ტრანზიტული მთვარე სასწორში

ტრანზიტული მთვარე სასწორში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე სასწორში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე სასწორის ნიშანს გადის.

დადებითი კუთხით: დიპლომატიურობა, ჰარმონიისა და სამართლიანობისკენ მიდრეკილება, სამყაროს სიყვარულის, სილამაზის აღქმის მატება. მოწონების სურვილი

უარყოფითი კუთხით: მერყეობა, პასიურობა, უინიციატივობა, გადაუწყვეტელობა, კამათისგან გაქცევისკენ მიდრეკილება.

მეტი ყურადღება ექცევა ელეგანტურობას, პროპორციებს, გარეგნულ სილამაზეს, სოციალური ნორმების დაცვას.

არასასიამოვნო განცდას იწვევს უხეშობის, დისჰარმონიის ყველანაირი გამოვლინება. ამ პერიოდში ადამიანები განწყობილი არიან  ცხოვრებით ტკბობისკენ, განსაკუთრებით სასიამოვნოა გასტრონომიული სურვილების დაკმაყოფილება. გამძაფრებულია სილამაზის აღქმა.

ხელსაყრელი პერიოდია საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის, ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველანაირი საქმიანობისთვის, სასულიერო პირებთან ურთიერთობებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. წარმატებული იქნება  ისეთი საქმის წამოწყება, რაც სწრაფად უნდა დასრულდეს.

სამართლიანობა და პრინციპები დაიცავით. საზოგადოებრივი საქმიანობებით დაკავდით.

გამოიყენეთ ეს დრო სასიყვარულო, მეგობრული და ნათესაური კავშირების განმტკიცებისთვის.

უფრო მეტად წარმატებული იქნება იურისტებისთვის, სამართალდამცავ ორგანოების თანამშრომლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელტა საქმიანობაც საზოგადოებას უკავშირდება.

სიყვარული: ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დღეა. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. კარგია ქორწინება. მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორს, გარეგნულ მხარეს, სინაზის, სამართლიანობის გამოჩენას. კარგია საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების გასაკეთებლად. მოერიდეთ ვულგარულობის გამოვლენას, უხეშობას. ჰარმონია და სისუფთავე შეინარჩუნეთ. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა რომანტიული და ჰარმონიული იქნება. თუმცა პარტნიორებს უხეშობისა და სისასტიკის გამოჩენა პრობლემებს შეუქმნით.

ფინანსები: შესაძლებელია ფინანსური წარმატების მიღწევა. კარგია შეთანხმებებისთვის, კომფორტისთვის აუცილებელი საგნების საყიდლად.

კვება: სასურველია ხილისა და უმი ბოსტნეულის მიღება, სითხეების შემცირება. სასმელად უკეთესია მინერალური წყალი ან მცენარეული ნაყენი.

ჯანმრთელობა:  კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურებისთვის, მასაჟისთვის. მთავარია ენერგეტიკული ბალანსი დაიცვათ. არ არის სასურველი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (საუნა, აბანო), მოუფრთხილდით სისხლ-ძარღვებს და ნუ დატვირთავთ ქვედა კიდურებს. თირკმელები სუსტდება, ამიტომ ნუ გადატვირთავთ, ასევე სუსტდება ენდოკრინული სისტემა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, განსაკუთრებით პანკრეასი. მთვარის სასწორში ყოფნის პერიოდში ამ ორგანოებზე ოპერაციის ჩატარება რეკომენდებული არაა.

არასასურველია: მსხვილმაშტაბიანი კომერციული საქმიანობები, უძრავი ქონების, ცოცხალი საქონლის ან მეტალის ნაკეთობების ბიზნესის სფეროში მოქმედებები.  ფრთხილად იყავით მჭრელ, მახვილ საგნებთან, მძლავრ, უხეშ ტექნიკასა და რთულ მექანიზმებთან.

რეკომენდებულია: სტუმრების მიღება, ახალი ნაცნობობის დამყარება, აღიარება და ავტორიტეტის მოხვეჭა, ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმება;  კულტურული ღონისძიებების ჩატარება. აქტიური დასვენება, ხანმოკლე ლაშქრობა – ექსკურსიების მოწყობა,

 

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში

ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.

ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური( დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და  სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:

როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.

მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი  ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც  მდებარეობს  მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.

მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.

სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის

I სახლში

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.

 

II სახლში

მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.

 

III სახლში

გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.

 

IV სახლში

მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან  დაკავშირებული საქმეები.  ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.

 

V სახლში

ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.

 

VI სახლში

სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.

 

VII სახლში

ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან  დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.

 

VIII სახლში

მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.

 

IX სახლში

ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.

 

X სახლში

მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.

 

XI სახლში

გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.

 

XII სახლში

ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Tamta

Scroll To Top