“სწორი”
ამ ადამიანს უყვარს პასუხისმგებლობა, ყოველთვის იღებს ამ პასუხისმგებლობას, რამდენადაც ფსიქოლოგიურად და მორალურად საჭიროებს ამას. ამბიციური და თვითდარწმუნებლობით აღსავსეა. ორგანიზებულია, ამტანი და მუდმივია, ყველასგან ითხოვს პატივისცემას და დარწმუნებულია იმაში, რომ უეჭველად მიაღწევს წარმატებას. ასეთ ადამიანი ცხოვრებაში არ ყოფნის მამის მაგალითი, ანდა მას ჰქონდა ბევრი პრობლებები ერთ-ერთ მშობელთან. გრძნობს, რომ ოჯახზე ატარებს დიდ პასუხისმგებლობას და უპირობოდ/უკითხავად/უთქმელად იღებს მათზე ზრუვის ვალდებულებას.
პლანეტის დაზიანებისას, ასეთი ადამიანი, როცა საკუთარი თავის წინაშე დაისახავს უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას არის ხისტი და შეუბრალებელი. ამ შემთხვევაში იგი შეიძლება დაიტანჯოს საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებით, ანდა უეცარი სკანდალის გამო კარგავს ყველაფერს რასაც მიაღწია. პროფესიული ამბიციები დიდია, დიდია სურვილი გამოჩენილი ადგილი დაიკავოს. ასეთი ადამიანი წარმატებას და ავტორიტეტს აღწევს მორალური სიმყარისა და თავაუღებელი შრომის წყალობით. ხანდახან, პატივმოყვარეობის გამო მას შეუძლია უარი თქვას ეთიკურ პრინციპებზე. თუ ასე მოიქცევა, მაშინ ბედნიერება ზურგს აქცევს და საქმე მთავრდება სახალხო სკადალით და მიღწეული წარატებიდან ჩამოვარდნით.
ყოველთვის ისწრაფვის მაღალი მდგომარეობისკენ, სიმდიდრისკენ და ხელმძღვანელი თანამდებობისკენ. მხოლოდ ერთია, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ სერიოზულად მიუდგეს შეხედულებათა და ფასეულობათა პრინციპებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში “გადაიხდის” იმ წამსვე და მთლიანად (ანუ დაისჯება ბოლომდე!). პატივმოყვარეობა და წარმატების წყურვილი არ უნდა იქცეს თვითმიზნად, მაგრამ უნდა იყოს სიციალურ სამყაროში ადგილის დამკვიდრებისა და საზოგადოებრივი გაფურჩქვნის საშუალებებად. ამ ადამიანმა დეტალურად უნდა გაანალიზოს ხელისუფლებისკენ მისწრაფებების მოტივები და თავი აარიდოს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. გაუმაძღობასთან და გამყიდველობასთან დაკავშირებული შეცდომები გამოისყიდება ძალიან რთულად.
ეს ადამიანი შორსმჭვრეტელია და ფლობს ორგანიზაციულ ნიჭს, რომელიც ეხმარება საქმესა და პოლიტიკაში ხელძღვანელი პოზიციების მიღწევაში. პლანეტის დაზიანებისას კარიერული წინსვლა არამდგრადია, შეზღუდვების შესაძლებლობა და დაბრკოლებები მნიშვნელოვანია. მუდმივი ჯიუტი ძალისხმევის წყალობით, ძალაუფლებისკენ და წარმატებისკენ სწრაფვისას მან შეიძლება მიაღწიოს ჩვეულებრივ გარემოზე მაღლა ასვლა. მისთვის სახიფათოა დეპრესიაში ჩავარდნა, თუმცა უმედგაცრუებების საფუძვლები ძალიან ბევრი ექნება. წარმატებულია როგორც მმართველი მოხელე, ორგანიზატორი, ვაჭარი, არქიტექტორი, მშენებელი, იურისტი და მეცნიერი. შეუძლია მიაღწოს წარმატებას როგორც ნოტარიუსმა, ქადაგმა, მებაღემ, ქვისმთლელმა და ტიპოგრაფმა.
წარმატების პერიოდები და კანონზომიერი ვარდნები მონაცვლეობითია. მხოლოდ სიჯიუტის წყალობით შეიძლება ბევრს მიაღწიოს. ძალიან საშიშია გარშემომყოფთა არდაფასება და თვითგანდიდებისკენ სვლა. ეს ასპექტი არაკეთილგანწყობილია ქონების დაგროვებისთვის, მაგრამ კარგია მაღალი თანამდებობებისთვის. ასეთი ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს გამორჩეული დიდი პასუხისგებლობითა და მოწესრიგებულობით. ნებისმიერი არამდგრადობა, არამუდმივობა და შფოთები გარდაუვლად დამთავრდება უბედურებითა და დანაკარგებით. მას ეძლევა დიდი ძალუფლება სხვებზე, მაგრამ შეძენილი უფლებამოსილება უნდა იყოს გაკეთილშობილებული სულიერი მოსაზრებებით.
სოციალური მნიშვნელობის როლის შესრულების ვერ გაგება (არასწორად გაგება), ასევე კაპასობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შეიძლება დასრულდეს ცხოვრებისეული ტოტალური კრახით. მოქმედება დაკავშირებულია დიდ გასავლებთან, მსხვილი მატერიალურ ფასეულებსა და უდიდეს პასუხისგებლობასთან. ცხოვრებისეული პროგრამის წარმატებული რეალიზაციისას ასეთი ადამიანი იღებს ბევრ ტიტულს და ავტორიტეტული პოლიტიკოსის იმიჯს, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს. თუ ეს ადამიანი აღმოჩნდება ამპარტავანი და მიდრეკილი ტირანიისკენ _ ხელმოცარვა გარანტირებული ექნება. შეიძლება იყოს წარმატებული როგორც ბიზნესმენი უძრავი ქონების გაყიდვაში, მიწათმფლობელი ანდა სამხედრო.
პაველ გლობა
(+) ადამიანი მიზნისკენ ჯიუტად ისწრაფვის, მისი განხორციელებას ცდილობს მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით. ასკეტიზმი, მაღალი სულიერება, სიფრთხილე, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, უმაღლესი მიზნის მიღწევის უნარი. მისი პროგრამა შეიძლება რეალიზებული იყოს ხანგრძლივი წლების განმავლობაში, აღწევს მაღალ პროფესიონალიზმს _ კარგია მეცნიერისთვის, შემოქმედებითი ადამიანისთვის, მაგრამ ცოტას იძლევა პოლიტიკოსისთვის (ხანდახან _ ამბიცია, რომელიც ფარავს მიზნებს, ტრადიციებს, სამშობლოს, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დაკარგვა, ყოველ საფეხურზე მყარად გამაგრება).
(-) იძლევა პრესტიჟს (მრავალი პოლიტიკოსის შემთხვევაში), ფესვებიდან მოწყვეტას, ვარდნის საშიშროება: მიზნისა და ძალაუფლების მიღწევისას, თვითდამკვიდრებისას, გარშემომყოფებთან მათი აზრის გაუზიარებლობისას, ადამიანი თუ დააყენებს საკუთარ აზრს ყველაფერზე ზევით, საზოგადოების რიტმთან შეუთავსებელი გახდება, მაშინ საკუთარი ძალაუფლების მწვერვალზე ყოფნისას მარტოხელად იქცევა, რასაც მოჰყვება მათთან/ადამიანებთან კონტაქტების დაკარვა, პრესტიჟის გარდაუვალი ვარდნა და ძალუფლების კრახი. ხანდახან _ “სიზიფესეული შრომა”: სიმაღლიდან ჩამოვარდნისას, ხელახლა იწყებს სიმაღლეზე სვლას ანდა _ განსაკუთრებით სიმაღლეზე დგომის სიძნელე _ მთელი ცხოვრება ცდილობს მიაღწიოს მიუღწეველი.
ცნობილი ადამიანები:
(+) მაო ძე-დუნი, მაზარინი, ტიხო-ბრაგე, პიკასო, ეკატერინა მედიჩი
(-) ჰიტლერი, ნიკსონი, სტოლიპინი, ჯ. კენედი, მალენკოვი, კერენსკი, დალდიე, ალდო მორო, ულუმბეკი.
ფრენსის საკოიანი
ძლიერი პროფესიული ამბიციები, სურვილი დაიკავოს გამოსაჩენი ადგილი, განსაკუთრებით 29 წლის ასაკში. მნიშვნელოვანია, პატივმოყვრეობა და წარმატება არ ექცეს თვითმიზნად, არამედ პატივმოყვარეობა და წარმატებისკენ სწრაფვა გამოიყენოს ფართო სოციალური წესრიგის მიღწევის საშუალებებად. ამიტომ, საჭიროა დეტალურად გაანალიზოს ძალაუფლებისკენ სწრაფვის მოტივები. შორსმჭვრეტელობა, ორგანიზაციული ნიჭი და ხელმძღვანელი პოზიციების მიღწევა საქმესა და პოლიტიკაში.
ძალიან გონიერი, პასუხისმგებელი ხართ და საკუთარი ვალდებულების შესრულებისას გახასიათებთ ნერვიულობა. თქვენთვის მნიშნვნელოვანია, საკუთარი რეპუტაცია და ის, თუ როგორ გამოიყურებით საზოგადოებაში; მუდმივად ისწრაფვით ზრდისკენ. შეგნებული გაქვთ მიზანდასახული შრომის აუცილებლობა და დეტალურად გეგმავთ, რათა მიაღწიოთ რაიმე არსებითს და მიზნის დასახვისთანავე, წარმოგეშვებათ მოთმინება და თვითდისციპლინა. უკიდურესად მკაცრად განსჯით საკუთარ თავს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ვერ შესძლებთ მიაღწიოთ წარმატებას და/ან თუ სამყარო არ სცნობს თქვენს ძალისხმევას, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გახდეთ ცივი, გაბოროტებული და ცინიკური.
ავესალომ პოდვოდნი “სხვა მიზნების დასახვამდე ჯერ ისწავლეთ საზღვრებში მოაქციოთ საკუთარი პატივმოყვარეობა”
სატურნი მეათე სახლში სიმბოლურად წარმოადგენს სახლის მმართველს.
ეს მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე სატურნი თხის რქის ზოდიაქოში. აქ, ადამიანი შეიგრძნობს გარესამყაროსგან გამოკვეთილ არასტუმართმოყვარეობას: მას არ დაჰყვება იმის შეგრძნება, რომ მის წინაშე ღიაა ყველა გზა (აღნიშნული შეგრძნება დამახასიათებელია, როდესაც იუპეტრი მეათე სახლშია), მიუხედავად სატურნის ასპექტებისა და მეათე სახლში სხვა პლანეტების მდებარეობისა. ცხოვრებისეული არჩევნები, კონკრეტული მიზნების და ამოცანების გამოკვეთა ძალიან ძნელად ხდება, ისინი მოითხოვენ ადამიანის მხრიდან ყურადღების მოკრებასა და პასუხისმგებლობას.
დაბალ დონეზე ეს ყველაფერი გამოიწვევს ძლიერ პროტესტს, და ხშირად ადამიანი ცდილობს გამოდევნოს ეს განცდები, ცდილობს იცხოვროს მარტივად და ქარაფშუტულად _ როგორც სხვა ზერელე დამოკიდებულება, ესეც გამოსდის ცუდად, ანდა ვარდება ძლიერ მელანქოლიაში ანდა დეპრესიაში, რომელთა საფუძველიც იმალება გარესამყაროს მიმართ შიშში.
ჰარმონიული სატურნი იძლევა მძიმე, მაგრამ საჭირო სიტუაციების არჩევანს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია, მონდომებისა და ძალისხმევის გამოჩენისას, ზუსტად და ადექვატურად გადაწყვიტოს დასახული ამოცანები და პრობლემები; იგივე ეხება ურთიერთობებს უფროსებთან და ხელქვეითებთან.
სატურნის დაზიანებისას გადაჭარბებულ სერიოზულობას და პასუხისმგებლობას შეუძლია მოუტანოს ის, რომ საერთოდ არაფერი გააკეთოს და ასეთ დროს მას დაეუფლოს ისეთი განცდა, თოთქოს არის კუთხეში მომწყვდეული ნაცრისფერი თაგვი. ასეთი ადამიანის ხელქვეითებმა უნდა დაიმახსოვრონ _ არ ელაქუცონ, საქმის გულმოდგინედ და კარგად შესრულების ნაცვლად; თუმცა, სატურნის დაზიანებისას ის ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო იქნება.
დამუშავება მიდის შემდეგი გზით: პირველი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მეორე, ზუსტად იმ ზომით, რომელსაც მისი კარმა ითხოვს, არ შეცვლის საკუთარ თავს ღმერთით (ანუ ღმერთი არ ჰგონია თავი და იცის, რომ გულხელდაკრეფილი საქმე არ კეთდება), და მესამე, მორჩილების გამომუშავებით, რომელიც დაკავშირებულია, მთლიანად _ გარე სამყაროს არასრულყოფილების გაგებასთან/მიღებასთან და ნაწილობრივ _ ხელქვეითების ზედაპირულობებასა და არასაკმარის კეთილსინდისიერებასთან. გარდა ამისა, იქნება ძალიან პრაგმატული დამოკიდებულება გარეგნული საქმიანობის მიმართ, მაგრამ, თუ ამის გადალახვას მოახერხებს, გამოჩნდება კარმის კონკრეტული სიღრმისეული ხედვა და დიდი რეალიზებული ძალაუფლება, რაც მიიღწევა გრძელვადიანი შინაგანი დამუშავებით. დაზიანებისას _ მტრულად განწყობილი გარესამყაროსგან თავდაცვისათვის ძალაუფლებისა და უზურპაციისკენ ქვეცნობიერი სწრაფვის ძლიერი კომპლექსი.
ბორის იზრაიტელი
იძლევა ორგანიზაციულ ნიჭს. თუ სატურნი არაა დაზიანებული, კარმის მფლობელი _ მსხვილი ადმინისტრატორი, ხანდახან მიდის ძალაუფლების მწვერვალამდე. თუ პლანეტა დაზიანებულია, მაშინ ადამიანი სიმართლით, ან უსამართლობით ისწრაფვის გაიკეთოს კარიერა, მაგრამ რისკს წევს გაიხლართოს სკანდალებში, სამართლებრივ არეულობაში. ჰყავს მკაცრი მამა, ამბიციური ოჯახი. კონსერვატული შეხედულებები.
საიმედოობის აურა. ასეთი ადამიანებისთვის ძალაუფლებრივი აღჭურვის პოლიტიკა ადვილად მიიღწევა, მენეჯმენეტი. ეკონომისტ-ბუჰგალტერი, სამხედრომოსამსახურე, ატესტაციის კომისიის წევრი.
ბილ ჰერბსთი
კოლექტიური პასუხისმგებლობა. ითვისებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სულიერი განვითარება, არაფანტაზიური განმანათლებლობა, ძალით არმიწოლა (ანუ რქებით არმიწოლა), არამედ მის მაგივრად – ნამოქმედარზე სრული პასუხისმგებლობის აღება. რაც უფრო მაღლა ადის სულის მთაზე, მით უფრო რთული ხდება აღმართი. ჰაერი გაიშვიათებულია, საჭიროა უფრო მეტი ძალების ხარჯვა, მაგრამ, რაც უფრო მაღლაა, მით უფრო იშლება შესანიშნავი ხედები, სადაც ბინადრობენ მხოლოდ არწივები. ისწავლეთ საჭიროების შემთხვევაში დაშვება და დაიმახსოვრეთ, რომ ყველა სახის დისციპლინირებული ძალისხმევა გაახლოებთ მწვერვალს. არ იჩქაროთ, არ ირბინოთ. არ მოითხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ ატაროთ, მაგრამ იცოდეთ, რომ საკმარისად ძლიერი ხართ და შეგიძლიათ შეასრულოთ ცხოვრების ნებისიერი მოთხოვნა; იმედი დაამყარეთ თქვენი ქმედებების შესრულებაზე.
პროფესიული პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა გადაჭარბებულად მძლავრია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოვრების საწყის გზაზე ორჭოფობისა და წარუმატებლობის შიშებმა “მოგჭრეს” ძირში. შიშებს შეუძლიათ ძლიერად დაგტანჯონ, იმდენად ძლიერად, ვიდრე თავად განცდილმა წარუმატებლობებმა. მაგრამ არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და გახსოვდეთ, რომ სიმყარე/მდგრადობა იქნება დაჯილდოვებული. არავინ აღწევს წარმატებას ჩავარდების გარეშე. პროფესიასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას -მიჯაჭვული ხართ ტრადიციებს, წარმატებისკენ გაკვალული ბილიკებით მიდიხართ. ის რისკი, რომელსაც წარმატების მიღწევისას ეჯაჭვებით, შეიძლება ხანდახან ეთიკურად საეჭვოც კი იყოს; უფრო უსაფრთხოა წარმატების კიბეზე ასვლა გრძელვადიანი და თავაუღებელი შრომის დახმარებით. სწრაფი წარმატება გართმევთ სულიერებას, თუნდაც თქვენ თვლიდეთ, რომ გსურთ მიღოთ ყველაფერი ერთდრულად და ამ წუთასვე. ამიტომ წარმატებისკენ იარეთ ნელა, თანმიმდევრულად და ისწავლეთ საკუთარი დისციპლინის დისციპლინაში მოქცევა. სხვა სიტყვებით, ასწავლეთ საკუთარ თავს იყოს მოზომილი საქმიანობაში. როგორც ძველი გამოთქმა უთითებს: “რა სარგებლობაა იმაში, რომ ადამიანმა დაიპყროს მთელი სამყარო და ამ დროს დაკარგოს საკუთარი სული?”. თქვენ ჯიუტ გადაწყვეტილებებს შეუძლიათ მიგიყვანონ წარმატების მწერვალამდე, მაგრამ აქვე გახსოვდეთ, წარმატება როგორც სილამაზე, საბოლოო ჯამში ფასდება მაყურებელთა მხრიდან.
მისია და შეტყობინებები. თქვენგან ჩვენ ვიგებთ ცხოვრების მკაცრ და ხისტ გაკვეთილებზე. ჩვენ, თქვენი მეშვეობით ვხედავთ, რომ ცხოვრება ნამდვილად არის ბრძოლა, ბრძოლა ძლიერთა გადარჩენისთვის. თქვენ გვასწავლით მოთმინების აუცილებლობას, მუდმივად უნდა ვიმუშაოთ იმ პირობითაც კი, რომ დასაჩუქრება სწრაფად არ მოდის. გვანახებთ, თუ რამდენად აუცილებელია დაღვინება და სიმწიფე, და არა ფრუსტრაციასა და ბნელ აზრებზე დამოკიდებულება. თქვენ _ პატივმოყვარეობის, მიუხედავად დაბრკოლებებისა მიზანდასახულობის, საბაზო არქეტიპის განსახირება ხართ; თქვენ ასწავლით დაკისრებულის შესრულების აუცილებლობას; ჩვენ ასევე ვწვდებით გარდაუვალ ფაქტს საკუთარი ჯვრის ზიდვის გარდაუვალობას, თუნდაც არ ვიმსახურებდეთ მას. თქვენ _ როქის კავშირი და თავისუფალი ნება, და ჩვენ შევიცნობთ, რომ ყველა ჩვენი ოცნებები, საბოლოო ჯამში, შემოწმებული იქნება რეალური ცხოვრებით.
მშობელი “გარეგნულად დაკავშირებული” ადამიანთან. შესაძლებელია, მამა იყოს ძალიან ძლიერი და ოფიციალური ფიგურა, მკაცრი და დისციპლინირებული. ანდა მასში შეიგრძნობოდეს სიცივე და სიყვარულის შეზღუდვა. პირველ შემთხვევაში თქვენი რეაქცია შეიძლება ყოფილიყო პატივისცემა და კეთილგანწყობა, ხოლო მეორე შემთხვევაში _ შიში და გაუცხოების შეგრძნება. ნებისმიერ ამ შემთხვევებში, ნებისმიერი შუალედური ვარინტისას, თქვენ გამოიმუშავეთ პატრიარქალური ავტორიტეტის მგრძნობიარობა; პატივისცემისა და შიშის შერეული განცდა. მამა _ ასლი, მოდელი იმისა, რაც ავტორიტეტის თემასთან დაკავშირებით თქვენს ცხოვრებაში მოგვიანებით დატრიალდება.
ავტორიტეტი. შესაძლებელია, ზედმეტი კითხვების გარეშე ემორჩილებით ძალაუფლებას, თუმცა, შესაძლებელია, შინაგანად ფარავდეთ წყენას. სამყაროს აღიქვამთ როგორც ძალაუფლების იერარქიას, ვარაუდობთ, რომ ნებისმიერი პიროვნება უნდა ამტკიცებდეს თავის მნიშვნელობას ზემოდან გამოსული ბძანებების შესრულების და ხელქვეითებისათვის მითითებების მიცემის მეშვეობით. დისციპლინა და მორჩილება _ აი, რა არის მთავარი. გინდათ იმუშაოთ კოლექტივში, იყოთ ერთიანი/შეკრული გუნდის მოთამაშე, მხოლოდ თქვენი მთვარი სურვილია _ იმყოფებოდეთ აბსოლუტური ხელისუფლის თანამდებობაზე. როცა აღწევთ ამ მდგომარეობას, მაშინ ივიწყებთ, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება _ სახიფათო მახეა. ამოცანა _ ღირსეული ხელისუფალი (რომელსაც ითხოვს თქვენთვის განკუთვნილი როლი), სხვა ადამიანებს ექცევა პატივისცემით, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
ნეტ მონსტერი
ძალიან გონიერი, პასუხისგებლობის გრძნობით, საკუთარი ვალდებულების შესრულებით, და იმით დაინტერესებული, თუ როგორი რეპუტაცია გაქვთ და როგორ გამიყურებით საზოგადოებაში; მუდმივად ისწრაფვით ზრდისკენ. იგებთ თავაუღებელი შრომისა და დეტალურად დაგეგვის აუცილებლობას, რათა მიაღწიოთ რაღაც არსებითს და მიზნის დასახვისას, დიდი თვითდისციპლინისა და მოთმინების უნარით გამოირჩევით. ძალიან მკაცრად აფასებთ საკუთარ თავს, თუ არ გამოგდით წარმატების მიღწევა და თუ სამყარო არ აღიარებს თქვენს ძალისხმევას, შეგიძლიათ გახდეთ ცივი, გაბრაზებული და ცინიკური.
სატურნი მეათე სახლში _ თვითპატივისცემა, მუდმივი ცხოვრებისეული გამოცდები, სოციალურ, კარიერულ კიბეზე ასვლისას სირთულეები.
ძლიერი ამბიციები, განსაკუთრებით 29 წლის ასაკში. კარგი ასპექტებისას _ მაღალი მდგომარეობა, ცუდი ასპექტებისას _ პრინციპების ბუნდოვანება და ვარდნა, სახალხო სკანდალები.
ინდუბალა
ეს ადამიანები თავის საქმეში ძალიან შეძლებულნი/უნარიანები არიან, თუმცა მათი მეთოდები საეჭვოა. ჰუმანურები, პატივმოყვარები, ჯიუტები საქმეში. ქორწინებაში იმყოფებიან რამდენიმე სხვადასხვა პარტნიორთან (ანუ რამდენიმე ქორწინება) ანდა მათი მეუღლეები მათზე ადრე გარდაიცვლებიან. ექნებათ წარმატება: სოფლის მეურნეობის სფეროში, გაჭირვებულთა დახმარებისას, წმინდა ადგილების მონახულებისას, უეცარი ემოციური აღმასვლა და დეპრესიულობა. მათ შეუძლიათ თავისი დრო გაატარონ შორეულ ადგილებში და დასჯილნი იყვნენ თავისი სამუშაოს გამო ანდა ცუდი კომპანიისათვის.
ფელიქს ველიჩკო
ძალიან სერიოზული მიდგომა დაგეგმილი კარიერისადმი. ამ საკითხში ადამიანი ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ თავს. მხოლოდ ერთია, კარიერა შეიძლება იყოს შენელებული, წარმატება მოდის საშუალო ასაკში. საკუთარი ღირსების განვითარებული გრძნობა, დიდი პროფესიული პატივმოყვარეობა, შორსმჭვრეტელობა, ორგანიზაციული ნიჭი, ხელმძღვანელი თანამდებობებისკენ სწრაფვა საქმესა და პოლიტიკაში, განსაკუთრებით 29 წლის ასაკში. მიდრეკილია ფატალიზმისკენ, ამიტომ აქვს შეზღუდვები, რომელიც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან. მდგომარება მიიღწევა მხოლოდ საკუთარი ღირსებების წყალობით და თავაუღებელი შრომით. საკუთარი მიცემული პირობების ერთგულია და თამაშის მიღებული წესებს აღიარებს, თავის საქმიანობაში ისწრაფვის იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული.
საკუთრების ფლობას უყურებს როგორც საკუთარი უზრუნველყოფილი ცხოვრების ბაზას საზოგადოებირვ სასწორზე. უფროსის ხარისხში მიდრეკილია ჰყავდეს გამგონი, მისი ყოველი მოთხოვნის უსიტყვოდ შემსრულებელი კოლექტივი. ეს არის საიმედო საქმიანი პარტნიორი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, მაგრამ მხოლოდ მისი მდგომარეობის ნათელად გამოხატვის დროს. ინდივიდუალისტია და პასუხისმგებლობას იღებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული პარტნიორობა ემსახურება მის მიზნებს. ადვილად ივიწყებს იმ ადამიანებს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს.
სამსახურში წინსვლა იწვევს კონკურენტების მხრიდან შურს, რომლებიც ადვილად “გამოიჩხრიკებიან” და ასეთი ასპექტისას ჰოროსკოპის მფლობელმა ეს მუდამ უნდა გაითვალისწინოს, გამოავლინოს ლოიალობა და გამოიჩინოს სიფრთხილე. ეს არის დისციპლინირებული ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილებს ასწავლის დისციპლინას, და პასუხისმგებლობას. აფასებს კარგ განათლებას და არ იშურებს ძალისხმვევას, რომ თავადაც მიიღოს კარგი განათლება და ასევე საკუთარ შვილებსაც მიაღებინოს საუკეთესო განათლება. არაა დარწმუნებული მომავალში, უპირველესად კი ფინანსური თვათახედვიდან გამომდინარე, და როგორც წესი, ფული “შავი დღისთვის” ყოველთვის აქვს გადახული. მშობლიურ ოჯახში დომინირებს მამა.
სტატიის ავტორი: ნინო