სინასტრიული სატურნი IV სახლში

სინასტრიული სატურნი IV სახლში

„ადამიანი ეპოქას იმაზე მეტს ვერ ეტყვის, ვიდრე ეპოქა ეუბნება მას“

ეს ადამიანი იმისთვის არის გამოგზავნილი, რომ უკეთესად გამაგებინოს საკუთარი ცხოვრებისეული წესრიგი, რელიგიურობის ხასიათი და არსებობის ფუნდამენტი. ვინაიდან ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია, რომელშიც ვერც ერთი სულიერი მარტივად ვერ ერკვევა, ჩვენი ურთიერთობაც უბრალოდ ვერ წარიმართება უპრობლემოდ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც. ჩემი ნდობისა და სიყვარულის მოპოვების გზაზე, ჩემი პარტნიორი არაერთ წინააღმდეგობას შეეჯახება. გულწრფელად რომ ვთქვა, მე თვითონაც გამიჭირდება იმის ახსნა, რატომ ვიყინები ერთ ადგილზე მისი თანდასწრებით, როდესაც გარემო მოდუნებას მოითხოვს, მაგალითად, ჩემს საკუთარ სახლში. ასეთ სიტუაციებში პარტნიორი ძალიან სერიოზული ხდება თუმცა მოცემულ შემთხვევაში  სერიოზული მოტივები მისთვის საკმარისი არ არის. მას ჩემი შინაგანი (და ობიექტური) გარემოებების გაგებაც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი დოგმატიზმის  და არაკომპეტენტურობის პროეცირებას დაიწყებს ჩემზე ისეთ დელიკატურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ოჯახური ცხოვრება ან საერთო დამოკიდებულება ყოფის მიმართ. საქმე ის არის, მე მისი მხრიდან დაშვებულ ოდნავ უზუსტობასაც კი სიუხეშედ და უტაქტობად აღვიქვამ და გავიბუტები, ან საერთოდ აბსტრაქტულ თემებზე გადავიტან საუბარს. უმეტესად კი ვეცდები მსგავს ურთიერთქმედებებს თავი ავარიდო, რადგან გამოცდილებით მალე ჩავიბეჭდავ თავში, რომ როდესაც ეს პარტნიორი ჩემს ვალდებულებებზე მესაუბრება, ჩემი ოჯახის თუ საკუთარი თავის მიმართ, ჯობია ინტერიერის ავეჯად აღვიქვა… რომელიც გვარიანად გაიცვითა და დროა, გამოვცვალო.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top