სინასტრიული იუპიტერი II სახლში

სინასტრიული იუპიტერი II სახლში

ამ პარტნიორს შეუძლია მეტად კეთილისმყოფელი როლი შეასრულოს ჩემს ცხოვრებაში: გამაკეთილშობილოს, აღმამაღლოს და გამამდიდროს, როგორც სულიერად, ისე ფინანასურად. უფრო კონკრეტულად კი, მას შეუძლია შემაგნებინოს, რომ ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი სიკეთე ჩემთვის ძალიანაც რეალურია.

ასეა თუ ისე, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებას ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მასთან კავშირამდე მქონდა. თუმცა შესაძლოა მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნას, რომ ამ ყველაფრის მიღება მისგან შემიძლია, თანაც უფასოდ და აი, აქ მე ძალიან მწარედ ვცდები. სინასტრიული იუპიტერი ანათებს, მაგრამ არ ათბობს. ეს იმას გულისხმობს, რომ პარტნიორმა შეიძლება ბრწყინვალე ჩაწოდება მომცეს, მაგრამ ის ვერ გამამდიდრებს. მისი ზემოქმედების წყალობით, მე შემიძლია საკუთარი დაუმუშავებელი მხარეები ვიგრძნო, მაგრამ ვერ შევამჩნიო. ტიპური მაგალითი: თუ მე ფულად გზავნილს ველოდები, ვთქვათ, ჰონორარს ჟურნალში დაბეჭდილი სტატიისთვის, სავსებით მოსალოდნელია, ზუსტად მაშინ მივიღო, როდესაც ეს პარტნიორი შემთხვევით შემომივლის მოსანახულებლად.

სავარაუდოდ, ის შთაგონებული იქნება ჩემი განსჯებით ეთიკურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი იმ თემებზე, რომელიც უშუალოდ მეხება. ის ასევე დაინტერესებული იქნება საქმიანი თანამშრომლობით, ფინანსური მოგების მოლოდინში… თუმცა ეს უფრო დამოკიდებულია მისი ნათალური იუპიტერის მდგომარეობაზე. ერთი სიტყვით, იუპიტერი ყველაფერს აკეთილშობილებს და გამონაკლისი არც ეს ასპექტია. ყოველ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდი მოლოდინები არ მექნება, უსაშველოდ გავაფართოვო საკუთარი II სახლის საზღვრები.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top