სინასტრიული მერკური V სახლში

სინასტრიული მერკური V სახლში

შენ რომ მართლა ჩემზე ჭკვიანი იყო, ამას გულმოდგინედ დამალავდი.

ეს პერმანენტული ინტელექტუალური კატა-თაგვობანას ასპექტია, ასე თუ ისე, უმანკო და უსაფრთხო თამაშის. ჩემს სცენარში ამ პარტნიორს მაცნეს ან მეგობრის როლი აქვს, რომელსაც ჩემს სასიცოცხლო პრობლემებს ვუზიარებ, ის კი წინასწარგანსაზღვრულ შეხედულებებს გამოთქვამს. სიუჟეტის თანახმად, მე მის მოსაზრებას ვემორჩილები. შესაძლოა იმიტომ რომ მოგვიანებით, ღიად თუ ფარულად, განვითარებულ მოვლენებში დავადანაშაულო.

საფრთხე, რომელიც ჩემს პარტნიორს ემუქრება, ის არის, რომ მან შეიძლება გადამეტებული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ გონებრივ და სიტყვიერ ძალისხმევას, როდესაც სინამდვილეში მე მის ტექსტებს მხოლოდ საკუთარი სცენარის კონტექსტში განვიხილავ და ყველაფერს, რაც ჩემს სცენარს სცდება, გონების მიღმა ვატარებ (ან ჩემს ქვეცნობიერში ილექება). პარტნიორის ყველა მცდელობა, გამოვიდეს მისთვის მიკუთვნებული როლიდან, სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება. ამ ფენომენის ახსნა ორივეს ძალიან გვიჭირს, თუმცა საქმე ყველაზე მტკიცე სიუჟეტშია, რომელიც შეიძლება წლების ან სულაც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ჩემს გონებაში.

საინტერესო ის არის, რომ თავიდან პარტნიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე მარტივად მართვადი ვარ და განსაკუთრებით მარტივად ვემორჩილები მის სიტყვებს თუ დასკვნებს. პრინციპში, მისი მოსაზრებები მართლაც შთამაგონებელია ჩემთვის, თუმცა მხოლოდ ასპექტის დამუშავების დონეზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა მისი შეგონება საქმედ: შესაძლოა სტადიონზე გავიქცე, ვიდეო ჩავრთო, ოპერა დავწერო ან სულაც ბავშვი გავაჩინო.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top