სინასტრიული მზე II სახლში

სინასტრიული მზე II სახლში

ეს პარტნიორი ბედისწერამ/კარმამ სერიოზული ურთიერთქმედებებისთვის გამომიგზავნა, თუნდაც მოკლევადიან ურთიერთობაში. მას შეუძლია შეცვალოს ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა. მაგრამ ესეც არ არის მთავარი! მას აქვს გასაღები ჩემს ეთიკურ ფასეულობებთან,  რომ მიჩვენოს გზა, როგორ შევიცვალო განწყობა და ჩემი საარსებო გარემოც კი. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფეერი მისი გააზრებული გადაწყვეტილებების კი არა, არამედ მისი ინიციატივების გვერდითი ეფექტებია, რომელსაც ჩემი მისამართით ავლენს. მე ძალიან გამიჭირდება პირდაპირ აღვიქვა მისი ნება, რომელიც თითქოს ჩემს გარშემო სივრცეში იფანტება და, მიუხედავად ამისა, მაინც ძლიერ ზემოქმედებს ჩემს გარემოზე (უფრო კომფორტულს ან დისკომფორტულს ხდის). მე კი ზუსტად ამ ცვლილებების მიხედვით ვმსჯელობ ამ პარტნიორის განზრახვებზე კონკრეტულად ჩემს მიმართ.

ჩემს პირდაპირ ყურადღებას მხოლოდ მისი ინიციატივები იპყრობს, რომელიც ჩემს ეთიკას და ფასეულობებს  ეხება, თუმცა სწორედ აქ ვგრძნობ მის გარკვეულ ძალაუფლებას ჩემზე. ბუნებრივია, პირდაპირ ზეწოლას ამ სფეროებში მე ან ავირეკლავ ან უგულვებელვყოფ. თუმცა ამ პარტნიორს ნამდვილად აქვს ნიჭი, ნებით თუ უნებურად,  შეაჩეროს ჩემი ყურადღება  აქტუალურ საკითხებზე მოცემულ სფეროებში. ის შეიძლება ვერც ამჩნევდეს რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩვენი კონტაქტი, მაგრამ ჩემი ფინანსური, ენერგეტიკული თუ ეთიკური პრობლემები მის ინიციატივებს გამოაცოცხლებს (არა აუცილებლად უანგაროს!).  ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუ მისი ინიციატივები კარგად გათვლილი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ნებითი გამოვლინებები, განსაუთრებით ჩემი დაზიანებული II სახლის პირობებში, შეიძლება ძალიან ძვირად დამიჯდეს: ფინანსური დანაკარგებით დაწყებული, საარსებო პირობების გაუარესებით და ეთიკური ფასეულობების დამახინჯებით დასრულებული.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top