სინასტრიული სატურნი V სახლში

სინასტრიული სატურნი V სახლში

თავისუფლებისთვის არ იბრძვიან.  ის მხოლოდ ზეციური წყალობა შეიძლება იყოს

ამ პარტნიორს მე ისეთ როლებს შევთავაზებ, რომელიც მის პატივმოყვარეობას ეპირფერება: ჩემი ბრალმდებლის, ორგანიზატორის, განმცხდებლის, სწორ გზაზე დამყენებლის, ბრძენის და კარმის ექსპერტის, რომელსაც რთულ სიტუაციებში მივმართავ. დიდი ალბათობით, თავიდან ის ამ ანკესზე არათუ წამოეგება, ჩემს თამაშს ძალიან სერიოზულადაც მიიღებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი სატურნი ძლიერია. აი, უკვე სიუჟეტში ჩართულს, ძალიან გაუჭირდება მისი დატოვება, მაშინაც კი, როდესაც ეს თამაში ძალიან უსიამოვნოდ და რაც მთავარია, უმადურად შემოუტრიალდება. მისთვის ბოროტების აბსოლუტური მინიმუმი იმის აღმოჩენა გახდება,  რომ მე მისი ბრძნული მითითებებს კეთილსინდისიერებაზე, თვითშეზღუდვასა და ასკეტიზმზე ყურებს მიღმა ვატარებს. მე ხომ იმასაც ჩემს დამსახურებად ვთვლი, რომ მოთმინებით ვისმენ მის შეგონებებს. თითქოს ამით ჩემი სინდისის და ვალდებულების ხმას ვაჩუმებ: „აი, ხედავთ, მე რატომღა უნდა გისმინოთ, როდესაც პარტნიორმა ყველაფერი თქვა?!“, და ისინი ჩუმდებიან… მე კი ჩემს ცხოვრებას ვაგრძელებ, თითქოს არაფერი მომხდარა.

შესაბამისად, პარტნიორისთვის განკუთვნილი ბრძენის როლი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ჩემთვის კი ის უფრო ჯუჯღუნა მუდოა; უარეს ვარიანტში _ განტევების ვაცი, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ნაწყენი, იმედგაცრუებული, ფრუსტრირებული ვიქნები, შემიძლია მთელი ჩემი გაღიზიანება მასზე გადავიტანო. განა ის არ მასწავლიდა ცხოვრებას?! თუ პარტნიორი თავდაცვას შეეცდება და გაოგნებული ამიხსნის, რომ მე ფაქტობრივად არასდროს მივსდევდი მის რჩევა-დარიგებებს, ყოველთვის შემიძლია რკინის არგუმენტი დავუპირისპირო: „უკეთესად რომ გესმოდეს ჩემი მდგომარეობის, უფრო რეალისტურ რჩევებს მომცემდი!“

მეორეს მხრივ, თუ  ფსიქოლოგიურ თამაშებს შევწყვეტ, ამ პარტნიორს შეუძლია დიდი დამხარება აღმომიჩინოს. პირველ რიგში, როლის სიღრმისეულად დამუშავებასა და სრულყოფილებაში, როდესაც მაიძულებს ჩემს როლებს უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდო. თუმცა მისთვის ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან  ჩემს სათამაშო სიტუაციებს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს და დიდ შეცდომასაც უშვებს, როდესაც ჩემი როლების ჩემს არსებაზე პროექციას ცდილობს.

სატუნის უმთავრესი პრინციპი შეზღუდვაა და პლანეტა სწორედ ამგვარი სუპრესიული გავლენით ხასიათდება  სახლზე. შესაძლოა, ეს ყველაზე მხიარული რომანი არ იყოს, თუმცა უდაოდ, ზრდასრულობითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ამ კვეთაში, სახლს უფრო უჭირს, რადგან სატურნს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს, როდესაც საქმე გართობას ეხება. შესაძლოა სატურნს წინა ქორწინებიდან/ურთიერთობიდან შვილი ჰყავდეს.

 

მომზადებული ავესალომ პადვოდნისა და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top