კ.რეშმენ:
- შემოსავალი და მემკვიდრეობას მიუთითებს 2 და 8 სახლები
- ურანი, ნეპტუნის ან პლუტონის დადებითმა ასპექტებმა ვენერასთან/იუპიტერთან შეუძლიათ მოგიტანოთ სიმდიდრე.
- ურანის ასპექტი ნეპტუნთან ან ვენერასთან შეიძლება მიუთითებდეს მოულოდნელი გამდიდრების შანსს. ასპექტების მსგავსი კონფიგურაცია ხშირად გვხვდება ლატარიაში მოგებული ადამიანების ჰოროსკოპში.
- ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება – აშკარად მიანიშნებს ფულის შოვნის შანსებზე. მსგავსი ასპექტის მქონე ადამიანებმა იციან რომ ელოდებათ სიმდიდრე და მათი რწმენა და იმედი ხშირად მართლდება.
- მე-8 სახლის მმართველი პლუტონიც მნიშვნელოვანი წარმატების მომტანია ფინანსურ საკითხებში.
- მრავალი მილიონერის პირად ჰოროსკოპში შეიძლება შეგვხვდეს პლუტონი-იუპიტერის ან პლუტონი-ვენერას შეერთება.
- სიმდიდრის მოტანა ასევე შეუძლია იუპიტერი-სატურნის ტრინს და სატურნი -იუპიტერის კვადრატურასაც კი. თუ ეს პლანეტები იმყოფება თხის რქას ან კირჩხიბის ნიშანში სიმდიდრე შეიძლება მოვიდეს საკუთრების/უძრავი ქონების სახით.
- მზის მდებარეობა მე-2 სახლში კარგად ასპექტირებული, აუცილებლად მიუთითებს ფინასურ წარმატებებზე. ასეთი ადამიანები ვერ დაკმაყოფილდებიან და მოახდენენ თვითრეალიზებას მანამდე, სანამ არ დააგროვებენ სიმდიდრეს. სავარაუდოდ ფულს შოულობენ საკუთარი შრომით. პლანეტები მეორე სახლში ფულის შოვნასთან და ხარჯვასთან დაკავშირებულ აქტივობაზე.
უასპექტო მზე მე-2 სახლში მიუთითებს, რომ ადამიანი შედარებით შეზღუდულია ფულის გამომუშავების შესაძლებლობებში, ვიდრე ის ინდივიდები, ვისი მზეც ასპექტირებულია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ტრანზიტები ან პროგრესია მზესთან რათა მოხდეს ფულის გამომუშავებასთან დაკავშირებული პლანეტების გააქტიურება.
კიდევ ერთი დადებითი მაჩვენებელია – მზე ერთ-ერთ კუთხის სახლში. მზეს პირველ სახლში შეუძლია მისცეს ინდივიდს უნარი დამოუკიდებლად დააგროვოს ქონება. თუ ეს ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას ძალისხმევა მიმართოს იქითკენ რომ გამდიდრდეს, დიდი ალბათობაა რომ მას ეს გამოუვა. თუ მზე ხვდება მე-4 სახლში ოჯახი ეხმარება ამ ადამიანს წარმატების მიღწევაში. შეიძლება ამ ინდივიდს მემკვიდრეობით დარჩეს ოჯახური ბიზნესი, უძრავი ქონება ან სიმდიდრე. მზე მე-7 სახლში მიანიშნებს, რომ სიმდიდრე მოიპოვება პარტნიორების დახმარებით, ნათესაური კავშირებით ან მფარველებისგან. მე-10 სახლში მზის მდებარეობის მქონე ადამიანები იზიდავენ კარიერული წარმატების მრავალ შესაძლებლობას. ესაა ადამიანი დიდი ამბიციებით, ძალაუფლებისა და მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის მოთხოვნილებით. მისთვის არაფერია კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი.
მე- 8 სახლი წარმოდგენს საერთო ფინანსებს, აქციების პაკეტს, გადასახადებს, დაზღვევას, სამრეწველო გაერთიანებებს, პარტნიორის ფულს და ზოგადად სხვა ადამიანების ფინანსებს, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას. გამოკვეთილი მე-8 სახლის მქონე ადამიანებს ქონება შეუძლიათ დააგროვონ გონივრული ინვესტიციებით, ასევე დაქორწინდნენ მდიდარ პარტნიორზე ან დარჩეთ მემკვიდრეობით. ქალებს, მე-8 სახლში მზით, დიდი ალბათობა აქვთ მატერიალური კეთილდღეობა ჰქონდეთ ქმრის ან საქმიანი პარტნორის მხრიდან. მისი რუკის მახასიათებლები მეუღლეს დაეხმარება ფულის გამომუშავებაში.
პირად ჰოროკოპში 27-ე, 28-ე ან 29-ე გრადუსებზე განლაგებული პლანეტები მიუთითებს – ცხოვრებში განსაკუთრებული მიღწევების დიდ ალბათობაზე. განსაკუთრებით თუ ამ გრადუსებზე პლანეტები წყლის ან მიწის ნიშნებშია. თუმცა კუროს და მორიელის 29-ე გრადუსი, შეიძლება გაბანკროტების საფრთხესაც მიანიშნებდეს. ამ ორი ნიშნისთვის დამახასიათებელია უკიდურესობები – კოლოსალური სიმდიდრე ან ფინანსური კატასტროფა.
პლანეტები ლომის ზოდიაქოს 28-ე ან 29-ე გრადუსზე უახლოვდენიან ფიქსირებულ ვარსკვლავ რეგულს. ამ მდებარეობას შეუძლია მოიტანოს გამორჩეული საზოგადოებრივი მდგომარეობა, ძალაუფლების და წარმატების ძლიერი სურვილი.
ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ძალიან იღბლიანია. ისინი ვისაც აქვს ვენერა-იუპიტერის ნებისმიერი ასპექტი ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ვ.დ სიმონიტის მიხედვით პლანეტების მატერიალურ კეთილდღეობაზე მოქმედებს შემდეგი სახით:
სატურნს სიმდიდრე მოაქვს – სამშენებლო, სანავიგაციო, სასოფლო-სამეურნეო, მებაღეობისა და მინერალებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. სატურნი კარგი მდებარეობით და დადებითი ასპექტებით იუპიტერთან ან ძლიერი სატურნი მე-4 სახლში აღნიშნავს მემკვიდრეობით სიმდიდრის მიღების ალბათობას.
იუპიტერი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მატერიალურ წარმატებებზე. მას წარმატება მოაქვს ოფიციალურ და სახელმწიფო საქმეებში, საეკლესიო, საკანონმდებლო, მემკვიდრეობის და მფარველების საშუალებით. თუ იუპიტერს უარყოფითი ასპექტები აქვს მნთობებთან (მზე-მთვარე) განსაკუთრებით თუ მთვარე ოპოზიციაშია იუპიტერთან შეიძლება გახდეს სიღარიბის მიზეზი ინდივიდის უჩვეულო ქცევების გამო.
მარსი წარმატების მომტანია ისეთ საქმიანობაში რაც დაკავშირებულია – სამხედრო საქმე, შეიარაღებასთან. მნათობების უარყოფთი ასპექტები მარსთან უიღბლობის ალბათობაზე მიანიშნებს. თუმცა თუ მარსს „ეხმარება“ იუპიტერის ან ვენერას დადებითი ასპექტები ინდივიდი გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას და ყველაფერს მიაღწევს დამოუკიდებლად.
მერკურის მოაქვს სიმდიდრე მეცნიერების ან ვაჭრობის სფეროებში. ხოლო მერკურის დაზიანება ურანით შეიძლება გახდეს დანაკარგების მიზეზი საზოგადოებრივი ორგანიზაციების , მოულოდნელი კატასტროფების მეშვეობით. თუ მერკური ძალიან დაზიანებულია, შეიძლება გახდეს სიღარიბის ან თავისუფლების აღკვეთის მიზეზი. მერკურის დადებითი ასპექტები მზესთან ან მთვარეთან წარმატების მომტანია მრავალნაირ წამოწყებაში.
ვენერა სიმდიდრის მთავარი სიგნიფიკატორია, სიმდიდრე და შემოსავალი მოდის მდიდარი მეგობრების, ცოლის „მზითვების“ ან ქალების მხრიდან ძვირფასი საჩუქრების სახით. კარგად ასპექტირებულ (დაზიანებების გარეშე) ვენერას მოაქვს ბრწყინვალე კარიერა და სხვა წარმატებები.
სიმდიდრის საუკეთესო მაჩვენებლებია მზე, მთვარე და ფორტუნას შეერთება კუთხის სახლებში დადებით ფიქსირებულ ვარსკვლავებთან, კარგი ასპექტებით ერთმანეთთან. მზეს მოაქვს წარმატება – სამსახურში დაწინაურების, კარიერის, წოდების, საჩუქრების სახით, ხოლო მთვარეს – ნავიგაციის, ხალხის მასებთან მუშაობის, სწავლების და ქალებთან ურთიერთობებით. დაუზიანებელი მზის ტრინი მთვარესთან – სიმდიდრის მაჩვენებელია.
სიღარიბეზე მიუთითებს დაზიანებული მნათობები (მზე-მთვარე) დაღმავალ სახლებში. „დამწვარი“ მთვარე ან მზესთან ოპოზიციაში განსაკუთრებით 2-ე სახლში, ხოლო სხვა პლანეტები „ჰორიზონტზე“ – მარავალი სირთულე ადრეულ წლებში (ახალგაზრდობაში), ასევე საკამოდ უარყოფითად ითვლება მთვარე -სატურნის კვადრატი.
ს.ვ შესტოპალოვი გამოყოფს სიმდიდრის შემდეგ ასტროლოგიურ მახასიათებელებს:
ფინანსურ პლანეტებად ბიზნეს ასტროლოგიაში ითვლება -მარსი, ვენერა, მზე, მთვარე, პლუტონი, იუპიტერი და ნეპტუნი.
შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანია – მერკური, სატურნი და ურანი, მათი განლაგება და სპექტები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მატერიალურ საკითხებზე.
მზე-მთვარის დადებითი ასპექტის (სექსტილი, ტრინი, შეერთება ) მქონე ადამიანებისთვის უფრო მაღალია მატერიალური წარმატების მიღწევის შანსი, ვიდრე მათთვის, ვისაც ეს ასპექტი არ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას მარსი-ვენერა, ვენერა -მთვარე, ვენერა -იუპიტერი, მთვარე- იუპიტერის დადებით ასპექტებზეც, ანუ “ფინანსური პლანეტების“ დადებით ასპექტებზე.
იუპიტერი – პლუტონის ნებისმიერ მაჟორულ ასპექტს უწოდებენ “მილიონერის ასპექტს“, თუმცა თუ ეს პლანეტები ერთმანეთთან ქმნიან დაძაბულ ასპექტებს, შეიძლება მიანიშნებდეს გაბანკროტების საფრთხეზე, ადამიანმა შეიძლება წამიერად დაკარგოს ყველაფერი.
გარდა იღბალის, მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა, ძალიან ბევრია დამოკიდებული ადამიანის მონდომებაზეც. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინდივიდს მემკვიდრეობით ერგება დიდი ქონება, მან უნდა მოახერხოს ამის შენარჩუნება. არის ასპექტები, რომელიც ამას ხელს უწყობს და პირიქით. მაგალითად, არ არის კარგი ფინანსურ პლანეტების ერთმანეთის მიმართ უარყოფითი ასპექტები, მაგალითად მთვარე, ნეპტუნი, სატურნისა და ვენერას უარყოფითი ასპექტები ხელს უშლის ფულის დაგროვება/ შენარჩუნებას (ამასთან ადამიანს ხშირად აქვს ენერგიის ნაკლებობა) ამ ასპექტების გამო ადამიანი ხშირად ზარმაცია ან მუდმივად ხელი ეშლება საქმეში. განსაკუთრებით საგრძნობია ეს მთვარეს უარყოფითი ასპექტების დროს.
ნებისმიერი ჰოროსკოპის სახლი შეიძლება განხილული იყოს ფინანსური წარმატების მოტანის კუთხით.
II სახლი – ნაღდი ფული და მოძრავი ქონება, ნიჭი, ხელსაქმე, ფულის გამომუშავების უნარი, არსებობის საშუალებების გამონახვა, ყველაფერი რაც ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება(მათ შორის საკუთარი ტალანტი და უნარები)
III სახლი – სატრანსპორტო საშუალებები და კომუნიკაცია
IV სახლი – უძრავი ქონება და ფასიანი ქაღალდები
V სახლი – ძვირფასეულობა (როცა იპარავენ ოქროულს, ეს მიანიშნებს დაზიანებულ მე-5 სახლზე) ფასიანი ქაღალდების და უძრავი ქონების ფასი.
VI – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დაკავშირებულია სამუშაოსთან (სპეცტანსაცმელი, ინსტრუმენტები) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი, დანახარჯები მომსახურებაზე და მომსახურე პერსონალზე, ჯამრთელობასა და მკურნალობისთის საჭირო ფინანსური საშუალება.
VII – პარტნიორის, მეუღლის პირადი ნივთები
VIII -კრედიტები, საბანკო ანგარიშები, სხვისი ნივთები და ქონება, პარტნიორის (მეუღლის) ნაღდი ფული და მისი მოძრავი ქონება.
IX – დანახარჯები ან შემოსავალი განათლების სფეროებიდან , მოგზაურობიდან.
X – გავლენას ახდენს ისეთ შემოსავლებზე რომელიც მოაქვს – თანამდებობას, დიდებას რეპუტაციისა და ცნობილი ადამიანის სახელს .
XI – “ მუქთა“ შემოსავლები, მფარველების, სპონსორებისა და მეგობრებისგან, მოგების შედეგად მიღებული შემოსავლები, სასიამოვნო მოულოდნელობები , ან პირიქით მოულოდნელი დანაკარგები და ფიასკო.
II +VIII სახლებს შორის კავშირები მიანიშნებს კარგ მატერიალურ შესალებლობებზე. ეს წარმატებული ბიზნესმენის ფორმულაა. ხშირად როცა ამ სახლებს შორის მხოლოდ დადებითი ასპექტებია, ეს ადამიანი არაა დაკავებული ბიზნესით, თუმცა მას კარგად უზრუნველყოფენ, ანუ II +VIII სახლები მიანიშნებს რომ არის პიროვნება, რომელიც ამ ინდივიდს “ამარაგებს“ ფულით (VIII სახლი ეს სხვისი ფინანსებია – ძალიან ხშირად მეუღლის)
II –VIII სახლების მხოლოდ ნეგატიური ასპექტები შეიძლება იყოს სიხარბის მაჩვენებელი. ასეთ ადამიანს სურვილი აქვს დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ფული და ქონება (შეიძლება ამას მალავდეს კიდეც გარშემომყოფებისგან, ზოგჯერ ეს სურვილი გაუცნობიერებლია) თუ შეიქმნება სიტუაცია სადაც ადამიანს შეუძლია „ჩამოიჭრას რაც შეიძლება მსუყე ნაჭერი“ თუნდაც ეს ხდებოდეს ზნეობრივი პრინციპების უგულვებელყოფით, ის ამაზე უარს არ იტყვის. თუ ამ სახლებს შორის კავშირი ხდება ენერგიის “დამგროვებელი“ პლანეტებით – მთვარე, ნეპტუნი, სატურნი, ვენერას საშუალებით, შეიძლება სურვილი, სურვილადვე დარჩეს რადგან მას არ ჰყოფნის ენერგია და ჯანმრთელობა, მისთვის რთულია ფულის დაგროვება. ხოლო თუ II –VIII ფორმულაში ასპექტები წარმოიშობა ენერგიის გამცემი პლანეტებს შორის (მზე, მარსი, იუპიტერი, ურანი, პლუტონი) ამ ადამიანს არა მარტო სურს, არამედ აქტიურად, ზოგჯერ ზედმეტად ინტენსიურადაც კი ცდილობს ფულის შოვნას და ქონების დაგროვებას. “ შუბლით გაიტანს ნებისმიერ დაბრკოლებას და ყელს გამოჭრის კონკურენტებს“ (ავტ. შენიშვნა).
ასპექტები პლანეტებს შორის
ძალიან მნიშვნელოვანია პლანეტებს შორის ასპექტები, ხშირად ასპექტები პირდაპირ მიუთითებს კონკრეტულ სფეროებზე, სადაც დიდია წარმატების ალბათობა. უარყოფითი ასპექტებიც საკმაოდ კარგად “მუშაობს“ ბიზნესის სფეროში და შეუძლია მოიტანოს წარმატება, მნიშვნელოვანია პლანეტებს შორის იყოს ასპექტები და რაც მთვარია ერთ-ერთ “ფინანსურ“ პლანეტას მაინც უნდა ჰქონდეს კავშირი II ან VIII სახლებთან.
პლანეტებს შორის ასპექტები პასუხისმგებელია შემდეგ სფეროებზე:
მზის ასპექტები:
- მზე-მთვარე – საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, უძრავი ქონება, აქციები , ბავშვთა აღზრდის საკითხები (საბავშვო ბაღები, ფასიანი სასწავლო დაწესებულებები)
- მზე-მერკური – განათლების საკითხები, შესწავლა, საინფორმაციო მომსახურება, კონსულტირება, კურსების ორგანიზება და ექსკურიებთან დაკავშირებული სფეროები.
- მზე-ვენერა – გართობის სფერო, გამოფენა, პრეზენტაცია, შემოქმედება და სცენა.
- მზე-მარსი – ბიზნესი, ბირჟა, სავალუტო და აქციებთან დაკავშირებული ოპერაციები.
- მზე-იუპიტერი – განათლება, სპორტი, სცენა, პოდიუმი.
- მზე-სატურნი – მენეჯმენტი, მართვა, ორგანიზაცია.
- მზე- ურანი – სააქციონერო საქმიანობა, კომპანიები, ბირჟაზე ვაჭრობა.
- მზე-ნეპტუნი – დასვენება, გაჯანასღება, გართობა.
- მზე-პლუტონი – შოუ-ბიზნესი, წარმოდგენები, მოდა.
მთვარის ასპექტები:
- მთვარე-მერკური – მდივანი, საინფორმაციო მომსახურება, ვაჭრობა, შუამავლობა, კონსულტირება, გამოძახებები. იდეალურია, როცა ერთდროულად არის დაძაბულიც და პოზიტიურ ასპექტები. მხოლოდ უარყოფითი ასპექტების შემთხვევაშიც არის წარმატების მიღწევის შანსი, თუმცა ხშირად დაძაბული შრომის ხარჯზე. შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ დაძაბული ასპექტებია ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას დიდი ძალისხმევის შედეგად, ხოლო თუ მეტია პოზიტიური ასპექტი ადამიანთან ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოდის წარმატება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში პოზიტიური ასპექტების შემთხვევაში მიღწეული წარმატება ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დამუშავებული ნეგატიური ასპექტების დროს.
- მთვარე-ვენერა – ვაჭრობა, მარკეტინგი, საკუთრება, უძრავი ქონება.
- მთვარე- მარსი -საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, უსაფრთხოება, დაცვა, უზრუნველყოფა.
- მთვარე- იუპიტერი – ტურიზმი, მოგზაურობა
- მთვარე- სატურნი – აღზრდის საკითხები, კერძო საკუთრების მშენებლობა, უძრავი ქონება.
- მთვარე-ურანი – აქციებთან მუშაობა.
- მთვარე-ნეპტუნი – დასვენება, ტურიზმი, მკურნალობა და გაჯანასაღება.
- მთვარე- პლუტონი – საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, უძრავი ქონება, შოუ-ბიზესი.
- ისეთი სფერო როგორიც რეკლამაა, არსებობს სხვადასხვანაირი რეკლამა და წარმატება ამ სფეროში დამოკიდებულია იმაზე როგორი სახის რეკლამაზეა საუბარი. მაგალითად ბეჭდური სახის რეკლამა დაკავშირებულია მზე- მერკურის ასპექტთან, გამოფენების, პრეზენტაციის სახით რეკლამა – მზე-ვენერა, მასობრივი ინფორმაციის წყაროების საშუალებით რეკლამა უკავშირდება – მზე-იუპიტერს. ზოგადად რეკლამის სფეროში ყველაზე წარმატებულია – მზე-იუპიტერის ასპექტი.
მერკურის ასპექტები:
- მერკური-ვენერა – პოეტების, მოცეკვავეების ასპექტია, კონსულტირება.
- მერკური- მარსი – ტრანსპორტი. შეიძლება ვაჭრობისა და სარემონტო სამუშაოების სფერო.
- მერკური – იუპიტერი – საგამომცემლო საქმიანობა.
- მერკური- სატურნი – სააღრიცხვო, საბუღალტრო, აუდიტის, ტექნიკასა და კოპირებასთან დაკავშირებული სფეროები.
- მერკური -ურანი- დაკავშირებულია ინტელექტუალური სახის ბიზნესთან, გამომგონებლობასთან.
- მერკური -ნეპტუნი -ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, მკურნალობა, გაჯანსაღება, მედიცინა.
- მერკური-პლუტონი – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
ვენერას ასპექტები:
- ვენერა-მარსი – ცეკვა, კულტურა, მხატვრული ტანვარჯიში, ბალეტი.
- ვენერა-იუპიტერი – სიმდიდრის ასპექტი. დაკავშირებულია შემოქმედებასთან, თეატრთან, კანონთან(იურისპუდენცია, საადვოკატო საქმიანობა)
- ვენერა-სატურნი – გხვდება გემოვნებიანი ადამიანების პირად რუქაში, მათ შორის დაძაბული ასპექტების სახითაც კი, ხშირად გვხვდება მხატვრების, დიზაინერების, მოდელიერების, დეკორატორების ჰოროსკოპში. უკავშირდება -კლასიკას.
- ვენერა-ურანი– ასევე მიუთითებს მხატვრების, დიზაინერების, დეკორატორების, გამფორმებლების საქმიანობაზე, განმასხვავებელი ნიშანია – ავანგარდი.
- ვენერა-ნეპტუნი – კოსმეტიკა, პარფიუმერია, ხელოვნების ნიმუშები, კომფორტისა და დასვენებისთვის საჭირო ნივთები.
- ვენერა-პლუტონი – შოუ-ბიზნესი, სილამაზის კონკურსები, ტოპ მოდელები.
მარსის ასპექტები
- მარსი-იუპიტერი– მსხვილი ბიზნესი, შეიძლება იყოს სხვადასხვა სფეროს მომცველი, თუმცა თითქმის ყოველთვის ჩართულია უცხოეთთან კავშირები, ზოგჯერ დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობის სფეროსთან, მსხვილ სავაჭრო ოპერაციებთან, საბითუმო ვაჭრობასთან, ქიმიურ მრეწველობასთან. ეს ასპექტი სიმდიდირის ერთერთი მაჩვენებელია.
- მარსი -სატურნი – ტექნიკა, წარმოება, მრეწველობა.
- მარსი-ურანი – ელექტრო ტექნიკა.
- მარსი-ნეპტუნი – ქიმიური მრეწველობა, სასუქების წარმოება.
- მარსი-პლუტონი – მეტალებთან, მსხვილ მრეწველობასთან დაკავშირებული ბიზნესი, ძალაუფლებისა და ბიზნესმენის ასპექტი.
იუპიტერის ასპექტები:
- იუპიტერი-სატურნი – მსხვილი კაპიტალდაბანდებები, დაკავშირებულია მსხვილ კომპანიებთან, მეცნიერების ასპექტი, დაზვერვა (გეოლოგიური, დიპლომატიური)
- იუპიტერი -ურანი -დაკავშირებულია გარე საქმიან კავშირებთან .
- იუპიტერი-ნეპტუნი– ზღვა, ზღვაოსნობა, გემთმშენებლობა, შემოქმედება, სიმდიდრის ასპექტი.
- იუპიტერი-პლუტონი– მილიონერის ასპექტი. (თუ საუბარია ბიზნესმენზე, ჩვეულებრივ შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს ფულის სახით სიმდიდრეს, თუმცა შეიძლება მაგალითად სიმდიდრე მოვიდეს მემკვიდრეობის სახით)
სატურნის ასპექტები:
- სატურნი-ურანი – ტექნიკა, ელექტროობა
- სატურნი-ნეპტუნი – მუსიკა, დირიჟორები.
- სატურნი – პლუტონი – იმდენად ბიზნესი სფერო არა, რანდენადაც პოლიტიკა.
ურანის ასპექტები:
- ურანი-ნეპტუნი – უფრო მნიშვნელოვანია სულიერების სფერო და ბიზნესის სფეროზე ნაკლებად ახდენს გავლენას.
- ურანი-პლუტონი- ატომური ენერგეტიკა, ახალი ინიციატივა და წამოწყებები, თანამედროვე(ახალი) საქმიანობის სფეროები.
- ნეპტუნი-პლუტონი-სიმდიდრის მაჩვენებელი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სახლებს შორის კავშირები :
მხოლოდ ერთი უარყოფითი ასპექტი უმუშევრობას არ მიანიშნებს, სამი და მეტი – შეიძლება უჩვენებდეს რომ ამ ადამიანი სამსახურიდან დაითხოვონ, მოხვდეს შემცირებაში. ესაა ადამიანები ვისაც არ შეუძლიათ დაქვემდებარება და ცუდად ორიენტირებენ იერარქიულ წყობაში, ხშირად ვერ იმსახურებენ ხელმძღვანელობის ნდობას, რის შედეგადაც პირველ რიგში ხვდებიან შემცირებაში. ხშირია ასეთი ფორმულა ბიზნესმენების ჰოროსკოპში, მათ არ შეუძლიათ ვინმეს ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა, ამიტომ ურჩევნიათ დაკავდნენ საკუთარი ბიზნესით.
II + VIII სახლები – ბიზნესის ფორმულა
VI+X სახლები – ხელმძღვანელის ფორმულა
VI+X+VIII სახლები – მსხვილი ხელმძღვანელის ფორმულა
II+III+VIII სახლები – გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმიანობის ფორმულა. საბაზრო ვაჭრობის ფორმულა
II +VIII სახლები – გამყიდველი
II+IV+VIII – მეპატრონე
II+IV+VIII+IX – წვრილმანებით მოვაჭრე
II+III+IV+VIII+IX – უძრავი ქონების აგენტი. ( მე-3 სახლი – მისამართის შეცვლა)
II+III+VII(+VIII) -კონსულტანტის ფორმულა