aquarun.ru
სპონტანურობა + მოლოდინი = მძაფრი ზეშთაგონება
ხასიათის ნეგატიური განვითარებისას – უსარგებლო იდუმალებისადმი უცნაური სწრაფვა, არაღიარების გამო მწუხარება. ეს ადამიანი მიდრეკილია სულიერი კავშირების მოულოდნელი რღვევისა და უნაყოფო ფანტაზიორობისკენ, არ აქვს მოქმედებისა და თავისი აზრების ხორშესხმის სურვილი.
ხასიათის პოზიტიური განვითარებისას – მტკიცე ინტუიციური ნიჭი, საკუთარი სურვილიდან გამომდინარე სულში წვდომა ნებისმიერ მომენტში. ადამიანი ფლობს ამოუხსნელ ტალანტს – შთააგონოს გარშემომყოფები საკუთარი აზრებით, უიშვიათესი სიღრმისეული იდუმალების გრძნობით, კოსმოპოლიტური მსოფლხედველობით, შესაშური მშვიდობისმყოფელობითა და უამრავი უჩვეულო, ქვეცნობიერში დაფარული ნიჭით.
ამ ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება აღსავსეა ყველაზე მოულოდნელი შეგრძნებებითა და აღმოჩენებით. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მუდამ მშვიდნი არიან, რადგან საჭიროებისას ისინი ინტუიციურად იღებენ პასუხებს ნებისმეირ კითხვაზე. მათ ცხოვრებაში ძალაუფლება არაცნობიერს აქვს, ის მუდამ მათ სამსახურშია. ადამიანები თევზები ურანით მხოლოდ შეხედულებით გვანან – უმწეოებს, სინამდვილეში – სამყაროს ცოცხალი ენერგიები, პირდაპირ მათ ქვეცნობიერში იკვალავენ გზას, ამგვარად ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლიათ. სიცოცხლის ახალ დონეზე გადადიან იქ, სადაც გარშემომყოფებმა დიდი ხანია ხელი ჩაიქნიეს ხსნაზე და უარი თქვეს ნებისმიერ მცდელობაზე.
ნიჭიერი ორგანიზატორები და ხელმძღვანელები არიან, სხვებს “კულისებიდან“ საკმაოდ ეფექტურად და მკაცრად მართავენ. მათი ინტერესები საკმაოდ მრავალმხრივია, შეხედულებები – ეთიკური, ფილოსოფიური და რელიგიური პრობლემები ძალიან ორიგინალური. ყველა ცვლილებას მათ ცხოვრებაში არაპროგნოზირებადობისა და მოულოდნელობის ბეჭედი აქვს დარტყმული, რაც მათ მეტ კრძალვასა და მორიდებას, სიმორცხვესა და შფოთსაც კი მატებს. იმდენად ეჩვევიან აფეთქებისმაგვარ ცვლილებებს თავის ცხოვრებაში, რომ სრულიად ივიწყებენ მორალურ ნორმებს, უცხოვდებიან საარსებო ნაკადისგან და მარტოობაშ იკეტებიან.
განსაკუთრებულ წარმატებას პოლიციაში, კრიმინიალისტიკის, იურისპიდენციისა და პედაგოგიკის საქმიანობაში აღწევენ. ძალიან დახვეწილად შეიგძრნობენ წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს მსოფლეხდველობის გაბატონებულ სისტემებში, ამიტომ უდრეკად ცდილობენ სულიერი სწავლებების აღდგენასა და ცხოვრებაში ახალი ფსიქოლოგიური საფუძვლების მოძიებას . სხვების დასამხმარებლად მუდამ მოულოდნელად ჩნდებიან, (მოულოდნელად საკუთარი თავისთვისაც), თითქოს არაცნობიერი მათ სურვილს აღუძრავთ დახმარების ხელი გაუწოდონ სხვებს იქ, სადაც ცნობიერს სძინავს და უმოქმედობაშია. ყველაფერ ახალს ისინი საკუთარი არაცნობიერის სიღრმისეულ კოსმოსში პოულობენ. მათი აზოვნება მიუკერძოებელი და გარკვეულწილად ანარქიულია, მაგრამ სწორედ ეს დოგმებით უაკავშირობა აძლევთ მათ საშუალებას საოცრებები განახორციელონ ფსიქოლოგიურ წვდომაში, სწორი გზის ინტუიციური აღქმით დიდებით გამოდიან ყველაზე რთული სიტუაციებოდანაც კი.
ეს ადამიანები არასდროს არ კმაყოფილდებიან ცხოვრების არსის ზედაპირული გარჩევით, ისინი დაკავებულნი არიან ახალი სულიერი მხარდაჭერის ძიებისა და ახალი იდეალების მოპოვების ყველა საშუალებებითა და კველევებით. რელიგიის არჩევა მათთვის უმნიშვნელოვბანესი რამაა, მაგრამ ეს უცებ არ ხდება, რადგან ეს საკითხი მოითხოვს შესაბამის გარემოებას და სიღრმისეულ ძიებას. ინტუიციურად ეს ადამიანები თავისუფალნი არიან უხილავ სამყაროში ფსიქოლოგიური წვდომით, თუმცა გარეგნულად პრეტენზიულ-რომანტიულ ნატურას გვანან, რომელიც თითქოს რეალობასაა მოწყვეტილი, სინამდვილეში მათ შეუძლიათ ნებისმიერი პრაქტიკული ცხოვრებისეული პრობლემიდან გამოსავალის პოვნა.
ინტუიცია და მედიტაცია – მათი მთავარი იარაღია, საუკეთესოდ ყოფისათვის ბრძოლაში. ისინი ცვალებადი, მეგობრული, იდეალისტი, მეოცნებე, მისტიური და ფილოსოფიური ნატურის ადამიანები არიან, აღმრთებენ ხელოვნებასა დაპოეზიას და მათი დამსახურებით ძალიან ღრმად და მჭიდროდ არიან კავშირში სხვებისთვის მიუწვდომელ, უცნობ სამყაროებთან და აზრობრივ სივრცესთან.
სულიერ ბრძოლას უცხადებენ ზედაპირულ პრაგმატიზმსა და მატერიალიზმს. მზად არიან მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ, უმაღლესი ჭეშმარიტების საჭიროება და მიღწევების წყურვილი. ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადი ბუნება აქვთ, ახასიათებთ წყენა, გაბუტვაც, სწორედ ამიტომ მათი ნერვული სისტემა ხშირად გადაიძაბება ხოლმე. ძალიან უჭირთ მოშვება, მოდუნება, რადგან არაცნობიერსა და „ეგოს“ შორის კაშირი არასდროს არ წყდება. ამიტომ ხშირად ამეტებენ ალკოჰოლის მიღებისას, ნარკოტიკულ საშუალებებს მიმართავენ, ან სიამოვნებას ეროტიულ სამყაროში ეძებენ – საჭიროებენ თუნდაც არა ფსიქიკურ, მაგრამ ფიზიოლოგიურ განტვირთვას, რადგან პირდაპირი კონტაქტი სხვა სამყაროებთან მათ სრულიად ფიტავს. მუდამ გარე რეალობისა და ტრანსცენდენტული სივრცის ზღვარზე არიან.
არც ისე იშვიათად მათ კაპრიზულებად და ჭორიკნებად მოიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მიდრეკილნი არიან ყველას მოუყვნენ თავისი სულიერი ზეშთაგონებები, ხილვები და ძალიან უცრუვდებათ იმედი იმის გამო, რომ არავის ესმის მათი.
ბრწყინვალე მედიუმები და გენიალური ეზოთერიკოსები არიან, რომელბიც უშუალო და ცოცხალ კავშირში არიან კაცობრიობის სულისა და სამყაროსეული სიცოცხლის სიღრმისეულ იდუმალებასთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ ცხოვრებისეულ გზაზე აქვს სიზმრებსა და ყველა სახის ზეშთაგონებას, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მათ ძილ-ღვიძილში, ცხადშიც. ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ დარჩნენ ნორმალურები უხეშ და უგრძნობ თანამედროვეობასთან ერთად, ამიტომ ისინი ხშირად განსაკუთრებულ გარემოს ირჩევენ, რომლებიც დიდ სირთულეებს არ უქმნით თავის ყოფაში და თავს გრძნობენ ისე, როგორც უნდათ და ჭირდებათ. ხშირად უხეში თანამედროვე ადამიანები ცდილობენ ძალადობით მათ თავის რჯულზე მოქცევას. ამ ურანელების პრობლემა ის არის, რომ ისინი ძლიან დახვეწილი და ნატიფი ბუნებისანი არიან სხვებისთვის, რაც ასევე ხშირად იწვევს მათ გაუცხოვებას მეგობრებისა და საზოგადოების მიმართ. ინტუიციური ნიჭი მათში უმაღლეს განვითარების საფეხურს აღწევს. დაბადებიდან მისტიურები და რელიგიურიებიარიან და უკიდურეს ინტერესს ავლენენ ნებისმიერი სახის მისტიური კვლევების მიმართ. ყოველ საფეხურზე მათ თან ახლავს იდუმალი მინიშნებები (ნიშნები) და უცნაური აღმოჩენები, რომლებიც უთითებენ გზას, მატერიალური ცხოვრების ბნელ სავალზე. სულიერი ბრძოლისას მატერიალური ტენდენციების გადალახვის გამო მთელი ძალით ცდილობენ გათავისუფლდნენ წარსულის სულიერი და ფსიქოლოგიური გავლენისაგან და მუდამ სულიერად უფრო მაღალი მდგომარეობის ძიებაში არიან.
პაველ გლობა. „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
1920 – 1927; 2004 – 2011 წლების თაობა
ურანი სტუმრად იმყოფება იუპიტერთან და ნეპტუნთან, წყლის სტიქიაშია.
აქ შესაძლოა გამოვლინდეს ახალი რწმენის ძიება, ძველი იდეალების უარყოფა. ეს თაობა რწმენის საკითხებში და რელიგიის არჩევისას თავის თავისუფლებას იცავს.
უარეს შემთხვევაში – მათი გაგება თავისუფლებაზე ილუზორული და გაზვიადებულია, არარეალური შეიძლება იყოს.
საუკეთესო შემთხვევაში – შესაძლოა ჰქონდეთ ტელეპატიის უნარი, კონტაქტი რეალობის მიღმა სამყაროებთან.
ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია”
განმაიარაღებელი ურანი
ადამიანი დაუცველია თავისი ურანის გამოვლინენების მიმართ. ეს მდგომარეობა იძლევა დიდ ემოციურ დაუცველობას, ისევე როგორც ყველა წყლის ურანის დროს, მაგრამ თევზები ურანი სხვებთან შედარებით უფრო პლასტიურია და ადამიანში ის, კოსმიური სიყვარულის გამომუშავების მიზანს ემსახურება, ადამიანის სულში წვდომის უნართან ერთად, რომელიც იძლევა მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას. ამ მიზნით თევზები ურანი ადამიანს მუდმივად აგდეებს ისეთ ( ხშირად საკმაოდ უსიამოვნო) სიტუციებში, სადაც მას შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ ადამიანების მიმართ სიყვარული მას არ ყოფნის და გაერკვეს თუ კონკრეტულად რაში არ ყოფნის. ეს სიტუაციურად ეს ვლინდება დაუმსახურებელ, მოულოდნელ წყენებში, უმიზეზო შეურაცხყოფასა და დამცირებაში. ეს ყოველივე ადამიანში საპასუხო აგრესიის და მკვეთრი დამცავი რეაგირების პროვოცირებას ახდენს, რის შედეგადაც დღითიდღე მისი სულის ფსკერიდან იზრდება რუხი ღრუბელი, როგორც მისი ცნობიერსა და ქვეცნობიერში, ისე გარე სიტუაციები.
თევზები ურანის დარტყმისგან გაქცევა შეუძებელია და კარმა ამას ითვალისწინებს, როგორც ტესტურ და სასწავლო სიტუაციებს, შეგუებისა გამომუშავებისა და შინაგანი სრულყოფისთვის. მსგავს მომენტებში საჭიროა წყენის გადაყლაპვა, ადამიანმა თევზები ურანით არ უნდა დაუშვას საპასუხო აგრესიის გამოვლენა და შეიწყალოს ის, ვინც გულს ატკენს, ამასთან ზუსტად უნდა განისაზღვოს კონკრეტულად რის გამო მოხდა ეს. მხოლოდ ამის შემდგეგ მხურვალე ურანისეულ სიბრძნეს მოცემულ სიტუაციაში შეუძლია გაანათოს ადამიანის კარმული აზრი და მისი როლი სხვის ცხოვრებაში.
საერთოდ განვითარებული უმაღლესი პლანეტები თევზებში სულიერ მასწავლებლებს იძლევიან, დამუშავებული თევზები ურანი იძლევა მოსწავლის, სულიერი აღმზრდელის სულში შეღწევისა და მისი კარმული პროგრამების წვდომის უნარს. ეს არის მასწავლებელი, რომლის სიტყვებიც ადამიანის გულში ელვის მსგავსად აღწევს და სულიერ სინათლეს იძლევა, მრავალი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამი ჩვეულებრივ და მშვიდ ენაზე ნათქვამია: თევზების მაგია დახვეწილი და სრულიად შეუმჩვენევილია. მაგრამ ეს უნარი განაწყოს და შთააგონოს ადამიანი ან სიტუაცია უჩვეულო და საოცარია. ასპექტის დამუშავების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ უნდა მოხდეს თევზების ურანისეული გამოვლინებების ამაღლება სულიერი მსახურების სიმაღლეზე, მხოლოდ იქ, თევზების უმაღლეს ოქტავაზეა შესაძლებელი ამ ასპექტის ჰარმონიული და ზუსტი ჩართვა, ხოლო უმდაბლესს დონეზე – ურანი თევზებში ატარებს ემოციურ და ეთიკურ ქაოსს, ვლიდნება გაურკვევლობა გრძნობებსა და ურთიერთობებში, ძალაუნებური არაკეთილსინდისიერება ან ყველა ზემოთ აღნიშნულთან ერთდ შავი მასწავლებლობისკენ მიდრეკილება.
ურანი თევზებში: კუმირების კოლექტიური თაყვანისცემის თაობა, შეღწევა ქვეცნობიერის იდუმალებაში. მოულოდნელი იდეები, რომლებიც კოსტრუქტიულად გამოუყენებაც რთულია. მოქნილი ქმედება. იდუმალებისკენ სწრაფვა, ასევე იდუმალი პროცესების მართვა. საიდუმლო ენერგიის წყაროს აღმოჩენა და გამოყენება. უცნაური და საინტერესო ადამიანები.
საუკეთესო შემთხვევაში – ძმობის იდეისა და უმაღლესი პლანის კოსმიური სიყვარულის კორელაცია რეალურ ადამიანებთან და სიტუაციებთან; წმინდანები, წინასწარმეტყველები, სულიერი მოძღვრები.
უარეს შემთხვევაში – სიჯიუტე, სულელური ორიგინალურობა, შეუსაბამო კოლექტივიზმი, ფსიქიკური აშლილობა, საზოგადოებისგან ძალდატანებითი იზოლაცია.
ს.ვ. შესტოპალოვი „ ასტროფსიქოლოგიური ცნობარი“
1919 – 1928; 2003 – 2011 წლების ტაობა)
ჰარმონიული ასპექტებისას: ძალიან მგრძნობიარე და ინტუიციურობა, განჭვრეტის, წინასწარ შეგრძნების, ნათელხილვის ნიჭი, ღრმაც წვდომა, ძლიერი წამრმოსახვა და შთაგონება, სულიერი კონცენტრაცია, რწმენა, სიბრძნე, თანაგრძნობა, ჰუმანურობა, გულმოწყალება. ინტერესი – ასტროფსიქოლოგიის, ოკულტიზმის, პარაფსიქოლოგიის, მკურნალის, ელექტრობის, რადიო და არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის მიმართ.
დაზიანებისას – მტკივნეული აღქმადობა, კრიტიკულობა, სიმკვეთრე, ექსტრავაგანტულობა, არანორმალურობა, არამდგრადი კავშირები და ჩვევები, მეაომბოხე ბუნება, გამანადგურებლობა რწმენასთან დაკავშირებით.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ინტუიციური უნარები, სამეცნიერო ცნობისმოყვარეობა ქვეცნობიერის ქმედებასთან დაკავშირებით, მისტიური რელიგიოზურობა, მაგალითად ინტერესი მედიტაციის, აღმოსავლეთის ფილოსოფიის ან იოგის სისტემის მიმართ.
სიტუაციიდან გამოსვალი შესაძლოა სიზმარში ან შინაგანი გონებრივი გაელვების სახით ეწვიოთ. ხანდახან შეიძება ეგონოთ, რომ უმწეოები არიან, მაგრამ, თუ საჭირო იქნა საკუთარ თავს ჭაობიდან თმებით ამოათრევენ. ტენდენცია გათავისუფლდნენ წარსულის სულიერი გავლენისგან, სულიერი ბრძოლა მატერიალური ტენდენციების გადალახვის გამო, უფრო მაღალი სულიერი კმაყოფილების ძიება.
შესაძლოა ცხოვრებას მოწყვეტილი მატერიალიზმი, არასაიმედოობა და მეგობრებთან მიმართებაში მათი შეცდომებში შეყვანისთვის მანევრირება. არასასიამოვნო სიტუაციებისგან გაქცევა. ეს თაობა ეკუთვნის ასაკობრივ ჯგუფს რომელშიც სახეზეა დიდი შემოქმედებითი პოტენციალი ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, ფილოსოფიაში. ეს ადამიანები თავად არიან სავსენი ენთუზიაზმით, და შთააგონებენ სხვა ადამიანებს. უამრავი სხვადასხვა სტილიდან ისინი ახდენენ რაღაც ახლის, განსხვავებულის სინთეზს, შემოქმედებითი ენთუზიაზმი ატარებს დახვეწილ, ემოციურ ხასიათს. ხშირად მათი შემოქმედება, ნამუშევრები თუ სხვა არ არის სათანადოდ დაფასებული (სიცოცხლეშივე). აღიარება გაცილებით გვიან მოდის ხოლმე. შრომისას, რაღაცის შექმნისას ამ თაობის ადამიანები არ ფიქრობენ არც გაყიდვებზე, არც თავისი შრომის ნაყოფით ბაზრის დაპყრობაზე.
სემირა და ვილატი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
ახასიათებთ იდეების სტიქიურობა და სწრაფვა ქვეცნობიერის სიღმეებში იპოვნონ რაღაც ახალი, რაც იძლევა აღმოჩენებს ფსიქოლოგიის სფეროში და კარგ ინტუიციას. რთულია აზროვნების ანარქიულობის გადალახვა.
მარია ქეი სიმსი „ თქვენი ჯადოსნური ბავშვი“
(1919 – 1927 ; 2003 – 2011 წლების თაობა) უფროსი ჯგუფი ჯერ კიდევ პატარა იყო დიდი კრახის დროს, რომელმაც დიდ დეპრესიამდე მიიყვანა საზოგადოება. ბევრი მათგანი ნაკლებად წარმოიდგენდნენ, აცნობიერებდნენ უფროსების პრობლემებს. სავარაუდოდ ისინი გატაცებულნი იყვნენ ოცნებებით ან ფანტაზიიებში დაფრინავდნენ. მაგრამ როდესაც ისინი გაიზარდნენ დაიწყო მე2 მსოფლიო ომი და ბევრი მათგანი იდეალისტურ ბრძოლაში ჩაერთვნენ რათა ეხსნათ მსოფლიო, ბევრი მათგანისთვის რეალობა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. საბედნიეროდ ახალი თაობა შეძლებს თავისუფლების ძიებას და ძირითად ცვლილებებს განახორცილებენ სულიერებაში, შემოქმედებით და მხატვრულ სფეროებში საქმიანობით.
ავტორი: ქეთი
პლანეტა ურანი
ურანის დამუშავების დონეები