სინასტრიული მზე V სახლში

სინასტრიული მზე V სახლში

ღმერთო, ასე ცუდად რატომ მხელძღვანელობ?

ამ პარტნიორს საკმაოდ მოკლე დროში შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩემზე დიდ ძალაფლებას ფლობს, რასაც, ნაწილობრივ, მე თვითონ ვუწყობ ხელს, როდესაც მის ეგოს ინსტინქტურად ვრთავ საკუთარ სტანდარტულ თამაშებსა და განმეორებად სიუჟეტებში, მამა-ხელმძღვანელის როლზე. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ჩემი მორჩილება მოჩვენებითია და ისიც მხოლოდ გათამაშებული სიუჟეტის ჩარჩოებში, რომელიც, განვითარების დონის მიხედვით, პარტნიორზე თითქმის სრულყოფილ ძალაუფლებას მომცემს.

განვიხილოთ, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი თამაშის მაგალითი. ქალი, რომელსაც ბავშვობაში მამასთან მძიმე ურთიერთობა ჰქონდა ან სიყმაწვილეში უიღბლო შეყვარებულობა გადაიტანა, კომპენსაციის პრინციპით, ერთვება თამაშში „ყველა კაცი ნაგავია და დროა, მათ ეს დაანახო!“ თამაში შემდეგნაირად წარიმართება: პირველ ფაზაზე მამაკაცი მორჩილდება, უზომო აღფრთოვანების, თრთოლვის და მუხლებზე ხოხვის მდგომარეობამდე მიდის. ხანდახან ეს ფაზა ქორწინებითაც სრულდება. მეორე ფაზაზე, ქალი მასში გარკვეულ ნაკლოვანებებს აღმოაჩენს და გაურკვევლობისგან დაბნეულ პარტნიორს ხელს კრავს. მოცემული თამაშისთვის ზედგამოჭრილია პარტნიორი, რომლის მზეც ქალის 5 სახლში ხვდება. თავიდან მამაკაცი სიტუაციის ბატონად იგრძნობს თავს, ქალური სუსტი საწყისის ერთადერთ და განუყოფელ პატრონად, მაგრამ დროთა განამვლობაში გაირკვევა, რომ ის ამ ქალს კი არა, მის გარკვეულ ფემინურ სახებას ფლობს, რომელიც სრულიად კონკრეტული სიუჟეტური თამაშისკენ ექაჩება. მაგრამ ბოლოსკენ კი დიდ, ბოროტ ბიძიად გადააქცევს, გამძევებლის ფუნქციებით.

საერთოდ ჩემი V სახლი მშვენიერი ადგილია მსუბუქი გასართობებისა და თამაშებისთვის, მაგრამ პირად აღქმაზე ან სერიოზულ განხილვაზე გადართვის ყველა მცდელობა ჩაფლავდება _ პარტნიორმა ან უნდა მიიღოს ჩემი თამაშის წესები,  ან მთლინად უნდა გაანადგუროს თამაში, რასაც ის, მოცემულ შემთხვევაში შეეცდება კიდეც. მაგრამ უფრო მიკუთვნებულ „მზიურ“, მაშასადამე საინიციატივო და გადამწყვეტ როლს შეასრულებს… რაღა თქმა უნდა, ჩემი სიუჟეტის ფარგლებში, რასაც ის საკმაოდ გვიან მიხვდება.

ამ  საოცარი ასპექტით ორივე პარტნიორი თანაბრად ტკბება. ყველაზე ხშირად ეს ასპექტი რომანტიულ სასიყვარულო პარტნიორებში ფიქსირდება. მათი პაემნები და საერთო დროსტარება კრეატიული და სახალისოა. ერთად კარგად ერთობიან, ძლიერი ლტოლვა აკავშირებთ და დიდი ალბათობით, საერთო შვილების ყოლაც ენდომებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ეს ასპექტი სულაც ვერ უზრუნველყოფს მოცემული პარტნიორობის დღეგრძელობას და ვერც სერიოზულ ურთიერთობის აუცილებელი წინაპირობა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად მხიარული რომანია და მათ წრფელი სიყვარული აკავშირებთ, ხანგრძლივი ურთიერთობისთვის დამატებითი ჰარმონიული ასპექტებიც არის საჭირო.

მზე სახლს სიამოვნების, ხალისის, ტკბობის წყაროდ აღიქვამს, ვისთანაც თავი უფრო მეტად მოსწონს, რადგან გრძნობს, რომ ამ სახლთან მხიარული თავგადასავალი ელის.  მზეს თავი იღბლიანად მიაჩნია, რომ სახლს შეხვდა, რადგან მისგან ისეთ სიამოვნებას იღებს, რისი ლოგიკურად ახსნაც მას არ შეუძლია. ეს დაახლოებით ისეთივე შეგრძნებაა, რომელსაც საყვარელი მელოდიის მოსმენისას ვიღებთ, ან ყვავილების მათრობელი არომატის შეგრძნებით, ან ბალახზე ფეხშიშველი გავლისას. სახლი სწორედ ასეთ სიამოვნებას აღვიძებს მზეში და ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, მზისთვის სახლი მშვენიერების განსაზღვრება ხდება. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს სახლი, როგორც არ უნდა იქცეოდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მზისთვის ის მშვენიერია. შეიძლება ითქვას, მზე ვარდისფერ სათვალეს ირგებს და მხედველობიდან რჩება სახლის ნაკლოვანებები. კარგია ეს თუ ცუდი, თავად გადაწყვიტეთ.

თავის მხრივ, სახლსაც არანაკლებ სიამოვნებს ის გაღმერთება, რომელსაც მზისგან იღებს და ამ საჩუქარს დიადი სიყვარულით პასუხობს.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top