ტყუპები და მშვილდოსანი

ტყუპები და მშვილდოსანი

ორნი კი არა,ოთხნი არიან!

მშვილდოსნები,რომლებიც მუდამ თვალთმაქცობასა და სიყალბეს უმიზნებენ,ყოველთვის ხმაურიანები არ არიან. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მორიდებულია. მაგრამ პონებიც კი ხანდახან საქმეში მუშტებს რთავენ,რომ საკუთარი შეხედულება და სამართლიანობა დაიცვან. ისინი  მკვეთრი პირდაპირობითაც საუბრობენ,როდესაც საკუთარ აზრებს გამოხატავენ,მაგრამ ყველა მშვილდოსანი,მორცხვია თუ შემტევი,სამყაროს მართალი თვალებით უყურებს. მე ვცდილობ აგიხსნათ,რომ მშვილდოსანი დუალისტური ნიშანია_ნახევრად ადამიანი,ნახევრად ცხენი. არსებობს ორი ტიპის მშვილდოსანი: ვინც ადამიანურ ნახევარს ჰგავს და ისინი,ვინც კენტავრის ცხოველურ ნახევარს უკეთესად ავლენენ. პირადად მე ორივე ტიპის წარმომადგენლებს შევხვედრივარ.

თქვენ ხომ გახსოვთ,რომ ტყუპებიც დუალისტური ნიშანია(როდესაც საქმე მათ პიროვნებას ეხება)? მაგრამ მისი შემადგენლობა უთვალავია! რამე აზრი ხომ არ გაქვთ,როგორ გადავჭრათ მათი ურთიერთობის ამოცანა?

ტყუპები ჰაერია,მშვილდოსანი ცეცხლი და ამ წიგნის დანართიდან თქვენ გაიგებთ,როგორ ერწყმის ეს ორი ელემენტი ერთმანეთს_ხან მშვენივრად,ხანაც დამღუპველად. თუმცა მთლიანობაში კარგად აწყობენ. როგორც ჰაერი ახელებს ცეცხლს,ტყუპებიც ასევე ხშირად უბიძგებს მშვილდოსანს მოქმედებისკენ. თავის მხრივ,მშვილდოსანმა შეიძლება ხანდახან გამოფიტოს ტყუპები,რადგან მართალია,ცეცხლი ჰაერს ათბობს,მაგრამ ჟანგბადს წვავს.

ბუნებრივია,რომ ორივეს ცოტა შურს ერთმანეთის. ტყუპებს სჭირდება მშვილდოსნის მაღალი იდეალები,სულიერი აღტკინებები,სითბო,აღტაცება და გულწრფელობა. მართალია,ტყუპებიც მასზე არანაკლებს მოგზაურობს,მაგრამ მას არ შეუძლია კენტავრივით არამხოლოდ ეძებოს შორეული ვარსკვლავი,მიაგნოს და დაიჭიროს კიდეც. მშვილდოსანიც არანაკლებ ესწრაფვის ტყუპების ცივსისხლინობას,პიროვნულ მომხიბვლელობასა და მის ნიჭს,შეინარჩუნოს სრული სიმშვიდე ყველაზე უსიამოვნო სიტუაციებში; ასევე იმ ვერბალურ ხელოვნებას,რომელსაც ადამიანები ტაქტს ვუწოდებთ. ოპოზიციურ ნიშნებს ორი ვარიანტი აქვთ: თითოეულს შეუძლია მეორეს ხასიათით აღფრთოვანდეს და ეცადოს მიბაძოს,რომ სულიერად განვითარდეს. ან პირიქით,მათ შეიძლება შეიძულონ საპირისპირო ნიშანი და მაშინ მთელი ძალებით შეეცდებიან ერთმანეთის დათრგუნვას.

ორივეს სიმკვეთრე და ბრწყინვალება უფრო მოსწონს,ვიდრე სოლიდურობა და საფუძვლიანობა; მათთვის გამბედაობა და თავხედობა უფრო ნაცნობია,ვიდრე საიმედოობა და მოთმინება. ორივე ჭკვიანია,თუმცა მათი აზრები მოწყვეტილ ვარკვლავებსა და კომეტებს უფრო ჰგვანან,ვიდრე მარადიულ მნათობებს. ის,რასაც ტყუპები და მშვილდოსნები რამდენიმე დღეში ქმნიან,ბრწყინვალეა,მაგრამ პროექტი,რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს,არ გამოუვათ,თუ მათ ჰოროსკოპში  მოთმინებასა და ამტანობაზე მიმანიშნებელი აპექტები არ დაფიქსირდა.  მფარველი პლანეტები კარგი ურთიერთობის დაამყარების საშუალებას აძლევენ ამ ნიშნებს,მაგრამ ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე,რომ ცბიერი მერკური გულწრფელ იუპიტერს მოატყუებს და ეს უკანასკნელი წყენისგან იფეთქებს!

თავად მშვილდოსნები ცდილობენ არასდროს მოიტყუონ. ჭკვიანი და შემტევი(ენით) ტყუპები,რომელიც გულწრფელ მშვილდოსანს ეთამაშება,მოგვიანებით თვითონ ინანებს თავის საქციელს. ძველი ლეგენდების თანახმად,ღმერთებს განსაკუთრებულად უყვართ კენტავრი და ფხიზლად იცავენ იმათგან,ვისაც მათი წყენა სურს. სწორედ ღმერთების სიყვარულია ე.წ. იუპიტერის იღბლიანობის საფუძველი. ჭკვიანებისთვის საკმარისი ითქვა! თუმცა ჭკვიანი „მერკურის ჩიტებიც“ შეიძლება საკუთარ მახეში გაებან,თანაც ზუსტად მაშინ,როდესაც ყველაზე ნაკლებად ელიან ამას.

მერკურისგან ბოძებული ცოცხალი გონება და ორატორობის ნიჭი ხანდახან თაღლითებს,მატყუარებს, არაკეთილსინდისიერ გამყიდვლებსა და პოლიტიკოსებს ერგებათ. თუმცა იგივე თვისებების წყალობით,ტყუპები არაჩვეულებრივი მასწავლებლები,ლიტერატურული გენიოსები,მხატვრები და მუსიკოსები,ნიჭიერი მათემატიკოსები და ბრწყინვალე მეცნიერები ხდებიან. ამ ნიშნის წინააღმდეგობრივი დუალიზმი,ორივე ტყუპისცალს ორივე მხარეს თანაბრად უხმობს: დღისა და ღამის,სიბნელისა და  სინათლის,სიმართლისა და სიცრუისკენ. მსგავს შინაგან ანტაგონიზმს უკლებლივ ყველა ტყუპები განიცდის,რიგითი მოკვდავების ჩათვლით.

ტყუპებთა უმეტესობა ზედმეტად ჭკვიანია და ძალიან უყვართ თავისუფლება იმისთვის,რომ კანონის დარღვევით რისკზე წავიდნენ. მაგრამ არიან ისეთებიც,ვინც საკუთარ გონებას იმისთვის იყენებს,რომ სეიფზე ციფრების საჭირო კომბინაცია გაშიფროს ან ყალბი კუპიურები დაამზადოს. საერთოდ ბოროტმოქმედი ტყუპები უპირატესობას დანაშაულის ხელმძღვანელობას ანიჭებს,შესრულების პასუხისმგებლობას კი სხვებს აკისრებს.

ყველა ტყუპები,ასაკისა და სქესის მიუხედავად,მაღალ სისწრაფეზე მომუშავე ცოცხალ და ბრწყინვალე გონებას ფლობს,თუმცა ზედაპირზე შეიძლება მხოლოდ სიმშვიდე და აუღელვებლობა ჩანდეს. ნუ იმსჯელებთ ტყუპებზე მხოლოდ მისი საუბრის მანერით. ყურადღება მიაქციეთ შედეგებს. როდესაც საქმეს ტყუპები ჰკიდებს ხელს,ყველაფერი სწრაფად კეთდება. გარეგანი სიდინჯე მატყუარააა,მთავარი ყოველთვის შიგთავსია.

სინამდვილეში ბევრი ტყუპები შეგნებულად ირჩევს ასეთ ნიღაბს ადამიანთა მოსატყუებლად: მშვიდ ტყუპისცალს წინ უშვებენ,სწრაფს და მოუხელთებელს თავისთვის იტოვებენ,უკანა პლანზე,იმ სტრატეგიის წარმატებით განსახორცილებელად,რომელზეც ასტროლოგიურად გაუნათლებელ ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ. ყურადღება მიაქციეთ ტყუპების თვალებს. თქვენ ვერასოდეს იხილავთ ტყუპების მშვიდ და ჩამქრალ მზერას. მათი თვალები ყოველთვის ბრდღვიალებს,სწრაფი მზერა მუდამ მოძრაობაშია,აქეთ-იქეთ დარბის და ნებისმიერ სიტუაციაზე მორგება შეუძლია. ტყუპების თვალები ყველაფერს გეტყვიან.

მერკურიელებს და იუპიტერელებს ბევრი რამ აერთიანებთ: მხიარულება,ხალისი და ოპტიმიზმი,თუმცა ტყუპები ბავშვობაშიც არ არის ისეთი გულუბრყვილო,როგორც მშვილდოსანი. მოგვიანებით შეიძლება ორივე ცინიკური გახდეს,თუმცა მათში ყოველთვის ფეთქავს გულწრფელი იმედი. დიახ,მე ვიცი,რომ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებს ვამბობ,მაგრამ ყველა დუალისტური ნიშანი წინააღმდეგობრივია. ორმაგებს ყველაფერი ორმაგად აქვთ,თან არა თანმიმდევრულად,არამედ ერთდროულად.

რაც შეეხება საბრალო მშვილდოსნებს,ისინი ყოველთვის ტყუპებივით დამაჯერებლები არ არიან და ხშირად ეხვევიან უსიამოვნებებში,როდესაც რაიმეს დააბრეხვებენ; მაგალითად,უსიამოვნო სიმართლეს. განა ის,რომ მშვილდოსნებს პიროვნული ხიბლი აკლიათ,უბრალოდ მათი ქარიზმა სწრაფად კარგავს ეფექტს,როდესაც ტაქტის შესახებ ივიწყებენ და თანამოსაუბრეს ყურისმომჭრელი სიტყვებით მიმართავენ. ტყუპებსაც ახასიათებს მსგავსი მკვახე გამოთქმები,მაგრამ ისინი ბრწყინვალედ ფლობენ ისეთ იარაღს,რასაც ქვია სარკაზმი. მშვილდოსანს არ ახასიათებს სარკაზმი,მისი ბასრი ენა რეალობას ეხება,რომლის დანახვაც ბევრს არ სურს. აი,სარკაზმი კი სიმართლის დამახინჯებას მოითხოვს,რომ ის უფრო გასაგები და თვალშისაცემი გახდეს.

შემჩნეულია,რომ არასტანდარტულად მშვიდი ტყუპები და მშვილდოსნებიც კი იშვიათად არიან ჩუმად,როდესაც ერთმანეთს ხვდებიან. მშვილდოსანს ძალიან უყვარს  მოულოდნელი გამოხტომით ტყუპების მჭევრმეტყველების პროვოცირება. მაგრამ მას შემდეგ,რაც საუბარზე გამოიწვევს,ერთმანეთის აღარ ესმით. თითქოს უსმენენ,მაგრამ თითოეული ელოდება,როდის დაასრულებს საუბარს მეორე,რომ თავად საპირისპირო აზრი გამოთქვას.

მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება შეიძლება ისეთი ხმაურიანი გახდეს,მიუკერძოებელი მსაჯულიც დასჭირდეთ. ან ერთერთი მათგანი სრულიად დაიმორჩილებს მეორეს,რომელსაც ასეთი დათრგუნვის მერე ერთადერთი სურვილი ექნება_თავისუფლება. სხვა სიტყვებით,დაჩაგრული მხარე ყველანაირად ეცდება გაეცალოს მჩაგვრელს,ხშირად სამუდამოდ.

ტყუპები უფრო ხშირად იღებენ ემოციურ დარტყმებს,თუმცა ჭრილობებს ცივი მოწყენილობისა და მიუკერძოებლობის ნიღბით მალავენ. ხანდახან ცდილობენ მშვილდოსანთა ცნობიერებას ცუდად შეეხონ,რაც ხშირად იწვევს ინტელექტუალურ დათრგუნულობას იუპიტერის ფავორიტებში.

თუ ეს ორნი(ან ოთხნი) კეთილგანწყობილნი არიან,რასაც ჰარმონიული სინასტრიული რუკა უწყობს ხელს,ისინი მოახერხებენ იმ განსაკუთრებული ენის გამონახვას,რომლის დახმარებითაც ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში დაეხმარებიან.

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი

                                                                                                                       

 მას უყვარდა მრავალფეროვნება  და სპორტი,

რომელიც სრულიად იპყრობდა…

თუმცა ხანდახან ერთ წუთში ბეზრდებოდა.

ამიტომ ყოველთვის იყო იმის შესაძლებლობა,

რომ მორიგი კამათის შემდეგ,

მშვიდად დაგრთავდათ წასვლის ნებას.

 

როდესაც მშვილდოსან გოგონას ვინმე უყვარდება,მისი სული მიამიტ ლეკვს ემსგავსება,რომელიც უკიდეგანო სიყვარულს ელოდება და თავადაც მზადაა,ასეთივე ძლიერი გრძნობით უპასუხოს. მაგრამ ოდესმე ის ცხოვრების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს გადათვლის და შეიძლება სკეპტიკოსისა და ცინიკოსის ნიღაბი მოირგოს,რომელსაც კლოუნის მკვეთრი გრიმით დაფარავს. მისი თანდაყოლილი პატიოსნება და გულწრფელობა ყველაზე მკაცრი მამაკაცის გულსაც ააძგერებდა. ხშირად სწორედ ამ თვისებებით იწვევს გარკვეული ტიპის ტყუპებს,რომელსაც აზარტული სურვილი უჩნდება,ჭკვიანური თამაშებით შეამოწომოს მისი გონება,მოატყუოს მისი პატიოსნება,იდეალები და სიყვარულიც კი. როგორც წესი,ეს თამაში ცუდად მთავრდება და სწორედ მშვილდოსანს დასჭირდება დიდი დრო მერკურის შეურაცხმყოფელი ტაქტიკის შედეგად მიღებული ჭრილობების მოსაშუშებლად.

რა თქმა უნდა,მშვილდოსანსაც შეუძლია უკიდურესობებზე წასვლა და რამდენიმე ცოფიანი სცენის მოწყობა. მაგრამ ეს გოგონა გულითადი და გახსნილია. ის ძლიერ საჭიროებს სიყვარულსა და ემოციური სტაბილურობას. მაგრამ თუ სინასტრიაში მათ მთვარეებსა და ასცედენტებს შორის ნეგატიური ასპექტებია,მშვილდოსანი არასწორ კარზე აკაკუნებს სასურველის მისაღებად. ტყუპები მამაკაცი ხშირად სასტიკი და ულმობელია,ცივი და გულგრილიც,როდესაც უარყოფით ტყუპისცალს პირველ პლანზე უშვებს. რა დაემართა იმ უდარდელ,მხიარულ,ნაზ და მოსიყვარულე ადამიანს,რომელიც მშვილდოსანს ამაღელვებელ ლექსებს სწერდა,ცრემლებს კოცნებით უშრობდა და მის გულს პატარა ბიჭის უმანკო ღიმილით იპრყობდა? ის თითქოს დამალობანას ბოროტ თამაშს თამაშობს თავისი სახებათა ანარეკლებით. ტყუპებმა შეიძლება აცრემლებული მიატოვოს მშვილდოსანი,გულგრილად აიჩეჩოს მხრები,არც მოტრიალდეს და არც თანაგრძნობის გამოსამშვიდობებელი მზერა დაუტოვოს… თუმცა მისგან არც ის იქნება გასაკვირი,მეორე დღეს  იების თაიგულითა და ახალი ლექსებით მოადგეს,უწინდებური კრძალვით სთხოვოს პატიება და  კვლავ სიყვარული შეჰფიცოს.

განა ეს ის არის,რაც მშვილდოსანს სჭირდება? მშვილდოსანი გოგონა ძალიან მოწყველადია და ტყუპებისგან მიტოვებულმა(თუნდაც დროებით),შეიძლება ეჭვი შეიტანოს საკუთარ თავში,როგორც ქალში ან კიდევ უარესი,როგორც ადამიანში. დაახლოებით ამ დროს ტყუპები თავისი ფსევდო ფსიქოანალიზით არის დაკავებული: ეს ტყუპებს კი არა,მშვილდოსანს სჭირდება თერაპია_დაასკვნის ტყუპები და ამაში შეუძლია მშვილდოსანიც დაარწმუნოს! საერთოდ,ტყუპებს ნებისმიერი ვინმეს ნებისმიერ რამეში დარწმუნება შეუძლია,სანამ მათი მიამიტი მსხვეპლები მის ფოკუსებს ვერ ხვდებიან.

ტყუპებს შეუძლია სრულიად მიუღებელი საქციელი ჩაიდინოს და ბოდიში მოახდევინოს მასზე შეყვარებულ ქალს,თითქოს თვითონ კი არა,მას მიუძღვის ბრალი. ხვდებით,რატომ არიან ტყუპები ვირტუოზული გამყიდველები? მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მიჰყიდონ ნებისმიერი რამ. თანაც ტყუპებს ძალიან იშვიათად იჭერენ,ისინი მოხერხებულად უქცევენ გვერდს კანონსაც და სიყვარულსაც. ბუნებრივია,აქ იმ ტყუპებზე ვსაუბრობ,ვისი მზეც,დაბადებისას,პლანეტათა დისჰარმონიულ გარემოცვაში აღმოჩნდა. ასეთები ნამდვილად იმსახურებენ მშვილდოსანი ქალების წინაშე საჯაროდ გაშიშვლებას. თუმცა საბედნიეროდ,ტყუპებთა უმეტესობა გონიერებასა და ღირსებებს უფრო ფლობს,ვიდრე ნაკლოვანებებს.

და მიუხედავად ამისა,არ დაგავიწყდეთ,რომ უარყოფითი ტიპის ტყუპებს იმაზე მეტი გული და ცხოვრება აქვთ დამსხვერული,ვიდრე უნივერსალური წებოს ზღვა გაამრთელებდა. სამწუხაროდ,ტყუპებთა ეს ტიპიც არაჩვეულებრივად მომხიბვლელია,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც,ერთი შეხედვით,უმანკო თვალებით გეკითხებათ: “ვინ ვარ მე?“ ამ ტიპის ტყუპებს უამრავი ზედმეტსახელითა და ფსევდონიმით იცნობთ,რომელსაც თვითონვე იყენებს. ზოგადად,მერკურიელებს ძალიან უყვართ სახელების მორგება და ახალი იდენტობებით გართობა,მაგრამ ამ ტიპს სულ სხვა განზრახვები აქვს…

ჰარმონიული,ეფექტური და მომხიბვლელი ტყუპები ბიჭუნა მაგნიტივით იზიდავს ტიპურ მშვილდოსანს,სხვათა შორის,პირიქითაც. ტყუპები და მშვილდოსანი საპირისპირო ნიშნები არიან და ძლიერი მიზიდულობა იმის შეგრძნებით იწყება,რომ ერთს აქვს ის,რაც მეორეს აკლია. დიახ,ეს სრული სიმართლეა_თითოეულს აქვს ის,რაც მეორეს ბუნებამ დააკლო. აქედან გამომდინარე,მათ ბევრი შესანიშნავი გაკვეთილის მიცემა შეუძლიათ ერთმანეთისთვის. ფიზიკური მაგნიტიზმი მათ შორის თითქმის განუსაზღვრელია. ასეთია მათი ურთიერთობის ვიბრაცია.

ტყუპებს და მშვილდოსანს მარად ახალგაზრდა გული და ცნობისმოყვარე გონება აქვთ. ორივეს უყვარს ბუნება. მათ სჭირდებათ თავისუფლება და სივრცე,რადგან უამისოდ წინ მოძრაობა შეუძლებელია. ორივეს უყვარს მარტოობაში ოცნება,შემდეგ ერთმანეთის მკლავებში დაბრუნება. მაგრამ განმარტოება ხომ მარტოობას არ ნიშნავს. ტყუპებიცა და მშვილდოსანიც მუდმივად ხალხით არიან გარემოცულნი,მარტოობის ფარული შიშის გამო.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ მშვილდოსანს კატა ან ძაღლი ეყოლება(უცნაური სახელებით). ტყუპებსაც უყვარს შინაური ცხოველები,თუმცა განსაკუთრებული ერთგულების გარეშე და იქამდე,სანამ ისინი სიამოვნებაში ხელს შეუშლიან. სამაგიეროდ,მშვილდოსანმა გოგონამ შეიძლება საკუთარი სიმყუდროვე მოიკლოს შინაური ნებიერას გამო.

არის სხვა,უფრო შეუმჩნეველი განსხვავებებიც. ტყუპებს ახალი ჰორიზონტები და სიმაღლეები სჭირდება,მშვილდოსანსაც,მაგრამ კენტავრი ასევე მტკიცე ხელსაც ეძებს ჩასაჭიდად. ტყუპებს მოსწონს მშვილდოსანთან ხელჩაკიდებული სიარული,მაგრამ თუ მშვილდოსანმა მას წასვლის საშუალება მისცა,ტყუპები მხოლოდ ხელს დაუქნევს დასამშვიდობებლად. აი,თუ ტყუპებმა გაუშვა მშვილდოსანი,ის წასვლით კი წავა,მაგრამ გზაში შეიძლება დაიკარგოს.

ისინი ხშირად ივიწყებენ კონფლიქტებს,როდესაც სიყვარული ახსენდებათ. მათი თავდაპირველი მიზიდულობა დროის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება. ის ყოველთვის არსებობს,უბრალოდ ხანდახან ელოდება,როდის გაიხსენებენ,რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

მათ აქვთ სულიერი ერთობა,რაც თავისთავად იძლევა ჰარმონიის იმედს. ისინი არ ელოდებიან ღამის დადგომას სიყვარულისთვის. ტყუპები და მშვილდოსანი ჩუმად იხმობენ ერთმანეთს_მხოლოდ თვალებით ან რომანტიული წერილებით,რომელთაც იქ ტოვებენ,სადაც მათ აუცილებლად იპოვიან; ან ინტიმური ღიმილით; ან განსაკუთრებული ზედმეტსახელით… და ყველაფერი ეს ნიშნავს: “მიყვარხარ,მჭირდები,მინდიხარ“.

სექსი მათთვის ხაფანგიც ხდება. ტყუპები მამაკაცი ხანდახან პატარა ტყუილს მიმართავს და კამათს წამოიწყებს. უცნაური მეთოდებით ბრაზი ორივეში ვნებას აღვიძებს. შემდეგ სიყვარულის მეშვეობით რიგდებიან. მაგრამ ნამდვილად შერიგდებიან? ფიზიკური სიახლოვის შემდეგ,როდესაც ფსიქოლოგიურმა ხრიკმა თავისი ფუნქცია შეასრულა და წესით საკითხი ამოწურულია,ტყუპებს შეუძლია კამათის საგანს მოუბრუნდეს. თუმცა ტყუპებთან რომ სამართლიანები ვიყოთ,უნდა აღვნიშნოთ,რომ მშვილდოსანსაც ახასიათებს მსგავსი თვისება. ორივემ უნდა ისწავლოს კამათის დავიწყება. მართლაც და რა საჭიროა სექსის იარაღად გამოყენება? მაგრამ ტყუპები და მშვილდოსანი ამას ხშირად აკეთებენ.

კამათის ყველაზე ხშირი მიზეზი ეჭვიანობაა და არც ისე საფუძველს მოკლებული. ჩვენ ხომ არ ვისაუბრებთ ამ ორი ნიშნის უმანკო ერთგულებაზე. ორივე ზედმეტად ცნობისმოყვარეა და ძალიან უყვართ მრავალფეროვნება იმისათვის,რომ უზადო წარსულით დაიკვეხნონ. თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია ან ჰოროკოპში თხის რქის,კუროს ან მორიელის გავლენა აქვთ,ისინი მოეხერხებენ ერთგულების შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთვევაში,შესაძლებელია ჭეშმარიტების გზას ასცდნენ ყველაზე მსუბუქი ფლირტის დროსაც კი. მაგრამ ასე ტყუპები უფრო მოიქცევა,ვიდრე მშვილდოსანი. მშვილდოსანი გოგონა სწრაფად ითვისებს სხვადასხვა თამაშს,რომელსაც ფრთაფარფატა „მერკურის ჩიტი“ ასწავლის. აი,მერე კი ჰაერში ბუმბულები ცვივა…

ტყუპები შეიძლება ისეთი ცვალებადი იყოს! ის თვით მერკურია. მკვირცხლი მზერით,გრძნობათა მკვეთრი გამითა და აღტაცების ფრთებით. შემდეგ სრულიად მოულოდნელად წარბებს კრავს და მზერას არიდებს_დეპრესიაში გარდამავალი სევდა… და კვლავ იღიმის,ტბაში კენჭების სროლას და ბაყაყების სასიყვარულო არიების მოსმენას გთავაზობთ.

მშვილდოსანიც ორმაგი ნიშანია,მასაც შეიძლება ისეთი განსხვავებული განწყობები ჰქონდეს! მაგრამ თუ ერთი ამაღლებულ განწყობაზეა,როდესაც მეორე,პირიქით,დათრგუნულია,ერთად ყველაზე რთული დროების გადალახვა შეუძლიათ. ცხადია,კარგია ერთად აფრენა,მაგრამ მაშინ ორივე ერთად დაეცემა. საუკეთესო რამ,რისი გაკეთებაც მათ ერთმანეთისთვის შეუძლიათ,საკუთარი ბიორითმების გრაფიკების შეკვეთაა.

მშვილდოსანს ასევე მოუწევს უტაქტო შენიშვნებისგან თავის შეკავება,ტყუპებს ხომ მისგან სულ სხვა რაღაც სჭირდება_ მისი სინაზე და მისი გაგება. მშვილდოსან გოგონას,თავისი მიამიტი გულწრფელობით არც სიტყვა სარკაზმზე აქვს რაიმე წარმოდგენა. სარკაზმი_ეს გადაჭარბებული სიყალბეა,როდესაც იმის სრულიად საპირისპირო რამეს ამბობენ,რასაც ფიქრობენ,თანაც იმისთვის,რომ სიმართლეს გაუსვან ხაზი.

და რატომ არ შეუძლია ამის თქმა პირდაპირ? იმიტომ,საყვარელო გოგონავ,რომ ის პოეტია და მეოცნებე და ამასთან ტყუპები. თქვენ უნდა ისწავლოთ და დაიხსომოთ,რომ სიმართლე_ყოველთვის ის არ იქნება,რასაც მის ბაგეთაგან გაიგებთ და რასაც მის თვალებში ამოიკითხავთ. მაგრამ როგორ მოიხელთოს სიმართლის გაელვება,როდესაც ტყუპების თვალების გამომეტყველება მუდმივად იცვლება?

მგონი დროა გავიხსენოთ,რომ როდესაც ორი ორმაგი ნიშანი ერთმანეთს ხვდება,მათ ურთიერთობაში მეორე,სრულიად ნათელი მხარეც ფიგურირებს. მშვილდოსანს შეუძლია იყოს უკეთესი ან უარესი,მაგრამ ჯობია თუ უკეთესი იქნება. ტყუპებ მამაკაცს უყვარს ირმის ნახტომის ცქერა,რადგან ის არ არის შექმნილი მუდმივობისთვის. თუ მშვილდოსანს მისი შენარჩუნება უნდა,უბრალოდ უნდა შეუერთდეს მის ძიებებს და ეცადოს,იმ მესამე პიროვნებასაც არ აწყენინოს,რომელიც მუდამ თან დაჰყვება ტყუპებს_მის ჩრდილს. მას შეუძლია ვენდის მსგავსად ჩრდილი მიაკეროს თავის პიტერ პენს,რომ ამ უკანასკნელმა თავისი მეორე „მე“ არასდროს დაკარგოს. როგორ მოახერხოს? იუპიტერი ჩასჩურჩულებს მის გულს,თუ ის მოსმენას ისწავლის.

 

 

 

ტყუპები ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი

 

ისინი ვაკხანალიურ ცეკვაში ჩაებნენ,

რომელმაც მყისვე ფეხზე წამოახტუნა.

სისუტის ყველა ნიშანი გაქრა,

თითქოს თავზე ვედრო წყალი გადაასხეს.

 

როდესაც ტყუპები თავისი ცეკვით მართალ და მიმნდობ მშვილდოსანს ახელებს,კენტავრმა თავიდან შეიძლება არასრულფასოვნად იგრძნოს თავი_სულიერად,ემოციურად და რაც არ უნდა უცნაური იყოს,ფიზიკურადაც. შემდეგ მას მოულოდნელად აღაგზნებს ეს დუალისტური ქალი,რომელიც აშკარად გამოწვევას უცხადებს მას.

მშვილდოსანი ბევრ საკითხში არაჩვეულებრივი ადამიანია. ტყუპები გოგონა უცილობლად უნდა მოიხიბლოს იმით,როგორი აღტაცებით საუბრობს კენტავრი თავის იდეალებსა და ურიცხვ ოცნებაზე. მას არც საკუთარი ღირსებების აღნიშვნა გამორჩება(მშვილდოსანი არასდროს არის ზედმეტად მორცხვი და თავმდაბალი). ის მასთან ყოველთვის გულწრფელი იქნება,ხანდახან დაუნდობლადაც… და თუ აღმოჩნდა,რომ ის ტყუპების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს,მაშინ ამას ვერც ერთი კაცი ვერ გააკეთებს.

როდესაც ისინი შეხვდებიან,მშვილდოსანი პირველივე პაემანზე არ გადმოულაგებს თავისი რთული ნატურის მთელ ავლადიდებას. ტყუპებიც მხოლოდ ერთ ტყუპისცალს გამოუშვებს სცენაზე _ ცხადია,იმას,რომელსაც მშვიდოსნის დატყვევება შეუძლია.

ტყუპები შეიძლება თავისთვის უჩვეულოდაც მოიქცეს,როდესაც თავაზიანად მოუსმენს და არ შეაწყვეტინებს საუბარს. რა სრულყოფილი და არაჩვეულებრივი არსებაა! და ეს მართალია. ტყუპები გოგონა(ნებისმიერ ასაკის ტყუპებზე გოგონა უფრო ითქმის,ვიდრე ქალი) სრულ აღტაცებას იწვევს. თუმცა რაც შეეხება ქალურობას,არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ტყუპები მასკულინური ნიშანია,თუმცა მის მმართველ მერკურის შეუძლია თვალის დახამხამებაში იცვალოს სქესი დამკვირვებლის მოსატყუებლად. მაგრამ ჩვენ სქესზე კი არა,ტყუპების თვისებებზე ვსუბრობთ.

მაშ ასე,ტყუპებმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო,ხელში ჩაიგდოს მიამიტი კენტავრი და მას ყველა შესაძლებლობა აქვს ამ მიზნის მისაღწევად. პრობლემა ისევ დუალიზმშია: ტყუპები არც ისე დარწმუნებულია,რა უნდა სინამდვილეში. ის,რაც საწადელი იყო ორშაბათს,ოთხშაბათს თავის მიმზიდველობას კარგავს,შეიძლება უფრო ადრეც,სამშაბათს. ის ხშირად იხლიჩება არამხოლოდ ორ შესაძლო გადაწყვეტილებას,არამედ ამ გადაწყვეტილებების შესაძლებლობებს შორისაც. რა თქვას? კი თუ არა? მშვილდოსანმა გააბედნიერა თუ გააუბედურა? ხედავთ რამდენი პრობლემაა? და თუ მშვილდოსანს მთელი თავისი უთვალავი ემოცია გაანდო,ნამდვილად არის იმის რისკი,რომ ის ტყუილსა და არაგულწრფელობაში დაადანაშაულებს. განა ეს სამართლიანია?

გულწრფელი,გახსნილი და გულმართალი მშვილდოსანი ხანდახან მოთმინებას კარგავს იმ ქალთან,რომელიც,როგორც თვითონ ვარაუდობს,მხოლოდ ამ თვისებებისგან არ შედგება. თუმცა ტყუპებს შეუძლია დაუმტკიცოს,რომ მშვილდოსანსაც ორი მხარე აქვს,რადგან ერთი მხრივ,ის  თავდაჯერებული,უხეში და თავხედია; მეორეს მხრივ,მგრძნობიარე,შთაბეჭდილებიანი და მორიდებული. ეს ორი მხარე განსხვავებული განწყობის დროს ვლინდება,მკაფიოდ გამოხატულ სიმპათიებსა და ანტიპათიებში,განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით,რა ადვილია მისი წყობიდან გამოყვანა. ტყუპების „ჰაეროვან ტალღას“ მშვილდოსანმა შეიძლება წამსვე „ცეცხლოვანი აფეთქებით“ უპასუხოს. ამიტომაც არც ისე გასაკვირია,რომ მშვილდოსანს ურჩევნია რაღაც-რაღაცეები თავისთვის შეინახოს_ეს უფრო ადვილია,ვიდრე თვითაალება.

როდესაც მშვილდოსანი თავის ანტიპატიას თუ შენიშვნებს გამოხატავს,ის უკიდურესად პირდაპირი და უხეშია,რაც საკმაოდ მტკივნეულია. საპასუხოდ ტყუპები თავის ყველაზე საიმედო იარაღს,სარკაზმს გააშიშვლებს. გასაგებია,რომ ასეთ „სამშვიდობო პირობებში“ აღარავინ საუბრობს სიყვარულზე. თუმცა თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია,მათი მცირე უთანხმოებები ხელახლა აღმოჩენილი ერთგულების პოეტური(ტყუპების) და დრამატული(მშვილდოსნის) გამოხატულებებით სრულდება. ეს ისეთი რომანტიულია!

თუმცა თუ ერთერთის მზე ნეგატიურ ასპექტშია მეორეს მთვარესთან,ხშირი კონფლიქტები და ურთიერთწყენები,დროთა განმავლობაში,სერიოზულ კონფრონტაციაში გადაიზრდება. „დროთა განმავლობაში“ სულაც არ გულისხმობს რამდენიმე წელიწადს,ამ ორ ნიშანს ხომ ყოველთვის ეხერხება ცხოვრების და სიყვარულის დაჩქარება.

ტყუპების გაფრენები ზღაპრულ სამყაროში მშვილდოსანს ამოუცნობად ეჩვენება. იუპიტერის ოცნებები კი,როგორც წესი,სავსებით რეალურია. მშვილდოსანთა უმეტესობას კარგად ეხერხება შედეგების წინასწარ გათვლა,რასაც ვერ ვიტყვით ტყუპებზე. მას უთუოდ წაადგებოდა იმ თვისებების გადაღება ოპოზიციური ნიშნისგან,რაც აკლია. მაგალითად,მიზანდასახულობისა და უშუალობის; შეიძლება გზნებისა და მხურვალებისაც.  მისი მშობიური ელემენტი ჰაერი ხშირად აგრილებს მის ემოციებს. მშვილდოსანს მეტად სჭირდება სიყვარულის ფიზიკური გამოხატვა,ტყუპებს კი მათი სულების შეხება უფრო აბედნიერებს.

მათ შეუძლიათ იშვიათ ჰარმონიას მიაღწიონ სიყვარულში. რადგან სექსის აზრი მის მიწიერ შესაძლებლობაშია_ორი სული,ორი გონება და ორი სხეული ერთ მთლიანობად აქციოს. არავის შეუძლია ამის შეგრძნება იმაზე მძაფრად,ვიდრე ორი საპირისპირო ნიშნის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. რადგან სექსი მათთვის პიროვნული მთლიანობის მიღწევის საშულებაა.

ტყუპებსა და მშვილდოსანს სულაც არ სურთ,რომ მათი წვრილმანი დავები მეგობრებისა და მეზობლების მონაპოვარი გახდეს. მე შეგნებულად არ ვახსენებ ნათესავებს,რადგან ორივე ნიშნისთვის სისხლით ნათესაობა მეათეხარისხოვანია. როდესაც მათ ურთიერთობაში სიმშვიდე და სიწყნარე ისადგურებს,როგორც წესი,ეს ტყუპების ნიჭის დამსახურებაა,თავი აარიდოს უსიამოვნებებს. მე იმ შესანიშნავ მგრძნობიარობას ვგულისხმობ,რომელიც ტყუპებს წინასწარ აფრთხილებს მოსალოდნელ უბედურებაზე,რომ დროულად დაიმალოს და მეხმა არ დარტყას.

იმავე მერკურიული მოქნილობით არიდებს თავს ტყუპები უსიამოვნო შეკითხვებს ან უბრალოდ თვალთმაქცობს,რომ საერთოდ არ ესმის,რაზე ელაპარაკება მშვილდოსანი. შედეგად კენტავრი თავს დაანებებს მის კამათში ჩათრევის მცდელობს. მართლაც,რისი მომტანია კამათი? სამაგიეროდ,ტყუპებს შეუძლია ათასჯერ მიუბრუნდეს ერთიდაიგივე საკითხს და მისი ეს თვისება უბრალოდ აცარიელებს მშვილდოსნის აზრებსა და გრძნობებს,რომელიც ცდილობს თავი სახეზე აფარებული გაზეთით,სახლიდან გასეირნებით ან ადრე(და მარტო) დაძინებით დაიცვას.

ცხადია,ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის და მაინც,ასე მეტი შესაძლებლობა აქვთ შესარიგებლად,ვიდრე იმ ტყუპებსა და მშვილდოსნებს,ვინც მთელ ღამეებს უაზრო დავებში ატარებენ,საკუთარი უკმაყოფილებების არამხოლოდ მკაფიოდ,არამედ ხმამაღალი და მკვახე გამოთქმებითაც.

როგორი ჰარმონიული შეთავსებაც არ უნდა იყოს სინასტრიაში მნათობებს შორის,მათ  სიყვარულს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა. სიჩუმეში უხმოდ ტანჯვა კი მათი ხასიათში ნამდვილად არ ზის.

მათ ურთიერთობაში ყოველთვის არის რაღაც,რაც ურთიერთსაპირისპირო თვისებებით უნდა გაწონასწროდეს. წონასწორობა კი ის ხელოვნებაა,რომელსაც ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად აღწევენ. ჰკითხეთ ნებისმიერ ცირკის აკრობატს. ბუნებრივია,დროდადრო ისინი ამისგან იღლებიან,მაგრამ სჯობს საქმისგან დაიღალოთ,ვიდრე მოლოდინისგან.

ტყუპებსა და მშვილდოსანს საერთოც ბევრი აქვთ. ორივეს უყვარს კითხვა და ლაპარაკი. მხოლოდ ტყუპები წაკითხულს საკუთარი წარმოსახვის მკვეთრი ფერებით ღებავს,მშვილდოსნის საუბარში კი იმაზე მეტი სიმართლეა,ვიდრე ტყუპები მოსმენას ისურვებდა.

ტყუპებს ეჩვენება,რომ სამყარო შეიძლება უკეთესი იყოს და მის გაუმჯობესებულ ვერსიას საკუთარი წარმოსახვითი სახებების მეშვეობით ხატავს… და გვარიანად ამახინჯებს რეალობას. მშვილდოსანსაც უნდა,რომ სამყარო უკეთესი იყოს,მაგრამ ის დარწმუნებულია,რომ ჯერ ფაქტებს უნდა ჩახედოს თვალებში და შემდეგ შეეცადოს მის შეცვლას. ამაშია მათი მთავარი განსხვავება.

მათ შეუძლიათ შესანიშნავი წყვილი შექმნან,თუ ოჯახური კავშირის გარდა,“გუნდსაც“ შეკრავენ და სარეკლამო,საგამომცემლო,სამეცნიერო,სახელოვნებო თუ სამედიცინო საქმიანობით დაკავდებიან. ოცნებები და ვარკვლავები ნებისმიერი ალიაქოთის მოგვარებაში დაეხმარებიან. ბერძნული მითოლოგია მოგვითხრობს,რომ „მერკური სიხარულს ანიჭებს იუპიტერს“. დიახ,ტყუპებ გოგონას შეუძლია სიხარული მიანიჭოს მშვილდოსან მამაკაცს. და მშვილდოსანს რა შეუძლია გააკეთოს მისთვის? ის ასწავლის სისწრაფის შენელებას და ისინი ერთად ამაღლდებიან ყოფიერებაზე. წარმოსახვაში მშვილდოსანს არანაკლებ სიმააღლეებზე აჭრა შეუძლია,ვიდრე მის ისრებს. თუმცა იქნებ ღირს,ერთმანეთს მცირე თავისუფალი ადგილი დაუტოვონ,ისინი ხომ სურვილების ჯადოსნურ ბუშტებზე ჩამოკიდებულნი დაფრინავენ და ერთ ქარიან დღეს,შეიძლება უიმედოდ გადაიხლართონ.

მშვილდოსანი მამაკაცი ყოველთვის სავსეა იდეალებით,ტყუპები ქალი_იდეებით. დაუმატეთ იდეას ერთი თანხმოვანი და თქვენ მიიღებს იდეალს…და ეს სიყვარულს ნიშნავს. როდესაც იდეა სიყვარულით არის განათებული,თავისით აღწევს უმაღლეს ოქტავას და ხდება იდეალი. მხოლოდ სიყვარულში შეუძლია მშვილდოსანს მეგობარი ტყუპებისგან იდეები გადაიღოს და იუპიტერის იდეალებად აქციოს.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top