ურანი ტყუპებში

ურანი ტყუპებში

 სპონტანურობა + მრავალფეროვნება = გაუწონასწორებლობა

 ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ადამიანი ძალიან მღელვარეა, მისი ფიქრები ქაოტური და ერთმანეთში არეულია, ხოლო ძალები ყველა წვრილმანზე იფანტება.

 ხასიათის პოზიტიური განვითარებისას სწრაფი აღქმადობა ფორმირდება, წინდახედულობა, იშვიათი ინტელექტუალური გამომგონებლობის ნიჭი, ფართო სამეცნიერო ინტერესები, დამაჯერებელი მეტყველება და ფანტასტიური, ორიგინალური აზრებისა და მეთოდების ძიებისკენ სწრაფვა.

ასეთ ადამიანს არაფრისგან შეუძლია გამოყოს სენსაციური სიახლეები და წამიერად შეაღწიოს კონტროლისა და მართვის იდუმალ მექანიზმებს. ის თამამად ებრძვის სოციალური ეტიკეტის დოგმებს, ძალიან კარგად შეიგძრნობს დროის რითმს და მომავალსაც კი განჭვრეტს. მიდრეკილია ნეოლოგიზმების შექმნისკენ, რომლებიც არც ისე იშვიათად ხდება იმდენად წარმატებული, რომ გარშემომყოფ ადამიანებს ის ლექსიკონშიც შეაქვთ.

ადამიანის მენტალობა საოცრად განვიათებული, ძლიერი და უაღრესად აქტიურია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ჟურნალისტიკიდან დაწყებული მექანიკის ჩათვლით, დიზაინიდან – ბირთვულ ფიზიკამდე. აღმერთებენ საზოგადოებრივ საქმიანობას, უყვართ მოგზაურობა და გადაადგილება. მუდამ დიდ ინტერესს გამოხატავენ ფილოსოფიისა და ეზოთერიკისადმი. შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები როგორც ვაჭრობის, ასევე აზროვნების სფეროში. ყოველთვის თამამად და გამბედავად იბრძვიან სიახლისთვის, მაგრამ არა გარშემომყოფთა ნებაზე ძალადობის გზით, არამედ თანმიმდევრულად და ზუსტად არწმუნებენ თავის ჭეშმარიტებაში.

 ამ ადამიანების ინტელექტუალური საქმიანობის სფერო სავსეა კაშკაშა ფანტაზიიებითა და უჩვეულობებით. მათ შეუძლიათ გააერთიანონ ცოდნის შორეული განტოტებები და მსხვილმასშტაბიან პრობლმებთან მიდგომით ძირეულ გადატრიალებებს შეუწყონ ხელი.  ყველაზე წარმატებულად ისინი სინთეზის წერტილში იხარჯებიან, ცოდნის სხვადსხვა სფეროებში (კიბერნეტიკა, ფსიქოლინგვისტიკა, ბიოქიმია). არც ისე იშვიათად თავისი უაღრესად უჩვეულო იდეების განხორციელება ძალიან ურთულდებათ, სამაგიეროდ გამოიყენებიან სხვების მიერ, როგორც ახალი მიდგომების გენერატორები. ეს ადამიანები ზედმეტი შრომის გარეშე ახდენენ აზროვნების ახალი საშუალებების განვითარებას და დიდი წვლილი შექვთ როგორც მეცნიერებაში, ასევე საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობაში. მათთვის მთავარია არა მხოლოდ გარე ფორმებისგან, არამდენ თავად აზროვნების თავისუფლების მოპოვება.

 მომენტალურად ითვისებენ სიახლეებს და არიან ახალი წამოწყებების ბრწყინვალე წინამძღოლ-გამცილებლები და ინტერპრეტატორები. მკვეთრად და მღელვარედ რეაგირებენ ყველა უჩვეულობაზე. მათი სხარტი გონება შრომის გარეშე ახდენს ძლიერი შემოქმედებითი ინტუიციის გაელვებების ასიმულირებას. არიან ორიგინალური კონცეპტუალისტები და ძალიან ძლიერი თეორიტიკოსები, მასიური ინფორმაციის საშუალებებთან თითქოს თანდაყოლილი კავშირი აქვთ და ახდენენ იმ ახალი აზრების გენერირებას, რომლის გარეშეც საზოგადოებას მომავლისკენ სვლა არ შეუძლია. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნათესაური – არა სისხლით კავშირები, არამედ სულით, ამიტომ ხშირად ნათესავებთან საკმაოდ დაძაბული დამოკიდებულება აქვთ. 

ცოცხალი, ცნობისმოყვარე, ოპტიმიზმით აღსავსე მკვლევრები არიან, ბავშვური გახსნილობა ახასიათებთ. შემეცნების წყურვილი ასაკთან ერთად არ კლებულობს, ქმედების სტერეოტიპები და აზროვნების ჩვეული სტილი არ ახასიათებთ, რადგან მათი შინაგანი სამყარო წინ მიიწევს ყოველგვარი ცვლილებებით. საფრთხეს ქმნის გადამეტებული ინფანტილიზმის ფორმირება და იდეების ცხოვრებაში განხორციების გაცნობიერებული უარყოფა, თუნდაც მათი ბოლომდე დამუშავების შემდეგაც. ეს ყველაფერი მიდის აზრების არათანმიმდევრულობამდე, ძიებისას გადამეტებული ექსცენტრიულობა და გონებაგაფანტულობა ვლინდება. ეს ადამიანები საჭიროებენ თვითკონტროლსა და თვითდისციპლინას იმისთვის, რომ სათავისოდ გამოიყენონ ის შემოქმედებით ინტელექტუალური ენერგია, რომელიც მათი განკარგულებაშია.

 ახასიათებთ თანდაყოლილი ნოვატორობა, ყველაფერზე თავისი შეხედულება აქვთ და ხშირად არ გვანან საკუთარ თავს. სავსენი არიან შინაგანი შფოთით ცვლილების მოლოდინში და ყოველთვის მხარს უჭერენ რეფორმებსა და განახლებებს, განსაკუთრებით ინფორმაციისა და განათლების სფეროში. ამ ადამიანებისგან გენიალური პედაგოგები და კერძო უმაღლესი სასწავლებლების თამამი ხელმძღვანელები ყალიბდებიან.

 მთავარი პრობლემები – ნათესავებთან ურთიერთობებია, სხვების საჭიროებების მიმართ უყურადრებობა და დაწყებულის საქმის ბოლომდე არ მიყვანა. ისინი გენიალური პოპულარიზატორები, განმანათლებლები, ჰუმანურები და ავტორეტეტულები არიან. ყველაზე რთული იდეებიც კი მარტივად დაყავთ მასების ცნობიერამდე, ამიტომ ცნობილნი არიან როგორც საზრიანი ადამიანები, რომლებსაც რთული სამეცნიერო ჭეშმარიტების მარტივ, გასაგებ ენაზე ჩამოყალიბება შეუძლიათ.

 ძალაინ უყვართ მოგზაურობა და ჩვეულებრივ ფართო სამეგობრო წრე ყავთ. საკმაო ინფორმაციულ ნაკადს სწორედ მოგზაურობისას და სამეგობრო წრის განახლებისას იღებენ. ამიტომ ხშირად ძალიან მშფოთვარედ ისწრაფვიან გარემოებების ცვლილებისკენ. ისინი ინტუიციურად გრძნობენ, რომ წრის განახლება მათში სინათლეს, შთაგონებებსა და გაგებას შეიტანს. სწორედ ახალი აზროვნების ფორმების განვითარებისთვის არიან შექმნილნი. თუ შეძლებენ საკუთარი თავის დისციპლინირებას, მაშინ კაშკაშა ნაკვალევს დატოვებენ ინტელექტუალურ ისტორიაში.

რუდოლფ შტაინერი. ურანი ტყუპებში

ისინი არიან – ახალი აზროვნების სფეროების მაძიებელნი და მეცნიერებაში ახალი მიმართულებების აღმომჩენნი. ფლობენ ფართო მსოფლეხველობას, შეუძლიათ შრომის გარეშე უარი თქვან თავის ჩვეულ მიდგომებზე და სტერეოტიპებზე.

 ავესალომ პოდვოდნი ‘ზოგადი ასტროლოგია“

 ურანი ტყუპებში – განსაცვიფრებელი

 ჰაერის ნიშნებში ურანი თავს კარგად გრძნობს, ის თავს ავლენს მუდმივად წარმოქმნილი მენტალური იდეების სახით. ტყუპების ურანში მდგომარეობით არ მოიწყენთ, ის იძლევა იდეებისა და ადამიანებთან კონტაქტების სიუხვეს, რომელიც ხშირად განუსაზღვრელი სისწრაფითა და ენერგიით მიმდინარეობს, შეიძლება გასაკვირი იყოს ის, რომ ადმიანს ამ ყველაფრისგან თავი არ უსკდება. ხანდახან კი ის იფეთქებს და ამ დროს ადამიანი იმასაც კი ვერ ხვდება თუ სად იმყოფება.

 განვითარებული ასპექტი იძლევა ბრწყინვალე გონებასა და უნარებს, განსაკუთრებით თუ ურანს მერკურთან ასპექტი აქვს (დისპოზიტორი) მომენტალური სინთეზი, ძლიერი ურანის შემთხვევავაში – ფიზიკისკენ, ასტროლოგიისკენ მიდრეკილება, საჭიროა ურანისეულ გზავნილებთან (მენტალური გზავნილების სახით) მუშაობის სწავლა.

 ურანისეული მინიშნებები – მაგ: ისინი თავიდან მიუთითებენ მხოლოდ მიმართულებას შემდგომი მერკურიანული გააზრებისათვის. შემდეგ იქნება კიდევ ერთი გაელვება, ახალი მითითება წინსვლაზე და საჭიროა მისი განსხვავება სახასიათო ენერგეტიკული განმუხტვებით – მოძველებული, მაგრამ საჭირო მერკურიანული აზროვნებისა და დაკსვნებისაგან. მერკურისეული აზრების ურანისეულისგან განსხვავების სწავლის შემდეგ, ადამიანს შეუძლია განეწყოს ურანის აღქმაზე და უფრო მეტიც, მას შეუძლია რაღაცნაირად ამ აქტიურობის რეგულირება. საჭიროა ასევე იმის სწავლა, რომ არ იყოს ორიგინალობისა და არასოციალურ ურანისეული იდეების მიმართ შიში, ურანი ზოგადად საზოგადოების წინააღმდეგი არ არის, ის გაცილებით მაღალ მდგომარეობაშია და შესაბამისად არაიანირად მასთან არ ადაპტირდება. ადაპტირება თავის დროსთან – თავად ადამიანის საქმეა.

 ტყუპების ურანის დამუშავება ხდება წვრილმანი მენტალური უცნაურობების შესწავლით გზით და თავის თავთან ცხოვრებასთან შინაგან და გარე და მუდმივ სამყაროს სურათის მენტალური კორექცია: არ შეიძლება ხელის ეკრას მოვლენას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი შეეხედვით შეუძლებელი ჩანს. წინააღმდეგ შემთვევაში ერთ მშვენიერ დღეს სამყაროს სურათი გასკდება, როგორც საპნის ბუშტები, მაგრამ ისეთი ენერგეტიკული ხმაურით რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ადამიანს გაოგნებულს დატოვებს.

 პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

 1858 – 1865; 1942 – 1949 წლების თაობა

 აქ ურანი იმყოფება მერკურისა და პროზერპინას სახლში, ამასთან ურანი მერკურის უმაღლესი იპოსტაზია, ხოლო პროზერპინა აქ ეგზალტაციაშია, ჰაერის სტიქია – ურანისთვის მშობლიურია, რაც ქმნის ძალიან კარგ მდგომარეობას. თუ ადამიანს ძლიერი ურანი აქვს, მაშინ ის მომენტალურად იწოვს ნებისმიერ ინფორმაციას, მას შეუძლია იყოს თაობების იდეების წინამძღოლ-გამცილებელი, ინტერპრეტატორი, რაშიც ეხმარება სხარტი გონება, ყოველგვარ უჩვეულოზე მკვეთრი რექცია და ძლიერი შემოქმედებითი ინტუიცია.

 ეს თაობა განკუთვნილია აზროვნების ახალი ფორმების განვითარებისთვის, ახალი კონცეფციების შექმნისთვის მეცნიერებასა და ლიტერატურაში, ახალი მასობრივი ინფორმცაციული საშუალებების მოპოვებისათვის. ისინი ინდუქციაში იდეების გენერირებას ახდენენ. უნარები ოკულტიზმში და პარაფსიქოლოგიაში.

დამახასიათებელი თავისებურებები საშუალებას აძლევთ განსხვავებულად შეხედონ ახლობლებთან ურთიერთობებს: მათთვის უფრო მნიშვნელოვანია არა სისხლით ნათესაობა, არამედ სულიერი კავშირი, ამიტომ შეუძლიათ ნათესავებთან უცერემონიოდ გაწყვიტონ კავშირები. საერთოდ არიან ცოცხალი, ცნობისმოყვარე, ოპტიმისტი და გარკვეულწილად ბავშვური ადამიანები. შემეცნების სურვილი სიბერემდე უნარჩუნდებათ. ისინი არიან იმ იშვიათთაგანი, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ ასაკში ქმდების სტერეოტიპების შეცვლა.

უარეს შემთხევავში შესაძლოა ჰქონდეთ არათანმიმდევრული აზროვნება, გადამეტებული ექსცენტრიულობა იდეებში, ნახტომებისებური განვითარება, ინფანტილიზმი, დამუშავების ბოლომდე მიყვანის უუნარობა. იმისათვის რომ განვითარებაში გადალახონ ქაოტურობა, არათანმიმდევრულობა, არაკონტროლირებადობა, მერყეობა და ცვალებადობა, საჭიროა საკუთარი თავის დისციპლინირება და ზოგადად ამაზე მუშაობა.

 ბოროტი ურანი მოკლე მოგზაურობების შედეგად არაპროგნოზირებად გადატრიალებებს იძლევა.

 ურანი ტყუპებში: ტექნოკრატების თაობა. თავისუფლება გამოხატულებაში, იდეების ორიგინალურობა, განსაკუთრებით ზუსტი მეცნიერებების სფეროში, რადიოელექტრონიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ინფორმატიკაში. სწრაფვა მეცნიერებებისკენ. ადრეული განვითარება. ორიგინალური აღზრდა და განათლება.

უკეთეს შემთხვევაში – განსაკუთრებული უნარები, ღრმა ორიგინალური აზროვნება, შთაგონება, ტექნიკის გაცოცხლება (გაადამიანება).

უარეს შემთხვევაში – ზედაპირული აღქმა, მოუთმენლობა, ბილწსიტყვაობა, დაბინდული ექსცენტრიულობა, არათანმიმდევრული აზროვნება, ყალბი პრინციპები.

 

 ს. ვ. შესტოპალოვი „ასტროლოგიური ცნობარი“

  (1942 – 1949)

 ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს ანიჭებს გამჭრიახ, შორსმჭვრეტელ, ინტუიციურ, პროგრესიულ, არაორდინალურ, გამომგონებლურ გონებას და ძლიერ ინტელექტს, დემოკრატიულ, თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელ ხასიათს. ვლინდება მოწინავე იდეებისა და აზრების სწრაფად გათავისების უნარი, მეგობრული კავშირების მარტივად გაბმა და ნაცნობობის სიუხვე, ადამიანურობა და ჰუმანურობა, შემოქმედებისკენ მიდრეკილება და ორიგინალური ტანალტები, ინტერესი უჩვეულოს მიმართ, უჩვეულო ინფორმაციები, სწრაფი გათვითცნობიერება საკითხებში, რომლებიც ცდება ჩვეულებრივ საზღვრებს, ქმედების არაორდინალურობა, წარმოქმნილი სიტუაციებიდან არასტანდარტული გამოსავალის მოძიების, ტელეპატიისა და ნათელხილვის ნიჭი. აეროდინამიკის, ელექტროტექნიკის, ასტრონომიისა და ასტროლოგიის, ჟურნალისტიკის სფეროში კარგი უნარები. უჩვეულო კონტაქტებისა და მოულოდნელი მოგზაურობების სიყვარული.

 თუ ურანი დაზიანებულია პიროვნებას უვითარდება უჩვეულო, სპონტანური, ექსცენტიული მოქმედება, ქარაფშუტობა, ავანტიურიზმისკენ, რისკისა და თავგადასავლებისკენ მიდრეკილება, არაპროგნოზირებადი ქმედებები, გამოხატული ნევროზულობა, რომელიც ისტერიულბამდე მიდის, ძალიან ცვალებადი დამოკიდებულება მეგობრებთან, ნაცნობებთან. მეზობლებთან და ნათესავებთან, გადამეტებული თვითკმაყოფილება, გამძაფრებული მგრძნობელობა და კრიტიკაზე მტკივნეული რეაგირება.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ახალი აზროვნების ფორმის განვითარება, სხარტი, გამჭრიახი გონება, შემოქმედებითი ინტუიცია, ახასიათებთ პატივმოყვარეობა და ენერგიულობა. მეცნიერებაში, ლიტერატურაში, აღმზრდელობით სფეროში, ელექტრონიკისა და მასიური ინფორმაციის სფეროში ახალი კონცეფციის შემტანები. მოუსვენრობა, იდეის ბოლომდე მიყვანის უუნარობა სულსწრაფობის გამო. საჭიროა საკუთარი თვის დისციპლინირება. მოუსვენრობის გამო ხშრად მოგზაურობენ ახალი საზოგადოებრივი კონტრაქტების დადებისა და ახალი იდეების განსახილველად. ფართო მსოფლხედველობა, ასევე (ჩვენი აზროვნებით ჩვენ განვსაზრღვრავთ ბედ-იღბალს) სხვა საშუალებების ხედვისა და ცხოვრების ჩვეულ სტილთან უპრობლემოდ გამომშვიდობების უნარი.

ხშირად არამტკიცე დამოკიდებულება ძმებთან, დებთან და მეზობლებთან. ორიგინალური, მაგრამ ხშირად გაუგებარი აზრები. ეს თაობა (7 წლიანი ასაკობრვი ჯგუფი) ფიქრობს პროგრესზე, შემოქმედებით აზროვნებაზე, სხვებთან შედარებით ამ ჯგუფში მაღალი სამეცნიერო მიღწევებია და უფრო მაღალი სამეცნიერო სტანდარტები. ისინი უაღრესად ცნობისმოყვარენი, კრიტიკულნი, არიან და ამ თვისებებს ასაკი ვერაფერს აკლებს (რაც სხვა ადამიანებისთვის დამახასიათებელია) , მათ ეკუთვნით უამრავი აღმოჩენა. სწრაფვა შემეცნებისკენ, სწავლის წყურვილი მათში დაუოკებელია.

მოგზაურობებისას არის უბედური შემთხვევების ალბათობა. ჯანმრთელობა – ხელებისა და მხრების არეში სპაზმები (კრუნჩხვები).

 სემირა და ვიტალი ვეტაშები „ პროგნოზირების ხელოვნება“

ეს თაობა აფასებს მეცნიერებას, ავითარებს აზროვნების ახალ გზებს და ცდილობს მოექცეს მოვლენების ავანგარდში, ადვილად იტაცებს ახალ იდეებსა და ტენდენციებს. სხვა თაობები მეცნიერებას ასე მაღლა არ აყენებენ, უმეტეს დროს ცხოვრებისეულ კონკრეტიკას უთმობენ.

 მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავში“

1942 -1949 წლების თობა.

ტყუპების ნიშნის ურანელები აზროვნებასთან და კომუნიკაციის სფეროსთან მეტად არიან კავშირში და ამ თაობას უნიკალური სიახლეები შეაქვს ამ სფეროში, რაც ემთხვევა კომპიუტერულ რევოლუციასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც მათი სიმწიფის პერიოდში ჩნდება.

ავტორი: ქეთი

პლანეტა ურანი

ურანის დამუშავების დონეები

ურანი ვერძში

ურანი კუროში

ურანი კირჩხიბში

ურანი ლომში

ურანი ქალწულში

ურანი სასწორში

ურანი მორიელი

ურანი მშვილდოსანში

ურანი თხის რქაში

ურანი მერწყულში

ურანი თევზებში

 


About Kate

Scroll To Top