ურანი. უმაღლესი პლანეტები (მე-4 დონის პლანეტები) განასახიერებენ იმ ცხოვრებისეულ მოვლენებს (გარე და შიდა მდგომარეობა), რომელზეც საშუალო ადამიანი გავლენას ვერ ახდენს. მისი თავისუფლება, ეს ძირითადად შინაგანი დამოკიდებულების გამოხატვაა მომხდარი მოვლენების მიმართ. რადგან ადამიანის საქციელი, ურანით, ნეპტუნით და პლუტონით მართული სიტუაციის განვითარებაში ბევრს არ წყვეტს.
მოვლენებთან ეს შინაგანი დამოკიდებულება (შიდა და გარე), უმაღლესი პლანეტების გავლენით ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ბედ-იღბალში. თუმცა თავად ის უვიცობის, ათეიზმის ან ამპარტავნების გამო თავის მიღწევებს, უიღბლობას, სწორ და არასწორ ქმედებას მიაწერს.
ცოტას თუ შესწევს უნარი ბობოქარი ტალღები თავის ფეხებთან შეაჩეროს, ყველაზე ექსტრემალური და ენერგიული ზომების მიღებაც კი არ შველის ამ დროს საქმეს. ადამიანი, რომელიც თავის თავში მოთმინების, შეგუების მინიმუმს მაინც გამოიმუშავებს, (აუცილებელს იმისთვის, რომ შეაკავოს ეს ტალღა), არასოდეს აღმოჩნდება მის წინაშე. ან უკიდურეს შემთხვევაში ეს სიტუაცია იქნება მასთან წინასწარ შეთანხმებული.
უმაღლესი პლანეტები ადამიანის ცხოვრებაზე მუდმივად ახდნენენ ფონურ, ჩვეულ და შეუმჩნეველ გავლენას. თუმცა ხანდახან ისინი საკმაოდ ძლიერ ვლინდება და მაშინ ადამიანის გარე თუ შინაგან (ხანდახან ორივეში) სამყაროში ხდება დიდი ძვრები, ამ ცვლილებების ბუნება დამოკიდებულია იმ ნიშანსა და სახლზე, რომელშიც არის ეს პლანეტა, ასევე ასპექტებზე (ნათალურ რუკაში). თუ ეს ცვლილებები კონსტრუქციულია შესაძლოა პიროვნების ცნობიერების განვითარება მოხდეს და ამ შემთხვევაში ის ემსახურება უდიდეს ეგრეგორს – მეცნიერება, ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგია, ეთნიკური და პლანეტარული და შესაბამისი პლანეტა აქტიურდება მუდმივად.
ეს არის დიადი ადამიანების დონე, წმინდანების, სწავლულების, მოაზროვნეების, მოძღვრების, პოლიტიკოსების, ანუ მათი, ვინც თავის თავში გავლით იმ მენტალო-ენერგეტიკული ტალღების ტრანსლირებას ახდენენ, რომლებიც არსებითად ცვლიან სამყაროს. (თუმცა, მატერიალური სამყარო ხშირად იცვლება რამდენიმე თაობის შემდეგ).
დიდი ეგრეგორის ძლიერი მენტალური და განსაკუთრებით ენერგეტიკული ნაკადის ტრანსლაცია არ არის ერთადერთი უმაღლესი პლანეტების გამოვლენის საშუალება.
საკმაოდ რთულია ადამიანის მიერ მათი მშვიდი, წყნარი დამუშავება უშუალოდ ყველაზე დიდ ეგრეგორში, როდესაც ცვლილებები ვითარდება უშუალოდ იქ და არა მატერიალურ სამყაროში. ერთი შეხედვით ასეთი ადამიანი ჩვეულებრივია, არაფერი განსაკუთრებული და მხოლოდ კარგად დაკვირვებულ თვალს შეუძლია შეამჩნიოს მისი არჩვეულებრივად ძლიერი ენერგეტიკა.
სუბიექტურად ასეთი პირდაპირი დამუშავება ეგრეგორში შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვაგვარად. მაღალ მენტალურ დონეზე ადამიანმა უბრალოდ კარგად იცის სად და რას აკეთებს.
საშუალო მენტალობის დონეზე ადამიანს ხშირად და დიდი ძალისხმევით უწევს კოლოსალური მატერიული წინაღობების გადალახვა, ის იაზრებს გარკვეულ იდეას, კონცეფციას და კონსტრუქციას, (რომელიც ძალიან განსხვავდება სამყაროსეული ჩვეულებრივი აღქმისაგან) მაგრამ ან არავის არ უყვება ამის შესახებ ან ტოვებს შეტყობინებებს – პატარა ბარათებს რომლებსაც დიდი დროის მანძილზე არავინ კითხულობს, (დაახლოებით ასე 500 წლის მერე ისტორიკოსები აღმოაჩენენ უძველეს, გაცრეცილ ფურცლებს და გაოცდებიან ავტორის წინასწარმეტყველური უნარით, რომელიც აქამდე უცნობი წიპნაპრისაა; თუმცა შესაძლოა ის არა წინასწარმეტყველი, არამედ მომავლის შემქმნელია, თუნდაც გარკვეულწილად).
ყველაზე დაბალი მენტალობის (და არა სულიერების) დონეზე ადამიანი აქტიური უმაღლესი პლანეტებით უბრალოდ სწორად ცხოვრობს, თავის ცხოვებაში მუდმივად უწევს წინაღობების გადალახვა, ამაზე არავინ (და შესაძლოა არც თავად) არ ფიქრობს და ვერც ხვდება. ის ეჭვგარეშე გრძნობს ღვთაებრივ დაცვას, თანადგომას, თუმცა შესაძლოა არც ისე მკაფიოდ, თავის რეალურ როლს ევოლუციის პროცესში ვერ აცნობიერებს, ეს მას ჯერ არც სჭირდება.
უმაღლესი პლანეტების პრინციპების აღწერა ჩვეულებრივ ძალიან რთულია, რადგან მათი გამოვლენის გამოხატვა შეესაბამება ადამიანის ცნობიერის ცვლილებების მდგომარეობას და ადამიანიც ამ ცხოვრებისეულ მომენტებს აღიქვავს, როგორც უჩვეულო მკაფიო გამოცდილებას – იქნება ეს დადებითი, უარყოფითი თუ ნეიტრალური მოვლენები, თუმცა ყოველთვის ვითარდება ექსტრაორდინალური მოვლენები. ამასთანავე უმაღლესი რანგის პლანეტები მოძრაობენ ნელა და სწორედ მათი ფონური ურთიერთქმედება განაპირობებს ფუნდამენტურ ცვლილებებს ადამიანის ბედ-იღბალში და მისი ფსიქიკის სიღრმეებში. ეს ფონური გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია და ასტროლოგმა აუცილებლად უნდა დაინახოს, შეამჩნიოს ის, თუნდაც უმნიშვნელო გამოვლენით (ადამიანის გარეგნულ თუ შიდა გამოვლინებებში, რომელიც შესაძლოა ირიბი მინიშნებით გამოიხატოს, ბუნებით ძალიან ღრმა პლანეტარული სამეულის აქტიურობით).
ურანი გამოხატავს უმაღლეს დონეზე კავშირის პრინციპს. ის ახდენს აზრებისა და მენტალური იდეების ტრანსლირებას, რომლისთვის ადამიანს (მითუმეტეს ჯგუფს, ქვეყანას) მზაობა არ აქვს.
ურანის მოქმედება არ შემოიფარგლება გენიალური და შეშლილი იდეების გადაცემით. ურანის მენტალური გზავნილები ძლიერია, მათ მუდამ თან ახლავს ძლიერი ენერგეტიკული განმუხტვები და ელვის – გრუხუნისმაგვარი ეფექტები. ამასთან ერთად ამ მენტალურ ურანისეულ იდეას ხშირად ადამიანი ვერ აცნობიერებს, ან საერთოდ ვერ ამჩნევს, მაგრამ ენერგეტიკული ეფექტის უგულველყოფა საკმაოდ ძნელია, ამიტომ ურანის ზეგავლენა ხშირად ფაქტიურად დამხშობია, ანუ ის რისი თქმაც უნდა უმაღლეს ეგრეგორს რჩება გაუგებარი.
ურანი ისევე როგორც ქირონი ხანდახან განვითარების ჩიხს გახსნის ხოლმე, მაგრამ ის, როგორც წესი ამას აკეთებს ისეთი ძალით, რომ პირველად იწვება უკან დასახევი ყველა ხიდი და ასევე სხვა პიროვნულიც. ხოლო გამოჩენილი პერსპექტივები ბრწყინვალეა, ურანის შემდეგ წარმოქმნილი სიტუაციები ხშირად იწვევს სასოწარკვეთისა და დაბნეულობის გრძნობას, როცა წარსული სრულიად განადგურებულია, მომავალი კი ბურუსითაა მოცული.
ურანი, ისევე, როგორც უმაღლესი რანგის სხვა პლანეტები იწვევს ცვლილებებს და გამოირჩევა, მოულოდნელი, ფეთქებადი, ხშირად რევოლუციური ურთიერთობებით, როდესაც ადამიანს უცებ (როგორც მას ჰქონია მშფოთვარე მოვლენების შედეგად) ემსხვრევა საკუთარი თავის, სამყაროს ხედვისა და აღქმის სტერეოტიპები.
40 წლის ასაკში (კრიზისული პერიოდი) ტრანზიტული ურანის ოპოზიცია ნათალურ ურანთან – ხშირად ადამიანს ეძლევა საშუალებას შეცვალოს მსოფლხედველობა და აღქმა, შაბლონური აზროვნება, რაღაც მომენტით მერკური უნდა ჩაანაცვლოს ურანმა.
ურანი – ეს უმაღლესი მერკურია და მისი ვრცელი ლოგიკური მომენტები შესაძლოა ჩანაცვლდეს ურანის მომენტალური ელვისებური გამონათებით.
ისევე, როგორც რეგულარული ქვეითი შეტევა შესაძლოა შეიცვალოს საჰაერო დესანტით. მთავარია, რომ ეს დესანტი არ აღმოჩნდეს მტრის ალყაში, რაც ადამიანისთვის შესაძლოა ფსიქიკური დაავადების მაჩვენებელი იყოს.
ურანისეულ აფეთქებებს ყოველთვის თან ახლავს ტალღების ბიძგები და თუ აზრების მაღალი ვიბრაციები (აფეთქების შედეგად მიღებული) დარჩება შეუმჩნეველი ან გაუგებარი ამ გავრცელებული ტალღის დარტყმები რეალური და საგრძნობია. ამიტომ ურანი საკმაოდ საფრთხილო პლანეტაა და მისი მდგომარეობა რომელიმე სახლში (თუნდაც ჰარმონიული) უკვე ნიშნავს ამ სახლის დაზიანებას.
ურანის ჰარმონიული მდგომარეობა უფრო საშიშია გარშემომყოფთათვის, არაჰარმონიული კი როგორც გარშემომყოფთათვის, ისე თავად მეპატრონისთვის. ეს პლანეტა საყურადღებოა იმით, რომ მისი აფეთქება არაპროგნოზირებადია, ამასთაანავე მას შეუძლია ისეთი მყარი კედლების ნგრევა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში იყო უცვლელი და მდგრადი.
ურანი, როგორც მე-4 დონის პლანეტა მართავს ქვეცნობიერის გაცილებით ღრმა პროგრამებს, ვიდრე ისინი, რომელიც საზოგადოებრივი ქვეცნობიერით ტრანსლირდება. მას შეუძლია აიძულოს პიროვნება ღიად წავიდეს სოციუმის წინააღმდეგ და ამ შემთხვევში მას ვერ უშველიან ერთად აღებული ჰარმონიული ვენერა და იუპიტერი. ურანს, როგორც უმაღლეს პლანეტას საკმაოდ მძიმე გავლენა აქვს ადამიანებზე და ნებისმიერი მათგანი, აქტიური უმაღლესი პლანეტებით, ყოველთვის გრძნობს თავის თავზე ამ მძიმე ტვირთის გავლენას.
მე-4 დონის პლანეტები აბსოლუტური დაუმარცხებელი ძალით აიძულებენ ადამიანს, რომ ემსახუროს მათ, მაგრამ აქტიური ურანის შემთხვევაში ეს სხვაგვარად ვლინდება, გარემოებები და შიდა ძალები იმდენად ებღაუჭებიან და თითქოს მიათრევენ მას წარმოუდგენელი მიმართულებით, რომ კარმის გაგება და გარე სამყაროს ილუზორული რეალობა ხდება ბუნებრივი, გასაგები და ხშირად (ურანის დამუშავების შემთვევაში) ერთადერთი საშუალება.
ურანი მართავს ფიზიკას, მათემატიკას, ასტროლოგიას.
თემები, რომლებიც ამ მეცნიერებებს მოიცავს და საჭიროებს ალოგიკურ სინთეზს, მყის მენტალურ გამონათებას, რომელიც ქმნის (თითქოს არსაიდან) იდეას, ფორმას, კონსტრუქციას, რომელიც ხსნის და უქვემდებარებს ერთმანეთს განსხვავებულ ფაქტორებს. ქაოსის შემდეგ ყალიბდება სტრუქტურა და ისადგურებს სიმშვიდე.
ნებისმიერი რუკა შეიცავს ზღვა ინფორმაციას და საჭიროა ნაპოვნი იყოს მთავარი მოქმედი ასპექტი და პლანეტა მოცემული ადამიანის ცხოვრებაში, რომლის გარშემოც ხდება სხვადასხვა მოვლენები (როგორც შიდა ძვრები ასევე გარე ცვლილებები) და დანარჩენი ყველაფერის განხილვა მეორადი, მესამედი მშნიშვნელობისაა ან პოტენციალში განიხილება – ყოველშემთხვევაში დღეს, რადგან ასტროლოგთან ვიზიტი თავისთავად ააქტიურებს ადამიანის ურანს, შესაბამისად შედეგებიც არაპროგნოზირებადია.
ურანის დამუშავება ხდება ორ ფაზად, ყოველი მათგანი საჭიროებს საკმარის მაღალ თვითშემეცნების დონეს და განსაზღვრულ ევოლუციურ ცნობიერს.
ურანის დამუშავების პირველი ფაზა ეხება ადამიანის ურთიერთობას ურანის მუდმივ, მაგრამ ფონურ გამოვლინებასთან, რომელიც გამოიხატება მომხდარი მოვლენების ანარეკლში, სრულიად უმნიშვნელო (ერთი შეხედვით) გარემოებებსა და უმნიშვნელო მოვლენებში, ეს მუდმივად ხდება და სწორედ ისინი წარმოქმნიან ცხოვრებისეულ საფარველს, რომლის საშუალებითაც თითოეული ინდივიდი ვითარდება და განიცდის ევოლუციას.
ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ წვრილმან დეტალებსა და გარემოებებს განაგებს, ყოველდღიურად ის ათეულობით უმნიშვნელო არჩევას აკეთებს, ყოველი მათგანი კი, უმაღლესი პლანეტების ზეგავლენით ვითარდება და სწორედ ეს უმნიშვნელო არჩევანი და შინაგანი კავშირები ამ ცხოვრებისეულ წვრილმანებთან განსაზღვრავენ მის ბედ-იღბალს.
ურანის დამუშავების მეორე ფაზა, ეხება ადამიანის დამოკიდებულებას უმართავ შიდა და გარე აფეთქებებთან, მის მწვავე მოქმედებასთან, არაპროგნოზირებად და მისთვის სრულიად მოულოდნელ სიტუაციებთან.
ცივსისხლიანობა, თავშეკავება გრძნობებში, გაოცებისა და არაჩვეულებრივობის აღქმის უნარი, ისე, რომ არ შეადაროს ისინი, ნაცნობ სქემებს. ამ ყველაფერს შეუძლია კარგი სამსახური გაუწიოს ადამიანს, რომელიც მოხვდება ტიპიურ ურანისეულ სიტუაციაში. მაგრამ დამუშავების ეს ფაზა დაბალი განვითარების საფეხურზე გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე პირველი. ღმერთისთვის არ აქვს მნიშვნელობა ზედაპირულ მახასიათებლებს, მაახსიათებლებს – როგორიცაა გონება და უნარები. მისთვის გაცილებით მნიშვენლოვანია მორჩილება, მოთმინება, მიუკერძოებელი ყურადღება, ხოლო მძაფრი სიტუაციები, როგორც წესი ზუსტად პრექტირებულია, მკაცრად იმართება და ადამიანის ცნობიერის როლი მათში პრაქტიკულად არარსებულია.
ურანის დამუშავების პირველ დონეზე (გამოვლინებიდან გამომდინარე) ვლინდება სრული გულგრილობა და მისი უმნიშველო გამოვლინებების იგნორირება, აბსოლუტური ფატალიზმი (რელიგიური ან ათეისტური) ურანისეული გამოვლინებებთან დაკავშირებით.
ურანული ხასიათის უმნიშვნელო აზრები და მოვლენები ცხოვრებაში გვხვდება ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე, ეს არის სრული მოულოდნელობა და უჩვეულო სიტუაციები, გარშემომყოფებისგან წამოსული მინიშნებები ან საკუთარი, კაცმა არ იცის საიდან წამოსული აზრები, რომლების განდევნას და იგნორირებას ადამიანი მიჩვეულია, რადგან ის თვლის, რომ ეს სისულელეა და არ ღირს ყურადღების მიქცევად. მაგ: დიდი ახალი კიტრის შეწვა მზესუმზირის ზეთზე, ყაბაყის მსგავსად. განვითარებად ქვეყნებში სასურსათო პრობლემების გადაჭრის მიზნით.
პირველი დონის დამუშავებისას გამოკვეთილი ურანისეული სიტუაციებისგან ადამიანი ძალიან იბნევა, მას ეთიშება ქვეცნობიერის რთული სოციალური პროგრამები და ირთვებიან პრიმიტიული ხანდახან კი ცხოველური წარმოშობის პროგრამები. დამახასიათებელია პანიკა, ცხოველური ეგოიზმი, ცნობიერების მკვეთრი შეზღუდვა ან სრული აღქმის დაკარგვა, აპათია, აბსოლუტური გულგრილობა მომხდარის მიმართ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობს სიტუაციაში ჩართვის იდეა, ასევე იდეა მისი გააზრების ან ზოგადად მნიშვნელობაზე. არის მხოლოდ სურვილი რაც შეიძლება მალე გადაიტანოს ეს ცხოვრების ეპიზოდი და დაივიწყოს სამუდამოდ.
დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი იღებს თუმცა პრიმიტიული ცრურწმენების, მოკლე ხილვების სახით ბედისგან ინფორმაციის გადაცემის საშუალებას. ძირითადად ეს გამოიხატება იმით, რომ მას ჯერა მინიშნებების. მაგ სოციალურად დადასტურებული (შავი კატა – უბედურების მაუწყებელია, ბუხრის მწმენდავი კი – ბედნიერების.)
თუ საკუთარი გამოცდილებით მიღებული მინიშნებები (წარმატებისა თუ წარუმატებლობის მომტანი რიცხვები).
რეალურად ნებისმიერი ადამიან მუდმივად იღებს კარმულ მინიშნებებსა და სიმბოლოებს, რომლის დახმარებითაც შეუძლია წინასწარ მომზადება და უფრო მეტიც, (ზოგადი ევოლუციური დონიდან გამომდინარე) შეუძლია მათ წინასწარ განსაზღვრა, პროგნოზირება.
ურანის გზავნილ მინიშნებებს აქვთ სპეციფიური არასტანდარტული ფონი, ისინი ინფორმაციულია და იმდენად მკვეთრი, რომ თვალსაჩინოა, (ნეპტუნის მინიშნებები ხშირად განსხვავებული, ბუნდოვანი ემოციური მდგომარეობით გამოვლინდება) როგორც რაღაცის სიმბოლური, მაგრამ რისი ამის მაშინვე გაგება რთულია. ხანდახან (ამ დონეზე იშვიათად) მინიშნებების ახსნა მოდის ზუსტად და ადამიანიც ღებულობს დამატებით მტკიცებულებებს თავისი ცრურწმენების სასარგებლოდ და უჩნდება ეჭვი, თავისი მისიის უმაღლეს დანიშნულებაზე, მაგრამ ხშირად ეს ახსნა მცდარია რაც აძლევს საფუძველს დამთხვევები შემთხვევითად ჩაითვალოს, თუმცა შინაგანი ხმა თითქოს ეუბნება, რომ ეს ასე არ არის.
ამ დონეზე მენტალური ხილვები ჯერ კიდევ სრულიად გაუგებარია და განიხილება ძველებურად როგორც უაზრობა, თუმცა უკვე იწვევენ აბსტრაქტულ ინტერესს, რაც ართობს მეპატრონეს და მის გარემოს. ამბობენ, რომ ადამიანს კარგი ფანტაზია აქვს.
გამოკვეთილი ურანისეული სიტუაციებში ასეთი ადამიანი უკვე ნაკლებად იბნევა, თუმცა ძველებურად ვერაფერს ხედავს მათში კოსნტრუქციულს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეუძლია აღფრთოვანდეს განსაკუთრებით ლამაზი, ფაფუკი, ენერგეტიკული ნაკადის დანახვისას.
ურანის დამუშავების მე-3 დონეზე ხარისხიანი ცვლილებები ხდება, ადამიანი სწავლობს ურანის გზავნილების კონსტრუქციულ გამოყენებას, პერიოდულად ის იღებს ინფორმაციას თავის დაკვეთილ თემაზე, ბრწყინვალე ამოხსნას (პასუხებს) არასტანდარტულ გამოსავალს და სხვა. ის ჯერ სრულიად არ ფლობს „გენიალურ გამონათების“ მეთოდს, ხანდახან ის არ მოდის სწრაფად, ზოგჯერ საერთოდაც არ მოდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი იმედი შეიძლება იქონიოს.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ურანისეული იდეა შესაძლოა ისევ უნაყოფო იყოს ადამიანი მათ სრულიად სხვაგვარად უდგება.
ამ დონეზე ურანის კარმულ მინიშნებები გაცილებით მკვეთრია და გასაგები (სხვადასხვა არაჩვეულებრივი თვალში საცემი გარემოებებისა და მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანებს ესმით შინაგანი ხმა, რომელიც ზუსტად კარნახობს რა რისი მანიშნებელია) და საკუთარი წინასწარმეტყველური უნარების იგნორირება უკვე რთულია, თუმცა შეცდომების დაშვების ალბათობა ისევ არსებობს. ამასთან ყურადღებით დაკვირვებისას ჩანს, რომ ისინი ძირითადად უკავშირდება მათ იძულებას და პირად ინტერესებს.
ძლიერ ურანისეული გამოვლინებები, როგორიცაა სამყაროს აღქმისა და ცხოვრების თავდაყირა დადგომა ადამიანისთვის უკვე ისე მწვავედ მისაღები აღარაა. ( ეს რათქმაუნდა დამოკიდებულია ურანის ასპექტებზე და ზოგადად რუკაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პიროვნება, რომელიც მიჩვეულია მცირე ურანისეული გამოვლინებებიის დაფასებას, ეცდება უფრო მნიშვნელოვან და დიდ გამოვლინებებშიც დაინახოს აზრი, ამასთან შინაგანი სამართლიანობითა და შეგუებით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მზადაა მიიღოს წარსულის რეალობის დიდი მონაკვეთების ნგრევა ( შინაგანი და გარეგანი) და დაიწყოს ახლის შენება შორს, ურანისეული ელვის ნათების მიმართულებით, ენერგეტიკული ქუხილი, კი მას უკვე ნაკლებად შეაშინებს.
დამუშავების მე – 4 დონეზე ადამიანი სწავლობს უმაღლესი მენტალური პლანიდან სისტემატიურად ინფორმაციის წაკითხვას, პრაქტიკულად ყველა მისი აზრები შეიძლება განიხილოს, როგორც ხილვა, ამასთან შეცდომებს ნაკლებად უშვებს, თუმცა ხშირად არ იყენებს მერკურისეულ დედუქციურ ლოგიკას. ამ დონეზე პრობლემის გადაწყვეტა და რთული სინთეზი მიმდინარეობს იდმენად ზუსტად და მვეთრად, რომ გარშემომყოფებს სუნთქვა ეკვრით, ჰგონიათ, რომ მიმდინარე მოვლენებ რეალობის საზღვრებს ცდება ,
ზუსტად გამოვლენილ და სიტუაციის ადეკვატურ, ურანისეულ ჭეშმარიტებას შეუძლიათ ის სრულიად შეცვალოს, ამასთან აზრის ენერგია არის ძალიან ძლიერი.
ამ დონეზე ადამიანი საკმაოდ კარგად ხედავს მომავალს და შეუძლია მასზე გავლენის მოხდენა თავისი აზრის ძალით (კარმის ფარგლებში, რაც მისთვის პრინციპში თვალსაჩინოა) ურანის მუდმივი მინიშნებები მნიშვნელოვანია მისთვის არა მომავლის მიმართულების მაჩვენებლად, არამედ თავისი გარე ქმედების ზუსტ მარეგულირებლად, ისინი მიუთითებენ მატერიალურ სამყაროში ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე, შესაბამის პროცესებსა და მოვლენებზე. ამ დონეზე ადამიანისთვის ხშირად უფრო მარტივია ჭეშმარიტების გაგება ვიდრე აუხსნას ის სხვებს. ამისთვის ხშირად ხდება საჭირო სპეციალური ენის შექმნა, ხანდახან კი ხდება საჭირო ძლიერი ურანისეული სიტუაციების ხელოვნურად შექმნა, რაც ადამიანს პლანეტის ამ დონზე დამუშავებით თავისუფლად შეუძლია. თუმცა ზუსტად მისი განვითარებისა და ეფექტის განჭვრეტა მისთვის ( და არც არავისთვის) შეუძლებელია.
ურანი განასახიერებს ბედნის ნიშანს, მოულოდნელობას ან აღმოჩენებს.
ურანი მართავს მერწყულს, მისი კულმინაცია (ეგზალტაცია) ვლინდება მორიელში. მერწყულისგან ურანი იღებს ცივ მენტალურ განცალკევებას, თავის იდეების ობიექტურობას, (რაც პრინციპში მათ არ უშლით ხელს ძლიერი ენერეტიკული განმუხტვებიც ახლდეთ), აი მორიელისგან კი ის იღებს ტრანსფორმირების ძალას, რომელიც კონსტრუქციულია, პრინციპში მხოლოდ დამუშავების მერე.
ურანის სიტუაციები დაბალი ოქტავის გამოვლინების ვარიანტში – ეს არის სახალხო რევოლუცია, როდესაც ქაოსისა და ძალადობის ტალღა ადამიანს ბედის მუყაოს სათამაშოდ აქცევს. იდეები შესაძლოა იყოს ბრწყინვალე, მაგრამ რეალობა არ არის მზად მათი ჰარმონიული მიღებისთვის, ტრანსლირებული ენერგია კი მძვინვარეა და არ თავსდება იმ არხებში, რომლებიც გაცილებით მოკრძალებული ნაკადებისთვისაა გათვლილი.
სხვა მაგალითები გარე სამყაროდან – ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა და სხვა… შესაბამისი აზრფორმები, რომელთა ტრანსლაცია თან სდევს ამ ბუნებრივ მოვლენებს, ცუდად რეგისტრირდება კაცობრიობის მიერ, თუმცა „ღვთის რისხვის“ იდეა ისევ არსებობს, კონკრეტული ურანისეული აზრის შეჯერება, რომელიც მოცემული სტიქიური უბედურებების გამომწვევად გვევლინება ჯერ კიდევ არ გამხდარა თეოლოგების, მისტიკოსებისა და ოკულტისტების სერიოზული განხილვის საგანი.
ნაკლებად ძლიერი ურანისეული სიტუაცია – მაგალითად, ორგანიზაციებში უცაბედი შტატის შემცირება, საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ცვლილებები. ცხოვრების შიდა მოვლენებში ეს შეიძლება იყოს მოულოდნელად ვნებების ქარცეცხლში გახვევა ან პირიქით, უაზრო სევდიანობა, რომელიც ადამიანს მთელ თავის წარსულ ცხოვრებას უნგრევს და ახალი ბედის, ეგრეგორებისა და ენერგეტიკული ნაკადების ძიების მცდელობა (ძირითადად უშედეგოდ).
ფონური ურანისეული სიტუაციები – მოულოდნელობები, რომელიც მოიცავს სიმბოლურ მინიშნებს, მაგალითად უმნიშნელო მოვლენები ფარული აზრით, მაგრამ განსხვავებით ქირონისეული სიტუაციებისგან განსაკუთრებული მისტიურობით ან სიმბოლურობით უკავშირდება იმ სულიერს რომლის გარშემოც ყოველივე ხდება.
გაცილებით მაღალი დონის ურანისეული სიტუაციები უკავშირდება მოულოდნელი იდეების ტრანსლაციას, რთული პრობლემების გადაწყვეტას ან რთულ სინთეზს. მათ თან ახლავს დიდი ენერგიის გამოყოფა, რაც ვლინდება მონაწილეთა უდიდეს ენთუზიაზმში, მათი რწმენის განმტკიცებაში გონების ძლიერებასთან დაკავშირებით – ადამიანური ან ღვთაებრივი, რელიგიური კულტურიდან გამომდინარე.
ურანის პირმშო (ძლიერი ურანი) ფლობს უჩვეულო ენერგიას და მუდმივად დატვირთულია სხვადასხვა იდეებითა და პროექტებით, რაც მთავარია ერთი მეორეზე უკეთესი იდეებით.
დაბალი განვითარების დონეზე ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ ამ ადამიანის მოძრავ პროვინციულ ცირკში შეყვანა მოგინდებათ. ის ძალიან რთული ასატანია, რადგან თითქმის არ აქვს კავშირი რეალურ სამყარსთან, თუმცა აქვს უნარი მოახდინოს დიდი ზეგავლენა მასზე. ეს ეჭვგარეშე შავი მასწავლებელია, რომლის მოგებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
იქედან გამომდინარე, რომ ურანი მე-4 დონის პლანეტაა ჩვეულებრივი ადამიანური და სოციალური ძალებით მისი დამორჩილება ვერ ხერხდება.
სხვა მხრივ ეს ადამიანი არათუ ფანტასტიური და ენერგიული ქაოსის წყაროა, ის ასევე კმაყოფილი, ბედის ნიშნებს უწესებს ყველა ახლობელსა და თავისიანებს (ნათესავებისთვის ის ყოველგვარი ბოროტების განსახიერებაა)
მასზე შეიძლება წარმატებით მკითხაობა, ზუსტად ისე, როგორც მკითხაობენ ბანქოზე ან ყავის ჭიქაზე – მისი სამოსის ფერთა შეხამებით, მეტყველების მანერითა და რაც მთავარია იდეებით.
შეუძლებელია მისი შეჩერება, მშვიდობიან მიზნებში გამოყენება, ეს არის არასაიმედოობის, უპასუხისმგებლობის, არაპროგნოზირებადი ადამიანის სახე. სატურნის დამუშავების შემთხვევაშიც კი, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გარკვეული მომენტების დამუშავება და გასწორება, მთლიანად მდგომარეობა უცვლელი რჩება.
გაცილებით მაღალ განვითარების დონეზე, ურანის გავლენა კონსტრუქციული სახისაა, ანუ ადამიანის ფიქრებს, ენთუზიაზმსა და ენერგიას დაკრავს საღი ელფერი და მათი კარგად დამუშავებით შესაძლებელია ნელნელა ძლიერი ენერგეტიკული ტალღების ჩაცხრობა.
ზოგადად ნათალურ რუკაში მე-4 რანგის პლანეტის დომინირება მეტყველებს რუკის დაზიანებაზე: ბედი ადამიანს საკმაოდ დაძაბულ რიტმში ამყოფებს, ასე რომ საკმაოდ ხანგრძლივი ყოფნა ფსიქიატრიული დაწესებულების კედლების მიღმა უნდა განვიხილოთ როგორც, გმირობა – საკუთარი თავის ფლობის, კონტროლისა და ასევე მინიშნება იმაზე, რომ თქვენ ნაციონალური ან შესაძლოა სულაც პლანეტარული კარმის მონაწილე ხართ.
სუსტი ურანი – არ ნიშნავს, რომ ადამიანი მოკლებულია ურანისეულ იდეებსა და სიტუაციებს. იმ სახლი სადაც მდებარეობს ურანი ისინი აუცილებლად გამოავლენენ თავს, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც ძლიერ ასპექტირებული ურანის შემთხვევაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველა სახლზე, რომელთანაც აქვს ასპექტი.
სუსტი ურანი უამრავი გამოკვეთილი ურანისეული სიტუაციის გადატანის საშალებას იძლევა, უბრალოდ ამ დროს შესაძლებელია თვალების დახუჭვა, უმოქმედობა და ლოდინი, სანამ ეს სიტუაცია არ ჩაივლის და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ემოციებში ისევ არ ამობრწყინდება მზე.
რეალურად არსებობს შანსი, რომ სუსტი ურანის დამუშავება შეიძლება შემდეგი განსხეულებისთვის გადაიდოს. თუმცა ამით ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს მაღალ მენტალობის დონესთან პირდაპირი კონტაქტით ცოდნის მიღების საშუალება.
ნებისმიერ შემთხვევაში მის ცხოვრებაშიც იქნება ბედის მინიშნებები და აბსურდულობამდე ორიგინალური იდეები, ასევე კაშკაშა წამიერი გამონათებასავით მოულოდნელი აღმოჩენები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამაზე სპეციალურად არ იმუშავებენ ეს ყველაფერი უმნიშვნელო დოზით გამოვლინდება. აქ ბედი იძლევა შანსს, მაგრამ არ აიძულებს, რისკი კი მინიმალურია (რამდენადაც შეიძლება ვისაუბროთ ურანთან მიმართებაში უსაფრთხოებაზე); ასევე ენთუზიაზმი, ურანისთვის სახასიათო გიჟურ ექსპერიმენტებთან და ფანტასტიკურ იდეებთან შესაძლოა ნაკლებად ვლინდებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა იმის გაგება, რომ უმაღლესი პლანეტების დამუშავება ადამიანის მიერ კარმულად წინასწარ განსაზღვრულია, მაგრამ იმის დაზუსტება იმუშავებს თუ არა ის ნათალური რუკის მიხედვით შეუძლებელია.
ჰარმონიული ურანი იძლევა ძლიერ დამცავ უნარს მხოლოდ მისი დამუშავების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ადამიანთან რთულ სიტუაციაში, ყოველთვის მივა მოულოდნელი მხსნელი აზრი და პირდაპირ დახმარება. ჰარმონიული ურანი საშიშია ადამიანის მტრებისთვის, რადგანაც მათ შესაძლოა თავს დაატყდეთ მრავალგვარი უბედურებანი, ასევე მათ ელით განგების უამრავი ხრიკი, რომელსაც ადამიანის მიმართ მზაკვრული ქმედების განხორციელებისთვის მიიღებენ.
დაუმუშავებელმა ურანმა შესაძლოა უამრავი უსიამოვნება მოუტანოს პიროვნებას, რომელიც ადვილად ეჩვევა იმას, რომ მისი უამრავი ურანისეული იდეები და გამოხტომები, როგორც წესი შერჩება და ამიტომ თავის წარმატების რწმენით კარგავს ყოველგვარ სიფრთხილეს. რეალურად ჰარმონიული ურანი ადამიანს აძლევს დიდ შესაძლებლობებს განვითარებისთვს: მისი მინიშნებები ადვილად იკითხება, ხოლო ბრწყინვალე იდეები მაქსიმალურად ახლოსაა განხორციელებასთან. იმდენად რამდენადაც ურანისეული იდეები შესაძლებელია მერმისიდან მოვიდეს.
აქ დამუშავება ნიშნავს გრძელ გზას სიამაყიდან და გაოცებიდან თავისი გამომგონებლური უნარის წინაშე და სპონტანურად გამოვლენილი ძალებით ერთგულ და მორჩილად უმაღლესი ეგრეგორის მსახუებას, რომელიც გზავნის დიდებულ, მაგრამ არც ისე გასაგებ და გაფორმებულ აზრებს, რომელსაც უნდა ჩაწვდე, როგორმე გაიგო და რეაგირება მოახდინო ისე, რომ ისინი გახდეს გასაგები კაცობრიობისთვის.
დაზიანებული ურანი შესაძლოა მძიმე ბედისწერას ნიშნავდეს, დროდადრო შესაძლოა სრული ნგრევა ადამიანის (გარე) ცხოვრებაში, ან მისი სამყაროზე შეხედულებებისა და წარმოდგენის ნგრევა.
უმაღლესი პლანეტები საშუალო ადამიანებთან გამოვლენის სახით შესაძლოა არც ჩაირთოს, ხოლო დაზიანებული ურანის ფონური გამოვლინებები არ არის ტრაგიკული. ეს შეიძლება იყოს წვრილმანი სახის იმედგაცრუებები, უმნიშვნელო პროექტების წარუმატებლობა, ჭექა-ქუხილში მოხვედრა და სხვა. რაზეც შეიძლება ძალიან წარმატებით ისწავლო ცხოვრება მრავალრიცხოვანი მინიშნებებითა და შემდგომ განვითარებული სიტუაციები. მთავარია გვახსოვდეს, რომ ურანისთვის ადამიანის გარე და შინაგანი ცხოვრება ერთი მთლიანობაა და მისი მინიშნებები ეხება ერთ მთლიან სინთეზურ რეალობას. ეს ნიშნავს, რომ ურანის მინიშნებები, როგორც წესი გარე მოვლენებს უკაშირდება, რომელიც მასზე არასტანდარტული შინაგანი რეაქციით აღინიშნება.
დაზიანებული ურანის მინიშნებები, არც ისე მარტივი ასახსნელია, ისინი მოითხოვენ მიუკერძოებლობას, შინაგან სამართლიანობას, უანგარობას, სამაგიეროდ იძლევა სიბრძნეს, მიმდინარე ცხოვრების გაგების, გათავისების უნარს, ბრწყინვალე ორიენტირების უნარს რთულ სირტუაციებში, თუ მოხერხდა თავის დაღწევა (პერიოდულად ძლიერი) ათეიზმის ცდუნებისგან, ფატალიზმისგან და აგნოსტიცისზმისგან.
დაზიანებული ურანის ჩართვა მისი წინასწარი დამუშავების გარეშე სუსტ გამოვლინებაში შესაძლოა ადამიანისთვის კატასტროფის, ან მისი სახით ძლიერი შავი მასწავლებლის გამოჩენის მაუწყებელიც იყოს, რომელიც გონივრულად და ენერგიულად ეცდება გზას ააცილოს ის ადამიანები, რომელიც არც ისე მყარად დგანან სულიერი განვითარების გზაზე.
წყარო: პოდვოდნი
ავტორი: ქეთი