დაბრკოლება + მრავალფეროვნება = საფუძვლიანობა
უარყოფითად განვითარებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ქურდობისკენ მიდრეკილება, რადგან ასეთი ადამიანი ეჩვევა ძალისხმევის გარეშე ყველაფრის მიღებას, ამავე დროს ფლობს მოუხელთებელ და თავის დაძვრენის შესაძლებლობებს. უსუსურია დაბრკოლებების გადალახვისას, არ ფლობს საკმარის შემგუებლობას, მშიშარა და დეპრესიისკენ მიდრეკილია. ხასიათის პოზიტიურიად განვითარების შემთხვევაში ადამიანი მოხერხებული და სწრაფი ხდება, შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. ფლობს ფაქიზ გონებას, ბრწყინვალედ მუშაობს ციფრებთან და, საერთოდ, მუშაობისას ავლენს იმ შესაშურ უნარებს, რომელიც ითხოვს კარგ თავს და ჭკვიან ხელებს, მაგალითად, ბიზნესში ანდა ილუზიონისტობაში. ასეთი ადამიანი სწავლისას გულმოდგინეა, უყვარს წინააღმდეგობრიობების და პრობლემების ძაფების (ხლართების) გარკვევა-ამოხსნა. ის თავშეკავებული, კეთილსინდისიერია და ლიტერატურისა და ზუსტი მეცნიერებების სფეროებში გასაოცარ ნიჭს ფლობს. კონტაქტებს ნამდვილი სიხარული მოაქვს, ამიტომაც განიცდის ურთიერთობის მუდმივ მოთხოვნილებას. არცთუიშვიათად, შეინიშნება ზედაპირულობა, მხოლოდ ერთია, მისთვის ვალდებულების გრძნობა ცნობილია. წერილობით ფორმისას თავშეკავებულია, მეტყველებისას _ ორგანიზებულია, სიტუაციის შესწავლისას მიდრეკილია თვითანალიზისა და საკუთარი თავის ობიექტური კრიტიკისკენ. უშიშრად იწყებს ნებისმიერი სირთულის საკითხების გადაწყვეტას, ხანდახან ხუმრობებისა და ნაკლებ მნიშვნელოვანი მონაცემებისას, კრიზისებიდან გამისვლის ორიგინალური გზების შესახებ მინიშნებებს იჭერს. არის მიდრეკილება ფსიქოლოგიით და საგამოძიებო საქმიანობით დაკავებისკენ. მის გონებას შეუძლია ღრმად კონცენტრირება, რაც საშუალებას იძლევა ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმატებული განვითარებისთვის. გონება განსაზღვრულად მბრძანებლობს გრძნობებზე, რაც ამ ადმიანისთვის საკმაოდ სასარგებლოა. გონება ფილოსოფიური, ლოგიკური, პრაქტიკული და გამომგონებლური აქვს, ყოველთვის წარმატებით იყენებს სამუშაოს სრულყოფის მიზნით. ყველა ცდა სწრაფად სრულდება კონკრეტული, სასარგებლო შედეგებით. დიდებულია როგორც მათემატიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სწავლული, მეცნიერი და პედაგოგი. დრო და დრო აღინიშნება მიდრეკილება დეპრესიისკენ, ასევე, ცინიკოსობისა და ტყუილისკენ, ოღონდაც იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრება ძალიან ბევრ პრობლემას და საზრუნავს უქმნის და კუთხეში, კედელთან ამწყვდევს. ასეთი ადამიანი ფლობს ბრწყინვალე მახსოვრობას, შესაძლებელია ახალგაზრდულ ასაკში კოლოსალური პროფესიული მიღწევები, ფლობს მდიდარ ფანტაზიას და პრობლემების გადაწყვეტისადმი ორიგინალური მიდგომის უნარს.
ავლენს დიდ პირად დამოუკიდებლობას, შეუძლია ერთდროულად პატივი სცეს თვითაქტიურობას და სხვა ადამიანების უფლებას. შინაგანად კოლექტიური ნორმებისგან დამოუკიდებელია, მაგრამ შეუძლია მიიღოს ისინი და დაემორჩილოს კიდეც. ახალი ფორმები, სტრუქტურები და კავშირები აღიქმება ადვილად, განშორება თანამაცხოვრებლებთან ასევე უმტკივნეულოდ ხდება. სამუშაო ყოველთვის ინტელექტუალურ ხასიათს ატარებს, თუნდაც საქმე ეხებოდეს ხელით შრომას. გონების დისციპლინირებულობა და პრაქტიკულობა ყოველთვის ეხმარება ძალების ეკონიმიასა და დროისა და ენერგიის მცირე დანახარჯებით დიდი შედეგების მიღებაში. ასეთი ადამიანის სერიოზულობა ვლინდება სიღრმისეულად ინტელექტუალურ ანალიზში და აზრებსა და ენასთან პასუხისმგებლობით ურთიერთობაში. ადამიანი ძალიან დაკვირვებულია, სწრაფად ოპერირებს ფაქტებზე, შეუძლია ინფორმაციის წამიერად ანალიზი. შეუძლია სწრაფად და ადვილად დაამყაროს ნებისმიერი კავშირი და კონტაქტი, ფლობს სტრუქტურისა და ზომიერების ბწრყინვალე შეგრძნებას. ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისთვის გასაღების შერჩევა შეუძლია. კარგად ფლობს მეტყველებას, ყოველთვის წინასწარ წონის ყოველ სიტყვას, გამოხატავს ზუსტად, მკვეთრად და მიზანდასახულად. კამათებისას მყარი და უკომპრომისოა, ინფორმაციას ჰაერშივე იჭერს, სწრაფად და ზუსტად იმახსოვრებს მას. სატურნის დაზიანებას, შესაძლებელია, მტრული გრძნობებისა და სხვების უხეში და შეუზღუდავი მეტყველების მიმართ ავადმყოფურად მტკივნეული მგრძნობიარობის (აღქმის) გაძლიერება, ასევე, მაღლდება მეწვრილმანეობის, შარიანობისა და გონების გაფანტვისკენ მიდრეკილება. დაბალ დონეზე განვითვარებისას ადამიანი იშვიათად ახერხებს განმარტოებას, რამდენადაც გამუდმებით თან სდევს კავშირები, კონტაქტები და ურთიერთქმედებები. ამ შემთხვევაში, მთავარზე კონცეტრირებაში თავად გარემოებანი უშლიან ხელს. ასეთი ადამიანი წარმატებით ფილტრავს ინფორმაციულ ნაკადს, გამიჯნავს ნაყოფს “ნამჯისგან”. შეუდარებელია სარეკლამო საქმიანობაში და უკიდურესად წარმატებულია პროპაგანდისტულ აქციებში. წარმატებულად შეუძლია დაკავდეს პიარით (‘Publik Relations”). ასეთი ადამიანი უფრო ხშირადაა კარგ ხასიათზე, ვიდრე ცუდზე, მოხერხებული და მოძრავია როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობაში, მაგრამ მიდრეკილება აქვს არ შეიმჩნიოს დაღლილობა, ამიტომაც ხშირად მიდის გადატვირთვამდე და დაძაბულობამდე. შეუძლია ნებისმიერ სიტუაციას მოერგოს. სისტემატური და თანმიმდევრულად ლოგიკურია, ამიტომაც, განმარტოებისას, შეუძლია ბოლომდე გაიაზროს რეალური ცხოვრებისეული პრობლემები. ის საერთოდ მიეკუთვნება “პრობლემების გადამწყვეტელ” იღბლიან ტიპთა ჯგუფს, აერთიანებს ლიტერატურულ, ტექნიურ და მხატვრულ უნარებს. განსაკუთრებულად იღბლიანი კარიერა შესაძლებელია გაიკეთოს სწავლების, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში. ამ ადამიანს უყვარს სწავლა _ და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს. მართალია, არცთუიშვიათად ავლენს უპატივცემულობას ახლობლების მიმართ, რის გამოც კაპრიზულ, უსახურ და მწარე ადამიანად თვლიან. როცა საკუთარ თავზე ძალიან ბევრ საქმეს, ვალდებულებასა და საზრუნავს იყრის, მაშინ შეიძლება საკუთარი ჯანრთელობისთვის საზიანოდ სწრაფად და სახიფათოდ გადაიტვირთოს. შესაძლებელია უნდობლობისა და ეჭვის განვითარება, ადამიანი ეჭვეობს ნებისმიერ რამეზე და არავის არაფერში ენდობა. ხანდახან ყალიბდება სიმორცხვე, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი აზრების სიტყვებით გამოხატვის მიმართ გადაჭარბებული პასუხისგებლობით მიდგომასთან. ძალიან საზრიანი, მოხერხებული და ყველაფერში გემოვნებიანი ადამიანია, რომელიც ყურადღებას არ აქცევს პირად მოუსვენრობას, შფოთსა და წყენას. ავლენს თანამედროვე და მოწინავე აზრებისადმი ინტერესს, უყვარს სიღრმისეული აზროვნება და ჩახლართული საკითხების კვლევა-ძიება. იდეები ფასდება სავარაუდო ანდა უკვე დამტკიცებული სარგებლის საფუძველზე. შეუძლია აიტანოს ნებისმიერი სირთულის, ფორმულირების სავალდებულო სწავლება. ისწრაფვის ყველაფერი ზუსტად ჩამოაყალიბოს _ მასალის ორგანიზება და ინფორმაციის სტრუქტურა _ დააფიქსიროს დეტალურად და ჩაიწერო ყველაფერი _ “მილიმეტრის სიზუსტით”. ისწრაფვის განსაკუთრებული სიცხადის შენარჩუნებას კონტრაქტებზე ხელმოწერისა და საქმიანი შეთანხმებების გაფორმებისას. ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გულახდილობასა და პარტნიორების საიმედოობას, თითქოსდა, საკუთარ მცდელობებს, შესაძლო კრახისა და გამცემლობისგან, ამით აზღვევს. ასეთ ადამიანს უყვარს გაამართლოს საკუთარი ქცევები, თანმიმდევრულად, გაწონასწორებულად და ტაქტიანად ამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
აქ სატურნი ჰაერის ნიშანში, მერკურის საკუთარ ნიშანსა და პროზერპინას ეგზალტაციაში იმყოფება.
ცხოვრებაში ფასეულობათა სისტემის აგებისთვის ამ ადამიანს აუცილებლად მოეთხოვება ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია და პირადი კონტაქტები. სატურნის ამ მდებარეობისას ადამიანს შეუძლია ფაქტებზე დაყრდნობით ააგოს საკუთარი სისტემა და ამიტომ ეს ძალიან კარგი მდებარეობაა სწავლულებისთვის. როგორც წესი, ძალიან დაკვირვებულია, შეუძლია წამიერად შეადაროს ფაქტები, აწონოს სიტყვები, შეუძლია საკმაოდ ზუსტად და რბილად საუბარი.
ასეთი ადამიანები ნებისმიერ ინფორმაციას ძალიან კარგად აღიქვამენ სმენით და არ უყვართ უაზრო ლაყბობა, ამიტომაც მათ ცუდი რეაქცია აქვთ მასობრივი ინფორმაციის წყაროებზე. მხოლოდ ერთია, თუ გაზეთში მუშაობს, მაშინ საჭირო ინფორმაციის წამიერად დაჭერა შეუძლია. ასევე, ნებისმიერ კონტაქტსა და კავშირს თავისებურ ფილტრში ატარებს _ ანუ ურთიერთობას ამყარებს საკმაო შერჩევითობით _ ურთიერთობის ფასეულობის პრინციპით. ასეთი მდებარეობისას, საუკეთესო შემთხვევაში, ურთიერთობის ძალიან ზუსტი სისტემა ექნება _ არანაირი პრობლემა კომუნიკაბელურობასთან _ ნებისმიერთან შეუძლია ურთიერთობა, მაგრამ იმ მკაცრი შერჩევის გავლის შემდეგ, რომელიც დაფუძნებული იქნება პრინციპზე “საჭირონი არიან, არ არიან საჭირონი”. შესაძლებელია, ასევე ჰქონდეს ზუსტი საზომი (ეტალონი) _ ანუ ყველა ურთიერთობა ზუსტად შემოწმებულია _ რომლის წყალობითაც ყოველთვის მოახერხებს ურთიერთობის გასაღების შერჩევას.
ბრწყინვალედ ფლობს მეტყველებას, გამუდმებით წინასწარ წონის ყოველ სიტყვას, გამოხატავს ზუსტად და მკაფიოდ. ალბათობაა, დაჟინებული და უკომპრომისო იყოს კამათისას. უფრო ხშირად, ინფორმაციას ადვილად აღიქვამს სმენით.
ცუდ შემთხვევაში (ანდა პათოლოგიურ ვარიანტში) სატურნი ტყუპებში ადამიანს შეუქმნის კომუნიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლებელია მისთვის რთული იყოს უშუალო ურთიერთობის აწყობა, შეიძლება ჩამოყალიბდეს მეტყველების დეფექტი ანდა გამოვლინდეს წარმოთქმულ სიტყვებზე მტკივნეული, ავადმყოფური რეაქცია. (სატურნი ტყუპებში ჰქონდა პითაგორას, ის კი, შემოწმების მიზნით, საკუთარ მოწაფეებს აიძულებდა სამ წლამდე დუმილის დაცვას, ანუ თითქმის იმდენი ხანი, რამდენი ხანიც სატურნი იმყოფება ერთ ნიშანში).
სატურნი რამდენადმე “ბოჭავს” მეტყველებით ფუნქციას, უფრო ზუსტად, თრგუნავს მერკურის, ამ ნიშნის მმართველს. ამ შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელი იქნება მეტყველების პრობლემების წარმოშობა. ხანდახან შეიძლება საკმაოდ გულღრძო იყოს, განსაკუთრებით, საკუთარ ახლობლებთან, მეზობლებთან, მოწაფეებთან მიმართებაში. უფრო მეტად, ჩვეულებრივ, ძალიან მტკივნეულად რეაგირებს შენიშვნებზე, შეუძლია გარეშე პირების გაგება და მიტევება, მაგრამ საკუთარი ახლობლების მიმართ შესაძლებელია იყოს მეწვრილმანე და შარიანი, გაჯიუტდეს უმნიშვნელო ფაქტებზე ანდა გაიფანტოს. სამაგიეროდ, ამ ადამიანმა ძალიან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ სიტყვას შესაბამისი შედეგი მოსდევს, შესაძლებელია დაჟინებული იყოს კამათისას, მაგრამ ფრთხილი – სიტყვებისას, რადგანაც შეჩვეულია ნებისმიერი გაუფრთხილებელი და დაუფიქრებელი სიტყვის გამო ძვირად გადახდას. შესაძლებელია (ბოროტი სატურნის შემთხვევაში) ამ მდებარეობის მქონე ზოგიერთ ადამიანს ტვირთად ჰქონდეს აკიდებული ნათესავების ბოროტი კარმა, ანუ საგვარეულოს კარმის გამო ეს ადამიანი თავისებურ “განტევების ვაცად” იქცეს.
ცუდ შემთხვევაში (ბოროტი სატურნი) იშვიათად ახერხებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, რაიმე სახის არასაჭირო კონტაქტები გამუდმებით პროვოცირებას უკეთებენ. ხანდახან გარემოებები ხელს უშლიან კონცეტრირებაში ზუსტად იმის გამო, რომ ჩვეულებრივ წვრილმანებზე ახდენდეს ყურადღების ფიქსაციას, ამიტომ მისთვის ძნელია განყენებულად (აბსტრაციის მოხდენა) მიდგომა და ხანდახან უფრო ადვილი იქნება განმარტოვება ბრბოში, ვიდრე საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
ტრანზიტული სატურნის ტყუპების ნიშანში გავლისას საზოგადოება ინფორმაციის აღქმის პრობლემების წინაშე დგება _ გაუმართლებელი, აუსრულებელი ნაყოფები _ საზოგადობას უწევს, პროპაგანდისა და რეკლამის სფეროებში ძველი ილეთების, მეთოდებისა და მიდგომების შეცვლა, შესაძლებელია, ენობრივი პრობლემებისა და ყველა შესაძლო კრიტიკის მტკივნეული აღქმა.
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ამ მდებარეობის ერთ-ერთი საკვანძო სიტყვაა “სერიოზული”. სატურნი წინა პლანზე აყენებს ნიშნის პრობლემას, ტყუპების შემთხვევაში კი _ აიძულებს მათზე გამავალ ინფორმაციებსა და კავშირებს სერიოზულად მოეკიდონ.
ამ სატურნის უმაღლეს დონეზე დამუშავებისას ადამიანს შეუძლია სრულად გადალახოს ტყუპების ზოგიერთი სიმსუბუქე, სიმჩატე და, მაშინ, მათ მიერ შექმნილი მენტალური მოდელები და სტრუქტურები უმაღლესი ხარისხის იქნება, რომლებსაც სიბრძნე ახასიათებს, ანუ სინამდვილეში მათ გარშემო არსებულ რეალობას კონსტრუქციულად შეცვლის. სხვაგვარად რომ ითქვას, ეს მდებარეობა ბრძენისა და მაგის მახასიათებელია, რომელიც სამყაროს მხოლოდ აზრების დაძაბული მუშაობის მეშვეობით ცვლის.
მხოლოდ ერთია, იმისთვის, რომ დამუშავდეს ეს სატურნი, აუცილებელია სატურნის ტყუპებში ხელწერის სწორად გაგება. ის ინფორმაციულ ნაკადებს აზრების ჩვეულ სიმსუბუქეს ართმევს და, საერთოდ, ნებისმიერი ინფორმაცია უდიდესი სიმძიმით მოდის, რის გამოც ადამიანი იძულებულია მძიმედ იმუშაოს ტყუპებისთვის დამახასიათებელ სიტუაციაში (სწავლება და ინფორმაციული ტიპის ზედაპირული კონტაქტები), მაშინ, როცა ყველა დანარჩენი თავს მსუბუქად და უშუალოდ გრძნობს.
ჰარმონიულ ვარიანტში ეს უთქმელი (მდუმარე) ადამიანია, რომლის ყოველ სიტყვას დიდი წონა აქვს (ეს თავისთავად გამოსდის, თავქარიანობა და სიტყვების სიმსუბუქე არ ახასიათებს).
ძლიერი დაზიანებისას ადამიანს ძალიან ურთულდება მის გარშემო მომხდარის გაგება. მხოლოდ ერთია, ეს მძიმე სამუშაო, რომელიც მოწოდებულ ინფორმაციას ეხება, თუ მუდმივად ხორციელდება, მაშინ ადამიანი იწყებს ინფორმაციაში სიღრმისეულად გარკვევას და ხშირად ხედავს მოუხელთებელი (სხვებისთვის), ფაქიზი აზრების ბანალურობის შეფერილობას.
თუ მაინცდამაინც, ადამიანი ასეთ სამუშაოს არ და ვერ შეასრულებს და, საკუთარ თავს სულელად ჩათვლის (ტყუპების ფარული ფობია), მაშინ თანდათანობით დასცილდება ინფორმაციას და საერთოდ ჩაიკეტება საკუთარ თავში, გაექცევა მას და გაბრაზებული თავს შეაფარებს დაუმუშავებელი სატურნის თეზისს: “მტკივნეულია _ არადა მსურდა!”
დაუმუშავებელი სატურნის სხვა ქცევა _ ყოველგვარი სიფრთხილის და გარშემომყოფების მიმართ ყურადღების სრული დავიწყება. ადამიანი ექცევა უთავბოლოობის, დაუდევრობის და უპასუხისგებლობის ზედა ზღვარზე და გადაიქცევა პირველი ეგრეგორის დამჯერ მარიონეტად, ამ მდგომარეობას კი ის არ თაკილობს.
საკუთარ თავში ზოგადი დაურწმუნებლობა სატურნისეული ტყუპების სანდო ქმედებების გეგმის და, განსაკუთრებით, მათგან გამომავალი ინფორმაციის მიმართ, ასევე ურთიერთობაში შებოჭილობა, ამ ადამიანების ცხოვრებას სასიამოვნოს არ ხდის; მხოლოდ ერთია, საკომპესაციო ზომებს მოაქვთ ისეთი ნაყოფი, რომლისაც თვით ყველაზე ჰარმონიულ ტყუპებსაც კი შეშურდებათ; მართალია, თავად სატურნისეული ტყუპებისთვის ამას სიმშვიდე არ მოაქვს, განსაკუთრებით სიყმაწვილის ასაკში.
სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
ჰარმონიული ასპექტებისას სუბიექტს აძლევს: ძალიან ძლიერ, სიღრმისეულ ინტელექტს, დაკვირვებულობას, ყურადღებიანობას, განმჭვრეტელობას, გამჭრიახობას, სერიოზულობას, ავტორიტეტულობას, ლოგიკურობას, სიზუსტეს, თანმიმდევრულობას, მათემატიკურ, პუნქტუალურ გონებას, ტაქტს და დიპლომატიურობას, კონტაქტებში გამომგონებლობას, მყარი კავშირების შექმნისკენ მისწრაფებასა და სხვა ადამიანებთან საკუთარი ურთიერთობების მოწესრიგებას, ძალიან კარგ ორგანიზატორულ უნარებს, საკუთარი ქმედებების (მოქმედებების) დაგეგმვის უნარს.
დაზიანებისას: სუბიექტი გონიერი, მერკანტელისტი, საკუთარი თავის ძალიან მოყვარე (პატივმოყვარეც კი), შურიანი, განცდებისკენ მიდრეკილი, ჯუჯღუნა და ანჩხლი, უბედური, გაფანტული და დაბნეული, გულმავიწყი, არაორგანიზებული, ეშმაკი, არათანმიმდევრული, ფარისეველი, პირფერი, მლიქვნელი, წყენია, გულღრძო, უსამართლო, გაღიზიანებული, შარიანი, გამკრიტიკებელი, მიდრეკილია ჭორისკენ, ტყუილისკენ.
ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
პრაქტიკული და ლოგიკური ჭკუა, მსჯელობებში, აზროვნებაში, წერისას და პრობლემების გადაწყვეტისას დისციპლინირებულია. იდეები ფასდება შესაძლებელი ანდა უკვე დამტკიცებული სარგებლის საფუძველზე. ეს დისციპლინა ვლინდება ნებისმიერი გონებრივი სამუშაოს დროს, განსაკუთრებით მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, იდეების ჩამოყალიბებასა და კონკრეტული გამოყებისას, რაც საშუალებას აძლევს აიტანოს, გაუძლოს ფორმალურ სწავლებას. მათთვის ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული, დეტალებში ორგანიზებული და ჩაწერილი. განსაკუთრებულ სიფხიზლეს ავლენენ კონტაქტებისა და შეთანხმებების დროს. კონტაქტების მოთხოვნილება აქვთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გულახდილობას და საიმედოობას, ამიტომაც მათი მცდელობები ჯილდოვდება, სრულდება კონკრეტული წარმატებებით. ინტელექტუალურ საქმიანობას ახასიათებს დისციპლინა, გაწონასწორებულობა და პრაქტიკულობა. ვალდებულების ძლიერი გრძნობა აქვთ. მდივნები, სტენოგრაფისტები, ბუჰღალტერები, გამომთვლელები, მასწავლებლები, მკვლევარები, ასევე მანქანათმშენებლობის, ფიზიკის, მათემატიკის სფეროში მომუშავე მუშაკები, ლიტერატურული შრომა, მიდრეკილება ანალიზისკენ და ფსიქოანალიზისკენ. მაგრამ არის ეჭვების, მათი გამოთქმის, ეჭვიანობის, თავშეკავებულობის და კრიტიკულობის ტენდენცია. თუმცა, შეუძლიათ რბილად და მოქნილად შეეგუონ და მოერგონ სიტუაციის პრაქტიკულ მოთხოვნებს და იყვნენ ძალზედ გამომგონებლები, თუ საჭიროა პრობლემის ახალი გადაწყვეტილების პოვნა. უყვართ ყველაფრის თავად, საკუთარი ხელებით კეთება. დამახასიათებელი დაავადებები: პნევმონია, ხელებისა და ფეხების რევმატიზმები. მათ შვილებს სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ.
საკუთარ ინტელექტს და გონებრივ შესაძლებლობებს ეჭვის ქვეშ აყენებენ და შეუძლიათ ძალიან ჯიუტად იმეცადინონ, რათა ამ უკმარისობის კომპენსირება მოახდინონ; ხშირად ძალიან სერიოზულები არიან და არ აინტერესებთ მსუბუქი, ზედაპირული საუბრები. მათთვის რთულია უშუალო ურთიერთობა, გაცნობა და სიახლეების გაცვლა.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
სატურნისთვის ეს კარგი მდებარეობაა; იძლევა სწავლის საშუალებას და ნებას რთავს ადამიანს ინტელექტუალურ წარმატებას მიაღწიოს. პიროვნება შეიძლება ორმხრივი იყოს _ ერთი მხარე შესაძლებელია მომთმენი და მორჩილი (თვინიერი) იყოს, ხოლო მეორე _ წინდაუხედავი, კრიმინალური ინსტიქტებისკენ მიდრეკილი. შესაძლებელია გამოვლინდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობები ანდა სუფთა ჰაერზე ყოფნის სიყვარული. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, მხატვრები არიან, რისკისა და მოტყუებისკენ აქვთ მიდრეკილება.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მათემატიკის უნარები. გამომგონებლური გონება. ენერგია, უბედურებები და დაავადებები 29 წლამდე. შვილები ან არ ეყოლებათ ანდა სუსტი ჯამრთელობის იქნებიან. გონება პრაქტიკული, დისციპლინა აზროვნებაში და მსჯელობებში. მათთვის ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული, ორგანიზებული და ჩაწერილი. ცუდი ასპექტებისას _ მუდმივი ეჭვები, ეჭვიანობა, კრიტიკულობა. გამომგონებლები ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
მისი სერიოზულობა ვლინდება ინტელექტუალურ ანალიზსა და აზრებთან და ენასთან მიმართებაში.
კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”
ინტელექტუალური სიმკაცრე, გონიერება, სიცივე, მოძრაობის ორგანიზაცია.
საბავშვო ჰოროსკოპი
მარია კეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”
ბავშვი, სატურნით ტყუპებში, ყველაზე უკეთ ისწავლის სისტემატურ, სტრუქტურულ გარემოში. მხოლოდ ერთია, ავტორიტეტული ფიგურა _ მასწავლებელი _ უნდა იყოს გულისხმიერი და შეეძლოს ამ სტრუქტურის მხიარულებასთან შერწყმა-თანხვედრა, რამდენადაც ზედმეტმა და გადაჭარბებულმა მომთხოვნელობამ შესაძლებელია, ამ ბავშვებში, საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გადამეტებული ეჭვები და ორჭოფობა გამოიწვიოს. ალბათობაა, ეს ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ იმ იდეებითა და ფაქტებით, რომლებიც, უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ, ვიდრე _ აბსტრაციები.
სამანტა დევისი “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”
შიში
- მოწყენილობა და უმოქმედობა.
ყურადღება უნდა მიექცეს
- მუდმივობას;
- ამტანობას;
- ერთგულებას.
გამომუშავდეს
- აზრებისა და ქმედებების დისციპლინა;
- სიჯიუტე, მიზანდსახულობა, დაჟინებულობა და პრაქტიკული მიდგომა.
უნდა შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმადე)
- თავქარიანობა;
- საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება.
პოტენციური შესაძლებლობები
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაკები;
- წარმოების სფეროს მუშაკები;
- მკვლევარები.
სტატიის ავტორი: ნინო