სოციალურ სიტუაციებში მე ამ პარტნიორს აგრესიულად თუ არა, ენერგიულად მოვეჩვენები. მისი აღქმა არ ჩაივლის შეუმჩნევლად და ისიც ასეთივე ენერგიულობით მიპასუხებს. ცხადია, იმის გათვალისწინებით, სად მდებარეობს მისი ნათალური მარსი. მაგალითად, თუ ტყუპებში ჰყავს, ვერბალურად დამიპირისპირდება; კირჩხიბში _ განაწყენდება და ძალიან დემონსტრაციულად გაიბუტება. საინტერესო ის არის, რომ მე მის აგრესიას და საერთოდ ნებისმიერ აქტივობას, უშუალოდ ჩემსკენ მომართულსაც კი, ირიბად, სოციალურად გაშუალედებურად აღვიქვამ. მაგრამ თუ ჩემი III სახლი დაზიანებულია, შეიძლება ძალიან მწვავე დამოკიდებულება მქონდეს სოციუმის მიმართ და მაშინ პარტნიორის მხრიდან ყურადღების მინიმალური ნიშნებიც კი ჩემში სრულიად არაადეკვატურ რეაქციებს გამოიწვევს. მე მას სოციუმის მტრული დამოკიდებულების სიმბოლოდ აღვიქვამ (სრულიად დამახინჯებულად) და შესაბამისად, ძალიან შორეულ და არასწორი მიმართულებით მიმავალ დასკვნებს გამოვიტან.
საერთოდ, ეს ადამიანი იმისთვის არის გამოგზავნილი, რომ მასწავლოს. უფრო ზუსტად, მისგან მომდინარე ენერგია, პრაქტიკული სწავლისთვის უნდა გამოვიყენო, მაგრამ ეს ჩემი ამოცანაა, მივხვდე, როგორ კეთდება ეს.
ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”