სატურნი V სახლში

სატურნი V სახლში

“თავშეკავებულობა”

აღინიშნება დათრგუნვისა და ცივსისხლიანობის ტენდენცია. შესაძლებელია უარყოფა სიყვარულში და სეროზული პრობლემები ბავშვებთან. სხვა ადამიანების გაგების უუნარობას მოაქვს ბევრი გაუგებრობა. თუ ასეთი ადამიანი არ სწავლობს, სხვებზე მზურნველობას, მათთვის გაცემას და მათ შესწავლას, მაშინ მისი შემოქმედებითი გამოვლინებები იქნება საკმაოდ ქაოტური. რისკი, მხოლოდ ბრძნულად გააზრებული ზუსტი გათვლისას უნდა გასწიოს. ხშირად ასეთი ადამიანები აღმოჩნდებიან კარგი მასწავლებლები, თავისი ქვეშევრდომების კარგ დისციპლინაში ჩამყენებლები. მათ ყურადღებას იპყრობს ხანდაზმული ადამიანები, რომლებსას აქვთ უნარი ცხოვრებას სერიოზულად და მიზანდასახულად უყურონ.

შესაძლებელია ზედმეტი მორცხვობა და სექსუალური პრობლემები. არაორგანიზებულობამ შეიძლება მიიყვანოს ენერგიის, ტალანტისა და უნარების უაზროდ გაფლანგვამდე. დიდი პირადი ორგანიზებულობა უპირობოდ მიიყვანს ნამდვილი სიყვარულის გამომუშავებადე და ნამდვილ ერთგულებამდე, ასევე მეცნიერებებში მიღწევამდე და შემოქმედებაში წარმატებამდე. ასეთი ადამიანების ცხოვრება სავსეა მძიმე ვალდებულებებითა და პასუხისმეგბლობებით, რომელიც დაკავიშრებულია საკუთარ შვილებთან. ისინი ფლობენ მუსიკის, შემოქემდებითი გამომგონებლობისა და მშენებლობის ორგანიზებულობის უნარს. შეუძლიათ კარგად დააბანდონ ფული, შეუძლიათ მიიღონ არცთუ ცოტა შემოსავალი შოუ-ბიზნესით დაკვებისას.

იგრძნობა ძალუფლებისკენ და საზოგადოებაში წამყვანი მდგომარეობისკენ სწრაფვა. ამიტომ ხშირად ასეთი ადამიანები ხდებიან გამოჩენილი პოლიტიკოსები. სიყვარულში უპირატესობას ანიჭებენ საკმაოდ ასაკიან და მოწიფუბულ ადამიანებს. აზარტსა და სპეკულაციებს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული დანაკარგები. სასიყვარულო ურთიერთობები დაკავშირებულია მძიმე ვალდებულებებთან. ინტიმური ხასიათის სირთულეების ალბათობაა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიყვარულში იმედგაცრუება. შემოქმედებითი თვითგამოხატვა შეკავებულია, თან სდევს თვითშეზღუდვისკენ მიდრეკილება.

გადაჭარბებული სიმორცხვე და ბუნებრივად, წრფელად და ღიად მოქცევის უუნარობა, რაც არ იძლევა სიყვარულისგან მიღებული ბედნიერებით ტკბობის შესაძლებლობას. მათ უნდა ისწავლონ _ არ ჩაიკეტნონ საკუთარ თავში და გადადგან ნაბიჯი სხვებისკენ. მხოლოდ სიწრფელე და თბილი ურთიერთობები მოუტანთ ბედნიერებას. სექსუალური სირთულებები ხანდახან დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ დამუხრუჭებასთან. შესაძლებელია დაძაბული ურთიერთობები ბავშვებთან, რაც გამოწვეულია გადაჭარბებული სიმკაცრისთა და ბავშვებთან დაწვრილმანებული მოქცევით.

ხშირად აღინიშნება გრძნობების სიცივე და შენელება სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებით, დაბრკოლებებითა და სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემებით. არცთუ იშვიათად აღინიშნება ეროტიული ინტერესების კომპენისრებული ავადმყოფური გადახრები. შესაძლებლია საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ანტიპათია ბიზნესისადმი და გადაჭარბებული გართობების გამო დანაკრგები, ამ გართობებს კი ასეთი ადამიანი იყენებს აღგზნებისათვის და ემოციების გამოსაწვევად. შესაძლებელია ქორწინება ადამიანთან, რომელმაც დაკარგა ცხოვრების თანაგმზავრი. წარმატება მოაქვს უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებებს.

პაველ გლობა

(+) აბსოლუტური თავისუფლება და შემოქედებაში თვითდამკვიდრება. მთელ თავისუფალ დროს უთმობს საყვარელ საქმეს, ჰობბი გადაიზრდება პროფესიაში. სულის თავისუფლება, ბავშვებისა და საყვარელი არსებების ერთგულება, ფანატიზმი სიყვარულში (ერთი სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე).

(-) დაბრკოლებები, სიცივე და სიყვარულის შეხსენება. ემოციონალური სფეროს დათრგუნვა, შენელებულობა სექსუალურ განვითვარებაში, არ არის თავისუფლება გრძნობების გამოვლენისას. სულის თავისუფლება ჩახშობილია, ემოციონალური ცხოვრება სუსტია, შეზღუდულია გახსნილი შემოქმედებითი უნარები ანდა შეუძლებელია მათი გამოვლენა, ადამიანი ვარდება აპათიაში. მაჩვენებელია უშვილობის ანდა შვილები შეიძლება მისი მტრები გახდნენ, მათგან გაუცხოება.

ფრენსის საკოიანი

მძიმე ვალდებულებები საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას ანდა მძიმე მშობიარობა. სამუშაო დაკავშირებულია სპეკულაციებთან, სკოლებთან, გართობის ადგილებთან. სასიყვარულო ურთიერთობებს მოჰყვება მძიმე ვალდებულებები.

თქვენ შეიძლება გაგიძნელდეთ იყოთ თავისთავადი ანდა გაგიძნელდეთ მისცეთ თავისუფლება გრძნობებს, რამდენდაც იკავებთ თავს მათი გამოვლინებისგან, იმდენად ცდილობთ იყოთ ძალიან გონიერი და ხანდახან ტოვებთ შფოთიანის შთაბეჭდილებას.

შეგიძლიათ დაკავდეთ რაიმე სახეობის სპორტით და მას ჯიუტად მისდიოთ ანდა იმუშაოთ შემოქმედებითად, ისწრაფვით იყოთ გამორჩეული, რადგანაც ძალიან გსურთ, რომ შეგამჩნიონ, გიცნობდნენ, რათა ამის გამო გთვლიდნენ განსაკუთრებულ/გამორჩეულ ადამიანად. თუმცა სინამდვილეში შეიძლება იყოთ წარმატებული, ამისთვის გჭირდებათ ისწავლოთ მოდუნება და უბრალოდ გაიხაროთ ცხოვრებით.

ავესალომ პადვოდნი “ბრძენი”

სატურნი ამ სახლში სიმბოლურად ტყვეობაშია.

შინაგანი სახება “მე”-სი ადამიანის მიერ იქმნება ძალინ რთულად და ითხოვს გრძელ და დეტალურ დამუშავებას, მთავარია _ კომპლექსის გადალახვა, ხოლო დაზიანებისას, ხანდახან, ფობიების გამოვლენის სცენებსაც კი იძლევა, როცა ადამიანს პანიკურად ეშინია ყურადღების ცენტრში იყოს. აქვე, ბედი აუცილებლად დააყენებს ცხოვრების ამა თუ იმ სცენაზე, რათა გაიგოს, რამდენად არასრულყოფილია მისი სახება, რომელიც მოცემულ მომენტში შეიძლება იყოს შეთავაზებული, და დაკავდეს მისი დამუშავებით. პირველი ადამიანური რეაქცია _ გარდასახვის იდეის, როგორც ასეთის, სიძულვილი. “არ მინდა ვითამაშო არავინ! დამანებეთ თავი, მინდა ვიყოთ ის, ვინც ვარ!” _ ასეთი პოზიცია არაა სწორი, რამდენადაც “იყო საკუთარი თავი”, კარმული თვალსაზრისით, ზუსტადაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური შარმით ითამაშოს როლი, რომელსაც კარმა სთავაზობს ადამიანს, რაც მიიყვანს მხოლოდ საზოგადოებრივად დეპრესიულ ნაცრისფერი თაგვის ერთადერთ როლამდე.

დიდი ძალისხმევით აქ გამომუშავდება ადამიანის როლი, რომელსაც უყვარს ადამიანები, რადგანაც ადამიანს გადაწყვეტით არ სჯერავს, რომ სიყვარული ვინმეს საერთოდ სჭირდება, უფრო ხშირად ამის მიზეზია ბავშვობაში მიღებული აღრზდა, რომლის დროსაც, მას უნერგავდნენ ამ მოსაზრებას. აქედან მოდის უკიდურესი უნდობლობა სხვის სიყვარულთან მიმართებაში და ძნელადგადასატანი ათეიზმი. ანუ, ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს ღმერთის არსებობა, მაგრამ არ სჯერავს საკუთარი თავის და თვლის, რომ ეს შეგრძნება _ ამა თუ იმ სახის ტყუილია, ხოლო ადამიანი, როცა მოკვდება, მთლიანად იქცევა ჟანგბადად ანდა ნახშიროჟანგად, გააჩნია ვის როგორ გაუმართლებს.

დამუშავება გამოიხატება _ დეტალური და ხანგრძლივი გამოხშირვა იმ როლებისა, რომელთა შესრულებასაც შემდეგი ლოზუნგით ცხოვრება ითხოვს: “დაე, მე გამომივიდეს ცუდად, მაგრამ მე ეს დამავალეს და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება”. ხანდახან გამოსდის არცთუ ისე ცუდად, თუმცა ადამიანს უძნელდება ეს შედეგი ობიექტურად შეაფასოს, თუმცა, მას შეფასება არც მოეთხოვება.

ბორის იზრაიტელი

მოწმობს იმაზე, რომ ადამიანს ეყოლება ერთი შვილი, ან თუ ორი, მაშინ ერთ-ერთი მოგვიანებით. ასეთი ადამიანისთვის ყველა გართობა “უაზრობაა”, თუ ეს გართობა მისი პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას არ ემსახურება. სასიყვარულო განცდები დაკავშირებულია კარიერასთან, სოციალურ გარემოსთან (სამსახურებრივი რომანები). შემოქმედებაში ის ტრადიუციულია, მისდევს დინების მიმართულებას.

ასეთი მდებარეობა იძლევა პასუხისმგებლობას, ნებისმიერი შემოქმედებითი სამუშაოს დეტალურ შესრულებას. გართობა _ მხოლოდ “კალენდარული” დღესასწაულების დროს.

ბილ ჰერბსთი

შეგნებული ადამიანი. შეგნებული ადამიანის იმპერატივი _ თქვენი “მტკივნეული წერტილი”. იმდენად მგრძნობიარე ხართ, რომ სცენის შიში იქცევა უძირო მახედ. გინდათ დაამარცხოთ მაყურებელთა კრიტიკა, რომელიც ცუდ შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ ღია ანტაგონისტურად, ხოლო კარგ შემთხვევაში _ უბრალოდ კულუარებში მსჯელობენ თქვენს შესახებ და სანამ შესაძლებელია, მანადე მალავენ კრიტიკულ შენიშვნებს. მაგრამ ცხოვრების განმავლობაში ეს შეგრძნება ხდება კონსერვატული, მშვიდი და ავტორიტეტული. “ცოტა” აღნიშნავს “კარგს”. თქვენი მოსაზრება თავშეკავებულობის შესახებ, ხშირად სხვების მიერ აღიქმება როგორც წყნარი სიღრმე. ამოცანა _ მუნჯი, მეორე ხარისხოვანი როლები, თქვენი შეუვალობით ნელი და თანმიმდევრული უარყოფით გადააქციოთ და საბოლოო ჯამში მიიღოთ “ვარსკვლავის” მყარ მდგომარეობად. კარგად შეისწავლეთ საკუთარი თამაშის სტილი და გააცნობიერეთ, რომ მყარი ხასიათი _ თქვენივე უსაფრთხოების გარანტიაა.

რომანტიკა, სიყვარულის გაცემა. რისკი, რომელიც დაკავშირებულია მასთან _ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. რომანტიკა თავშეუკავებლად გითრევთ, მაგრამ უარყოფის შესაძლებლობა უფრო მეტად გიწყობთ პროვოკაციას და გაგდებთ დაუსრულებელ შფოთში. სანამ დაიწყებთ აქტიურ მოქმედებას, წარმოიდგენთ უარყოფის ყველა შესაძლო ფორმებს, რათა შემდეგში არ იყოთ ჩათრეული უარყოფისგან მიღებული ტკივილის მორევში. რა თქმა უნდა, ასეთ პოზიციას საკმაოდ იშვიათ სიტუაციებში მიყავხართ დასახულ მიზნამდე, რადგან ასეთი ძლიერი პესიმიზმის დროს რომანტიკული ურთიერთობები ძნელად იფურჩქნება. მეორე მხრივ, თქვენ შეგიძლიათ არც კი შეამჩნიოთ ნამდვილი საფრთხე და ეცეთ საყვარელ ადამიანს ისეთი უხეში ძალით, რომლის გამოც ის ზურგს შეგაქცევთ, ხოლო შედეგი _ ზუსტად ის უარყოფა, რომელსაც ასე გაურბიხართ და რომლისაც ასე გეშინიათ. იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას სიყვარულში, საყვარელ ადამიანს უნდა მოექცეთ სიფრთხილით, არ დაკარგოთ ფეხქვეშ მყარი ნიადაგი. ამოცანა _ გააცნობიეროთ, რომ წარმატება რომანტიკულ ურთიერთობებში მოაქვს მოთმინებას და ზრდასრულობას. მიზნამდე მიყავხართ რბილ სიჯიუტეს/მიზანდასახულობას.

სექსუალური სპექტაკლი. თქვენ შეიგრძნობთ საკუთარ თავზე მთელი სასიყვარულო შოუს ტვირთს, გიმაღლდებათ რისკის შეგრძნება. წარუმატებლობას თან სდევს შიშების გადალახვის დაუოკებელი სურვილი და საბოლოო ჯამში, საკუთარი თავისთვის ბრწყინვალე საყვარლის სტატუსის დამტკიცების სურვილი . ძალიან დიდ წარუმატებლობას ანდა ხანგრძლივ ფრუსტრაციას შეუძლია გამოიწვიოს საკუთარი თავის, სხვების ანდა ორივეს ერთად, უარყოფა. თუმცა, საინტერესოა, რომ სწრაფი სექსუალური წარმატება ზუსტად იგივე შედეგს იძლევა . მიზნისკენ, საჭიროა იაროთ, ნელა, თანდათანობით. სექსი აქ გაგებული იქნება თავის პირდაპირ ფიზიკურ ფორმებში _ სასიყვარულო ურთიერთობები გამომჟღავნებულია, ხანდახან ძალიან ბევრიც კია თქვენი პარტნიორისთვის. მახეები _ მოუთმენლობა და ფრუსტრაცია, ამოცანა _ რბილი და ნაზი ყურადღების გამოხატვით გახდეთ თავდაჯერებული და მცოდნე სექსუალურ ურთიერთობებში, უხეში ძალა აქციოთ გემოვნებიან პროდუქტად.

პირადი შემოქმედება. ყოველ ჯერზე, როცა შესაძლებლობა ჩდება, მიეცით შემოქმედებას ფიზიკური ფორმა. სატურნი _ ეს სიმბოლოა მიწიერი რეალობისა, მატერიის შეცნობისა, ამიტომ თქვენი ბუნებრივი არენა _ მყარი სტრუქტურების სფეროა. რა თქმა უნდა, შემოქმედებით პროცესში მონაწილეობს აზროვნება, ასევე, ემოციები წარმოადგენენ შემოქმედების ბუნებრივ შემადგენელ ნაწილს, მხოლოდ აქ აქცენტი კეთდება სტრუქტურაზე. ეს შესაძლებელია გაგებულ იქნეს სიტყვა-სიტყვით, როგორც ცათაბრჯენის მშენებლობა ანდა ქანდაკება, ანდა საერთოდ სხვანაირად _ როგორც რესურსების გამიზნულად განკარგვა, აუცილებელი კომპონენტების შეერთების პროდუქტი. ამოცანა _ გახადოთ თქვენი სამუშაო შემოქმედებითი და ასევე, შემოქმედება იქცეს თქვენ სამუშაოდ.

შეჯიბრითობა. შეჯიბრითობა ცხოვრობს თქვენში, მაგრამ შეიძლება საკუთარ თავს თვლიდეთ წარუმატებელ ადამიანად, ამიტომ აუცილებლად გჭირდებათ “ბრძოლით” მოიპოვოთ თავად წარმატების შანსი. გრძნობთ საკუთარი შიშის გამო სირცხვილს და ამიტომ რისკავთ ყველაფრით, ეხვევით ყველაფერში. არიდებთ თავს შეუსაბამობის მახეებს, რაც საბაბს გაძლევთ მთლიანად უარყოთ წარმატების შანსის მოპოვება, ხან კი, დროდადრო მონაწილეობთ უგუნურ ავანტიურებში. ამოცანა _ თქვენი ოსტატობის სრულყოფის გზაზე დააფასოთ ყოველი მცირე წარმატება. არ ინერვიულოთ იმაზე, რომ ნებისმიერი თამაშის წესები გაყენებენ არამომგებიან სიტუაციაში, შეისწავლეთ წესები ძირ-ფესვიანად და არ დადოთ სანაძლეოები, მაშინ როცა თქვენს წინააღდეგ არის შანსი. უსაფრთხოება და წარმატება მიიღწევა მხოლოდ გონივრული რისკის მეშვეობით.

ნეტ მენსტერი

თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ იყოთ მოდუნებული ანდა მისცეთ გზა ემოციებს, რამდენადაც თავსეკვებული ხართ, იმდენად ცდილობთ იყოთ ზედმეტად გონიერი და შეშფოთებული შთაბეჭიდლებებით, რომელსაც სხვებზე დატოვებთ.

შეიძლაბა ჯიუტად დაკავდეთ სპორტის რაიმე სახეობით ანდა იმუშაოთ შემოქმედებითად, რათა იყოთ გამორჩეული, რადგანაც ძალიან გსურთ, შეგამჩნიონ, გცნობდნენ, რათა გთვლიდნენ რაღაც განსაკუთრებულად. თუმცა სინამდვილეში შეგიძლიათ მართალც იყოთ სახელოვანი, მაგრამ გჭირდებათ მოდუნება და უბრალოდ გაიხოროთ ცხოვრებით.

სატურნი V სახლში _ მეგობრების ვიწრო წრე, ცხოვრებისეულ სიამოვნებებში შეზღუდვები; ბავშვების აღზრდაში სიმკაცრე.

მძიმე ვალდებულებები ბავშვებთან მიმართებაში ანდა მძიმე მშობიარობა. კარგი ასპექტებისას _ მუსიკის, ხელოვნების უნარ-ჩვევები, უკიდურეს შემთხვევაში _ ორგანიზატორული ნიჭი, თამადა, კონფერანსიე, ესტრადის მოღვაწე. ცუდი ასპექტებისას _ იმპოტენცია, ფრიგიდულობა, ფინანსური დანაკარგები.

ინდუბალა

ეს ადამიანი ჯიუტად მუშაობს _ როგორც მასწავლებელი, გზისმაჩვენებელი და მშობელი. ემოციურად ცივები და განიცდიან სიყვარულში იმედგაცრუებას. მიდრეკილნი არიან საჭმლისმომნელებელი სისტემის დაავადებებისკენ და ვალდებულნი არიან მიიღონ მსუბუქი საკვები. შეუძლიათ ის საკითხები სიღრმისეულად შეისწავლონ, რომელიც დაკავშირებულია სიძველეებთან და წარსულთან (ისტორია), ასევე, მოახდინონ საეჭვო კაპიტალდაბანდებები.

ფელიკს ველიჩკო

რეალურ ცხოვრებაში ცოტა გართობა, ხოლო სიხარული უფრო ნაკლები, მეტი შეზღუდვები, ვალდებულებების შესრულება და უსიამოვნებები. ადამიანი ეგოცენტრისტულია, ვალდებულების შესრულებას წინა პლანზე აყენებს, საკუთარ საქმეში არაკომპეტენტურობის განცდის ქვეშ იმყოფება. მას ეჩვენება, რომ მას ყველაფერი ეძლევა რთულად, ვიდრე სხვებს, და იგი ვალდებულია იმუშაოს საკუთარი ძალების ზღვრამდე, რათა არ გამოიყურებოდეს სხვებზე უარესად. ეშინია გამოამჟღავნოს შემოქმედებითი შესაძლებლობები, მაგრამ აქვს მყარი მორალური ბაზა. ასოციალურია, ძნელად შედის კონტაქტში და ამავ დროს, შეპყრობილივით სურს თავისი აზრი მიიტანოს სხვების აღქმამდე. ძლიერი მოთხოვნილება დაამტკიცოს თავისი სარგებლობა სხვებისთვის და იყოს მათგან მიღებული. სიყვარულში ოცნებობს პარტნიორის მხრიდან დაიმსახუროს პატივისცემა და აღიარება. ეშინია, რომ არ ეყოფა ფული რათა ღირსეულად შეინარჩუნოს სიყვარული, თუმცა, იმადროულად არ სურს გაიფუჭოს კარიერა. რთულად შედის ინტიმურ ურთიერთობებში და ამ დროს იმდენ პირობებს აყენებს, რომ მათ არანაირი სიხარული აღარ მოაქვთ. სიყვარულში კონსერვატორია და მუდმივად ითვალისწინებს სხვების აზრს. ბავშვებს ექცევა მკაცრად და ავტორიტარულად.

აქ სატურნს მოაქვს დაბრკოლებები, ჩავარდნები, იმედგაცრუებები სასიყვარულო საქმეებში. ადამიანი ეჯაჭვება ასაკით უფროსებს, სერიოზულ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას. სიმორცხვე უშლის ხელს შეიცნოს სიხარული და სიყვარული, ხოლო თავშეკავებულობა არ აძლევს მთლიანად თვითგამოხატვის საშუალებას. ხშირად სიყვარულში პროვოცირებას აკეთებს ასაკით უფროსს პარტნიორზე. ასეთი კავშირი დროთაგანმავლობაში იწვევს პრობლემებს, მითუმეტეს მნიშვნელოვან პრობლემებს, თუ სატურნი დაზიანებულია.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top