დაბრკოლება + თვითგადარჩენა = სიჯიუტე
ეს ადამიანი სერიოზული, შრომისმოყვარე და ეჭვიანი მუშაკია, თუმც გულმოდგინე “მიწისმთხრელია”, ნელი და საფუძვლიანი. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას, ადამიანი ხდება ფეთხუმი, უწესრიგო, არააკურატული, მოუქნელი, ტლანქი და არასაიმედო. მას არ შეუძლია არც მითითებების შესრულება-დაცვა და არც სხვების ხელმძღვანელობა. ამ ადამიანში მრავალი შესაძლებელი არასრულფასოვნების კომპლექსია ჩაბუდებული, რომელთა გამოც არამხოლოდ თავად იტანჯება, არამედ გარშემომყოფებსაც ტანჯავს. ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას, უყალიბდება მყარი, მდგრადი, პრაქტიკული ჭკუა-გონება, უმუშავდება დაკისრებული სამუშაოს ფაქიზი და რთული მომენტების დაჭერის უნარი, ასევე, ჭკუა-გონებით სხვების ხელმძღვანელობისა და ამოცანის არსის სიღრმისეულად გაგების უნარები. ადამიანი არის ამტანი, გაბედული, მტკიცე, შეუპოვარი, მომთმენი, ნებისყოფიანი და ძლიერი მსჯელობებით სავსე. ის ჩაღრმავებულია (შეღწევადია) მეტყველებაში, წერით გადმოცემასა და საქმეში. უყვარს საკუთარი თავის მოწინავე სამეცნიერო სფეროებისთვის მიძღვნა და რთული, თითქმის შეუსრულებელი ამოცანების გადაწყვეტა. ასეთი ადამიანი ყველა საქმეში შეუპოვრობას და სიჯიუტეს ავლენს. ხანდახან, მისი გადაჭარბებული სერიოზულობა დეპრესიისა და მიზანთროპიულ შეტევებს იწვევს. ხშირად აჭარბებს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში და არჩეული პოზიციის დაცვისას, საოცარ სქელშუბლიანობას ავლენს. მოქმედებს თავდავიწყებამდე მისული ჩაჭიდებითა და ამტანობით, შეუპოვრობითა და თანმიმდევრულობით. მართალია, წარმატების მიღწევაში ხელს უშლის ერთხელ შექმნილ შეხედულებაზე დამოკიდებულება, რომელსაც გარშემოყოფებთან ბრძოლითაც კი იცავს. ეს ადამიანი ძალიან მკაცრი, კონკრეტული და დისციპლინირებულია. მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. იყენებს სამუშაოს რეალისტურ და მოსახერხებელ მეთოდებს და მიდრეკილია სიღრმისეული თვითკონტროლისკენ.
დაბრკოლების გადალახვის შეუძლებლობისას, ხანდახან, ცხოველური ინსტიქტები უაქტიურდება, როდესაც საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც განადგურებამდე მიჰყავს. ასეთ ადამიანებში იშვიათობას არ წარმოადგენს ბრმა ფანატიზმისა და საკუთარ სიმართლეში სრული დარწმუნებულობისკენ მიდრეკილება. ნებისყოფა ძლიერი და მყარი აქვს, ამასთანავე მისი ნებისყოფა იზრდება ცხოვრებისეული სირთულეების ზრდასთან ერთად. გამოკვეთილი შეუპოვრობა და დაჟინებულობა, წარმატებული სოციალური ზესვლისა და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის საწინდარსა და გარანტიას წარმოადგენს. მისი ჭკუა-გონება ხასიათდება განმჭვრეტელი, გამჭრიახი, საქმიანი, ფილოსოფიური ბაზისით. შესაძლებელია _ გადაჭარბებული წყენიაობა და უიშვიათესი გულღრძოობა. ის _ “ფარულად მობუყბუყე ვულკანია”. ხშირად ასეთი ადამიანი ბრწყინვალე პედაგოგი, სუგესტოლოგი*, მექანიკოსი, მედიცინის მუშაკი ანდა ოკულტისტია. ჩვეულებრივ, მისი კარიერა სავსეა დაძაბული მოვლენებით და საკმარისი სიმყარით. შეიძლება, მხოლოდ ავადმყოფობებმა და მოწინააღმდეგეებთან გამანადგურებელმა შეჯახებამ შეუშალოს ხელი.
ქორწინებას იშვიათად მოაქვს ბედნიერება. ხასიათი მყარი და პირქუში, გულმოდგინე და მონდომებული აქვს. ჯანმრთელობა ძალიან ძლიერი. არის მიდრეკილება იდუმალსა და ფარულზე ოპერირებისკენ _ მას ამაში ბადალი არ ჰყავს. იგი აგრესიულია, მახვილი ენით და, ხანდახან, გამოთქმებში გესლიანია, მაგრამ ამასთან ერთად, ემოციურად თავადაც ძალიან მოწყვლადია. შესაშურ პასუხისგებლობას და პრაქტიკულობას ავლენს ფინანსურ საქმიანობაში. რაიმეს მიმართ სერიოზული ურთიერთობა დაუყოვნებლივ ბადებს დაძაბულობას და მომთხოვნელობას. ყველაფერს ფსკერამდე უღრმავდება. ხანგრძლივი და მძიმე გამოცდები, სერიოზული დანაკარგები და თავად სიკვდილის წინაშე დადგომაც კი, ხშირად მორალური სისტემების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მორალური და სულიერი სამყარო ყოველთვის უჩვეულო და ამოუცნობია. იგი – შესანიშნავი ფსიქიატრი, წარმატებული მკვლევარი, საიდუმლობების მცველი და კონკურენტებთან შეუბრალებელი ბანკირია. ასეთი ადამიანის “გატეხვა” ყველაზე მძიმე გამოცდებსაც კი არ შეუძლია, ნაწილობრივ თავად პოულობს ამ დაბრკოლებებს, რადგანაც არავისა და არაფრის წინაშე არ განიცდის შიშს.
ასეთი ადამიანი იმდენად საფუძვლიანად იკვლევს შინაგანსა და გარეგანს, მისთვის არ არსებობს ამქვეყნად აკრძალული ან სახიფათო თემა. იზიდავს ყველაფერი დაფარული და ამოუცნობი, იდუმალი და ორიგინალური. ხანდახან უარს ამბობს მიწიერი ფასეულობების დაგროვებაზე და მთლიანად ორიენტირდება სულიერი განძის მიღებაზე, აფასებს საკუთარ ცხოვრებისეულ წარმატებებს უმაღლესი კრიტერიუმებით. მძიმე გამოცდები მის ცხოვრებაში უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. საკუთარ თავს განსაკუთრებული სიყვარულითა და მიკერძოებით უდგება. ის არამხოლოდ დაჟინებულად შეისწავლის თავის მანკიერებებსა და კომპლექსებს, ასეთივე სიმკაცრით ეკიდება საკუთარ თავს და ულმობლად და დაუნდობლად თრგუნავს ვნებებსა და ნაკლოვანებებს. ეს სიხისტე შეიძლება გადაიტანოს სხვა ადამიანებზეც, განსაკუთრებით, თუ ხდება უარმყოფელი და პასიური, ფიქსირებას ახდენს წყენებზე და კარგავს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობის იმედს. ამ შემთხვევაში, ასეთი ადამიანი გულღრძო, დამანგრეველი და შურისმაძიებელი ფანატიკოსი ხდება.
შეუძლია საკუთარი მიზნისკენ ყოველგვარი შიშის გარეშე წინსვლა, სასურველს საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი აღწევს. განადგურება არ აშინებს, რადგანაც სულის სიღრმეებში ინტუიციურად უკვე შეგრძნობილი აქვს სიკვდილის ბუნება (თუ არ დაუმეგრობდა მას). ასეთი ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივია ბოლომდე _ “სისხლის ბოლო წვეთამდე” დგომა. ძალებისა და ნებისყოფის კონცენტრაციის ასეთი გასაოცარი შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ განახორციელოს, რაც სხვებს შეუძლებლად მიაჩნიათ. ასეთი ადამიანი ვალდებულია ისწავლოს წინასწარ, შესაძლო გართულებების გამოთვალა და მათი თავიდან მოხერხებულად არიდება, სიტუაციის პირდაპირ შეჯახებამდე და კრიზისულ დაძაბულობამდე არ მიყვანა. ასევე, აუცილებლად სჭირდება იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ნებისმიერი გამოცდა წარმოადგენს არა სასჯელს, არამედ გაკვეთილს _ ეს საშუალებას აძლევს გარემოებების დამანგრეველი ძალის, საკუთარი სულის ძლიერი პოტენციალის ტრანსფორმირება მოახდინოს. ასეთი ადამიანი თამამად ანგრევს ყყველაფერ მოძველებულს (დრომოჭმულს) და უშიშრად ისწრაფვის მხოლოდ უმაღლეს ფასეულობებზე ორიენტირებისკენ, ვალდებულია გათავისუფლდეს წარსულის ტვირთისგან და შეუბრალებლად გაანადგუროს ყველაფერი, რაც მის განვითარებას უშლის ხელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება, ჭეშმარიტად უმაღლესი მიღწევებისა და სრულყოფილებასთან მიახლოებისთვის საჭირო პირობების შექმნა.
ეს ადამიანი ძალაუფლებისმოყვარე, სიტყვაძუნწი, ღრმად მოაზროვნე, მყარი და ეგოისტურია, მისი განმასხვავებელი თვისებაა: ოპოზიციის მოუთმენლობა, სახიფათო ექსცენტრიულობა და ამაღლებული სექსუალური ძალა. მრავალ რამეში წარმატებას თვითდისციპლინის წყალობით აღწევს. შესაძლებელია, სოციალურ ფასეულობებზე შეხედულებასა და პირადი განვითარების პრიორიტეტებში კონსერვატიზმი. მისი იუმორის გრძნობა ყოველთვის გაჯერებულია მქირდაობითა და გესლით, ის ერთდროულად მიმზიდველი და სახიფათოა. სიტყვისთვის არასდროს იყოფს ხელს ჯიბეში და ნებისმიერ საქმიანობაში, გარემოებების კეთილგაწყობის შემთხვევაში, წარმატებული და შედეგიანია. საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც ამაღლებულ მოთხოვნებს აყენებს, მთელი სულით სძულს ზარმაცი, უსაქმური და უგერგილო ადამიანები. ჩვეულებრივ, გამოირჩევა ფიზიკური ძალით, კოლოსალური, ფარული ენერგიის მარაგით და ამოუწურავი ნებისყოფით. მისთვის აუცილებელია წარმოშობილ პრობლემებზე მშვიდი რეაგირება და ადამიანებთან ურთიერთობაში მოთმინების უნარი. მისი პოზიციები (როგორც მორალური, ასევე ფილოსოფიური) ფუნდამენტური, მუდმივი და სამყაროში საკუთარი ადგილის ზუსტ ცოდნაზეა დაფუძნებული. ამაყი და ნიჭიერია, ვერ იტანს სიცრუეს. ფლობს “მე”-ს ძლიერ გრძნობას და აქვს დაუცხრომელი სურვილი, რაც არ უნდა მოხდეს მიაღწიოს წარმატებას.
ის _ ძლიერი სურვილებისა და სიღრმისეული ვნებების მატარებელია, შეუძლია ვნებიანად და სიღრმისეულად სიყვარული, მაგრამ ხანდახან შეუძლია ამდენადვე თავდავიწყებით სძულდეს. ამ ადამიანს განასხვავებს ეჭვიანობისკენ და შურისმაძიებლობისკენ მიდრეკილება. ეშინია სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებაში ჩავარდნა, ფარული, ჩაკეტილი და ფრთხილია, არ შეუძლია წყენის მომყენებლებისთვის პატიება, ბევრი მას აზარტულ მოთამაშედ თვლის, მაგრამ რისკისკენ სწრაფვა ერწყმის წარმატების მიღწევის ალბათობების ზუსტად გათვლის გასაოცარ უნარს. ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივ, რაიმეს წყვეტს და ირჩევს მოულოდნელად და თავხედურად. საზრიანი, მოხერხებული, თვითნება და დამოუკიდებელია, ძალიან ფაქიზად გრძნობს ახლობლის პოზიციას და ფლობს ძლიერ ტემპერამენტს. ფარული, საიდუმლო, გულისმიერი დამოკიდებულებები, ინტრიგები, წყენები სიყვარულში და ოჯახური განგაში, შესაძლებელია, მისი საბოლოოდ შეცვლის საბაბი გახდეს.
ჭკუა-გონების დაჟინებულობის, გამჭვრეტელობისა და გამჭრიახობის წყალობით, მრავალი სირთულის, დაბრკოლებისა და გამოცდის შემდეგ, ის, უმეტეს შემთხვევაში, აღწევს მაღალ სულიერ დონეს და ჰარმონიულად ხსნის არსებულ შესაძლებლობებს. ეს ადამიანი პასუხისმგებლობით სავსე და საქმიანია, სამუშაოში უყვარს ყველასთვის ჭკუის სწავლება და მთელი ძალით ისწრაფვის საქმის არსებული მდგომარეობის შეცვლისკენ. ხშირად მკაცრ დამსაქმებლად თვლიან, რომელიც ვერ იტანს პარაზიტებსა და უსაქმურებს. გულმოდგინების უქონლობას არ პატიობს არც საკუთარ თავს, არც სხვებს. კონკრეტული შედეგების მიღწევისას უიშვითესად ენერგიულია. ვალდებულებაზე პასუხისგებლობას ხანდახან იმდენად ბეჯითად უდგება, რომ ეს ვალდებულება როგორც მისთვის, ასევე სხვებისთვის ტვირთად გადაიქცევა. საკუთარ მოვალებებთან მიმართებაში სჭირდება სიმშვიდის, გაწონასწორებული ურთიერთობის სწავლა. საფუძვლიანობა ერწყმის დაჯინებულობასა და სითამამეს, ამიტომაც შრომას უეჭველად მოაქვს წარმატება.
ასეთი ადამიანები აღმერთებენ საკუთარ ავტორიტეტს და მზად არიან საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებებისთვის თამამად ჩაებან ბრძოლაში, თუნდაც დაუშვებელი საშუალებების გამოყნება მოუწიოთ. არასდროს პატიობენ მათ, ვინც აჯობა და შეჯიბრებისას “მოსახვევში გაუსწრო”. ისინი _ დაბადებიდან ინტრიგანები და შურისმაძიებლები არიან. მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინონ ცხოვრებაში _ ეს გულითადი მეგობრობისა და თანაშრომლობის უნარია, რადგანაც სრული ბედნიერებისთვის ზუსტად ეს თვისებები არ ჰყოფნით.
*(სუგესტოლოგია. suggestio შთაგონება Gk. logos მოძღვრება მეცნიერების ახალი დარგი, რომელიც გამოიმუშავებს მეთოდებს უცხო ენის მოკლე დროში შესასწავლად. Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749])
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
სატურნი მორიელში _ წყლის ნიშანში, მარსისა და პლუტონის სახლშია და ეს მისი ძალიან საინტერესო მდგომარეობაა.
ასეთი ადამიანის სისტემა შეიძლება გამომუშავებულ იქნეს მხოლოდ მძიმე, ექსტრემალური გამოცდების გავლის შემდეგ, რადგანაც ზუსტად ასე ზემოქმედებს სატურნზე მარსი და პლუტონი. ამ ადამიანის ცხოვრებისეული სისტემის ჩამოყალიბებისას ყოველთვის შესაძლებელი იქნება მძიმე და სერიოზული გამოცდები. ხშირად შეიძლება სიკვდილის პირისპირ ანდა სერიოზული დანაკარგების ზღვარზე აღმოჩნდეს. მისი ფასეულობათა სისტემა, თითქოს, მიღმიერი სამყაროდან მოწმდება და სრულიად განსაკუთრებული მორალურ და სულიერ ფასეულობათა კრიტერიუმებს ქმნის.
კარგ შემთხვევაში, ეს ადამიანი შეძლებს გამოიკვლიოს ფარული გარემოებები, ყველაზე მძიმე ადგილები, დაბრკოლებები, ცვლილებები, ექსტრემალური სიტუაციები, პრობლემების კვანძები. შეიძლება იყოს ბრწყინვალე ფსიქოლოგი, რომელიც ადამინთა ფსიქიკის ყველაზე უხილავ და საშიშ მხარებში ერკვევა. როგორც წესი, ეს ძალიან ძლიერი ადამიანია, ვერანარი გამოცდა ვერ ტეხავს, სრულიად არ აქვს შიშის გრძნობა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, ნაწილობრივ, ამ პრობლემებს თუ გამოცდებს, თავად ეძებს (და პოულობს კიდეც). მას შეუძლია ყველაფრის კვლევა-ძიების ქვეშ მოქცევა, საკმაოდ მძიმე მოვლენების თავად არსში ჩაღრმავება, მაშინაც კი, თუ ეს კვლევა-ძიებანი სიკვდილს, მძიმე მარცხს უქადის. იგი ვალდებულია გაიროს (და გაივლის კიდეც) ყველა სიბინძურე, დაწვას იგი და თავად დარჩეს უვნებელი. არავისა და არაფრის მიმართ არ აქვს შიში, არ არსებობს არანაირი აკრძალული თემა, რომელიც არ დაექვემდებარება მის დეტალურ კვლევას.
ეს ადამიანები სულაც არ არიან უაზროები, უბრალოდ, აქ სრულიად სხვა, ფაქიზი, ზუსტი, კონკრეტული კვლევაა. ისინი ხშირად იკვლევენ ცხოვრების სფეროებს, რომლებიც დაკავშირებულია სიკვდილთან, ამასთანავე, ამ კვლევებისას აუცილებლად გადიან სხვა სამყაროს პრობლემებზე, ანდა, შესაძლებელია ჰქონდეთ სხვა (პარალელურ) სამყაროებთან კონტაქტიც კი.
კარგ შემთხვევაში, ბოროტად არასდროს იყენებს შეძენილ ცოდნას, თუმცა კი ექნება მაგიის, ენერგეტიკის, სიკვდილის (იმის, რაც სხვებისთვის დაფარული და ამოუცნობია) კვლევის სურვილი.
თუ მაღალგანვითარებულია, მაშინ, ამ შესაძლებლობის გამო, შეუძლია ყველაფერ მიწიერზე უარის თქმა. თუ სატურნი ბოროტია, მაშინ, როგორც წესი, ეს ცნობიერება განისაზღვრება მძიმე გამოცდის შემდეგ. მისი სისტემა შეიძლება აგებულ იქნეს სხვა, არამატერიალურ ფასეულობებზე.
მიწიერი ფასეულობანი უკვე კარგავენ აზრს და, ის, მზადაა უარი თქვას მათზე, შესაძლებელია, საკუთარი სისტემა ააგოს სრულიად სხვა _ მაღალი კრიტერიუმებით, ორიენტირი მოახდინოს სულიერ ფასეულობებზე. ამასთანვე, ეს სისტემა სხვა სამყაროებთან შეხებისას ხშირად გაივლის სიმყარეზე შემოწმებას.
საკუთარი განვითარებისთვის შეუძლია მკაცრად მოექცეს საკუთარ თავს, დაჟინებულად შეისწავლოს და იკვლიოს საკუთარი ნაკლი და კომპლექსები და შეუბრალებლად გაანადგუროს ისინი.
ცუდ შემთხვევაში, ეს შეუბრალებლობა გადატანილი იქნება სხვა ადამიანებზე. ვერ იპოვის რა უფრო მაღალ ფასეულობათა სისტემას, შესაძლებელია, ნეგატივისტი და პესიმისტი გახდეს, დაკარგოს იმის რწმენა, რომ შესაძლებელია რაიმეს შეცვლა, ფიქსაცია მოახდინოს წყენებზე, გახდეს გამანადგურებელი, გულღრძო და შურისმაძიებელი ფანატიკოსი. ყველაფერ მიწიერს ანადგურებს, რადგანაც თვლის, რომ მას არ აქვს აზრი. ასევე, ეძებს, მაგრამ უბრალოდ ვერ პოულობს, ფასეულობათა უფრო მაღალ სისტემას, ხოლო უბრალო, მარტივი მიწიერი სისტემა არ ადგება, რამეთუ აზრს ვერ პოულობს. ამ საფუძველზე იზრდებიან ფანატიკოსები და ბოროტმოქმედები.
საერთოდ ადამიანები, სატურნით მორიელში, მოქმედებენ დევიზით: “რაც მე არ მანადგურებს, ის მაძლიერებს”, ამიტომაც, ცხოვრებისეულ სიმყარესა და ფასეულობებზე ნებისმიერი ცხოვრებისეული სისტემის გამომცელები არიან.
ნეგატიურ შემთხვევაში, სისტემას ასეთი ადამიანი ცხოვრებით უარყოფს, არ უშვებს საკუთარ თავამდე. თუ ამ სისტემაში “იცხოვრა”, “იცხოვრა” სხვა სისტემაშიც და გაჩერდა რომელიმე ერთზე, შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ სისტემა ცხოვრებისეული და მყარია.
უკეთეს შემთხვევაში, ის აბსოლუტურად მოკლებულია სიკვდილისა და განადგურების შიშს, შეუძლია აბსოლუტურად უშიშარი იყოს და საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავიდეს _ გაიროს სიკვდილშიც, სხვა სამყაროს პრობლემებშიც (იმის გავლა, რაც სხვებს დაუჯერებლად ეჩვენებათ, მისთვის საკმაოდ ნორმალურია).
უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ყველაზე მძიმე გამოცდა, შეიძლება, წინასწარ გაითვალისწინოს და არ დაუშვას მისი მოხდენა, ხოლო თუ ბოროტი სატურნის გამო ეს გარდაუვალია, ეცადოს აღიქვას როგორც სიკეთე, როგორც გაკვეთილი _ მაშინ გამოცდა დაკარგავს დამანგრეველ ძალას.
სატურნი მორიელში ასწავლის უშიშრობას, მაღალ ფასეულობებზე ორიენტაციას, დრომოჭმულისა და უსიცოცხლოს განადგურებას. სატურნის მორიელში ტრანზიტისას საზოგადოებაში შეიძლება გამოვლინდეს განადგურების უკიდურესი ფორმები, ასევე, უმაღლესი ფორმის განვითარების მოთხოვნილება. სავალდებულოა წარსულთან კავშირის შეუბრალებელი გაწყვეტა _ ყველაფერი, რაც ხელს უშლის განვითარებას, უნდა განადგურდეს.
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
დაუმუშავებელი სატურნი მორიელს აძლევს უდიდეს სიხისტეს: როგორც აღქმაში, ასევე, გამოხატვასა და ქვეცნობიერის პროგრამებშიც. აქ “ნაცრისფერი ხვლიკის” ფაზა განსაკუთრებულად გაგრძელებული და მტანჯველია. სატურნი ასევე ხაზს უსვამს მორიელის შეუბრალებლობას როგორც სხვებთან მიმართებაში, ასევე საკუთარ თავთან დამოკიდებულებაშიც. სატურნის დაზიანებისას არც შინაგანი და არც გარეგანი სამყარო ადამიანს აბსოლუტურად არ მოსწონს და, უნდა ითქვას, რომ ამისთვის საკმარისი საფუძველიც აქვს.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესი ნიჰილიზმის უფსკრულის პირას თავი შეიკავოს და გაიგოს, რაში მდგომარეობს ამ სატურნის მდებარეობა, რაც ნაწილობრივ, საკუთარ ქცევაზე უდიდეს პასუხისგებლობას და განსაკუთრებულად კი, ყველა სიტუაციებში ყურადღების გამოვლენას აღნიშნავს. სატურნი ამუხრუჭებს აღქმელობასაც და ემოციების გამოხატვასაც, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ, ვიწრო არხების სპექტრში მიედინება, ეს კი, უდიდესი შრომით მუშავდება (აქედან გამომდინარეობს, ემოციური ფრუსტრაცია ანდა ემოციური სიცივე).
სამაგიეროდ, დამუშავებული არხებით მორიელის ტრანსფორმირებული გავლენა ძლიერად და უხეშად ხორციელდება.
სატურნის მორიელში დამუშავება სამი მიმართულებით ხორციელდება.
პირველი, სატურნისეული მორიელი იწყებს იმის გაგებას, რომ მრავალი შეზღუდვა თავად დააკისრა საკუთარ თავს, ანდა დააკისრა საზოგადოებამ, ანდა გამოწვეულია წარსულით, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევაში, დაძლევადია, თუ საკუთარ თავში საკუთარ ქმედებაზე და ენერგეტიკაზე პასუხისგებლობის გრძნობას “აღზრდის”.
მეორე, იწყებს საკუთარი შეზღუდვების შეცნობის შეფასებას _ რომ ისინი ატარებენ კარმულ ხასიათს, ანუ ორგანიზებას უკეთებენ მის ცხოვრებას, არ აძლევენ გვერდზე გახედვისა და ყურადღების მოდუნების საშუალებას.
და მესამე, სწავლობს საკუთარ, ვიწრო, მაგრამ ზუსტად მიმართულ არხებში ძლიერი ენერგეტიკული წყაროების გაშვებას, მაგრამ ეს ხდება მაღალ დონეზე (ფსიქოანალიზში ამას სუმბლიმაცია ეწოდება) და ასეთი სახით წყვეტს თვითგამოხატვისა და მასაზე (წრეზე) ადექვატური გავლენის მოხდენას.
ჰარმონიული სატურნი მორიელში იძლევა პასუხისგებლობისა და ზომიერების გრძნობას, რაც მისთვის ასე აუცილებელია, მაგრამ ზემოთ აღწერილი შეზღუდვები და პრობლემები, თუმცა შერბილებული სახით, მაინც გამოვლინდება.
დამუშავებისას ეს მდებარეობა ჭეშმარიტი მაგების მახასიათებელია, რომლებსაც შეუძლიათ ღრმად, ზუსტად და ფაქიზად მოახდინონ ნებისმიერი რეალობის ტრანსფორმირება.
სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
ჰარმონიული ასპექტებისას: ჯანსაღი პატივმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, კეთილსინდისიერება, ფარულობა, სერიოზულობა, პასუხისმგებლობა, სიმყარე, სიმამაცე, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულობა, თვითფლობა, თვითდისციპლინა, გონიერება, წინდახედულობა, ყურადღებიანობა, განმჭვრეტელობა, ეკონომიურობა და მომჭირნეობა. ნათელი გონება, ზუსტი, ლოგიკური, ფხიზელი, რელისტური ჭკუა-გონება, შესაძლებლობები ოკულტიზმისა და მაგიის, ინტერესი ყველანაირი საიდუმლოებებისა, წარმატება მედიცინაში, ქიმიაში, პოლიტიკაში, გერონტოლოგიაში (გერონტოლოგია Sci. Gk. gerōn (gerontos) და logos “მოხუცი” და “მოძღვრება” მეცნიერება სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ.), გეომეტრიაში, მინერალოგიაში, გეოლოგიაში, სამხედრო საქმეში. დაზიანებისას: სიამაყე, ქედმაღლობა, ქვემდგომების აბუჩად აგდება, მეწვრილმანეობა, სიძუნწე, ეჭვიანობა, შურიანობა, ეჭვნეულობა, უნდობლობა, მერკანტელისტობა, მრისხანება, სიმკაცრე, სიბრაზე, ძალადობა, სიძულვილი, გადაჭარბებული სიმყარე, პირქუშობა, გაღიზიანებულობა, დაუთმობლობა, თავხედური ტყუილი, მოტყუება, ჭორი, ცილისწამება, ვერაგობა.
ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
პასუხისგებლობა, საქმოსნობა ფინანსურ საქმეებში (გაერთიანებები, საზოგადოებები, გადასახადები, მემკვიდრეობა, დაზღვევა და ა.შ.). საქმეში სიჯიუტე. შერიოზულობა _ მელანქოლიამდე მისულიც კი. საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასება, რომელსაც სქელშუბლიანობამდე მიჰყავს. რელიგისადმი გულრგილობა. როგორც წესი, მეგობრები ასაკით უფროსები ჰყავს, მეგობრობას წარმატება მოაქვს. შესაძლებელია, კამათი მემკვიდრების, გადასახადების, საერთო ფინანსური მიზეზით, რაც, ხშირად, სასამართლო გარჩევების საგნად იქცევა და სრულდება წაგებებით. სამსახურში უყვართ ჭკუის სწავლება. ჯოხის ზედმეტად გადაღუნვის შემთხვევაში, სახელს გაითქვამენ როგორც მკაცრი დამსაქმებლები. ვერ ითმენენ ზარმაც და უსაქმურ ადამიანებს. გულმოდგინების უქონლობას არ პატიობენ არც სხვებს და არც საკუთარ თავებს. კონკრეტული წარმატებების მიღწევებში ძალიან ენერგიულები არიან. წარმატებები მრავალი სირთულის შემდეგ აქვთ. პასუხისმგებლობას ისე სერიოზულად ეკიდებიან, რომ ტვირთად აწვებათ. უნდა ისწავლონ საკუთარ ვალდებულებებთან წყნარად და მეთოდურად მიდგომა. საფუძვლიანობა, დაჟინებულობა, სითამამე _ ეს ის თვისებებია, რომლებსაც მათთვის წარმატება მოაქვთ. აღმერთებენ ავტორიტეტს და მზად არიან საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ბრძოლისთვის. ამასთანავე, შეუძლიათ დაუშვებელი საშუალებების გამოყენებაც. თუ ვინმე გვერდს აუქცევს, ანდა წინ გადაუსწრებს, იჩენენ გულღრძოობას, შეუძლიათ პრინციპის ფანატიკურად დაცვა. შესაძლებელია ინტრიგანობა, ძველი წყენების დავიწყების უუნარობა, შურისძიების ინსტიქტური მოთხოვნილება აქვთ. სამწუხარო გამოცდილება სიყვარულში, სიკვდილი მოულოდნელი და იდუმალ გარემოებებში.
ის ერთდროულად ისწრაფვის და თან ეშინია სხვებისთვის იყოს გულღია, გახსნილი, ვიწრო ემოციურ კონტაქტში. მისთვის არაა ადვილი სხვებს ენდოს, ნება მისცეს მათ ღრმად შეიცნონ და გაიცნონ იგი, რის შედეგადაც, შესაძლებელია, სექსუალურ ცხოვრებაში სირთულეების წარმოშობა. მუდმივად შეშფოთებულია საკუთარი თავის დაცვის საკითხით და, შესაძლებელია, ამის გამო ძალიან ჩაიკეტოს თავის თავში. მნიშვნელოვანი ამოცანაა _ ისწავლოს საკუთარი თავი არ აკონტროლოს პირად ურთიერთობებში (ანუ მოდუნდეს და ბუნებრივად მოიქცეს), იყოს მთლიანად გახსნილი.
ჯანმრთელობის მხრივ _ გაუვალობა (ყაზბობა, ანუ კუჭში შეკრულობა), ჰემოროი (ბუასილი), სწორი ნაწლავის გამოვარდნა, ასაკთან ერთად ქსოვილების გამკვირვება, სკლეროზი.
ინდუბალა “პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია”
ეს ნიშანი სატურნთან მტრულად განწყობილია, რაც აისახება წინდაუხედავ, აჩქარებულ, იმპულსურ ხასიათში, სარკასტულ მეტყველებაში, ოკულტიზმის ინტრესში და უსუფთაო, უწმინდურ ადამიანებთან ანდა ამორალურ საქმიანობასთან კავშირებში. ხასიათით ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ საქმიანები, აგრესიულები, კონკურენციისკენ მიდრეკილნი. შესაძლებელია დაზარალდნენ ჯარიმის დაკისრებით, ციხეში ჩასმით ანდა იყვნენ ჰოსტპიტალში (საავადმყოფოში) გადაყვანილნი. მათი ცხოვრება სავსეა მგზნებარებით. დროდადრო შეიძლება სხვებზე დამოკიდებულნი იყვნენ, ჰქონდეთ შფოთი, რომელიც დაკავშირებული იქნება ცეცხლთან ანდა იარაღთან.
ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ძალადობრივი, ნაადრევი სიკვდილის საშიშროებაა (თუ სატურნი მერვე სახლშია _ შხამიანი ცხოველის ნაკბენით). მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ფეთქებადი ხასიათი აქვს. გაუაზრებელი, წინდაუხედავი მოქმედებები. წარუმატებელი მოგზაურობა. საერთოდ ცხოვრება სავსეა განგაშით. პასუხისმგებლობა და საქმიანობა საქმეებში, განსაკუთრებით _ ფინანსურში.
ცუდი ასპექტებისას, შესაძლებელია, სასამართლო პროცესები მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის და ა.შ. თაობაზე. ვერ ითმენენ ზარმაც და უსაქმურ ადამიანებს. სამუშაოში უყვართ ჭკუის სწავლებები. ბრძოლობენ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, საკუთარი ავტორიტეტისთვის _ როგორი საშუალებებით – ეს დამოკიდებულია ასპექტებზე. ცუდი ასპექტებისას _ გულღრძოობა, ინტრიგანობა. ჯანმრთელობის მხრივ – ასევე ყაზბობა და სკლეროზი.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
მისი რაიმესადმი სერიოზული ურთიერთობა სწრაფად ხდება დაძაბული და მომთხოვნი: მიდრეკილია ყველაფერში არსამდე ჩაღრმავებისკენ.
კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”
სატურნი აკავებს მორიელის გამოხატულ ინსტიქტებს, განსაკუთრებით, სექსუალური კუთხით; ამასთანავე, შეიძლება წარმოიშვას: ზოგიერთი დამუხრუჭება, დაუკმაყოფილებლობის და დანაშაულის გრძნობები. ასეთ ადამიანს, შესაძლებელია, ასევე გამოუვლინდეს ოკულტური და იდუმალი ძალების მიმართ სწრაფვა. შესაძლებელია ფანატიზმი.
საბავშვო ჰოროსკოპი
ბავშვები, სატურნით მორიელში, შეიძლება იყვნენ ძალიან ღრმა, მაგრამ დათრგუნულნი. თვითკონტროლის უდიდესი მოთხოვნილება აქვთ, რაც შეიძლება დაბრკოლებად იქცეს ახლობლებისთვის, სხვებთან სულიერ კავშირში. ანდა ამის შედეგად შესაძლებელია გამოავლინონ ძალისმიერი ბრძოლა. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ურთიერთობა: ურთიერთობის პროცესში ისინი სწავლობენ გაზიარებასა და ნდობას. პასუხისმგებლობას იღებენ ემოციონალური ინტენსივობითა და მიზნის ძლიერი გაცნობიერებით.
შიშები
- წყენები;
- საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა.
უნდა მიექცეს ყურადღება
- ყოველთვის ცენტრში ყოფნისკენ მისწრაფებას;
- ჩაკეტილობას (დაფარულობას).
უნდა გამომუშავდეს
- გარშემყოფების მიმართ ნდობა;
- აუცილებელი თვითკონტროლი.
შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმამდე)
- ინტრიგებისკენ მიდრეკილება;
- შურისმაძიებლობა.
პოტენციური შესაძლებლობები
- ბრძენი, პასუხისგებლობიანი ხელმძღვანელები;
- ზედამხედველები (მენტორები).
სტატიის ავტორი: ნინო