სახლის (ბინის) ნუმეროლოგია

სახლის (ბინის) ნუმეროლოგია

თუ გსურთ გაიგოთ თქვენი ბინის რიცხვი ნუმეროლოგიის მიხედვით, ამისთვის საჭიროა შეკრიბოთ სახლის, კორპუსის, ბინის ნომერი და დაიყვანოთ ის ერთნიშნა რიცხვამდე.

მაგალითად სახლი #27, კორპუსი 2, ბინა 348, გამოვა: 2+7+3+4+8=26; ეს რომ დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე იქნება: 2+6=8 ქვემოთ გაეცანით რა მახასიათებლები აქვს თქვენი ბინის (სახლის) რიცხვს.

ამ ინფორმაციას მეტისმეტად სერიოზულადაც ნუ აღიქვამთ, რადგან ბინა პირველ რიგში სარკესავით აირეკლავს თავის პატრონებს და თუ როგორი იქნება იგი თვითონ გადაწყვიტეთ.უბრალოდ გაითვალისწინეთ სასარგებლო რჩევები:

 1 – პლანეტა მზე ასეთი ბინა პატრონს ჩუქნის შემოქმედებით ენერგიას, სიხარულს. იგი საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს გამორჩეული, მიიპყროს სხვათა ყურადღება. ასეთ ბინაში კარგად იგრძნობენ თავს პოეტები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები. ბინაში უნდა იყოს მრავლად სხვადასხვაგვარი ნათურები, უნდა დომინირებდეს ნარინჯისფერ-წითელი გამა. ასეთი ბინის ატმოსფერო უზრუნველი და ღიაა, მაგრამ ბრწყინვალება განკუთვნილია მხოლოდ კეთილი ადამიანებისათვის, ავი ადამიანები ასეთ სახლში მხოლოდ დანაკარგებს და უსიამოვნებებს გადაეყრებიან.

თუ თქვენი სამუშაო დაკავშირებულია სხვებზე ზრუნვასთან, ან გიკავიათ მნიშვნელოვანი პოზიცია ცხოვრებაში (დირექტორი, ფირმის ხელმძღვანელი და ა.შ) მაშინ „სახლი-ერთიანი“ თქვენთვის არის ზედგამოჭრილი. „ერთიანი“ არ უხდება იმ ადამიანებს ვისაც უყვართ განმარტოება.

2 – პლანეტა მთვარე. ინტუიცია და განჭვრეტა. ბინა სასიკეთოა იმ ადამინებისთვის, რომლებიც მუშაობენ პატარა ბავშვებთან, ასევე მზარეულებისთვის და მუსიკოსებისთვის. ასეთ ბინაში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს სარკეზე, ხოლო ძირითადი ფერი უნდა იყოს ნაზი კრემისფერი, მსუბუქი მომწვანო-ზურმუხტისფერი ტოინები.იზრუნეთ სააბაზანო ოთახზე, ის უნდა იყოს უნაკლო.

ყველა პრობლემა ამ სახლში გვარდება მშვიდობიანი ფორმებით. ეს რიცხვი კარგია მეცნიერებისთვის, სპორცმენებისთვის, ექსტრასენსებისთვის. ამ სახლში ცხოვრება არასასურველია ზედმეტად ემოციური ადამიანებისთვის.

3– პლანეტა მარსი. ნებისყოფა, გადაწყვეტილება, მოქმედება. ეს ბინა ზარმაცებისთვის არაა განკუთვნილი, თუ პასიური იქნებით გადაწყვეტილებებს თქვენს მაგივრად სხვები მიიღებენ, ასეთ ბინაში მოგიწევთ სულ რაღაც შეაკეთოთ : წყალგაყვანილობა, საკეტი, სკამი და ა.შ. პატრონები უნდა იყვნენ სულ ტონუსში და მუდმივ დინამიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიის მოდუნება გამოიწვევს ავადმყოფობას. ინტერიერში უნდა იყოს წითელი ფერის სიჭარბე. უფრო მეტად აქტიურ ადგილებს მაგ: შემოსასვლელს და საპირფარეშოს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ამ სახლში ყველა ბედნიერად ცხოვრობს სულიერი და სექსუალური ენერგია უმაღლეს დონეზეა. არ უხდება „სამიანი“ მფლანგველ ადამიანებს.

4 – პლანეტა მერკური.კონტაქტები. ამ ბინაში უნდა სუფევდეს უსაზღვრო პატიოსნება, სიცრუე უკან დაგიბრუნდებათ, ასეთ ბინაში მცხოვრებთ იზიდავთ მოგზაურობა. მოემზადეთ მრავალფეროვანი კომუნიკაციებისა და ურთიერთობებისათვის არა მარტო სახლში, არამედ სამსახურშიც. ეს  ბინა ხშირად თხოულობს გეგმიურობას და გათვლილ შრომას.ინტერიერში მთავარი საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებული ობიექტებია, დაწყებული ტელევიზორით და ტელეფონით, დამთავრებული კედლებზე ფოტოსურათებით და ჩარჩოიანი იეროგლიფებით. ფერებში მიზანშეწონილია: ცისფერი, ნაცრისფერი, აგრეთვე ლურჯი ყვითლით.

„ოთხიანს“ შეუძლია გამოასწოროს სიტუაცია, მოიპოვოს სტაბილურობა. „სახლი- ოთხიანი“ აერთიანებს ყველა სტიქიას – ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწას. „ოთხიანი“ არ უხდება ვორკოჰოლიკებს რადგან ოთხიანი აიძულებთ იმუშაონ კიდევ უფრო მეტი.

5 – პლანეტა იუპიტერი.გაფართოება. აქ ყველაფერი გლობალურია. ასეთ ბინაში მცხოვრების პროფესია შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკას, მეცნიერებას. ყველა ემსახურება ადამიანთა გაერთიანებას რაიმე იდეის სახელით. ასეთი ბინისთვის კარგია ალისფერი ფერი, მეწამული, ხოლო ბრინჯაოს ნივთები, განსაკუთრებით შორი ქვეყნიდან ჩამოტანილი, ნამდვილი თილისმა იქნება. ნუ მისცემთ თავს გაბრაზების უფლებას და ყველაფერი კარგად იქნება. არ დაგავიწყდეთ დიდი ბიბლიოთეკა.

„ხუთიანი“ კარგია მეცნიერებისთვის, ჟურნალისტებისთვის. ეს რიცხვი აქტიურობისკენ უბიძგებს ამ სახლის მაცხოვრებლებს. უარყოფითია ეს ციფრი მათთვის ვისაც უყვარს მშვიდი , ზომიერი ცხოვრება და დაღლილია ცხოვრებისეული აურ-ზაურისგან .

6 – პლანეტა ვენერა.დასვენება, სიყვარული და კომფორტი. ამ ბინის მეპატრონეებს ნამდვილად გაუმართლათ. აქ ცხოვრობენ ან კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები, ან ნამდვილი სკანდალისტები. ფერებიდან სასურველია, თბილი მოყავისფრო-ბეჟი ტონები. სასურველია იყოლიოთ ცხოველები:ძაღლები, კატები…სასურველია რბილი, კომფორტული სავარძლები, მრგვალი მაგიდა, ხალიჩები, ყვავილები. ნუ იკამათებთ, ასეთ სახლში დამნაშავე ყოველთვის იქნება ჩხუბის წამომწყები.

კარგია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე მათთვის ვისაც სურს არტისტული შესაძლებლობების განვითარება.  „ექვსიანი“ აძლიერებს მეგობრულ და სიყვარულის გრძნობას. ამ სახლში შეიძლება “მეორე სუნთქვა“ გაეხსნათ წყვილებს როლებიც უკვე დიდიხანია ერთად ცხოვრობენ.

– პლანეტა სატურნი.გამოცდები. ასეთ ბინაში მცხოვრებნი ხშირად ვიწროდ ცხოვრობენ და აწუხებთ სხვადასხვა შეზღუდვები, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ამავე სახლში შეგიძლიათ ხელი მიჰყოთ დაგროვებას, დაეუფლოთ რაიმე პროფესიას და გახდეთ პროფესიონალი, ოსტატი. მთავარია ხშირად გააანალიზოთ თქვენი საქმეები და ქმედებები.სასიკეთოა შიმშილობა (დიეტები) და იოგა. ყველაზე სასურველი ფერია მუქი ლურჯი. ინტერიერში დომინანტი არ არის არცერთი ფერი.

ნამდვილი ტაძარია განმარტოებისთვისა და შემეცნებისთვის, კარგია ფიქრისა და აზროვნებისთვის. ამ ბინაში სასიამოვნოა ცხოვრება მათთვის ვისაც უნდა მარტოობა, მედიტაცია. არასასურველია ამ სახლში ცხოვრება იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს მატერიალური წარმატების მიღწევა ან გაურბის მარტოობას.

8 – პლანეტა ურანი.ეს არის ნათელმხილველების და ასტროლოგების ბინა. თუ ასეთ ბინაში მოხვდება მატერიალისტი ან პრაგმატული ადამიანი, იგი აღმოჩნდება დამსხვრეული ეტლის წინაშე. ამ ბინაში თქვენ ყოველთვის გარემოცული იქნებით მეგობრებით. მის გასაფორმებლად გამოიყენეთ ცისარტყელას ნათელი ფერები, აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ზეცისფერი ცისფერი. ფრთხილად ელექტრობასთან, ყურადღება მიაქციეთ ფანჯრების სისუფთავეს.

კარგი ციფრია, წარმატება მოაქვს ცხოვრების ყველა სფეროში, ხელს უწყობს მეგობრების შეძენას, კეთილდრეობასა და კარგ მატერიალურ შემოსავალს ოჯახში. კარგია „რვიანი“ იმ ადამიანებისთვის ვინც მიაღწია წარმატებას და აღიარებას. ეს ციფრი არ უხდება მათ ვინც არ იცის ფინანსების გონივრული და რაციონალური განკარგვა.

 9 – პლანეტა ნეპტუნი.საკმაოდ რთული ბინაა, აქ კარგად იგრძნობენ თავს სამღვდელო პირები, მუსიკოსები, მეზღვაურები და ექსტრასენსები. აქ ადვილად ჩაეფლობით აუხდენილი ოცნებების მორევში და შეიძენთ ნეგატიურ თვისებებს. ეს ბინა წააგავს ბერმუდის სამკუთხედს, სადაც ყოველთვის რაღაც იკარგება და ყველაფერი მოკლებულია საღ აზრს

ამ სახლში ყოველთვის არის ადამიანების მიმართ სიყვარულისა და თანაგრძნობის ატმოსფერო. „სახლ-ცხრიანში“ შეიძლება მიაღწიო ჭეშმარიტ სიბძნეს და მოვლენების სიღრმისეულ წვდომას. ამიტომ ეს ციფრი უკეთესია ცხოვრების ბოლო ეტაპისთვის. არსასურველია ალტრუიზმი.

სტატიის ავტორი: რუსა; ქეთი


About Rusa

Scroll To Top