იდეაში, ეს მეტად კეთილისმყოფელი ასპექტია ცოლ-ქმრული ურთიერთობისთვის _ მაგალითად, ცოლის მთვარე, რომელიც ქმრის ჰოროსკოპის II სახლში ხვდება, მის საარსებო გარემოს მზრუნველობით აღავსებს და მეტად კომფორტულს გახდის. თუმცა აქ ბევრი წყალქვეშა ქვაა. მთვარე არა მარტო მზრუნველია, არამედ მომხმარებელიც და აქ მისთვის საკმაოდ დიდი რესეურსია ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, რომ ამ სინასტრიული ასპექტის მოქმედება ვერ აღიქმება პარტნიორების მიერ. „ვერ აღიქმება“ მაშასადამე თითქმის ვერ იმართება.
ჩემი პარტნიორის ცდუნება, მოცემულ შემთხვევაში, იმაში მდგომარეობს, რომ თავის მხარეზე მიმიმხროს, ასე ვთქვათ, ნდობაში შემოვიდეს (და ის ინსტინქტურად გრძნობს, როგორ გააკეთოს ეს), რის შემდეგაც სრულიად ეგოისტურად მოიხმარს ჩემს ენერგეტიკულ თუ მატერიალურ რესურსებს. თუ გარკვეულ მომენტში წინააღმდეგობის გაწევას დავიწყებ, ის არასიტყვიერი საშუალებებით (მიმიკით, ინტონაციით, ასე განსაჯეთ, დგომის პოზითაც კი) დანაშაულის გრძნობას განმივითარებს მის მიმართ გამოხატული სრულიად არაეთიკური, არაკორექტული და ღიად ულმობელი ქცეების გამო.
მეორეს მხრივ, მე საკუთარი ეთიკური ღირებულებების გადაფასების სერიოზული ცდუნების წინაშე ვდგავარ, ერთადერთი მიზნით _ პარტნიორის უმდაბლესს საწყისს ვემსახურო. მაგალითად, მისი მთვარე, განსაკუთრებით თუ ძლიერია, შეეცდება ჩემს ერთადერთ ფასეულობად საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობა აქციოს ან მთელი ჩემი ძალისხმევა თავისა ახირებების ასრულებას მოახმაროს, რასაც მე თითქმის ვერ გავაცნობიერებ.
განვითარების დონიდან გამომდინარე, ჩემს პარტნიორს ძალიან გააბედნიერებს ჩემი სიმდიდრე ან/და მაღალზნეობრივი ფასეულობები.
ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”