სირთულეები და მათი გადაწყვეტა პლანეტების მიხედვით

სირთულეები და მათი გადაწყვეტა პლანეტების მიხედვით

სირთულეების ხანგრძლივი პერიოდები რამდენიმე პლანეტის გავლენით ყალიბდება: იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. თითოეული პლანეტა სირთულეების სხვადასხვა ვარიანტს ქმნის. პროგნოზირების ასტროლოგია მსგავსი პერიოდების მინიმალური დანაკარგებით გავლისთვის წინასწარ მომზადების საშუალებას გვაძლევს.

სტატიაში აღწერილია პლანეტის ტრანზიტული (ამჟამინდელი) მდებარეობის მიხედვით შექმნილი სირთულეები. თუ პროგნოზირებაში კარგად ვერ ერკვევით, პრობლემის „ტიპის“ ამოცნობით შეგვიძლია გავლენის მქონე პლანეტა და მისი გადაჭრის საშუალებები გავიგოთ.

 

იუპიტერის შექმნილი პრობლემები

როგორც წესი, ეს სიტუაციები მტკივნეულად ეხება საკუთარი თავისადმი სიყვარულს. სამსახურში კოლეგებისა და უფროსების თვალში ავტორიტეტი ეცემა, რთულია ხელსაყრელი წინადადებების პოვნა და თუ მაინც გამოჩნდება – ცხვირწინ „აცლიან“ ან კარგავს.

ინდივიდი სირთულეებს აწყდება მოქმედების სფეროს ან ზოგადად ბიზნესის გაფართოებაში, ხელშეკრულებები წყდება, პარტნიორების მხრიდან კი ნდობა იკლებს.

პირად ცხოვრებაში – არსებული ურთიერთობით უკმაყოფილება, უკეთესის ან უფრო მეტის ქონის სურვილი აქვს, ხარისხის ნაცვლად რაოდენობის მიხედვით არჩევის ტენდენციაა.

უარყოფითი ასპექტების მქონე იუპიტერი სწავლას უსაფუძვლოს, რთულს ხდის. აიძულებს ცოდნა მოიპოვოს „ზემოდან“, არსის გაგებას რთულად ახერხებს. სირთულეები ხვდება პროექტების განხორციელებაში, რეკლამას უაზროს ხდის, ხელსაყრელი კონტაქტების დამყარების შანსს ხელიდან უშვებს, ზოგჯერ კი სასამართლო პროცესამდეც მიდის საქმე.

იუპიტერის მიერ შექმნილი პრობლემები, სამი კვირიდან სამ თვემდე გრძელდება. მასთან გასამკლავებლად, ეცადეთ უარი თქვათ ახალ იდეებსა და სურვილებზე, მათ განხორციელებაზე, კარგად ნაცნობი სფეროები, საკითხები და ადამიანები ამოირჩიეთ. ცოდნის, ბიზნესის, გავლენის სფეროს გაფართოების ნაცვლად, ორიენტირდით მათ გაღრმავებაზე. ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც ახლოსაა და არა შორს მყოფ ადამიანებს, პარტნიორებს, მეგობრებს ან შორეულ ნათესავებს. ეცადეთ სასამართლო პროცესები თავიდან აირიდოთ.

სატურნის შექმნილი პრობლემები

სატურნის პრობლემები ჩვენთვის ნაცნობია „ჩიხის შემქმნელი პრობლემების“ სახით, როდესაც წინ ვერ ვახერხებთ წასვლას. როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, რისი მიღწევაც არ უნდა სურდეს – თითოეული ნაბიჯის გადადგმა რთულად ხერხდება, გზაზე კი დაბრკოლებები წარმოიქმნება.

ამ პერიოდში ახალი სამსახურის პოვნა რთულად ან საერთოდ ვერ ხერხება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძველი სამუშაოდან წამოსვლა ან უფროსების მხრიდან შარიანობას აწყდებოდეს. ბიზნესი წინ არ მიდის, ახალი კლიენტები არ ჩანს, მუდმივად განიცდის სტაგნაციას. ადამიანს ბევრი მუშაობა უწევს, მაგრამ სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება – მცირეა.

სწავლაში ლექციების გადავსებისა და მასწავლებელთა მხრიდან ლოიალურობის დაკარგვის პერიოდია.

პირად ცხოვრებაში ძველ მეგობრებთან კამათი, ურთიერთობების გართულება, განცალკევება და მარტობაა დამახასიათებელი.

სატურნის შექმნილი პრობლემები, ჩვეულებრივ, 8-9 თვე გრძელდება. მათი თავიდან არიდება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა დანაკარგების შემცირებაზე მუშაობა შესაძლებელია. ეცადეთ იყოთ მეტად ეკონომიური, მსხვილ დანახარჯებს მოერიდეთ, განსაკუთრებით თუ ფუფუნების საგნებია. დროებით თავი შეიკავეთ უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვისგან. ბიზნესში ან სამსახურში ძალისხმევა მიმართეთ საკუთარი მდგომარეობის სტაბილურობისკენ და არა წინ წასასვლელად (გაფართოებაზე ან დაწინაურებაზე). ყურადღება დაუთმეთ ასაკოვან ნათესავებსა და ნაცნობებს, დაეხმარეთ და მათი რჩევები გაანალიზეთ. თუ გეჩვენებათ, რომ ცხოვრებაში მთავარი ფულია, ამ პოზიციაზე პირად ურთიერთობას ნუ ააგებთ – ურთიერთობა დასაწყისშივე დასრულდება.

 

ურანის შექმნილი პრობლემები

ამ ტიპის უსიამოვნებები და პრობლემები ყოველთვის მოულოდნელად ჩნდება. თითქოს ყველაფერი კარგადაა და უცებ ფუჭდება. მაგალითად: დაპირებული ბონუსის მოცემაზე მოულოდნელად უარი განაცხადეს; ან ერთ-ერთმა მუდმივმა პარტნიორმა მოულოდნელად კონტრაქტი გაწყვიტა.

ფინანსების სფეროში – მოულოდნელი გასავლები და დანაკარგია. სამუშაოზე – ხელფასის მოულოდნელი შემცირება;

პირად ცხოვრებაში – პარტნიორთან ურთიერთობის დასრულება ან მცირეხნიანი ურთიერთობა არაფრით სრულდება (წყდება). ხშირად ადამიანს საცხოვრებლის შეცვლის სურვილი უჩნდება, რის შედეგადაც გარემო, ახლობლებთან, მეგობრებთან კონტაქტების ცვლაც ხდება. არასტაბილურობის, არამუდმივობის განცდა, დაუფიქრებლად გარისკვის სურვილი – აი, „ურანული“ პერიოდის განწყობა.

ურანის პერიოდი საკმაოდ დიდია და საშუალოდ ორნახევარი წელი გრძელდება. თუ გრძნობთ, რომ სწორედ ასეთ პერიოდში მოხვდით, შეამცირეთ ექსპერიმენტების ჩატარებისა და გარისკვის სურვილი. ეცადეთ არ შეიცვალოთ სამუშაო გარემო, კარგად ნაცნობი სფეროდან სხვაგან არ წახვიდეთ. თუ სიახლეების სურვილი გაქვთ, შეცვლის ნაცვლად დამატებითი სასურველი სამუშაო გამონახეთ. ეცადეთ ბიზნესი მანამდე არ წამოიწყოთ, სანამ ყველა შესაძლო ხარჯს არ გამოითვლით. პირად ურთიერთობებში ახალი ინტერესების ძიებას მოერიდეთ, თუ არსებული ურთიერთობების საბოლოოდ გაფუჭება არ გსურთ. თუ ამ პერიოდში რამის ან ვინმეს „შეკავება“ არ გამოგდით – უკეთესია სხვებს თავისუფალი არჩევანის უფლება, ხოლო საკუთარ თავს – თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მისცეთ.

 

ნეპტუნის შექმნილი პრობლემები

ნეპტუნი ილუზიების, ტყუილის, გაურკვევლობის პლანეტად ითვლება. მის მიერ შექმნილი პრობლემები ყოველთვის უკავშირდება გაუგებარ, ჩახლართულ სიტუაციებს, გაურკვეველ მიზეზებს, ტყუილს.

საქმიან ურთიერთობებში ბიზნეს-პარტნიორისგან მოტყუების, შეუსრულებელი ვალდებულებების პერიოდია. მიმართულების არჩევა რთულად ხდება, რადგან წინასწარ ვერ ვიგებთ რა მოიტანს მოგებას და რა – დანაკარგს. „ნეპტუნის პერიოდში“ ყველას მხრიდან მოტყუების, დანაპირების შეუსრულებლობის განცდა გვაქვს. მთლიანობაში, თაღლითების გავლენის ქვეშ მოქცევის შანსი იზრდება.

პირად ურთიერთობებში ტყუილისა და იმედგაცრუების პერიოდია. ოჯახური სიმყუდროვე ნაკლებად გვახარებს, რომანტიული ურთიერთობის სურვილი გვაქვს ან დეპრესიაში ვართ.

ნეპტუნის გავლენის პერიოდი 2-3 წელია, რაც შეუმჩნევლად არ ჩაივლის. მთავარი – ოპტიმიზმისა და ჯანსაღი რაციონალიზმის გამოვლენაა. ეცადეთ ნაკლებად დათანხმდეთ საეჭვო შემოთავაზებებს, უცნობ ადამიანებს ნაკლებად ენდეთ. უარყოფითი განწყობის ხანგრძლივად აღმოცენებას ხელი შეუშალეთ. ყურადღებით აარჩიეთ მასწავლებლები და სულიერი პრაქტიკის სფერო – ნაკლებად იქონიეთ კონტაქტი სხვადასხვა სექტასთან. და კიდევ – უცხოეთში მოგზაურობა სიამოვნებას ნაკლებად მოიტანს. უკეთესია დაისვენოთ და იმუშაოთ თქვენთვის ნაცნობ ადგილებსა და სახლში.

პლუტონის შექმნილი პრობლემები

პლუტონის შექმნილ სირთულეებს პრობლემებსაც ვერ ვუწოდებთ. ჩვეულებრივ, ესაა ცხოვრებისეული მიმართულების საფუძვლიანად შეცვლის სიტუაციები. ეს შეიძლება იყოს: სხვაგან გადასვლა, საქმიანობის სფეროს ცვლა, ბავშვის დაბადება, ქორწინება ან განქორწინება.

პლუტონისეული სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაში  სიახლის შემომტანი და სტრესულია (სტრესი შეიძლება გვქონდეს მკვეთრად დადებითი ან უარყოფითი მოვლენებისგან).

პლუტონის გავლენის პერიოდში სამუშაოს ვტოვებთ, სადაც დიდხანს ვიმუშავეთ, საქმიან სფეროს ვიცვლით, ოჯახიდან მივდივართ (ან პირიქით);

ამ პერიოდში ინგრევა და ახალი წარმოიქმნება (მართალია, დიდი ფიზიკური და მორალური დანაკარგების შედეგად). ურთიერთობების გაწყვეტა ხდება, თუმცა უმეტესად ეს აღიქმება როგორც განმათავისუფლებელი. პლუტონისეული პერიოდი ესაა ღია კონკურენციისა და ძალაუფლების გამო ბრძოლის პერიოდი (როგორც ჯგუფებში, ასევე ოჯახში).

პლუტონი – შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის (არსებობის) ტრანსფორმაციაა. ტრანსფორმაცია კი სწრაფად არ ხდება, ამიტომ პლუტონთან დაკავშირებული სირთულეების გადაწყვეტას  2-3 წელზე ნაკლები არ უნდება. იმისთვის, რომ ცვლილება შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ, ნუ შეხედავთ ახალ ცხოვრებას ძველის მსგავსად (აღმოაჩინეთ ცვლილებები და რამ გამოიწვია ისინი). თუ ბიზნესის შენარჩუნება გინდათ – მოერიდეთ კრედიტის აღებას, მსხვილი ინვესტიციების ჩადებას, ეცადეთ არ აიღოთ და გასცეთ ვალი. სახელმწიფო და შემმოქმებელ ორგანიზაციებთან კამათს მოერიდეთ. თუ სამუშაოს დაკარგვა არ გსურთ –  ახალი ეძებეთ შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ უფროსებსა და კოლეგებთან კონფლიქტის გარეშე. თუ ურთიერთობის შეწყვეტა არ გსურთ – ძირეულად შეცვალეთ რამე (თავად ურთიერთობაში); მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდით; რასაც აღარ იყენებთ – ძველი საგნები, ტანსაცმელი მოიშორეთ.

წყარო: www.liveinternet.ru


About Tamta

Scroll To Top