ტრანზიტული მთვარე მორიელში

ტრანზიტული მთვარე მორიელში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მორიელში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მორიელის ნიშანს გადის.

დადებითი კუთხით: ინტუიცია, სიმამაცე, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედების უნარი, გაძლიერებული ენერგეტიკული პოტენციალი და ენერგია; მაგნეტიზმი და სექსუალური მიზიდულობა.

უარყოფითი კუთხით: აგრესიულობა, კონფლიქტურობა, ეჭვიანობა,

მთვარის ამ მდებარეობას ასტროლოგები „ცოფიან მთვარეს“ უწოდებენ, ის ადამიანებს უკიდურესობებისკენ უბიძგებს, სამყაროს აღქმა ხდება შავ-თეთრ ფერებში, არის გაძლიერებული ემოციურობის ტენდენცია, დაუკმაყოფილებლობის განცდით შეზავებული, ამავე დროს ძლიერდება ინტუიცია და გამოძიების, გამოკვლევის სურვილი – იოლია საიდუმლოებების ამოხსნა და დაკარგული ნივთების პოვნა, კარგი დროა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის.

ხელსაყრელი პერიოდია უჩვეულო (ექსტრასენსორული) უნარების გამოყენება-გავარჯიშებისთვის, შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობის დაწყებისთვის, რაც  ენთუზიაზმს და დიდ ენერგიას მოითხოვს. ცეცხლთან და მეტალთან დაკავშირებული საქმიანობისთვის ადამიანებს ისეთი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლიათ, რისი მოგვარებაც ადრე არ გამოსდიოდათ, კარგია ორიგინალური ექსპერიმენტების ჩატარება, შეუძლიათ იმუშაონ და იფიქრონ ისეთ თემებზე როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, სულის გადასახლება, არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტები და ა.შ. ამ დღეებში ადვილად ვლინდება ფარული ნიჭი.

მოერიდეთ ეჭვიანობას, აგრესიის გამოვლენას, კონფლიქტებს, ყველაფრის გასაიდუმლოებას (თუმცა ნურც საკუთარ გეგმებს გაამჟღავნებთ).

იყავით ძლიერი, აქტიური, გადაწყვეტილების მიღების ნუ შეგეშინდებათ.

გაძლიერებული ემოციური რეაქციები სწორი გზის დანახვაში ხელს გვიშლის.

მაღალია კონფლიქტების, დანაშაულის ჩადენის ალბათობა.

უფრო მეტად წარმატებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში, უშიშროებაში, ოფიციალურ სტრუქტურებში მსახურობენ. ასევე, ინვესტორებისთვის, ქირურგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებისთვის.

სიყვარული: ვნებიანობა და სექსუალური ენერგია მომატებულია. შესაძლოა როგორც სიხარულის, ასევე ტკივილის მოტანა. ზოგადად, ვენერიული დაავადებების გადადების რისკი მაღალია. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს ნარჩუნდება, მისი დანგრევა რთულია. თუმცა, პარტნიორები ერთმანეთის პროვოცირებისკენ მიდრეკილები არიან. მოერიდეთ ეჭვიანობას, პარტნიორის შეზღუდვას.

ფინანსები: დღეს მამაც და რისკიან ადამიანებს უმართლებთ. დიდი თანხის ან მოულოდნელი მიღება ან დაკარგვაა მოსალოდნელი. წარმატებულია ისეთი საყიდლებისთვის, რომლებიც ეზოთერულ ლიტერატურას, სექსს, საბრძოლო ატრიბუტიკას უკავშირდება.

კვება: მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას

ჯანმრთელობა: ეს პერიოდი ხელს უწყობს პოტენციალის კომპლექსურ თერაპიას, აღდგენას. ეფექტურია ღრმა მასაჟი, გამახურებელი ეფექტით კუნთებსა და ქსოვილებზე, განსაკუთრებით წყლის სტიქიის წარმომადგენელთათვის. სასურველი  არ არის კონტრაცეპტივების მიღების დაწყება, გინეკოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევები. ასეთ დღეებში განსაკუთრებით მოერიდეთ რეპროდუქციულ სისტემაზე სხვადასხვა სახის ოპერაციებს.

არასასურველია: მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ბინის გადაცვლა, ახალი თანამდებობის დაკავება, სასამართლოში დავების დაწყება, ახალი კანონების მიღება-შემუშავება (განსაკუთრებით ფინანსური, ვაჭრობის, სახელმწიფო უსაფრთოებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში).

რეკომენდებულია: თვითანალიზი, თვითჩაღრმავება, ეზოთერული საკითხების გაცნობა, სულიერ საკითხებზე ფიქრი, საუბარი, სწავლა, ინფორმაციის მოპოვება, სალექციო-პედაგოგიური საქმიანობა, ახალი ტექნიკის გამოცდა, სიახლეების დანერგვა, მემკვიდრეობის საქმეების მოგვარება, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი საქმიანობა, ფიზიკური ვარჯიში.

 

 

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში

ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.

ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და  სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:

როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.

მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი  ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც  მდებარეობს  მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.

მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.

სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის

I სახლში

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.

 

II სახლში

მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.

 

III სახლში

გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.

 

IV სახლში

მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან  დაკავშირებული საქმეები.  ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.

 

V სახლში

ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.

 

VI სახლში

სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.

 

VII სახლში

ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან  დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.

 

VIII სახლში

მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.

 

IX სახლში

ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.

 

X სახლში

მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.

 

XI სახლში

გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.

 

XII სახლში

ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top