერანგს ჰგავს _ ადამიანს საკუთარი ქმედებების შედეგები უკან უბრუნდება.
მისთვის დამახასიათებელია სოციალური სამართლიანობისა და პირად პატრიოტულ ქმედებებზე მყარი შეხედულებების უქონლობა. სავსეა საინტერესო იდეებით, წარმატებულად ფიქრობს სამუშაოს ახალ მიდგომებსა და ილეთებზე, მაგრამ ამ ყველაფრის გამოყენება შეუძლება მხოლოდ დისციპლინირებულობისა და ინიციატიურობის სინთეზისას. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება თავდაცვითი თავდასხმის პოზიცია: ადამიანი საკუთარი თავის სადარაჯოზე მუდამ ფხიზლად დგას, ამიტომაც ყველასი ეშინია და ყველაფერს უფრთხის. ძალიან უჭირს სხვების გაგება და მათ ინტერესებსა და შეხედულებებში გარკვევა, დაბადებიდან არაა მიჩვეული დაიწყოს კონტაქტები და კონსტრუქციული თანამშრომლობა. ყველგან და ყოველთვის ისწრაფვის საკუთარ “მე”-ს გაუსვას ხაზი, საკუთარი თავის მოსამართლე თავადაა და საკუთარი ქმედებების შეფასებისას მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა. მუდმივად დაკავებულია საკუთარი პერსონით და ვერ ამჩნევს სხვა ადამიანთა საჭიროებებს (მოთხოვნილებებს). თუ მხოლოდ საკუთარ მიზანს მისდევს, ანგრევს თანამშრომლობას, ამიტომ, საბოლოო ჯამში, წარმატებას ვერ აღწევს. ასეთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მარტო ქმედებას, ზრუნავს მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებაზე. თუნდაც სხვათა ინტერესების გამო მოქმედებდეს, მაინც საკუთარი პოზიციის, ბრძოლის წესებისადმი ერთგული რჩება, ამიტომაც ხშირად უშვებს შეცდომას თავდასხმის ტაქტიკის შერჩევისა და სტრატეგიის მიმართულების განსაზღვრისას. თავად არავისგან არ ელის დახმარებას და არც სხვებს ეხმარება. ხშირად სიღრმისეულადაა შეშფოთებული საკუთარი დაუკმაყოფილებლობის გამო. პროფესიაში უპირატესობას ანიჭებს იყოს საკუთარი თავის ბატონი და თუ მაინც ეს არ გამოუვა, დროთა განმავლობაში მრისხანე და გაღიზიანებული ხდება. ასეთი ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ სიჩქარე მხოლოდ რწყილების ჭერისასაა საჭირო, და, რომ არაორგანიზებული ბრძნული გეგმით აქტიური ქმედება, უცილობლად განადგურებასა და დანაკარგებამდე მიიყვანს.
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ეს იყო 1907-1908, 1937-1940 და 1967 წლის მარტი – 1969 წლის მაისის პერიოდში, როცა სატურნი იმყოფებოდა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში _ რაც ძალიან წინააღმდეგობრივი მდგომარეობით ხასიათდება. სატურნი ვერძში იმყოფება სტუმრად მარსთან, მაგრამ, ამის გარდა, სატურნი აქ ვარდნაშიცაა, რამდენადაც ვერძი _ ეს პირველი ცეცხლია და მას არ აქვს ჯერ კიდევ პირველადი ღერძი. ამიტომაც სატურნი აქ ვლინდება უფრო ჰარმონიული სახით, ამ დროს შიშვლდება ადამიანის მრავალი კომპლექსი, რამეთუ ამ ნიშანში სატურნი ვარდნაშია.
ადამიანს გარემოებანი აიძულებენ ინიციატივის გამოვლენას და იგი ვალდებულია ისწავლოს და ააწყოს ცხოვრებისეული შეხედულებების სისტემა ძალზედ მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდებზე. ადამიანი, ასევე, ვალდებულია გაიროს ცეცხლის ქვეშ (რომელსაც ახასიათებს ძალიან აქტიური შენჯღრევები გამოფხიზლების მიზნით), დაფიქრდეს და გაანალიზოს მრავალი ცხოვრებისეული გარემოება და საკუთრი განვითარების პროცესი მიიყვანოს ზუსტად საკუთარი ფასეულობათა სისტემის ფორმულირებამდე. ყველა თავისი გათვლისა და შეცდომისას სწრაფად მიიღებს სასჯელებს და მანამდე დაიტანჯება, სანამ არ გააცნობიერებს და არ გადააფასებს მთლიანად მომხდარს. ამიტომ ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა მიაღწიოს უფრო ბევრს, ვიდრე წყნარ გარემოში, გამოავლინოს შესაშური (გენიალურიც კი) შესაძლებლობები. და, თუმცა, შეუძლია ნებისმიერი კრიზისის ძალიან მტკივნეულად აღქმა, ბოლოს და ბოლოს, მადლობელი დარჩება მიღებული გაკვეთილის გამო, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, მთლიანობაში მიიღებს წარმოდგენების სისტემის მომენტალურ ფორმულირებას. ამასთანავე, ჩვეულებრივ, ამ ადამიანმა ყველაფერი აუცილებლად “თავზე” უნდა გაუშვას, ბევრი რამაა საჭირო რომ დამოუკიდებლად მივიდეს და გააცნობიეროს _ ეს ხომ ვერძია, ამიტომაც ვალდებულია აცილებლად გამოიმუშაოს საკუთარი ფასეულობანი. ცუდ შემთხვევაში, თუ მოკლებულია შინაგან ღეროს (ღერძს), უფრო მეტად ხისტი, მკაცრი იქნება და თავად მოახდენს ექსტრემალური სიტუციების პროვოცირებას, რათა მათში და მათი მეშვეობით შეიგრძნოს საკუთარი სრულფასოვნება. ადამიანი სატურნით ვერძში შეძლებს ისწრაფვოდეს ისეთი სიტუაციებისკენ, რომელიც დაკავშირებულია ძლიერ ემოციურ შეჯანჯღარებასთან, იმიტომ, რომ ამ დროს ცხოვრება მისთვის აზრს იძენს. აქვე, 1967-69 წლების თაობაში ეს ძლიერად გამოვლინდა, მრავალი მათგანი გრძნობს, რომ მათი ცხოვრება აზრსაა მოკლებული. ხანდახან შესაძლებელია იხეტიალოს, ამასთანავე, ხშირად იკვებება სხვების ტანჯვით, ანდა შეიძლება ცუდად იყოს წყნარ გარემოში, ამიტომ მისთვის აუცილებელია ტანჯვის ეპიცენტრში ყოფნა, რათა ასეთი სახით “იკვებოს” (ასეთი იყო სტალინი). ჩვეულებრივ, ძალიან მტკივნეულად განიცდის თავისუფლებისა და ინიციატივის ნებისმიერ შეზღუდვას, კონტაქტის გაწყვეტას, ქვეცნობიერად ესაჭიროება მხარდაჭერა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ განვითარებისთვის გარედან სჭირდება სტიმული, ბიძგი. საკუთარი განვითარებისთვის ხშირად სურს შეიცნოს ყველაფერი ერთდროულად, მაგრამ, როგორც წესი, არ შეუძლია თვითკონტროლის განხორციელება. დამამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ძალები “ცეცხლოვან”, გამოცდებისა და დარტყმების პირობებში ამოწმებენ. მისთვის მახასიათებელია პროგრამა _ “გამარჯვება ერთბაშად ან არასდროს”. შეცდომები მომენტალურად ამჟღავნებენ საკუთარ თავს, მისი ყველა შეცდომის, სიმკაცრისა და შეუბრალებლობისთვის “იმ წამსვე” იღებს სასჯელს. ჩვეულებრივ, ამ ადამიანს ბედი წამსვე ურტყამს, რათა შეძლოს ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება. ჯამში _ თუმცა არ უყვარს სტრესული სიტუაციები, მაინც იზიდავს ისინი, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია მოხდეს ცხოვრებისეული ფასეულობების თითქმის წამიერი ჩამოყალიბება.
ცალკეული ელემენტები, შინაგანი სისტემების ბლოკები მას აქვს, მაგრამ, რადგანაც სატურნი სუსტია, ამიტომ არ არის ის ღერო, რომელიც ამ ნაწილებს ერთ მთლიანობაში მოაქცევდა და ერთმანეთს დაუკავშირებდა. არ არის ცხოვრების ისეთი ხაზი და აზრი, რომელიც ამ ცალკეულ შესაძლებლობებს ფასეულობათა მწყობრ სისტემასთან დააკავშირებდა. მაგრამ, რამდენადაც ასეთი სისტემა ჩვეულებრივ დიდხანს არ ნარჩუნდება, შესაძლებელია მსგავს სიტუაციებს თავიდან დაუბრუნდეს, მაგრამ რამდენად ხშირად _ დამოკიდებულია სხვა მაჩვენებლებზე, სხვა პლანეტების მდებარეობაზე, ამ ადამიანის სოციალური ცხოვრების კონტექსტზე.
ტრანზიტულმა სატურნმა ვერძში საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება წარმოშვას დანაშაულებების, შეუბრალებლობის, სხვა ადამიანების ნებისყოფის დათრგუნვის აფეთქება. საერთოდ, სატურნის ცეცხლოვან ნიშნებში გავლამ _ ვერძში და ლომში _ შესაძლებელია გამოიწვიოს მკაცრი და ცივი ზამთარი, არსებობს გაყინვის საფრთხე, აუცილებელია მეტი მოძრაობა, რათა გამომუშავდეს შინაგანი ცეცხლი. თუმცა, ეს ნიშანი კარდინალური ჯვრისაა, მაგრამ გამოვლენისას საოცრად ჰგავს უძრავ ჯვარს. ეს მსგავსებაა, მაგალითად, ცხოვრებისეული ფასეულობების სისტემის წამიერ აწყობაში, მაგრამ ისინი განსხვავდებიან იმით, რომ სამომავლოდ ეს არასტაბილური მდგომარეობაა, რომელიც უძრავი ჯვრისთვისაა დამახასიათებელი.
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ძალიან პრაქტიკული მიმართულება, წყაროების ვიწრო სპექტრი. რთულად ირთვება წყაროში, წნეხის, სივიწროვის და არამყუდროების შეგრძნება (განსაკუთრებით საპასუხისგებლოსი) ენერგეტიკულ სიტუაციებში. სამაგიეროდ, პასუხისმგებელია (დაზიანებისას შეიძლება უკიდურესად უპასუხისმგებლო) საკუთარ თავთან მიმართებაში, როგორც გარშემომყოფებზე საკუთარი ენერგეტიკული გავლენის მხრივ და, ენერგეტიკულ არხებთან საკმარისი სამუშაო გამოცდილებისას _ უდიდესი სტაბილურობა და მისი მართვის ცოდნა.
ახალგაზრდობაში პირველი სიყვარულისგან განცდილი იმედგაცრუებების გამო “ჭკვიანდებიან” და ენერგიას უაზროდ (ანდა საერთოდ) არ ხარჯავენ და ცდილობენ პარაზიტირებას (უარყოფითი ვარინტი), ანდა სატურნის სიბრძნე დეპრესიის მეშვეობით ასწავლის უფრო ყურადღებით ყოფნას _ როგორც გარშემომყოფების, ასევე საკუთარ თავთან მიმართებაში (დადებითი ვარიანტი). 30 წლის ასაკისთვის არჩევანი დადებით და უარყოფით ვარიანტებს შორის სრულდება (არჩევანს აკეთებს).
სატურნი ვერძში ნიშნავს ენერგეტიკის სისუსტეს, ხოლო უმაღლეს პასუხისმგებლობას ეგრეგორის არჩევისას (შერჩევისას), და იმ მიმართულების არჩევისას, საითაც ეგრეგორს მიმართავს ადამიანი.
ცუდი დამუშავების შემთხვევაში – ფობია: შიში დაიღუპოს უსახელოდ და ცხოვრებაში ძალების უკმარისობის გამო ჩაკვდეს.
სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
ვერძი – სატურნის ვარდნის ნიშანია, მხოლოდ ერთია, კარგი ასპექტაციისას იძლევა ძლიერ ცნობიერებას, მათემატიკურ, ღრმა და ინტენსიურ გონებას; უჩვეულო კვლევა-ძიება, წყნარი დისციპლინირებული შემოქმედება, გონიერი ენთუზიაზმი, პატივმყვაროება, არაჩვეულებრივი მიზანდასახულობა, სიმყარე, სიჯიუტე, მმართველობისა და ხელმძღვანელობის უნარები, კარგი ორგანიზატორული შესაძლებლობები, დაგეგმვისა და გეგმების განხორციელების შესაძლებლობა, შემართება, შემართებული კვლევა-ძიება, მოკრძალება, თვითშეზღუდვა, თვითდისციპლინა, დიპლომატიურობა, კარგად, ოსტატურად დაფარვისა და უარყოფითი შტრიხების დაფარვის უნარი.
დაძაბული ასპექტებისას – დაუოკებელი პატივმოყვარეობა, დაუჯერებელი ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი, თავნებობა, ადამიანებთან ურთიერთობის მოწესრიგების უუნარობა, სიანჩხლე, შეუგუებლობა, თვითნებობა, სიხისტე, მრისხანება, სიძულვილი, კონფლიქტურობა, ახირებულობა, ყველგან მტრის ძიებისკენ მიდრეკილება, გამანადგურებლობა, თავხედური ტყუილი, გულღრძოობა, სისასტიკე, ულმობელობა, შურისმაძიებლობა.
ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ადამიანს გარემოებანი აიძულებენ მოთმინებისა და თავდაჯერებულობის გამომუშავებას, რათა ცხოვრების პრაქტიკული საჭირებებისთვის შეიარაღდეს. საკუთარი ძალების წყაროების მობილიზაციის აუცილებლობა აიძულებს განივითაროს ნებისყოფა და ხასიათის სიძლიერე. ეგოისტური მიზნების დაჟინებული დევნა. საკუთარ თავთან მიმართებაში ობიექტურობა უძნელდება. ახალი გამოცდილების გზებს კვალავენ და არ ჰყოფნით დრო გაეცნონ საკუთარი ქმედებების შედეგებს. ამიტომაც, ხშირად არ აქვთ სოციალური სამართლიანობისა და პასუხისგებლობის განცდა. სატურნის ასეთი მდებარეობა უთითებს იდეების სიმდიდრეზე. ხშირად იგონებენ სამუშაოს ახალ მეთოდებს. განვითარებისას _ დისციპლინა, რომელიც გაერთიანებულია ინიციატივასთან, რასაც ხშირად არჩეულ სფეროებში გენიალური შემოქმედებითი მიღწევები მოსდევს, მაგრამ გამუდმებით თავდაცვითი პოზიციების დაკავებას ცდილობენ, ყოველთვის საკუთარი თავის სადარაჯოზე დგანან და ყველას უფრთხიან.
უჭირთ ადამიანების გაგება, მათთან კონტაქტის დამყარება, თანამშრომლობა, შესაძლებელია ქვემდგომების მიმართ მოუთმენლობის გამოვლინება, საკუთარი მე-სთვის ხაზგასმა. თავად არიან საკუთარი თავის მოსამართლეები, ვერ ამჩნევენ სხვების საჭიროებებს, მოთხოვნილებებს. მათი ტენდეცია _ უპირობოდ მისდიონ საკუთარ მიზნებს, თუნდაც ამას მოჰყვეს თანამშრომლობის გაფუჭება, შედეგად კი წარმატებაც ხელიდან უქრებათ. არადიპლომატიურნი, უპირატესობას ანიჭებენ მარტო ქმედებას, ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე. სხვებისგან დახმარებას არ ელიან და არც თავად ეხმარებიან სხვებს. პროფესიაშიც უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი თავის ბატონად ყოფნას, რაც ყოველთვის არ გამოსდით.
მათთვის რთულია საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების ღიად და პირდაპირ დაცვა. ასევე, შეუძლიათ საკუთარი მრისხანებისა და აგრესიულობის დათრგუნვა-მოთოკვა. მნიშვნელოვანი ამოცანები _ განივითაროს თავდაჯერებულობა, სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა.
შესაძლებელია თავის ტკივილები, გადაჭარბებული შფოთიანობა, რამეთუ თავში ნორმალური სისხლის მიმოქცევაა დარღვეული.
სატურნი ამ ნიშანში დასუსტებულია, ეს უსუსტესი ნიშანია მისთვის. თუ სატურნის სისუტე არ ანულირდება, მაშინ ამ მდებარეობის შედეგად გამოვლინდება სისულელე, ქორწინებაში სირთულეები, მცირე რიცხოვანი სამეგობრო წრე (მცირე რაოდენობის მეგობრები), ლაყბობა, სიუხეშე, შური. ასევე, შესაძლებელია გამოვლინდეს მიდრეკილება ხეტიალობისკენ, მაწანწალობისკენ, ჭირვეულობისკენ, ანჩხლობისკენ და პირქუშობისკენ. ალბათობაა, კბილებისა და ხერხემლის დაავადებები, თავაწყვეტილობა და წარუმატებლობები კომერციულ საქმიანობაში.
ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
საშიშროებები, რომელთათვის თავის არიდება რთული იქნება 42 წლის ასაკიდან 56 წლის ასაკამდე და 69 წლის ასაკის შემდეგ.
მდგომარების დაკარგვა 30-35 წლის ასაკში. ქორწინება ქვრივზე (შესაძლებელია მთლად ბედნიერი ქორწინება არ აღმოჩნდეს). კარგი ასპექტებისას _ დისციპლინას დამატებული ინიციატივა შედეგად იძლევა გენიალურ შემოქმედებით მიღწევებს. ცუდი ასპექტებისას _ გამუდმებული თავდაცვა, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ არაობიექტურობა.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
მიდრეკილებაა ხისტი ქცევებისკენ. იმისთვის, რომ შექმნილი სრულყოფილებამდე მიიყვანოს არ ჰყოფნის კონცენტრირებულობა: რთულია მიღწეულზე შეჩერება.
კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”
შიგნით დაფარული ენერგია, მკვეთრი მსჯელობები, სიხისტე, ავტორიტარული და მორალიზებული ტენდენციები, სიჯიუტე.
საბავშვო ჰოროსკოპი
მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”
ვერძის თემა _ “საკუთარი საქმის კეთება”; მაგრამ სატურნი ვერძში შეიძლება წარუმატებლობის შიშის გამო ამუხრუჭებდეს მას. ძალიან ხისტად კონტროლირებადმა ავტორიტეტულმა ფიგურამ შესაძლებელია გაზარდოს დამუხრუჭება ანდა მოზარდს გადაჭარბებულად თავშეკავებული ქცევის როლური მოდელი მისცეს. ამ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საშუალებას მისცემენ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ბავშვს საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა წაუხალისონ, – და მაშინ შეძლებს გამოავლინოს ყველა ის დადებითი მხარე, რასაც ამ მდებარეობის სატურნი იძლევა.
სამანტა დევისი “საბავშვო ასტროლოგია, ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”
შიში
- დაბრკოლება და შეზღუდვა;
- გარეშე კონტროლი, ინდივიდუალობის დაკარგვა.
ყურადღება უნდა მიექცეს
- მოთმინებას;
- სხვა ადამიანებების პრიორიტეტებს.
გამომუშავდეს
- პასუხისმგებლობა;
- ყურადღებიანობა.
საჭიროა ეცადოს შეამციროს
- ეგოიზმი;
- სიჩქარე.
პოტენციური შესაძლებლობები
- მყარი მოწინააღმდეგენი (მოქიშპეები);
- კარგი ხელმძღვანელები.
სტატიის ავტორი:ნინო