სელენა (თეთრი მთვარე) კირჩხიბში

სელენა (თეთრი მთვარე) კირჩხიბში

ეს მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანმა წარსულ ინკარნაციებში განავითარა  მგრძნობიარობა, სიფაქიზე და სენტიმენტალურობა. დააგროვა დადებითი კარმა, როგორც მშობლებმა, ჩვილებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას. მან  იცის  როგორ იზრუნონ ბავშვებზე, უფრთხილდება  ოჯახურ სიმყუდროვეს,  ერთგულია, პატივსცემით ეპყრობა  უფროს თაობებს, იცავს ტრადიცებს და უყვარს სამშობლო. ეს მდებარეობა ხშირად მიუთითებს კარგ ნათესაურ კარმას, პატივისცემას ქალური საწყისის მიმართ და სამშობლოს წინაშე დამსახურებაზე.

სელენა კირჩხიბს უყვარს  ბუნება, მისი სიწმინდე. ის  საიმოვნებას იღებს  შინაურული, მშვიდი გარემოსგან. წყლის ელემენტი ყველაზე სუფთა ელემენტია მის  კარმაში. იოლად შეუძლია  მიაგნოს მიწისქვეშა წყაროებს და წყლის რესურსებს. წარმატებას მოუტანს საქმიანობა ქალთა კონსულტაციაში  და ჩვილებთან დაკავშირებული საქმიანობა – გინეკოლოგია. შეუძლია  გახდეს  კარგი მეოჯახე ან საოჯახო ექიმი, მას აქვს მოხუცების დახმარების უნარი და სიამოვნებით ზრუნავს  შინაურ ცხოველებზე. ასევე, წარმატებულია  საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია სითხეებთან, წყალთან, სასმელებთან, უძრავ ქონებასთან, ბიზნესთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, სასტუმროებსა და სასოფლო  ტურიზმთან . შეიძლება კლიენტებზე ისე ზრუნავდეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებზე. წარმატებულად მოღვაწობს ქალთა სილამაზესთან დაკავშირებულ (სილამაზის სალონი, კოსმეტიკა), სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლებისა და აღზრდის სფეროებში. კარგად აეწყობა კომფორტისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, ბაღში სამუშაო იარაღების, ბიოლოგიასა და კვების მრეწველობასთან დაკავშირებული ბიზნესი.

მნიშვნელოვანია არ დაკარგოს  ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები როგორიცაა – მზრუნველობა, მგრძნობიარობა, სინაზე, ერთგულება და მყუდროების შექმნის უნარი. არ უნდა დააბინძუროს  მშობლის ნათელი კარმა, არ მოატყუოს  ბავშვები, დედები, პატივისცემით მოეპყროს წინაპრებს და მშობლებს, სამშობლოსა და მის ისტორიულ წარსულს. არ უნდა დააბინძუროს  წყალსატევები, თუმცა არც მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდეს და არ უნდა გახდეს  ზედმეტად სენტიმენტალური, დამოკიდებული ოჯახზე, სახლზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და კომფორტზე. მან იცის  როგორ იზრუნონ სხვებზე, თუმცა მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროს  რა მიმართულებით მიმართოს ეს მზრუნველობა, ყველაზე და ყველაფერზე არ უნდა იზრუნოს რაც „ხელში მოხვდება”..

სელენა კირჩხიბს შეესაბამება – ლიტვა,ჰოლანდია, ინდოეთისა და ფარიკის ზოგიერთი რეგიონი.

სელანა კირჩხიბებისთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა წყლის პირას მედიტირება, კარგი იქნება თუნდაც უბრალოდ წყლის სიახლოვის ყოფნა, სასურველია თუ  მისი სახლი წყათან ახლოს იქნება. ყველაზე იოლი გზა გაჯანსაღებისა და ძალების აღდგენისათვის არის წყლის პროცედურები.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა

 


About Rusa

Scroll To Top