ეს ძალიან მრავლისმომცემი, პერსპექტიული, თუმცა კი ურთულესი ასპექტია გულწრფელი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. ნეპტუნი ამახინჯებს რეალობას ჩვენს შორის, მაგრამ ამას ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვის სხვასხვანაირად აკეთებს. აქ ბევრია დამოკიდებული ნეპტუნის ასპექტებზე მის ნათალურ რუკაში და ჩემი I სახლის ნათალურ ასპექტებზე. მაგალითად, ჩემი დაზიანებული I სახლი ნიშნავს, ჩემს თითქმის ყოველთვის ნეგატიურ რეაქციებს: მე ამ პარტნიორის ძალიან ცუდად მესმის და მის დამოკიდებულებას ჩემდამი ყოველთვის ყველაზე უარეს ინტერპრეტაციას ვაძლევ. ჩემი ყველა მცდელობა გულწრფელად ავუხსნა საკუთარი პოზიცია ან მდგომარეობა მას ან სრულ ექსტაზში მოიყვანს (ჰარმონიული ნათალური ნეპტუნით), ან სრულ დაბნეულობაში (დაზიანებული ნათალური ნეპტუნით), მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რომ ჩემი თვითგამოხატვის სწორად გაგება ისწავლოს. და კითხვა, გულწრფელი ვარ თუ არა მე ამ დროს, მისთვის ხშირად გახდება დაბრკოლების ქვა.
ეს ასპექტი, განსაკუთრებით თუ ნეპტუნი და I სახლი ჰარმონიულია, ძლიერ ცდუნებას იძლევა ბედისწერის ნებასურვილის დინებას დავყვეთ. ანუ ურთიერთობა კი არ ავაწყოთ, არამედ მხოლოდ იმ ნათელი მომენტებით დავტკბეთ, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში უხვად იქნება და ყველა ხინჯს საოცრად მომხიბვლელი ბურუსით შემოსავს. მით უმეტეს, რომ წინააღმდეგობების გარკვევა ძალიან მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს.
ეს გზა კი ურთიერმოტყუების სქელ ქსელში გაგვხვევს, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო თვალსაჩინო გახდება (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), როდესაც ნეტარების საერთო მედიტაცია და ბედნიერი წუთები თანდათან შემცირდება და თავად მედიტაციაც კი საკმაოდ გაუხეშდება.
საერთოდ, დაბალ დონეზე, ეს „შავი მასწავლებლის“ ასპექტია: ორივე ჩვენგანი პარტნიორის მოტყუების მუდმივ ცდუნებას განვიცდით. მხოლოდ ის ზედაპირულად მატყუებს; აი, მე _ სიღრმისეულად.
ავესალომ პადვოდნი