დაბრკოლება + მოლოდინი = მარტოობა
ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება არააკურატული, ნაკლებ საინტერესო ადამიანი, რომელიც ყურადღებას არ უთმობს საკუთარ განვითარებას და მიდრეკილია ფეთხუმობის, დაუდევრობის, უსუფთაობის, უწესრიგობისა და უპასუხისმგებლობისკენ. ის მშიშარაა, ადვილად იბნევა დაბრკოლებებისას, მორჩილად ითმენს ზეწოლასა და გარშემომყოფების დაცინვას. არ ჰყოფნის ავტორიტეტი, ერთგული მეგობრები და ზუსტად განსაზღვრული შეხედულებები. ასეთი ადამიანი მუდმივად საჭიროებს დახმარებას, არასაიმედო და საოცრად იზოლირებულია გრძნობებსა და აზრებში.
პოზიტიურად განვითარებისას ადამიანი კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და გამგებია. დაძაბულად და აკურატულად შრომობს, საქმის ინტრესებს საკუთარზე მაღლა აყენებს _ არა იმის გამო, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოდან სარგებელი მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ ხარისხიანად და დროულად შესრულდეს დაკისრებული საქმე. მართალია, დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, თითქმის გამუდმებით არ ჰყოფნის თავდაჯერებულობა. თავშეკავებული და მოკრძალებულია, მიდრეკილება აქვს ყველა საკუთარი მოთხოვნილების შეზღუდვისკენ და ყველაზე მცირე მნიშვნელობის უსიამოვნების დროსაც კი საკუთარ თავში იკეტება. გარშემომყოფები იშვიათად აღიარებენ მის დამსახურებებს, თუმცა თავადაც ლოიალურია ადამიანების მიმართ და გასაოცარი მოთმინების უნარი აქვს მაშინაც კი, როცა ყველა უსამართლოდ ექცევა. მისი გრძნობების სიღრმე და ინტელექტუალური ძალა იძლევა თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის სრულად გაცემის აუცილებლობას. ასეთ ადამიანს შეუძლია ნელა, მაგრამ დარწმუნებით, დროში და სივრცეში გაფანტული ძალების კონცენტრირებითა და ბუნდოვანი და გადარეცხილი შესაძლებლობების მობილიზების მეშვეობით (რომელსაც მოთმინებითი კონცენტრირების წყალობით ახდენს) პრაქტიკული შედეგების მიღწევა. ასეთი ადამიანი თითქმის ყოველთვის ჩაღრმავებულია საკუთარ თავში და მისი ცხოვრება მიედინება მარტოობის, მეოცნებეობისა და აუხდენელი ოცნებების ნიშნით. შესაძლებელია დიდი მიღწევები ხელოვნებაში, ამავდროს, საქმეშიც და ურთიერთობებშიც გახალტურებისკენ უდიდესი მიდრეკილება. თითქმის ყოველთვის მკვეთრად გამოხატულია სენტიმენტალურობა (ცრემლებამდე მისულიც კი). დაჟინებითა და თანმიმდევრულად ინტერესდება გამოცანებითა და საიდუმლოებებით, არ იშურებს დროსა და ძალებს. ეს არის მეოცნებე ტიპაჟი, რომელსაც სწყურია სიღრმისეული შეცნობა და დიადი ქმედებები. ბუნება _ მგრძნობიარე და შთაბეჭდილებებიანი, აღქმელი, ეძიებს სიჩუმესა და სიმშვიდეს, თანხმობასა და მშვიდობას. მოთმინება და თავშეკავებულობა ერწყმის მორცხვობასა და მორიდებულობას.
ასეთი ადამიანები იშვიათად აღწევენ წონიან სოციალურ შედეგებს, უფრო ზუსტად, მაღალი მიღწევებისას გარშემომყოფები, რატომღაც, არ ამჩნევენ. მიდრეკილნი არიან დახურულ დაწესებულებებში მუშაობისკენ _ სამეცნიერო ინსტიტუტებში, მონასტრებსა დ საავადმყოფოებში. არცთუიშვიათად, მათთვის მარტოობა წამალია და პანაცეაა ყველა ტკივილისთვის. ასეთი ადამიანებისთვის სახიფათოა თავდაჯერებულობისა და საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის დაქვეითება. პასიურობისა და აპათიის ნებაზე მიშვებისას და მისწრაფებების მერყეობისას შეიძლება უფსკრულის პირამდეც კი მივიდნენ (ან უკიდურეს შემთხვევაში, უფსკრულში გადაიჩეხონ კიდეც). ამავე დროს, მდიდარი ფანტაზია და მკვეთრი წარმოსახვა, ასევე, ყველაზე განსხავებულ საიდუმლოებებში გათვითცნობიერებულობა და ქცევებში ექსცენტრიულობა, ასეთ ადამიანებს, მეგობრებისთვისაც და მტრებისთვისაც, უკიდურესად მიმზიდველს ხდის. სახიფათოა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისკენ, ასევე, მაგიისა და ექსტაზებისკენ გადაჭარბებული მიდრეკილება. ნიჭი და შესაძლებლობები მემკვიდრეობით ხშირად ქალის ხაზით გადაეცემა. თუ არ გამოიმუშავებს დაჟინებულ ოპტიმისტურ პოზიციას, ცხოვრება უბედურებად მოეჩვენება მაშინაც კი, როცა სოციალურ სფეროში შესამჩნევი წარმატებები ექნება. გადაჭარბებული მგრძნობიარობა აიძულებს სამყაროსგან განცალკევდეს, ანდა გარემოს გავლენით საერთოდ გადააწყოს საკუთარი ფსიქიკა. არცთუიშვიათად, გადაჭარბებული აქტიური წარმოსახვა იწვევს ყველა შესაძლო შიშებისა და ილუზორული მუქარების წარმოშობას. სოციალური გარემოებები მოწყვლადი და ბუნდოვანია და, თავადაც არ არის მიდრეკილი დაიცვას ეს გარემოებანი. ხშირად ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან, იმდენად მკვეთრად და ხატოვნად აღადგინონ გონებაში წარსული შეცდომები და წარუმატებლობები, რომ, ეს, მათ, ყველანაირ თავდაჯერებულობას და მომავლის იმედს უსპობს. ბევრი მათ აღიქვამს როგორც დარწმუნებულ ფატალისტებს, რადგანაც ფსიქიკურ პროცესებსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს, ერთდროულად, უკიდურესად სერიოზულად და პასიურად ეკიდებიან. მათთვის მთავარია _ ოპტიმიზმის განვითარება და მომავლის იმედის გამყარება. ცოდნას და გამოცდილებას სიზმრებსა და ინტუიციური განჭვრეტისას იძენენ. მათი ზნეობრივ-მორალური და ფილოსოფიური სისტემა ძალიან ღრმა და აჟურულად ფაქიზია, მოქნილი და ცხოვრების ნებისმიერ უკუღმართობასთან ადაპტირებულია. ზუსტად საკუთარი სიღრმისეული განცდების გამო არიან მიდრეკილნი განმარტოებისკენ. მათ შეუძლიათ გარდასახვა ისე, რომ გარემოს მოთხოვნებს არ მოერგონ, მაგრამ შეიცვალონ მხოლოდ ზედაპირულად, ხოლო სულის სიღრმეში თვითმყოფადნი დარჩნენ. ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ იზოლაციაში _ გარეგნულად ანდა ფსიქოლოგიურად. სამაგიეროდ, აქვთ იმუნიტეტი ყველა შესაძლო გართულებებზე და წლობით ეგუებიან ყველაზე სერიოზულ ფრუსტრაციებსაც კი. ხანდახან რეალურ ცხოვრებასა და ფასეულობათა ილუზორულ სისტემას შორის კავშირის გაწყვეტას ნევროტიკული მდგომარეობის ჩამოყალიბებამდე მიჰყავთ, რომელიც ვლინდება განგაშის გრძნობის, შიშისა და ყველაფერში დაეჭვების (მათ შორის საკუთარ თავშიც) განვითარებამდე. არის მიდრეკილება დეპრესიისკენ და საკუთარი გარეგნობითა და “მე”-ს გრძნობის დაუკმაყოფილებლობისკენ. შესაძლებელია საკუთარი არასაჭიროების, მიგდებულობის, უპერსპექტივობისა და შინაგანი ქაოისის გრძნობის განვითარება. შეიძლება სახიფათოდ ჩამოყალიბდეს _ ცრუმორწმუნეობა, ეჭვნეულობა და ყველა შესაძლო აკვიატებული იდეა. მართალია, თავად ცხოვრების მდინარება ათავისუფლებს ილუზიებისა და თვითმოტყუებისგან, თუმცა, არცთუიშვიათად, ეს დიდი დანაკარგებითა და ტკივილით ხდება. ასეთი ადამიანები ვალდებულნი არიან მისდიონ ცხოვრების ერთადერთ მიზანს _ მათ სჭირდებათ მსოფლიო ჰარმონიის იდეაში ჩაღრმავება და სამყაროს ცხოვრებაში საკუთარი თანამონაწილეობის შეგრძნება (ანუ, იგრძნონ თავი მთლიანის ნაწილად). მხოლოდ ჭეშმარიტებასთან შეხებით განდობისას, შეუძლიათ წინ აღუდგნენ გარეგნული ცხოვრების ქაოსს.
მაღალი განვითარების შემთხვევაში, ასეთ ადამიანს ვერაფერი ააცდენს მოხაზული გზიდან, რამეთუ, ის, თითქოს-და, გულით ერწყმის ამ გზას. ეს ადამიანები განსჯიან ყველაფერს საკუთარი მორალურ-ზნეობირივი პოზიციიდან და იზიდავენ მაღალი ჰარმონიის შეფასების კრიტერიუმებს, რამეთუ საკუთარ გულში რეალურად შეიგრძნობენ ამ ჰარმონიას. ასეთი ადამიანების ცხოვრება მოძრაობს იდუმალი მიზეზებით და გარშემომყოფებისთვის ბოლომდე გასაგები ვერასდროს გახდება. დაბადებიდან მისტიკოსები და დიდი პოეტები არიან, ცხოვრების ბოლოს თავისუფლდებიან ყველა ილუზიისგან და მყარად ფუძნდებიან ჰარმონიის პრინციპებზე, სამყაროს სიყვარულსა და სილამაზეზე. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება პასიური და მშიშარა ადამიანი, რომელსაც ეშინია საკუთარი წარმატებისაც კი. არაკომუნიკაბელური, მოუხერხებელი, ჰარმონიულად იშვიათად ეწერება სიტუაციაში და გარშემომყოფებში მრავალ გაუგებრობას წარმოშობს. რომანტიკული სიყვარული, არცთუიშვიათად, დანაკარგებამდე და იმედგაცრუებამდე მიდის, არამუდმივობა ერწყმის უიშვიათეს თავდაუჯერებლობასა და საკუთარი ძალების უნდობლობას.
ცხოვრებაში ყოველთვის მრავალი პრობლემა და დაბრკოლება აქვს როგორც ოჯახში, სამსახურში, ასევე ჯანრთელობაშიც. ერთი მხრივ, მიდრეკილებაა გარშემომყოფებზე მაგიური გავლენისკენ, მეორე მხრივ კი _ მაღალი მგრძნობელობა და ჭარბი სიყვარული. შედეგად, შეიძლება ჩამოყალიბდეს წარმატებული მანიპულატორის ტიპაჟი, რომელიც მსუბუქად თამაშობს გარშემომყოფთა სისუსტეებზე. ეს ადამიანი ცხოვრებას ისე იღებს, როგორიც არის, მოხდარზე განსაკუთრებულ უკმაყოფილებას არ ავლენს. მეოცნებე და ფაქიზია, მიდრეკილია წარსულით ცხოვრებისკენ, რაშიც, ხანდახან, ზომიერების გრძნობას კარგავს და, ამიტომაც, შესაძლებელია, აწმყოს, სინამდვილის გაგების უკმარისობის გამო მრავალი გართულება ჰქონდეს. ეს ადამიანი გამგები, ღრმა და მიზანმიმართულია, მაღალი განვითარებისას მზადაა უბედურებს დაეხმაროს და იმუშაოს ტანჯვაში მყოფების სასიკეთოდ. შეუძლია იგრძნოს სხვა ადამიანები, მაგრამ თითქმის არ იცნობს საკუთარ თავს, ამიტომაც უქვეითდება საკუთარი ფასეულობა. იმისთვის, რომ გახსნას საკუთარი მრავალრიცხოვანი შესაძლებლობა, სჭირდება სიწყნარე და მარტოობა წყნარ და კომფორტულ გარემოში. უყვარს უცხო თვალისგან მოშორებით მუშაობა, მაგალითად, უნივერსიტეტში ანდა სამინისტროში. ხანდახან ცხოვრებას ეკიდება გადამეტებული სერიოზულობითა და უკიდურესი ემოციურობით, აუცილებლად სჭირდება საკუთარი თავის შეცოდების ტენდენციისგან გათავისუფლება და საკუთარი ემოციების კონტროლის სწავლა. ზედმეტი მღელვარება და მოუსვენრობა, შესაძლებელია, ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევი გახდეს. არცთუიშვიათად, ამ ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დაბრკოლება, დანაკარგი, მოტყუება, გამცემლობა და ცილისწამებაა. მიყენებულ წყენებს, იმედგაცრუებებს სხვებისგან უჩუმრად იტანს და მთელი ძალებით ცდილობს მოძებნოს დადებითი მხარეები მომხდარში, რათა ამით შეინარჩუნოს საკუთარი ფასეულობის გრძნობა. მისი ქმედებები ხშირად განისაზღვრება მხოლოდ გარემოებების სპექტრით და ეს აიძულებს მოულოდნელ და, თანაც, მისთვის არასასურველ ქმედებებს. თუნდაც რაიმე მიაღწიოს, იშვიათად ინარჩუნებს და იყენებს საკუთარი თავის სასარგებლოდ. განსაკუთრებულ პრობლემად იქცევა დამოკიდებულებები და გულისხმიერი კავშირები, რომლებიც, რატომღაც, ამუქებენ, ამუხრუჭებენ და პირქუშს ხდიან მის შინაგან განვითარებას. ამ ადამიანების ბედში რომანტიკა ტრაგედიას ერწყმის, ხოლო მწარე იმედგაცრუება _ მკვეთრ გატაცებასა და სულისშემხუთველ თავგადასავლებს. ყველაზე ხშირად, თავადაა დამნაშავე თავს დამტყდარ სირთულეებსა და უბედურებებში, რამეთუ მისი სურვილები გადაჭარბებულად ძლიერია, ხოლო იმედები, სიმყარე და მუდმივობა ნამდვილად არ ჰყოფნის. ნიჭიერი და გატაცებულია, მაგრამ არ ჰყოფნის ქმედების თავისუფლება, რათა გამოიყენოს შესაძლებლობები და მიაღწიოს ელემენტარულ წარმატებას. ფულს უყურებს როგორც ცხოვრებისთვის აუცილებელი და საჭირო შენაძენების საშუალებას და, არცთუიშვიათად, ეძებს გაგებას, დაწყნარებას, თანაგრძნობას და წარმატებას შინაგანი სამყაროების კვლევა-ძიებაში. თუ დაჟინებულად სრულყოფს საკუთარ თავს და მიზანმიმართულად აყალიბებს საკუთარ ხასიათს, მასში მაღალი ინტუიცია, დროთაგანმავლობაში შეძლებს თავდაჯერებულობაზე, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და მყარ ხასიათზე დაყრდნობას. მაშინ სამყაროს მაღალი სულიერი სწავლების ახალი წინასწარმეტყველი და მქადაგებელი გამოუჩდება. ხშირად ეს ადამიანი თავით ეშვება წარსული წარუმატებლობების მოგონებებში. წარმოსახვა ხშირად უჩვენებს უარყოფით და ნაკლებ სასიამოვნო სურათებს. რაც არ უნდა სწორი იყოს იმწამიერი გადაწყვეტილება, ხანგრძლივ პერსპექტივაში უჭირს ცხოვრების მოთხოვნებთან მარტო გამკლავება _ საჭიროა მუდმივი მხარდაჭერა მეგობრის ანდა საყვარელი ადამიანის მხრიდან. არცთუიშვიათად, არაკონტროლირებადი წარმოსახვა აშინებს გამოგონილი წყენებითა და წარმოსახვითი სირთულეებით, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამაგიეროდ, ეს ადამიანი გამუდმებით ცდილობს დაეხმაროს მათ, ვინც უბედურებაში ჩავარდა. ასევე, ინტუიციურობასა და მოკრძალებულობაში ბადალი არ ჰყავს. თუ პირადი რუკა მთლიანობაში კეთილგანწყობილია, ასეთი ადამიანი ფსიქოლოგის ნიჭს ფლობს და შეუძლია სიღრმისეული მედიტაციები. რთული პირადი რუკა იწვევს შეშფოთებულობას და მუდმივად ცუდ განწყობას. წარსული წარუმატებლობის გახსენებისკენ მიდრეკილებას შეუძლია მისი ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებამდე მიყვანა. სიწყნარესა და იზოლაციაში ამ ადამიანს შეუძლია გახსნას შინაგანი ძალების წყაროები და მიიღოს სამყაროს საქმეებში შუამავალი მონაწილეობა, ამით გაექცეს უაზრო “ჩაციკვლას” საკუთარ თავზე და სრულიად არასაჭირო მწუხარებას. აუცილებელია, საკუთარი თავის შეცოდებისკენ მიდრეკილების დაძლევა, ადამიანებისა და მოვლენების ობიექტური შეფასების მიდგომის გამომუშავება, წყნარად და მოთმინებით როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ასევე დაშვებული შეცდომების გაცნობიერება. ერთი სიტყვით _ არ უნდა მოახდინოს წარსულზე ფიქსირება, არამედ კონსტრუქციულად ჩაერთოს აწმყოში და ჩაეჭიდოს და დაეყრდნოს მომავლის იმედს.
ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, უყვართ მუშაობა “კულისებში”, საერთოდ, მიდრეკილნი არიან გაექცნენ გარშემომყოფთა მზერას. მთავარი მათ ცხოვრებაში _ იმის გაგების შეძლება, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია საკუთარი ცუდი მიდრეკილებების მოშორება და სულის საუკეთესო თვისებების “გამოზრდა”. მხოლოდ ისინი, რომლებიც უმიზეზოდ წუწუნებენ ბედზე და ხელები აქვთ ჩამოშვებული, რჩებიან ფორტუნის ყურადღების გარეშე. ნებისმიერი ადამიანის ამოცანა _ უარი თქვას ნეგატიურზე და მთელი ყურადღება მიმართოს ცხოვრებისეულ საფუძველზე, მიმზიდველ პოზიციებზე (ანუ პოზიტიურზე).
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
სატურნი სტუმრადაა ნეპტუნსა და იუპიტერთან, წყლის სტიქიაში. ეს პერიოდები იყო: 1935-36, 1964-66, 1994-97 წლებში. სატურნის ძალიან საინტერესო მდგომარეობაა.
აქ სისტემის შეძენა ინტუიციური გზით ხდება, ეს წარმოადგენს ნეპტუნის გავლენას.
ფემინური სისტემა შეიძლება შეიქმნას მედიტაციის გზით. ამასთანავე, ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამის გაგება, ნებისმიერ ინფორმაციაში “შესვლა” _ ამ ადამიანის სისტემა ძალიან მოქნილია, ეს არის მოძრავი ჯვრის ნიშანი და წყლის სტიქია. ადამიანს სისტემის ასაგებად აუცილებლად სჭირდება რეალობასთან შინაგან, სიღრმისეულ დონეზე შეხება.
უკეთეს შემთხვევაში, იცხოვრებს მაღალ ჰარმონიაში, რომელსაც მიიღებს განდობის გზით და განვითარების ჭეშმარიტ გზაზე უკვე ვეღარაფერი შეაფერხებს. ნებისმიერი სისტემისგან მოითხოვს სამყაროსეულ ჰარმონიასთან შესაბამისობას.
დამახასიათებელი შტრიხები, სატურნის საუკეთესო შტრიხები თევზებში: მაღალი მორალი, ვნება, საკუთარ თავზე გამავალი მაღალი ჰარმონიის პოზიციიდან ყველაფერზე მსჯელობა.
ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, მისტიკოსები, ფილოსოფოსები არიან, რომლებიც სისტემას უყურებენ და ქმნიან სამყაროსეული ჰარმონიის პოზიციიდან, ცხოვრობენ საკუთარ მედიტაციაში. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს განიცადეს და ნახეს.
საუკეთესო შემთხვევაში ეს ხდება მაშინ, თუ ადამიანმა გამოცდა გაიარა. ალბათობაა, ამ ადამიანს ჰქონდეს განმარტოებისკენ მისწრაფება, გარდასახვის უნარი _ მაგრამ არა მორგების, არამედ გარდაისახოს და თან დარჩეს თვითმყოფადი. საკუთარ სისტემას, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახავს, რთულია მისი მიზნების განსაზღვრა, რადგანაც ისინი, ჩვეულებრივ, გაუგებარია, ამასთანავე, როგორც წესი, თავად ამ ადამიანმაც კი არ იცის საკუთარი სისტემის სიღრმისეული ღერძი.
უარეს შემთხვევაში, თუ სატურნი ბოროტია და, თუ ადამიანი ვერ გაივლის მის გამოცდებს, შეიძლება პიროვნება “უხერხემლო” გახდეს, შეიგრძნოს საკუთარი არასრულფასოვნების, მიტოვებულობისა და არასაჭიროობის გრძნობა. ამ შემთხვევაში ადამიანი იქნება ეჭვნეული, არ შეეძლება მარტოობისა და კავშირების გაწყვეტის ატანა. სატურნის ასეთი მდებარეობისას ეს ადამიანი ექვემდებარება გამოცდას იზოლაციაზე და თუ ამ გამოცდას გაუძლებს, სრულიად გაუტეხელ ადამიანად იქცევა. ასეთი შემოწმებისგან გათავისუფლებულნი არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც თავიდანვე კეთილი და ძლიერი სატურნი აქვთ, რომელიც, ასეთ შემთხვევაში, თავისებურ იმუნიტეტს იძლევა. ფასეულობათა ილუზორულმა სისტემამ შეიძლება მიიყვანოს რეალობასთან კავშირის გაწყვეტამდე, მაშინ ეს გამოიწვევს ძლიერ განცდებს, ნევროზებს, ეჭვებს. ეს ადამიანი გამოავლენს დეპრესიისკენ, საკუთარი თავის დაკარგვისკენ მიდრეკილებას.
ცუდი ვარიანტი _ ეს ადამიანი მუდმივად განიცდის მიტოვებულობის, არასაჭიროობის, უპერსპექტივობის და შინაგანი ქაოსის შეგრძნებას. აქედან მოდის ცრურწმენა, ეჭვნეულობა, აკვიატებული იდეები და კოშმარები. ამ შემთხვევაში არსებობს ერთი გამოსავალი _ იმისთვის, რომ არ იტანჯოს ილუზიების ნგევისას, არაა საჭირო მათი შექმნა.
როგორც წესი, ამ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი საიდუმლო ცხადდება, იხსნება მოტყუებები. სატურნი ხსნის ნებისმიერი ილუზიის ფენას, ყოველთვის იძლევა კრისტალიზაციას, ძალიან ზუსტ საზღვრებს, ხშირად ართმევს ადამიანს ილუზიებს, ხოლო ნეპტუნი ყოველთვის იძლევა მოწყვლადობას, ბუნდოვან საზღვრებს, რამდენადმე განუსაზღვრელობას. ამდენი მრავალმხრივი პრინციპების თანხვედრით ასეთი გამოცდების გავლისას, იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი არ მიიყვანოს ნევროზებამდე და ფსიქიატრიულამდე, სჭირდება მნიშნველოვნად ჩამოაყალიბოს ღრმა მედიტაციური სისტემა, რომელიც უნდა დაეფუძნოს ინტუიციასა და სიღრმისეულად მაღალი ჰარმონიის შეგრძნებას. ეს სისტემა არ უნდა იყოს ილუზორული, მაგრამ თუ ნამდვილად მოხდება მასთან ჭეშმარიტი განდობის გზით შეხება, მაშინ შეცნობა თავისით, შინაგანად ხება.
საზოგადოებაში მრავალი ისეთი მოვლენა იქნება შენიშნული, სადაც ფარული ხილულის ძრავას წარმოადგენს, ისტორია გადაწყდება არა ხილულად, არამედ კულისებში. სრულიად შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს მრავალი მისტიკოსი, ფილოსოფოსი, რელიგიური მოღვაწე. სატურნი თევზებში ასწავლის ყველაფერი ყალბის, ილუზორულის ნგრევას, მაგრამ, სამაგიეროდ იძლევა ჰარმონიული კავშირების სიმყარის შემოწმების შესაძლებლობას.
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
სატურნი თევზებში “აღზრდის” ყურადღებას, სიფრთხილეს და შრომისმოყვარობას მოითხოვს. ეს თვისებები საერთოდ რთულად მისაღწევია, ხოლო თევზებისთვის – განსაკუთრებულად რთულია. სატურნი ქმნის დაბრკოლებას, ქმნის შეზღუდვებს და აშიშვლებს თევზების მტკივნეულ წერტილებს, ასე, რომ მათ ძალიან ურთულდებათ საკუთარი თავისგან ისე დასხლტომა, რომ არ მიიღონ ფსიქიკური დაავადებები, რისი ალბათობაცაა სატურნის დაზიანებისას. საერთოდ, სატურნისეული თევზები მიდრეკილნი არიან პირქუშობის, მელანქოლიის, დეპრესიებისა და მდგომარების გამუქებისკენ.
სატურნი ზღუდავს თევზების ემოციონალურ ცხოვრებას და მათ ადაპტაციის შესაძლებლობას; ყოველთვის ითხოვს ცხოვრებაში საკმაოდ განსაზღვრული პროგრამების გატარებას და სხვა დანარჩენზე მკაცრ აკრძალვას აყენებს, და, სანამ თევზები არ გაიგებენ ამ პროგრამის განსაკუთრებულობასა და ჩარჩოებს, მანამდე მკაცრად დაიტანჯებიან, ვერ გაიგებენ, რაშია საქმე და ბედის წინაშე რაში არიან დამნაშავეები, რამეთუ სატურნისეული შეზღუდულობის მკაცრი სტილი იმდენად უცხოა თევზების სამყაროსეული შეგრძნებისთვის, რომ უნდა გავიდეს დიდი დრო და ბევრი ცრემლი ღვაროს, სანამ არ გააცნობიერებს, რა რაა, რა აყენებს ამდენ უსიამოვნებას და ტანჯვას, და, რომ ეს მათი ნაწილია, რომელშიც გარკვევა, აღიარება და საკუთარ შემადგენლობაში, მეტ-ნაკლებად, ჰარმონიულად ჩართვაა საჭირო.
განვითარებული სატურნი თევზებს აძლევს არამხოლოდ ზუსტ და თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ პროგრამას, არამედ სიბრძნესაც, რომელიც საშუალებას იძლევა სწორად შეფასდეს რეალობა და შესრულდეს ეს პროგრამა. თუმცა-ღა თევზები მაინც თევზებად რჩებიან, მიუხედავად სატურნის არსებობისა, ისინი ძლიერად არიან დამოკიდებულნი გარემო წრეზე და ვალდებულნი არიან მასში ლავირება მოახერხონ და მათ მიზანს მაინც რეალობის ფაქიზი ტრანსფორმაცია და კოსმიური სიყვარულის ტრანსლირება წარმოადგენს (რაც არ უნდა რთული და გაუგებარი იყოს ეს სატურნისთვის), მაგრამ სატურნი მაინც ვერ დაეხმარება ყველა თევზს ამ პროგრამების განხორციელებაში, მითუმეტეს მანამდე, ვიდრე “თევზი” არ ისწავლის მისი მკაცრი პირობების შესრულებას; როგორი _ ამას აჩვენებს ასპექტები სატურნთან, სახლთან, რომელშიც ის იმყოფება და ა.შ.
სატურნის ძლიერი დაზიანება იძლევა ირაციონალურ ფობიებს, რომელიც ღრმად, ქვეცნობიერში მიდის, რომელთა აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ვიღაცა უზარმაზარი “მე” (ანუ სატურნისეულ თევზებს) მყინავს, მზღუდავს, მიჭერს ანდა სურს გამგუდოს, ხოლო მისგან თავის დაღწევის არანაირი შესაძლებლობა არაა; შესაძლებელია კლაუსტროფობია და აგორაფობია.
სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
ჰარმონიული ასპექტებისას: თანაგრძნობა, ყურადღებიანობა, ბავშვების მიმართ ყურადღება, მეთოდურობა, კეთილსინდისიერება, შემსრულებლობა, მორჩილების, დაქვემდებარების უნარი, შრომისმოყვარეობა, მეურნეობა, მომჭირნეობა, სიფრთხილე, სულიერი კონცენტრაცია, იდუმალება, საიდუმლოება. ინტერესი კლინიკური მედიცინის, პედიატრიის მიმართ, სამუშაო შესაძლებელია დაკავშირებული იყოს თავშესაფრებთან, ქველმოქმედებასთან და ა.შ. ძალიან დიდი სულიერი სიღრმე, თანაგრძნობა დაჩაგრულებისა და უბედურების მიმართ, თანაგრძნობის, თანაგაზიარების უნარი.
თუ სატურნი დაზიანებულია, მაშინ ადამიანის ხასიათში ვლინდება ისეთი შტრიხები, როგორიცაა: ეჭვნეულობა, უნდობლობა, ამორალობა, უზნეობა, ყველაზე მდაბალი სურვილებისა და ინსტიქტების მორჩილება, უბედურების ძალიან მძაფრი შეგრძნება, ტანჯვა, ორჭოფობა, მერყეობა, პანიკური შიში, უნდობლობა, წყენიაობა, გაფანტულობა, ეშმაკობა, შიშები (რაიმეზე ორჭოფობის გამო), იმედგაცრუება, პასიურობა, დრამატიზირებისკენ, თვითმკველობისკენ მიდრეკილება, უსამართლობა, დაგროვებული და დაფარული წყენები, ტყუილი, მოტყუება, გამცემლობა, ცილისწამება.
ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
იკარგება წარსულის მოგონებებში. ზეაქტიური, შიშისმომგვრელი წარმოსახვა, რომელსაც ნევროზამდე მიჰყავს. ვერ უმკლავდებიან ცხოვრების მოთხოვნებს. ხშირად წარმოსახვა ხატავს იმ წყენებსა და სირთულეებს, რომლებიც რეალობაში არ არსებობს. ძლიერი ინტუიცია აქვთ, მოკრძალებულნი, სურთ დაეხმარონ მათ, ვინც უბედურებაში ჩავარდა. ნათელი გონების დროს _ უდიდესი ფსიქოლოგიური შესაძლებლობები. შეინიშნება ღრმა ლოცვისა და მედიტაციის უნარები, რაც ამშვიდებს მათ სულებს, მაგრამ შესაძლებელია გადაჭარბებული შეშფოთებულობა და ცუდი განწყობა. მიდრეკილება შეცდომებისა და წარუმატებლობების გახსენებისკენ, რასაც შეუძლია ნევროზებისა და ფსიქოპათიის გამოწვევა და ნევროლოგიურ კლინიკამდე მიყვანაც კი. ხანდახან ნევროზი ვლინდება ორგანულ დაავადებებში, რომელსაც მიჰყავს საავადმყოფომდე. საჭიროა სიწყნარე, მარტოობა, რათა გახსნას შინაგანი ძალების წყაროები, ასევე, სამყაროს საქმეებში აქტიური მონაწილოება, რათა თავიდან აიცილოს ინტროვერსიები და მწუხარება. წარსულის მტკივნეულად აღქმას შეუძლია სულიერ ტრავმამდე მიიყვანოს, რაც ბედნიერებას, შემოქმედებით წარმეობულ შრომას შეუძლებელს ხდის. საჭიროა ობიექტური მიდგომა საკუთარ თავთან, საკუთარი შესაძლებლობების, შეცდომების შეცნობა, რათა გადალახოს სირთულეები. უყვართ კულისებში, საავადმყოფოებში, ნევროლოგიურ კლინიკებში, უნივერსიტეტებში, სამინისტროებში მუშაობა. უნარები და ბეჯითობა საიდუმლო მეცნიერებების შესწავლაში. სერიოზული დაბრკოლება რაიმეზე ძლიერი მიჯაჭვულობის გამო. მეუღლე ანდა პარტნიორი ეხმარება კარიერის მოწყობაში. ცხოვრების ბოლოს შესაძლებელია უბედურება, ტრაგიკული სიკვდილი. საკუთარ შრომას უფრო მძიმედ თვლის ვიდრე სხვებისას. ადვილად იბნევა. მიდრეკილია მეოცნებეობისკენ, ჩახლართულობისკენ, სიმკაცრისკენ და მოტყუებისკენ. ხშირად იბრძვის არარსებულ დაბრკოლებებთან. ცრუმორწმუნე. ხშირად ესიზმრება კოშმარები.
ამ სატურნის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ რაიმეს გამო სევდის გრძნობა, არ შეუძლიათ მისი სახელდება და განსაზღვრება; შეიძლება ძლიერ იზიდავდეთ და ერთდროულად აშინებდეთ მისტიციზმი და პარაფსიქოლოგია.
მნიშვნელოვანი ამოცანა _ ზემგრძნობიარობის, შიშის, დანაშაულის, შფოთვის, მარტოობის გრძნობის გადალახვა. ფეხების (ტერფების) დაავადებები.
ინდუბალა “ინდური ტრადიცია”
ეს ადამიანი იძენს წარმატებას ან ოჯახში, სადაც კარგი მეუღლე და შვილები ჰყავს, ანდა კარიერის სფეროში, სადაც დაკავებულია კარგი სამსახურით და საპასუხისმგებლო მდგომარეობა აქვს. ასეთი ადამიანები, შესაძლებელია, იყვნენ ღვთისმოსავები, ხოლო მათი ქცევები _ ზნეობრივ-მორალურია. კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ, რომ კარგი მეგობრები ეყოლებათ, შეუძლიათ კარგად განკარგონ ფული. ცხოვრების ბოლოს შესაძლებელია განმარტოებისკენ იყვნენ მიდრეკილნი და უარყონ მატერიალური ცხოვრების წესი.
ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ქორწინება გვიანი _ ანდა შესაძლებელია საერთოდ არ შედგეს. ხანგრძლივი დაავადებები. უბედური შემთხვევები. მრავალრიცხოვანი მტრები. ცუდია დაბადებულის მამისთვის. მდგომარების დაკარგვა. ზეაქტიური, შემაშინებელი წარმოსახვა, რასაც ყველანაირ შიშებამდე და ნევროზებამდე მიჰყავს. კარგი ასპექტებისას _ მედიტაციის უნარი, რაც მათ სულს ამშვიდებს. ცუდი ასპექტებისას _ გადაჭარბებული შეშფოთება, ცრუ შიშები, დეპრესიები. საკუთარი თავის შებრალება. საჭიროა საკუთარ თავთან ობიექტური მიდგომის პოვნა, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, რათა გადალახოს სირთულეები და იპოვოს შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლინების საშუალებები.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
სერიოზულად ეკიდება ფსიქიკურ პროცესებსა და ცხოვრებისეულ უკუღმართობას, რასაც შეუძლია მის მსოფლმხედველობას რამდენადმე ფატალისტური შეხედულებები შესძინოს. უნდა იყოს ოპტიმისტური: ის რისიც სწამს, აუცილებლად განხორციელდება.
კატრინ ობიე “ასტროლოგიის ლექსიკონი”
პასიური რეფლექსები, გონებრივ ჯურღმულში წრეზე ტრიალის ტენდენცია, მაგრამ, ასევე, ინტუიციის გამოყენებისა და სიმორცხვის (რომელიც ნიშანს ახასიათებს) გადალახვის შესაძლებლობა.
საბავშვო ასტროლოგია
მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”
ამ სატურნის მქონე ბავშვების თაობა, შესაძლებელია, იყოს მეოცნებე, რომელსაც საკუთარი იდეების პრაქტიული განხორციელების შესაძლებლობა ექნება. ამ თაობის ბევრ ბავშვს შეიძლება წარმოეშვას რეალური სირთულეები მაშინ, როცა ფანტაზია ცხოვრებაში თვალთმაქცობაზე (თამაშზე) იტყვის უარს. რწმენისა და რეალობის ინტეგრაცია _ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელმაც შესაძლებელია დააკავშიროს დროის ეს პერიოდი ამ თაობის საუკუნის რელიგიური ტენდენციების ცვილებებთან; პრობლემის მნიშვნელობა გაძლიერებული იქნება ტრანსპერსონალური პლანეტების ამ თემასთან შესაბამის ნიშნებში გამოჩენით.
სამანტა დევისი “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”
შიშები
- „როგორც ყველა“ ისე ცხოვრება;
- ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების დაკარგვა.
უნდა მიექცეს ყურადღება
- ფიზიკურ მონაცემებს;
- დეპრესიისკენ მიდრეკილებას.
საჭიროა გამომუშავდეს
- მუდმივობა;
- სულიერების ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოტანის უნარი.
მინუმუმადე უნდა დაიყვანოს
- გადაჭარბებული მგრძნობიარობა;
- რეალობისგან წასვლისკენ მიდრეკილება.
პოტენციური შესაძლებლობები
- სულიერი წინამძღოლები;
- შემოქმედებითი პიროვნებები.
სტატიის ავტორი: ნინო