ფენ-შუის ძირითადი თეორიები და პრინციპები

ფენ-შუის ძირითადი თეორიები და პრინციპები

მოკლედ გავიცნოთ ფენ-შუის ძირითადი თეორიები, პრინციპები და ტერმინები.

ფენშუი– ძველი ჩინური სწავლებაა  გარემოსა და საცხოვრებელ ადგილს, ადამიანსა და საცხოვრებელს შორის ენერგეტიკული ურთიერთქმედების შესაძებ. ფენ-შუიში მთავარი ენერგიაა ცი.

ფენ-შუის მოქმედების შეფასებისთვის გამოიყენება 19 წლიანი პერიოდები და მათ ეპოქებს უწოდებენ. თითეული ეპოქა 1-დან 9 ციფრის ჩათვლით რომელიმეს სიმბოლიზებას წარმოადგენს. მაგალითად: 1964-1983 წლები ცნობილია როგორც მე-6 ეპოქა, 1984-2003 წლები – მე-7 ეპოქა. ამჟამად მე-8 ეპოქაა.

დაო – პირველსაწყისი ენერგია, სამყაროს იდუმალებით მოცული პირველსაწყისი მიზეზი.

ენერგია ცი

 ჩვენი სამყარო დიდი ორგანიზმია, რომლის ნაწილებიც ერთმანეთზე მოქმედებს. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროში არსებობს, ბუნების ან ადამიანის მიერ შექმნილი, თავად ადამიანიც, საკუთარი უნიკალური ენერგიის მატარებელია.

ეს ენერგიები ერთმანეთზე ურთიერთქმედებს. თუმცა, მატერიალურის გარდა არსებობს უხილავი სამყაროც, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ხილულ ნაწილზე. იმის მიხედვით, თუ როგორ ვიყენებთ  ენერგიას – ჩვენს გარშემო ვაშენებთ თუ ვანგრევთ, სამყაროც შესაბამის უკურეაქციას იძლევა. ყველაფერი დამოკიდებულია ვიმოქმედებთ თუ არა მისი წესების შესაბამისად.

ჩინურ მეტაფიზიკაში მატერიალური და არამატერიალური სამყაროს ენერგია ტერმინ „ცი“-თი აღინიშნება და ითარგმნება როგორც „სასიცოცხლო ძალა, სული, სუნთქვა, სიცოცხლისუნარიანობა“. ეს ენერგია შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც.

უარყოფით (დამანგრეველ) ცის “შა” ეწოდება. შა-ს ვიღებთ, თუ ცი-ს ენერგიის ცირკულაცია არ ხდება ჰარმონიულად ან „იყინება“, ანუ ენერგია არ მოძრაობს.

ჩვენი ამოცანაა უარყოფითი „ცი“-სგან გათავისუფლება და დადებითი ცი-ს მოზიდვა.

ინი და იანი

 ჩინურ ფილოსოფიაში დუალიზმის მთავარი პრინციპები. ცი-ს ენერგიის ორი ურთიერთსაპირისპირო მახასიათებლების გამოვლენაა, რომლებიც ყველაფერს ბადებენ და აბალანსებენ. მიიჩნევა, რომ სამყარო ორი საპირისპირო, მაგრამ ურთიერთშემავსებელი პრინციპებისგან – ინისა და იანისგან შედგება. მათ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ერთ-ერთი მათგანის უარყოფა ან უქონლობა სიცარიელეს ნიშნავს. იანსა და ინს ერთმანთის საპირისპირო მახასიათებლები გააჩნიათ: სინათლე-სიბნელე, მზე-მთვარე, ცეცხლი-წყალი და ა.შ. იქ, სადაც მეტი იანია, ნაკლებად ვლინდება ინი და პირიქით. ჩვენი ამოცანაა – მათი დაბალანსება, ორი საწყისის ჰარმონიული თანაარსებობა.

ბაგუა

რვაკუთხოვანი სიმბოლოა, რომელიც 9 ნაწილადაა დაყოფილი – ცენტრად და 8 მხარეს, რომლებიც ჰორიზონტის მხარეებს აღნიშნავს (ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი..). ეს სიმბოლო ღირებულებას იძენს 8 მხარის მიხედვით განლაგების მხრივ. ბაგუას სიმბოლო შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანის, სახლის, დროის აღსაწერად. მისი მიხედვით არჩევენ სახლის სფეროებს, მიმართულებებს, ავეჯისა და საგნების განლაგებას, რათა სახლში ჰარმონია იყოს.

გეომანტური ცხრილი

საცხოვრებლის ენერგეტიკული მახასიათებლები, დაკავშირებულია შენობის აგების თარიღთან და მისი შესასვლელი კარის, ოთახების განლაგებასთან. ეს ცხრილი გვიჩვენებს როგორ ხვდება სახლში ენერგია და როგორ მოქმედებს მაცხოვრებლებზე.

ხუთი სტიქია. უ-სინის თეორია

სამყაროში ყველას და ყველაფერს ენერგია აქვს. ინისა და იანის მსგავსად, ნებისმიერ რამეს ხუთი ელემენტის მახასიათებლები აქვს: ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი და წყალი. ეს ცნებები ენერგიების სახეობებზე წარმოდგენას გვიქმნის. შესაძლოა ფიზიკურ ობიექტებს მისთვის წოდებული ელემენტის შესამჩნევი მახასიათებელი არ ჰქონდეს, რადგან  გარეგნული მახასიათებელის ნაცვლად, მოქმედების, ვიბრაციის აღმწერია.

ბაცზის თეორიის მიხედვით ადამიანზეც მოქმედებს ხუთი ელემენტი, მის პიროვნულ თვისებებს, ბედს, იღბლიანობის პერიოდებს, ჯანმრთელობას და ფიზიკურ მახასიათებლებსაც კი აღწერს.

ამ სტიქიების ურთიერთმოქმედების სისტემა არსებობს, რომელსაც უ-სინი ეწოდება. ყოველ სტიქიას სხვა სტიქიის ხელშეწყობა, დაშლა ან შესუსტება შეუძლიათ. შესაბამისად არსებობს წარმომშობი და გამანადგურებელი წრეები. ყოველი მომდევნო სტიქია წინას ასუსტებს და თავად ძლიერდება.

სისტემა ასეთია – ხე-ცეცხლი-მიწა-მეტალი-წყალი. ხის სტიქია – დამწყებია, მოქმედებაა; ცეცხლი – აყვავება, მიწა – შეგროვება, მეტალი – ჭკნობა, წყალი – დასრულება და ახალი ციკლის დასაწყისი, ინისა და იანის შეცვლა.

ხე ცეცხლს მასალას აძლევს, ცეცხლი მიწას ფერფლს, „საკვებს“ უტოვებს, მიწა მეტალს წარმოქმნის, მეტალი წყალს ბადებს, ეს უკანასკნელი კი ხეს ასაზრდოებს. ასე ერთი დიდი ციკლი დგება.

თუ საპირისპირო მიმართულებით განვიხილავთ – ქალური საწყისს (ინს) ვიღებთ. წყალი ხის ზრდისთვის ენერგიას კარგავს, ხე ცეცხლს „კვებავს“, ცეცხლი ძალას კარგავს მიწისთვის, მიწა-მეტალისთვის და წყალი მეტალისგან ენერგიას იღებს.

სტიქიები ერთმანეთს შემდეგნაირად ანადგურებენ: ხე მიწას ენერგიას ართმევს, ცეცხლი – მეტალს, მიწა – წყალს იწოვს, მეტალი – ხეს ჭრის, წყალი ცეცხლს აქრობს. ამ შემთხვევაში არამხოლოდ მეორე სტიქია ზარალდება, პირველიც ძალას კარგავს.

ეს თეორია შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ადამიანის ენერგეტიკული რუკის, ასევე ნებისმიერი მოვლენის თუ საგნის ასახსნელად. სწორი რეკომენდაციის მისაცემად კი ინტუიციისა და მიხვედრილობის დახმარებაც დაგვჭირდება.  მაგალითად: მეტალი ხეს ანადგურებს, მაგრამ ამავე დროს მისი დახმარებით ხისგან შეგვიძლია გამოსაყენებელი საგნები შევქმნათ. წყალი ასაზრდოებს ხეს, მაგრამ ზედმეტად ბევრი წყალი საპირისპიროდ მოქმედებს. ცეცხლი მიწის მკვებავია, მაგრამ დიდი რაოდენობით ცეცხლი – აშრობს. ცეცხლი და წყალი ვერ ეთვისებიან, მაგრამ ახალ ენერგიას – ორთქლს გვაძლევენ და ა.შ.

ლოპანი – ფენ-შუის ოსტატის სპეციალური კომპასია. მისი გამოყენებით სივრცის ენერგეტიკა იზომება.

მფრინავი ვარსკვლავები. მოხეტიალე ვარსკვლავები – ეს ტერმინები ციური და მიწიერი ენერგიების გავლენას აღნიშნავს, რომელიც დროსა და სივრცეში იცვლება. ისინი 1-დან 9 ციფრებით აღინიშნება, რომლებიც ლო-შუს დიაგრამაზე ერთ კვადრატს იკავებენ.

ქარის მუსიკა

ნათალური რუკა – კონკრეტული ადამიანის მონაცემების მიხედვით ინფორმაციას წარმოადგენს ხუთი ელემენტის ბალანსზე. ფენ-შუიში გამოიყენება ადამიანისა და საცხოვრებელი ადგილის ენერგეტიკული შესაბამისობის/შეთავსების დადგენის მხრივ.

ქარის მუსიკა – ნივთები, რომლებიც ნიავის ან/და მოძრაობის შემთხვევაში ხმას გამოსცემენ. შედგება სხვადასხვა ზომის მილებისაგან. შეიძლება იყოს მეტალის, კერამიკის ან ხის.

ზეციური ბედი – ენერგიები, რომლებსაც ადამიანი ჩასახვისა და დაბადების დროს იღებს. მათი დახმარებით განისაზღვრება ტემპერამენტი, ხასიათი, აზროვნების ტიპი, მოქმედება და ა.შ., ყველაფერი, რაც მის ბედზე გავლენას ახდენს. მისი შეცვლა შეუძლებელია. ესაა ის, რითაც ადამიანი დედამიწაზე მოვიდა და ეს ენერგიები შეუცვლელია. თუმცა, შესაძლებელია მათი დახმარებით გამოითვალოს წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები და შესაბამისად დაიგეგმოს მოქმედებები.

ადამიანური ბედი – ქცევა, ქმედება, აზრი ყოველდღიურ ცხოვრებაში – ყველაფერი, რასაც თავად ქმნის და იღებს. ყველაფერი, რაც შეიძლება გადმოიცეს შემდეგ სიტყვებში „ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს“.

მიწიერი ბედი – ყველაფერი, რაც ადამიანს სახლში ან სამუშაო გარემოში ხვდება. აქ შედის სახლის გარემო, ლანდშაფტი, მდებარეობა, ფანჯრიდან ხედი და ა.შ.

ლო-შუს კვადრატი

მაგიური კვადრატი ლო-შუ – ფენ-შუის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა მისი ბოლომდე შესწავლა არ მოხერხებულა. ლო-შუ ბაგუას სიმბოლოებთანაა დაკავშირებული. გარე სამყაროსთან ურთიერთობის კანონებსა და პრინციპებს მოიცავს, რაც სამყაროს გაგებაში გვეხმარება.

წერტილების ეს სპეციალური განლაგება აღმოჩენილია ლეგენდარული კუს ბაქანზე (რომელიც მდინარე ლო-დან აგმოვიდა). ლო შუ-ს კვადრატი ფენ-შუიში აქტიურად გამოიყენება და ადამიანზე ენერგიის გავლენას ახასიათებს.

კვადრატი 9 ნაწილადაა დაყოფილი, რომლებიც 1-დან 9 ციფრის ჩათვლითაა დანომრილი. ნებისმიერი მიმართულებით ციფრთა ჯამი 15-ს უდრის.

ლო-შუ გამოიყენება შეიძლება საცხოვრებელი ადგილის ზონებად დასაყოფად, „მფრინავი ვარსკვლავის“ გავლენის ანალიზისთვის, სახლის ნათალური რუკის შესადგენად, მნიშვნელოვანი მოვლენების წინასწარმეტყველებისთვის ნუმეროლოგიის გამოსაყენებლად, ადამიანის დასახასიათებლად, წარმატების მისაღწევი რეკომენდაციების გასაცემად.

მომზადებულია საველევისა და fanfenshui.ru-ს მასალაზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top