სინასტრიული ნეპტუნი (და პლუტონი) პარტნიორს „შავი მასწავლებლის“ როლს ანიჭებს ჩემთან მიმართებაში, თუმცა ამას სხვადასხგვარად აკეთებენ, შეიძლება ითქვას, საწინააღმდეგო მეთოდითაც. სინასტრიული ნეპტუნის გავლენა საკმაოდ რთული შესამჩნევია: როდესაც პარტნიორი ჩემს მოტყუებას, ცბიერ თამაშს თუ რებუსებით საუბარს იწყებს, ხშირად ვერც ვამჩნევ. მართალია, მოუხელთებელი სიგნალების მეშვეობით ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში ვერ ვხვდები, კონკრეტულად რა. თუ პარტნიორი ბინძურ თამაშს აგრძელებს, მე ისეთი გრძნობა დამეუფლება, რომ მისი ქცევები მაიძულებს საკუთარი ზნეობრივი კოდექსის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედო.
თუ მისი ტყუილი გამოაშკარავდა, მას არაერთი მძიმე წუთი ელის „ურთიერთობის გარკვევის“ პროცესში, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მის დანაშაულის გრძნობას ჩემს წინაშე, რომელიც პირველივე ტყუილიდან უჩნდება.
თუ პარტნიორის ნათაური ნეპტუნი ძლიერია, ის ტყავიდან ამოძვრება და ყველა ცოდვაში მე დამადანაშაულებს. საინტერესო ის არის, რომ ასეთ სიტუაციაში ორივეს გვიჭირს ჭეშმარიტების პოვნა და იმის დადგენა, ვინ არის დამნაშავე ჩვენს კონფლიქტებში, თუმცა მისთვის მაინც უფრო რთულია.
დადებით ვარიანტში, პარტნიორს, მედიტაციის მეშვეობით, შეუძლია ღვთაებრივი სინათლე და წყალობა მომფინოს, რასაც მე პირდაპირ ვერ აღვიქვამ. უფრო მომეჩვენება, რომ ჩემი გარემო „განათდა“ და გაკეთილშობილდა.
ზოგადად, ეს ასპექტი ორივე ჩვენგანს თანაბრად გვაცდუნებს, როდესაც არაეთიკური ქცევებისკენ გვიბიძგებს და საეჭვო შემცველობის ჯილდოებს გვპირდება.
ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”