ქირომანტიის საფუძვლები

ქირომანტიის საფუძვლები

ქირომანტია (χειρός — ხელი; μαντεία — მკითხაობა, წინასწარმეტყველება) გამოიყენება ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების, ხასიათის, თვისებების, მიდრეკილებების დასადგენად…ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მეშვეობით.

ქირომანტია სამ ნაწილად იყოფა: ა)ხელის ფორმების, აგებულების, თითების მოყვანილობის შესწავლას და ამის მიხედვით ადამიანის ხასიათზე, თვისებებზე ინფორმაციის მიღება; ბ) ხელის ხაზებზე დაყრდნობით წარსულისა და მომავლის გაგება; გ) ფარული სურვილების ანალიზი, განვითარების მიზანი და ა.შ. ეს ბოლო ნაწილი ბევრად სიღრმისეულ ანალიზსა და ცოდნას მოითხოვს.

ხელზე არსებული ნიშნების გარჩევა ინდური და შუა საუკუნეების წყაროების მიხედვით

დ.ბ. დელი

(გამოცემულ იქნა ლონდონში, საერთაშორისო თეოზოფიური საზოგადოების მიერ)

საერთო შენიშვნები:

1) ყურადღება მიაქციეთ ხელების საერთო მოყვანილობას. მოკლე ხელი არის ნიშანი იმისა, რომ პიროვნებას აქვს თვისება პირველი შთაბეჭდილების მიხედვით განსაჯოს უცნობი ყოველგვარი ანალიზის გაკეთების გარეშე.
მკვრივი და მოქნილი ხელი ლაპარაკობს მგძნობიარებაზე, განჭვრეტის უნარზე
მაგარი და ძლიერი ხელი მიგვითითებს დიდ ენერგიასა და დაჟინებულობაზე. ხელი ძარღვიანი, კარგად განვითარებული მყესებით ნიშანია იმისა, რომ პიროვნება არის წესრიგის მოყვარული, დაჯერებული, წარმატების მიმღწევი. რბილი, სუსტი ხელი – ნიშანია გამოფიტულობის, სიზარმაცის, უუნარობის.

2) დაათვალიერეთ თითები
წვეროებისკენ რომლებიც ვიწროვდება: საჩვენებელი თითი – ნიშანია განჭვრეტის. შუათითი – ამაოების, ქარაფშუტობის, მხიარულების. უსახელო თითი – არტისტიზმისაკენ მიდრეკილების, დახვეწილი გემოვნების. ნეკა თითი – მჭერმეტყველების.
სწორი თითები: საჩვენებელი – ერთგულების წინდახედულების. შუათითი – სერიოზულობის, დაკვირვებულობის. უსახელო თითი – კეთილგონიერების, ნეკა თითი – წინდახედულობის. ბოლოებში გაგანიერებული თითები: საჩვენებელი – მისტიციზმის, იდუმალების. შუათითი – მოღუშული ხასიათის, პესიმიზმის. უსახელო თითი – ცხოვრებაში მუდამ დრამას ხედავს. ნეკა თითი – ტექნიკური ცოდნისკენ მიდრეკილების

3) დახედეთ ფეხებს:
წვრილი ფეხი – გამაღიზიანებელი ტემპერამენტის ან პატივმოყვარეობის ნიშანია. მრგვალი და დიდი – მეცნიერებისკენ მიდრეკილების, კეთილგონიერი შეხედულების ცხოვრებაზე. პატარა – სიამაყის, სიჯიუტის, პირმოთნეობის. განიერი და ბრტყელი – სუსტი, მორიდებული ხასიათის. კაკლის ნაჭუჭისებრი ფორის ფეხი მიუთიტებს სინატიფეზე.

შენიშვნა: ზოგჯერ გარკვეულ ასსაკამდე ხაზები არის წაგრძელებული, ზოგჯერ დამოკლებული. ერთხელ შეიძლება იყოს ფერმკრთალი, მეორედ წიტელი და მკვეთრად გამოხატული. წვრილი ხაზები ზოგჯერ სრულიად ქრება, ზოგჯერ კი იღებს სხვა განსხვავებულ ფორმას და შეფერილობას. ხელების ყურადღებით შესწავლით ზოგჯერ მაინც ვერ შევძლებთ სრული წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენი ცხოვრების მოვლენებზე. ვინაიდან ისინი იცვლება დროტა განმავლობაში ბუნების ზოგადი კანონებიდან გამომდინარე, რომელთაც ჩვენ არ ვიცნობთ. ამიტომ, ქირომანტებს არ შეუძლიათ ერთ წელზე მეტი პერიოდისათვის გიწინასწარმეტყველოთ მომავალი.

 

რომელი ხელი უნდა გამოვიკვლიოთ

აღმოსავლეთში მიღებულია მამაკაცთათვის მარჯვენა ხელის გამოკვლევა, ხოლო ქალთათვის – მარცხენა. მოკლედ, უმჯობესია იმ ხელის გამოკვლევა, რომელზეც უფრო მკვეთრად არის გამოხატული ნიშნები. თუ ნიშნები ორივე ხელზე იქნება საკმაოდ მკვეთრად გამოხატული და დაემთხვევა ერთმანეთს, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი გარკვეულია. მამაკაცებისათვის მარჯვენა ხელზე გამოიხატება მომავალი, რომელზეც აღინიშნება დადებითი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ თუ რა მოხდება მომავალში. მარცხენა ხელი ითვლება უარყოფითად: მასზე აღინიშნება თუ რა მოხდა, ან რა ხდება ამჟამად. ქალების ხელზე მსჯელობენ პირუკუ (შენიშვნა: განსხვავებული ვერსიი, მარცხენა ხელზე მოცემულია ტანდაყოლილი, დაბადებიდან მოცემული თვისებები, მახასიათებლები; ხოლო მარჯვენა ხელზე – ჩვენს მიერ შეცვლილი, ახლანდელი და მომავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი. ცაციების შემთხვევაში – პირიქით).

ხაზები

გავიხსენოთ რა იყო ზემოთ ნათქვამი ხაზების შესახებ.
1. ცხოვრების ხაზი ( იგივე დედისეული ხაზი) მოიცავს ცერის ფუძეს ( III სქემა)
2. ღვიძლის ხაზი ( იგივე მამისეული ხაზი) კვეთს ხელისგულს შუაზე გარეთა მხრიდან შიგა მხრისკენ
3. თავის ხაზი იწყება თითქმის ხელის მტევნიდან , მიდის მერკურის ბორცვისკენ და ხელისგულზე ქმნის სამკუთხედს.
4. ბედის ხაზი იწყება ნეკის ფუძიდან და მიემართება იუპიტერის ბორცვისკენ
5. სამაჯურები ანუ დრაკონის ხაზები ხაზავენ ხელის მტევანს. ისინი შეიძლება იყოს ორმაგი, სამმაგი და ა.შ.
6. მზის ხაზი ანუ მზის გზა იწყება მზის ბორცვიდან, კვეთს ხელისგულს და მიემართება მთვარის ბორცვისკენ
7.მთვარის ხაზი ანუ ირმის ნახტომი მიემართება ქვემოდან, სატურნის ხაზიდან მთვარის ბორცვისკენ
8. სატურნის ხაზი იწყება ხელის მტევანტან, გასწვრივ კვეთს ხელისგულს და მიემართება შუათითის ფუძისაკენ. თუ იგი გაწყვეტილი ან განშტოებულია, მაშინ მას უწოდებენ დამწვარ გზას (ბედს) თუ ხელისგულის შუაში იგი გაორდა, ე.ი. პიროვნება უკეთებს სხვებს უფრო მეტ სიკეთეს, ვიდრე თავის თავს

 

ბორცვები
ეს ხელის ფუძეებზე ამობურცული ხორციანი ადგილებია. მათი სახელწოდებებია:
1. ვენერას ბორცვი, რომელიც მდებარეობს ცერა თითის ფუძეზე ( საყრდენზე)
2.იუპიტერის ბორცვი – საჩვენებელი თითის საყრდებზე
3.სატურნის ბორცვი – შუა თითის საყრდენზე
4. მზის ბორცვი– უსახელო თითის საყრდენზე
5. მერკურის ბორცვი – ნეკა თითის საყრდენზე

 

ღვიძლის ხაზი

სწორი, გადაუკვეტავი ხაზი საუბრობს ადამიანის ფიზიკურ სიჯანმრტელეზე. მოკლე ან გაწყვეტილი – ნიშანია ავადმყოფობის, ხანმოკლე სიცოხლის. თუ ეს ხაზი ბოლოში განტოტილია, მიუთითებს რომ ადამიანს სიცოცხლის ბოლო წუთებში ელოდება სიღატაკე. თუ ღვიძლის ხაზი ძალიან უახლოვდება სიცოცხლის ხაზს, მიგვითიტებს რომ პიროვნება გულით ავადმყოფობს. თუ ღვიძლის ხაზი სიცოცხლისა და ბედის ხაზისგან ფართო სივრცითაა დაშორებული, მეტყველებს ხელგაშლილობაზე და პიროვნების მიდრეკილებაზე ფლანგვისკენ.

თუ ღვიძლის ხაზი დაკლაკნილი და ჩაზნექილია ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, მკრთალად შეფერილი და გადაკვეთილია, მიგვანიშნებს ღვიძლის დაავადებაზე და ამ დაავადებით გამოწვეულ მთელი ორგანიზმის ცუდად ყოფნაზე. სუფთა, მკაფიო, სწორი ხაზი მიგვითითებს პიროვნების გაწონასწორებულ ხასიათსა და სიცოცხლისმოყვარეობაზე.

თუ ღვიძლის ხაზზე გვხვდება მკაფიოდ გამოკვეთილი კვანძები, უნდა გავფრთხილდეთ. ეს ნიშნავს რომ პიროვნებას მიდრეკილება აქვს თვითმკვლელობისკენ

შუა თითის ქვეშ გამოხატული ჯვარი მიგვანიშნებს სწრაფ გარდაცვალებას. თუ მთვარის ბორცვი განტოტილია, მიგვანიშნებს რომ პიროვნება ყალბი და უხეშია

თუ ღვიძლის ხაზიდან ცალკე მიემარტება ტოტი, რომელიც კვეთს სიცოცხლის ხაზს და მიემართება ვენერას ბორცვისკენ მარსის ხაზამდე, გვაფრთხილებს, რომ ახლობელი ადამიანისგან ველოდოთ მოტყუებას და გამცემლობას

თავის ხაზი
თუ თავის ხაზი არ არის გადაკვეთილი, უერთდება სიცოცხლისა და ღვიძლის ხაზებს და ქმნის სამკუთხედს, ეს გვიჩვენებს რომ პიროვნებას აქვს სწორი, წყნარი ხასიათი და იგი დაჯერებულია თავის შესაძლებლობებში. თუ სამკუთხედის წვერი წვეტიანია, მით უფრო გამოკვეთილია ეს თვისებები. თუ სამკუთხედის წვერი ბლაგვია, მიგვანიშნებს არაჯანსაღ პიროვნებაზე. თუ სამკუთხედი არ იქმნება, მაშინ მით უფრო უარესი – პიროვნება არის მატყუარა, მფლანგველი და განუვითარებელი.

როდესაც თავის ხაზიდან მთვარის ბორცვისკენ მიემართება უსწორმასწორო განტოტებები – მამაკაცის ხელზე აღნიშნავენ მისი ტვინის სენელებულ მუსაობას. ქალის ხელზე – მელანქოლიურ განწყობილებას ან მძიმე მშობიარობას.

თავის ხაზს აქვს კიდევ ასეთი თავისებურება: თუ მას ხედა ნაწილში აქვს განტოტებები ან ვარსკვლავები – ეს ნიშანია სიმამაცის და პირდაპირი ხასიათის. ასეთივე განტოტება თავის ხაზის ბოლოში მიგვანიშნებს პიროვნების სიეშმაკესა და ფლიდობაზე.

თუ ეს ხაზი უერთდება დრაკონის ხაზს, გვიჩვენებს ნათელგონიერებასა და მშვიდ სიბერეს. თუ ჩანგლისმიერი მორჩი იქნა დანახული ბედის ხაზთან, ნიშნავს რომ პიროვნებას სეუძლია ბრწყინვალებ წარუძღვეს საქმეს და ერთნაირად უხელმძღვანელოს როგორც მოწინავე ისე ჩამორჩენილ საწარმოს.

თუ ჩანგალში არის წრე შიგ გამოსახული ჯვრით, იგი გვპირდება სიმდიდრესა და სახელს, რომელიც მოპოვებულ იქნება გამომგონებლობით და ხელოვნებით.

ბედნიერების ხაზი

გრძელი, სუფთა, უწახნაგო ხაზი გვიჩვენებს ძირიტადი ორგანოების სიჯანსაღესა და მტკიცე ხასიათს. საპირისპირო ხასიათს გვიჩვენებს მოკლე დამახინჯებული წყვეტილი ხაზი. თუ ხაზი მთავრდება სატურნის ბორცვის ქვეშ, იგი გვიჩვენებს რომ პიროვნება არის მატყუარა და სულიერად ცარიელი. თუ მისგან მიემართება წვრილი ხაზები იუპიტერის ბორცვისკენ, ითვლება პატივისცემის ნიშნად. თუ მიემართება მხოლოდ ერთი ხაზი, მიგვითიტებს სიღარიბესა და სირატაკეზე.

თუ ბედნიერების ხაზი კვეთს იუპიტერის ბორცვს, მაშინ პიროვნება უნდა ერიდოს მკაცრი, შმაგი ხასიათის ადამიანს.

თუ ხელზე არ ჩანს ღვიძლის ხაზი და ბედნიერებისა და სიცოცხლის ხაზები ერთდება, ნიშანია სასიკვდილო ჭრილობების. ბედნიერების ხაზი საერთოდ არ აქვს ბოროტ, მრუდე სულის, არამყარი ხასიათის ადამიანებს.

თუ ბედნიერების ხაზს კვეთს წვრილი, პატარა ხაზები, ეს ნიშნავს რომ პიროვნება იავადმყოფებს. მერკურის ბორცვის ქვეშ ნიშნავს რომ იგი იავადმყოფებს ყრმობაში, მზის ქვეშ – შუა ხნის ასაკში, სატურნის ბორცვის ქვეშ – სიბერეში

ირმის ნახტომი

თუ ეს ხაზი არის გრძელი და სწორი, გვპირდება ბედნიერ მოგზაუროას ზღვაზე თუ ხმელეთზე. ზოგჯერ გვიჩვენებს აზრის სიზუსტეს, ენაწყლიანობასა და ქალებში წარმატებას (თუ ვენერას ბორცვზე არ იქნება საწინააღმდეგო ხაზები) თუ ეს ხაზი გადის ნეკამდე, ეს მაგალითია იშვიათი ბედნიერების

სატურნის ხაზი

თუ იგი მკვეთრად გამოხატულია შუათითამდე, გვიჩვენებს პიროვნების ღრმა აზროვნების უნარს.
მოკლე ხაზი გვიჩვენებს უბედურებას, თუ ეს ხაზი ხელისგულზე აკეთებს ბრუნს მთვარის ბორცვისკენ, მაშინ ადამიანს ელოდება ციხე.

ვენერას სარტყელი

ეს ხაზი თავისთავად (თუ სხვა ნიშნები არ ეწინააღმდეგება) აღნიშნავს პიროვნების გატაცებას საწინააღმდეგო სქესით. თუ ეს ხაზი არ აღინიშნება, მაშინ ის მიგვითითებს პიროვნების სიცივეზე საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ინდიფერენტულობაზე. ვისაც ეს ხაზი არ აქვს, იქნება ცუდი მეუღლე და უსულგულო მშობელი

თუ ვენერას სარტყელს აქვს კიდევ პარალელური ხაზი, იგი ნიშანია სექსუალური თავაშვებულობის, რომელიც თითქმის სექსუალურ ფსიქოპათოლოგიაში გარდამავალია.

გაწყვეტილი და გადაკვეთილი ხაზი ლაპრაკობს იმაზე, რომ სექსუალურსმა ტავაშვებულობამ ადამიანს როგორც ფიზიკურ, ისე მორალური მხარეს დაასვა თავისი ბეჭედი.

მარსის ხაზი

მას ზოგჯერ უწოდებენ სიცოცხლის ხაზის თანამეგზურს. იგი გვიჩვენებს ცხოვრებისეული ძალებისა და ენერგიის განსაკუთრებულ დაძაბულობას. ნათელი და სწორი ხაზი ლაპარაკობს ხანგრძლივ და ნაყოფიერ ცხოვრებაზე უმნიშვნელო ავადმყოფობებით. ასეთ ადამიანებს ემართებათ პადაგრა, რევმატიზმი, პროგრესული დამბლა ან აპოპლექსია. ვინაიდან ამ ავადმყოფობებისაკენ უბიძგებს შინაგანი მოზღვავებული ენერგია. მარსის ხაზი აძლიერებს ყველა სხვა ნიშნების მნიშვნელობას, რომლებიც იმყოფება სიცოცხლის ხაზზე. თუ იგი ნათელი და მკვეთრად შეფერილია, ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანი ბრძოლისთვისაა გაჩენილი

ცხოვრების ხაზი

ფართო, სწორი, კარგად შეფერილი, გრძელი – აღნიშნავს ხანგრძლივ სიცოცხლეს მცირე დაავადებებით. წვრილი, მოკლე, წყვეტილი, ღია ფერის ან მუქი შეფერილობის, ლაპარაკობს ორგანიზმის სისუსტეზე, ხანმოკლე სიცოცხლეზე. თუ იგი გადახრილია ღვიძლის ხაზისაკენ, ან მათ შორის იქნება ჯვრების ჯაჭვი, ლაპარაკობს შემოქმედებით ტვინზე, კარგ ხასიათსა და საქმიან მიდრეკილებებზე.

ღვიძლის ხაზის მიმართულებით არსებული წამონაზარდები ნიშანია ცხოვრებაში მატერიალური წარმატებების.

საწინააღმდეგო მიმართულებით, ხელის მტევნებისაკენ მიმავალი წამონაზარდები ნიშნავს სიღარიბეს, სიცარიელეს, წვრილი, გაურკვეველი გადამკვეთი პატარა ხაზები ავადმყოფობის მაჩვენებელია.

მოვლენათა დრო

ხელის ქვედა ნაწილი აღნიშნავს ადამიანის ადრეულ ასაკს. შუა ნაწილი, რომელიც ხელისგულშია მოთავსებული, აღნიშნავს შუახანს, ზედა ნაწილი ღვიძლის ხაზი მიმართულების ასაკოვან პერიოდს. ადამიანს ალოდება საფრთხე, თუ ეს ხაზი გაწყვეტილია. უფრო ზუსტად რომ განვსაზღვროთ დროები, ხაზი უნდა დავყოთ რამდენიმე ნაწილად, როგორც IV სქემაშია მოცემული. თუ ამ ხაზზე გვხვდება ერთი ან ორი ასეთი ნიშანი, მოასწავებს რომ პიროვნება დაჰკარგავს მხედველობას ერთ ან ორივე თვალში.

წვრილი პატარა ხაზი, რომელიც გამოდის ცხოვრების ხაზიდან ვენერას ბორცვის ქვედა ნაწილიდან და მიემართება ღვიძლის ხაზისაკენ – ნიშანია შურიანობის. მეორე ხაზს რომელიც მიემართება ცხოვრების ხაზიდან ღვიძლისა და სატურნის ხაზების გადაკვეთის წერტილისაკენ , ჰქვია ფატერაკების ხაზი და გვაუწყებს მძიმე ავადმყოფობას ან უდროო სიკვდილს. თუ ეს ხაზი კვეთავს ცხოვრების ხაზს და მიიწევს ვენერას ბორცვისკენ – მით უარესია.

ზოგჯერ არის კიდევ ერთი განტოტება ცხოვრების ხაზიდან და მიემართება უსახელო თითის საყრდებნისაკენ, იგი მაუწყებელია წარმატებებისა, რომელიც მომდინარეობს გავლენიან ქალთა მფარველობიდან.

თუ ცხოვრების ხაზის ზედა ნაწილი, რომელიც მიემართება საჩვენებელი თითის ქვეშ, გაგანიერებულია, მიგვანიშნებს რომ ადამიანის სიბერე ექნება სავსე დარდითა და საზრუნავით.

ხელზე არსებული ნიშნების საერთო მიმოხილვა

# 1. დასახელება – იუპიტერის ბორცვი

მდებარეობა – საჩვენებელი თითის ფუძე

მნიშვნელობა – ბორცვის ძლიერი, მკაფიოდ გამოხატული განვითარება მაჩვენებელია სიამაყის, ძალაუფლების მოყვარეობის. ძალიან სუსტად განვითარებული ბორცვი მაჩვენებელია სიზარმაცის. კონცენტრული წრეები, რომლებიც იქმნება კანის ნაოჭებით, მაჩვენებელია უეჭველი წარმატებისა, პატივმოყვარეობისა, ასევე ფინანსური საქმეების წინსვლისა. წაგრძელებული ან არასწორი წრეები – ნაკლები წარმატების მაჩვენებელია. წრეების არ არსებობა კი წარმატებას გამორიცხავს.

# 2. სახელწოდება – სატურნის ბორცვი

მდებარეობა – შუათითის ფუძე

მნიშვნელობა – მკაფიოდ გამოხატული ფორმა – გონების ბატონობა გულისთქმაზე, აზრიანობა. თუ ბორცვი დაფარულია კონცენტრული წრეებით და ძალიან ამაღლებულია – ჩაკეტილი, პესიმისტური განწყობის ადამიანს ნიშნავს. ძალიან დაბალი ბორცვი უწრეებოდ ნიშნავს რომ პიროვნება არ არის ჩაკეტილი, პესიმისტური ბუნების.

# 3. სახელწოდება – მზის ბორცვი

მდებარეობა – უსახელო თითის ფუძე

მნიშვნელობა – მაღალი და მკაფიოდ გამოხატული ბორცვი ნIშნავს რომ პიროვნებას აქვს მიდრეკილება ხელოვნებისადმი, არის თამამი, სწრაფად მოაზროვნე. თუ ბორცვი ძალიან მაღალია, პიროვნება ავი და უნდობია. სწორი და პატარა კი ნისანია იმის, რომ ადამიანი არ არის გამორჩეული.
კონცენტრული წრეები – არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მატერიალური წარმატების, ძალაუფლების, სიმდიდრის ნიშანი. არის ანგარიშიანი, მომგებიანი ქორწინების ნიშანიც.

# 4. სახელწოდება – მერკური ბორცვი

ადგილმდებარეობა – ნეკა თითის ფუძე

მნიშვნელობა – მაღალი, კარგად განვითარებული ბორცვი სწორი წრეებით – ნიშანია კომერციულ საქმეებში ნიჭისა და მოხერხებულობის. ბრტყელი და ფართო ბორცვი მოგრძო წრეებით – სიბრიყვის, ცრუპენტელობის . წრეების უქონლობა ნიშნავს კომერციული სამქეების აბსოლიტურ არცოდნას.

#5. სახელწოდება – ვენერას სარტყელი

ადგილმდებარეობა – მრუდე ხაზი საჩვენებელ თითსა და ნეკს შორის
მნიშვნელობა – მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი ნიშანია საპირისპირო სქესის მიმართ გაძლიერებული ინტერესის. ორმაგი ხაზი ძლიერი ტემპერამენტის მაჩვენებელია. გაწყვეტილი ხაზი დიდი წარუმატებლობისა და უსიამოვნების მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია აღვირახსნილი ხასიათით.

#6. სახელწოდება – Via combusta

ადგილმდებარეობა – იგი მოყვება ხელისგულის ჩაღრმავებას შუათითის ფუძიდან
მნიშვნელობა – იხილეთ ხაზები (S)

#7. დასახელება – მზის ხაზი  ( Via Solis )

მდებარეობა – ეს არის ხაზი, რომელიც მოემართება უსახელო თითის ფუძიდან მთვარის ბორცვისაკენ. მნიშვნელობა – სწორი, ღრმა და მკაფიო შეფერილობის გვპირდება გავლენიანი და მდიდარი ადამიანების მფარველობას. წყვეტილი ხაზი კი ნიშნავს ინტრიგებსა და უსიამოვნებებს მტრებისა და მოშურნე ადამიანების მხრიდან, ასევე ნიშნავს დროებით უსიამოვნებებს ძლიერთა მხრიდან.

#8. დასახელება – ბედნიერების ხაზი

მდებარეობა – იუპიტერის ბორცვიდან ხელის გარე მხრისაკენ , მერკურის ბორცვზე დაბლა
მნიშვნელობა – გრძელი და წყვეტილი – ნიშნავს ორგანიზმის გამძლეობას და ძირიტადი ორგანოების სიჯანსარეს. მოკლე და კლაკნილი კი – პირიქით. ასევე გაწყვეტილიც. თუ იგი თავდება სატურნის ბორცვთან, ადამიანი ცრუ და ტავქარიანია. თუ მისგან მიემართება განშტოებები იუპიტერის ბორცვისაკენ, ნიშნავს პატივს. ხაზი ერთგვაროვანი, ნაწყვეტებისა და განშტოებების გარეშე ნიშნავს გაჭირვებას და სირარიბეს.

#9. დასახელება – ღვიძლის ხაზი

მდებარეობა – ბედნიერებისა და ცხოვრების ხაზს შორის

მნიშვნელობა – სწორი და თუ არ არის გადაკვეთილი პატარა გაურკვეველი ხაზებით, ნიშნავს სიჯანმრთელეს. თუ მიდის ეს ხაზი მხოლოდ ხელისგულის შუათიტამდე, სიცოცხლე არის ხანმოკლე ან ავადმყოფობებით სავსე. რაც უფრო გრძელია ხაზი, მით უფრო დიდი ხნის სიცოცხლე აქვს ადამიანს. თუ ეს ხაზი ბოლოში წყდება, ე.ი. ადამიანი სიცოცხლის ბოლო წლებს გაატარებს სიღარიბეში.

#10. დასახელება – სიცოცხლის ხაზი

ადგილმდებარეობა – იგი მიემართება ცერის ირგვლივ

მნიშვნელობა – ფართე და სწორი ხაზი გვპირდება დიდი ხნის სიცოცხლეს ავადმყოფობის გარეშე. წვრილი, მოკლე, ან გადაკვეთილი ხაზი ნიშნავს სისუსტეს, ავადმყოფობას. თუ ეს ხაზი უახლოვდება ღვიძლის ხაზს და თუ მასთან ახლოს აღინისნება პარალელური ხაზები და ჯვრები, ეს მაჩვენებელია იმის, რომ პიროვნებას აქვს კარგი ხასიათი და საღი აზრი.

#11. დასახელება – სატურნის ხაზი

ადგილმდებარეობა – ხელისგულის გასწვრივ, ხელის მტევნიდან შუათითისკენ

მნიშვნელობა – შუათიტამდე მიმავალი ხაზი მაჩვენებელია ღრმა აზრის, ნაყოფიერი პოლიტიკური მოღვაწეობის. მოკლე ხაზი ნიშნავს წარუმატებლობას. მიმართულება, სიმრუდე მთვარის ბორცვისკენ მიგვანიშნებს რომ ადამიანს ემუქრება ციხე.

#12. დასახელება – თავისა და ტვინის ხაზი ასევე მას ეძახიან სიჯანმრთელის ხაზს

ადგილმდებარეობა – ხელის მტევნიდან ხელისგულის გასწვრივ მერკურის ბორცვისკენ

მნიშვნელობა – თუ ეს ხაზი არის სწორი და გადაუკვეთავი, მაშინ იგი ქმნის სამკუთხედს ცხოვრების და ღვიძლის ხაზთან ერთად მარსის სიბრტყეზე და აღნიშნავს საზრიანობას, მამაცურ სულს და სიმდიდრეს. რაც უფრო მეტად სწორია სამკუთხედი, მით უფრო ძლიერია ადამიანი აზრით და სულიერად. რაც მეტად განსხვავებული კუთხეები აქვს სამკუთხედს, მით უფრო ნაკლები აქვს ეს თვისებები ადამიანს და მეტად სავარაუდოა რომ ეს ადამიანი ავი და უხეშია.

#13. დასახელება – მთვარის ხაზიზოგჯერ მას უწოდებენ ირმის ნახტომს.

მნიშვნელობა – სწორი და გრძელი ხაზი მაჩვენებელია ტკბილსიტყვაობისა და (თუ ვენერას ბორცვი არ ეწინააღმდეგება) ქალთა შორის წარმატებებისა. გაწყვეტილი ან მოკლე ხაზი აღნიშნავს სიცრუეს და წარუმატებლობას. თუ ხაზი მიდის ნეკამდე, ეს მაჩვენებელია უსაზღვრო ბედნიერების.

#14. დასახელება – მთვარის ბორცვი

ადგილმდებარეობა – ხელის აგრე მხარე დიდი თითის ფუძის საწინააღმდეგოდ, ხელის მაჯისა და მერკურის ბორცვს შორის.

მნიშვნელობა – ფანტაზია, დელიკატურობა, პოეტური ნიში. ძალიან ფართო და განვიტარებული ბორცვი ნიშანია ჯაპრიზული ხასიათის, საღი აზრის სწრაფად დაკარგვის, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის, დაუფიქრებელი საქციელის ჩადენის.

#15. დასახელება – მარსის სიბრტყე, მარსის ბორცვი

მდებარეობა – მარსის სახელით აღინიშნება ხელზე ორი ადგილი. ერთი ხელისგულის გვერდითიმხარე – ბორცვი. მეორე – სიცოცხლისა და ღვიძლის ხაზებს შორის – მარსის სიბრტყე.

მნიშვნელობა – მარსის სიბრტყე აღნიშნავს სიმამაცეს. ძლიერ განვითარებული ნიშნავს შმაგ ტემპერამენტს, ნაკლებ განვითარებული კი – თავშეკავებას ( იხილეთ ნიშნები და ა.შ. ცალკე ჩამონათვალი)

#16. დასახელება – ვენერას ბორცვი

ადგილმდებარეობა – დიდი თითის ფუძე

მნიშვნელობა – სიმშვენიერის სიყვარული და კმაყოფილების წყურვილი
ძლიერ განვითარებული ბორცვი – ვნებიანობა, მერყეობა, კეკლუცობა
მცირე ბორცვი ნიშანია სიცივის, გულცივობის.

#17. დასახელება – დრაკონის ხაზები ანუ სამაჯურები

მდებარეობა – ხელის მტევანზე, ხელისგულის ქვემოთ

მნიშვნელობა – ორმაგი ან სამმაგი სწორ უწყვეტი ნაკეცი მიუთითებს ორგანიზმის სიჯანმრთელეზე. სამმაგი მიუთითებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ვარსკვლავი ან ჯვარი მიგვანიშნებენ მშვიდ სიბერეზე. თუ მათგან მიემართება განსაკუთრებული ხაზი მთვარის ან მერკურის ბორცვისკენ, ეს აიხსნება, როგორც ნიშანი უცხო მხარეში ხანგრძლივი ცხოვრების

#18. დასახელება – ტახტი, ანუ ბედნიერების ადგილი

ადგილმდებარეობა – ბედნიერების და ღვიძლის ხაზს შორის

მნიშვნელობა – დიდი, ფართო და სწორად მოხაზული ხაზი მიგვანიშნებს პიროვნების შემწყნარებლობასა და დიდსულოვნებაზე. პატარა და ვიწრო ხაზი – გაჭირვებულ პირობებზე, წვრილმანობასა და გაუბედაობაზე. ჯვრის ან ვარსკვლავის სწორი და მკაფიო ნიშანი ამ ადგილას და განსაკუთრებით მზის ბორცვის ქვეშ გვამცნობს პიროვნების აღიარებას.

#19. სახელწოდება – ეგვიპტური კვერთხი

მდებარეობა – ზედ ბედნიერების ჯაჭვთან

მნიშვნელობა – ეს ნიშანი ძველტაგან იყო ცნობილი. ითვლება დიდი ბელადებისა და საზოგადო მოღვაწეთა განმასხვავებლად

#20. დასახელება – ბედნიერების ჯაჭვი

მდებარეობა – ჯვრები ან ვარსკვლავები ცხოვრების და ღვიძლის ხაზს შორის, იუპიტერის ბორცვის ძირას

მნიშვნელობა – ჭკუა და მშვიდი ხასიათი, პატივი და სიმდიდრე, რომელიც მოწინავე საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარეობს

#21. სახელწოდება – მზის ადგილი

ადგილმდებარეობა – ცხოვრების ხაზზე არსებული წრე, რომელიც მდებარეობს მთვარის ბორცვის მოპირდაპირე მხარეს

მნიშვნელობა – მხედველობის დაკარგვა. ორი წრე ნიშნავს ორივე თვალით მხედველობის დაკარგვას

#22. დასახელება – შურის ხაზი

მდებარეობა – დიდი თითის ფუძიდან , დრაკონის ხაზთან ახლოს , სატურნის ხაზისკენ

მნიშვნელობა – შურიანი ხასიათის მაჩვენებელი

#23. დასახელება – ფატერაკის გზა

ადგილმდებარეობა – პატარა ხაზი, რომელიც გაირბენს ცხოვრების ხაზს თიტქმის იმ წერტილში, სადაც ღვიძლისა და სატურნის ხაზები ერთმანეთს კვეთენ

მნიშვნელობა – მიუთიტებს ყოველგვარი ხასიათის საფრთხეზე და მძიმე ავადმყოფობაზე, ხანდახან კი უდროოდ გარდაცვალებაზეც მიგვანიშნებს

#24. სახელწოდება – მეგობრობის ხაზი

მდებარეობა – გამოეყოფა რა ცხოვრების ხაზს, იგი კვეთს სატურნის ხაზს, შემდეგ ღვიძლის ხაზს და მიემართება მზის ბორცვისკენ

მნიშვნელობა – ითვლება მდიდრებისა და წარჩინებულ ქალბატონთა მხრიდან კეთილგანწყობილების ნისნად.

#25. სახელწოდება – სიღარიბის ჯვარი

მდებარეობა – ჯვარი ან ვარსკვლავი ღვიძლის ხაზზე მთვარის ბორცვთან ან ზედ მასზე

მნიშვნელობა – სიღატაკე სიბერეში

#26. სახელწოდება – მარსის გზა

ადგილმდებარეობა – პატარა ხაზი, რომელიც გაირბენს ცხოვრების ხაზიდან მარსის ველისაკენ და რომლის ბოლოშიც არის პატარა ვარსკვლავი

მნიშვნელობა – ჭრილობები და დასახიჩრებები

#27. დასახელება – დრაკონის თავი

მდებარეობა – ვარსკვლავები, რომლებიც განლაგებულია დრაკონის ხაზებსა და სამაჯურებზე

მნიშვნელობა – მშვიდი ცხოვრება ან სიბერე

#28. სახელწოდება – დრაკონის კუდი

მდებარეობა – ხაზი, რომელიც გადის მეორე სამაჯურიდან ვენერას ბორცვისკენ

მნიშვნელობა – უთანხმოება ნათესავებსა და მეუღლესთან

#29. დასახელება – მარსის ხაზი

მდებარეობა – ვენერას ბორცვზე ცხოვრების ხაზის პარალელურად

მნიშვნელობა – იგი ზრდის და ადასტურებს იმ ნიშნების არსს, რომლებიც იმყოფება ცხოვრების ხაზზე: კერძოდ, გვამცნობს წარმატებას სამხედრო საქმეში

#30. დასახელება – მარსის ჯვარი

მდებარეობა – მარსის ბორცვზე ჯვარი ან ვარსკვლავი

მნიშვნელობა – ბედნიერი მოგზაურობები

#31. დასახელება – იუპიტერის ორაკული

მდებარეობა – იუპიტერის ნიშანი (იხილეთ დაბლა) იუპიტერის ბორცვზე ან მის ქვეშ

მნიშვნელობა – ძალიან დიდი აღიარება

#32. დასახელება – უბედურების ხაზი

მდებარეობა – ცხოვრების ხაზიდან ზევით, დიდი თითის მეორე სახსრის იქით

მნიშვნელობა – ნაძალადევი სიკვდილი ან დიდი საფრთე გათხოვილი ქალის მხრიდან

#33. სახელწოდება – ჩარჩო

ადგილმდებარეობა – პატარა ცარჩოები, დიდი თითის მეორე სახსარზე

მნიშვნელობა – ჭირვეულობა. პატარა ჰორიზონტალური ხაზები, რომლებიც მიემართება პირველი სახსრისაკენ , არის ნიშანი სიმდიდრის ა ცხოვრების მეორე ნახევარში

#34. დასახელება – პოლუქსის სარტყელი

მდებარეობა – წრე დიდი თითის გარშემო

მნიშვნელობა – ასეთი ნიშნის მატარებელი ჩამოხრჩობილ იქნება

#35. დასახელება – საჩვენებელი თითის პირველი სახსარი

მდებარეობა – პატარა ხაზები, რომლებიც მიემართებიან მყესების პარალელურად

მნიშვნელობა – მემკვიდრეობითობის ნიშანი. თუ ეს სახსარი შეზნექილია, ნიშანია სიძუნწის, თუ გაზნექილი – თავისებურების

#36. დასახელება – საჩვენებელი თითის მეორე სახსარი

მდებარეობა – პატარა ხაზები, რომლებიც მიემართება მყესების ვერტიკალურად

მნიშვნელობა – მრავალშვილიანობა

#37. დასახელება – საჩვენებელი თითის მესამე სახსარი

მდებარეობა – პატარა ხაზები, რომლებიც მიემართება ვერტიკალურად მყესებსაკენ

მნიშვნელობა – მხიარული ხასიათის მაუწყებელია. თითი, რომელიც შესქელებულია ფუძეზე, მიგვანიშნებს პიროვნების კარგ მადაზე

#38. დასახელება – ვარსკვლავი ან ჯვარი

მდებარეობა – საჩვენებელი თითის მესამე სახსარზე

მნიშვნელობა – ბიძნური, ავხორცული ცხოვრება

#39. დასახელება – ვარსკვლავი

მდებარეობა – შუათითის მეორე სახსარზე

მნიშვნელობა – მელანქოლიის მაჩვენებელია. თუ ვარსკვლავი არის შუათითის მესამე სახსართან, მიგვანიშნებს უბედურებას

#40. დასახელება – ქვევით მიმართული ხაზი ვარსკვლავით

მდებარეობა – მთელი შუათითის გასწვრივ ვარსკვლავი მესამე სახსარზე

მნიშვნელობა – ჭკუასუსტობა ან სიგიჟე

#41. დასახელება – პატარა ვერტიკალური ხაზები

მდებარეობა – უსახელო თითის მეორე სახსარი

მნიშვნელობა – დიდების ნIშანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირდაპირი და მკაფიო ხაზი გადის თითის შუაში

#42. დასახელება – პტარა ჩარჩო

მდებარეობა – უსახელო თითის მესამე სახსარი

მნიშვნელობა – წარმატება და სიმდიდრე

#43. დასახელება – ჯვარი ან ვარსკვლავი მყესებთან

მდებარეობა – მერკურის ბორცვზე მყესებთან ახლოს

მნიშვნელობა – მჭერმეტყველება

#44. დასახელება – ორი ვარსკვლავი ან დაკბილული ხაზი

მდებარეობა – მერკურის ბორცვზე ერთიმეორის ქვეშ, ანდა მკვეთრად დაკბილული ხაზი მზის ბორცვზე

მნიშვნელობა – პირველი მიუთიტებს ბრწყინვალე ჭკუაზე, მეორე ასევე სიჭკვიანეს, მაგრამ ახლო მეგობრის ან ზოგჯერ ცოლის დაკარგვასაც ნიშნავს

#45. დასახელება – ჩარჩო

მდებარეობა – ნეკა თითის მეორე სახსარზე

მნიშვნელობა – მიგვანიშნებს ან ძალიან ღრმა ან ძალიან მატყუარა ნატურაზე

#46. დასახელება – ქორწინების ხაზები

მდებარეობა – მერკურის ბორცვზე, ხელის გარეთა მხარეს

მნიშვნელობა – თუ აქვს პიროვნებას ქვრივობის ხაზი, მაშინ მისი რიცხვი აღნიშნავს , რამდენი ცოლი ან ქმარი ეყოლება მას. თუ ქვრივობის ხაზი არა აქვს, მაშინ იგი აღნიშნავს შეყვარებულთა რაოდენობას

#47. დასახელება – ჰერმესის მუზარადი

მდებარეობა – ჯვარი ან ვარსკვლავი ნეკის მესამე სახსარზე, განსაკუთრებით შუაში

მნიშვნელობა – გამომგონებლობა და მჭერმეტყველება

#48. დასახელება – კანის ნაოჭებით შექმნილი კონცენტრული წრეები

მდებარეობა – ყველა თითის პირველ სახსრებზე

მნიშვნელობა – გვიჩვენებენ , რომ ადამიანი მთელი ცხოვრება გამოიმუშავებს ფულს ან მიიღებს მემკვიდრეობას. ეს წრეები ფინანსურ საქმეებში წარმატების მაჩვენებელია

#49. დასახელება – კონცენტრული წრეები

მდებარეობა – ბორცვებზე გვიჩვენებს შეძენის ნიჭზე

მნიშვნელობა – მათი ადგილმდებარეობა მიგვითითებს, თუ კერძოდ რომელი სფერო შეეფერება პიროვნებას, მისი თავისებურებიდან გამომდინარე. საჩვენებელ თითზე კონცენტრული წრეები მიგვანიშნებს, რომ სიმდიდრე პიროვნებას მოსდის მისი კომპანიონებისგან.

უსახელო თითზე – ნიშნავს, რომ მოსდის წარმატებით მოწყობილი საქმის, სამსახურისგან.

მერკურის ბორცვზე – ლიტერატურით, მჭერმეტყველებით და ა.შ. თუ წრეები არის წაგრძელებული ფორმის, მაგრამ არ არის გაწყვეტილი, მოწმობს რომ წარმატებას პიროვნება მიაღწევს მხოლოდ გულმოდგინე მუშაობით, სიძნელეების დაძლევით. თუ წრეები არ არის, წარმატება ფულთან საქმეებში მხოლოდ გამოირიცხება

#50. დასახელება – ლიაპისი – ლაზული

მდებარეობა – შუა თითის წვერი (კიდე)

მნიშვნელობა – იგივე, რაც ვთქვით სატურნის ბორცვის შესახებ, მხოლოდ ან საზღვარგარეთ ან საზღვარგარეთიდან

#51. დასახელება – ლიაპისი – ლაზული

მდებარეობა – სატურნის ბორცვი ან შუათითი

მნიშვნელობა – იგივე რაც 50 – ში

#52. დასახელება – ნიჟარის ფორმისა, რომელიც იქმნება კანის ფორებით

მდებარეობა – ნეკა თითის პირველ სახსარზე

მნიშვნელობა – შესაძლოა ეს სარწმუნო ნიშანი იყოს პიროვნების წარმატებისა ლიტერატურაში, მჭევრმეტყველებაში და ა.შ. განსაკუტრებით თუ ყველა სხვა ნიშნებიც ამაზე მიუთითებენ. მაგრამ კონცენტრული წრე მაინც უტყუარია

#53. დასახელება – მარცვალი ანუ ბრილიანტები

მდებარეობა – თიტების მყესებზე

მნიშვნელობა – თუ თითების სახსრებს შორის არსებულ მყესებზე ხაზი იღებს ქერის მარცვლის ან ძვირდასი ქვის მსგავს ფორმას, მაშინ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ რომ გველოდება მოულოდნელი ბედნიერი შემთხვევითობები. მაგრამ ამასთანავე დიდი მნიშვნელობა აქვს ხაზების რაოდენობასაც

#54. დასახელება – მთვარის ხაზი

მდებარეობა – მთვარის ბორცვთან ახლოს, ხელის გარეთა მხარეს, ღვიძლისა ან მამისეულ ხაზებს ქვეშ
მნიშვნელობა –

#55 . დასახელება – განჭვრეტის ხაზი

მდებარეობა – ღვიძლის ხაზიდან მთვარის ბორცვისაკენ

მნიშვნელობა – მოწმობს ცოცხალ, დახვეწილ ჭკუაზე, გვხვდება ძალიან იშვიატად. იგი მხოლოდ ძალიან მგრძნობიარე და ღრმად მოაზროვნე ადამიანებს გააჩნიათ

#56. დასახელება – ხასიათის ხაზი

მდებარეობა – მარსის ბორცვიდან პირდაპირ ზევით მთვარის ბორცვისკენ

მნიშვნელობა – მიგვანიშნებს გადამწყვეტ და ძლიერ ნებისყოფაზე

ყვავილების, მცენარეების და სხვა განსხვავებული ნიშნები, რომლებიც გვხვდება ხელზე

ისინი ჩვეულებრივ შედგება უფრო წვრილი ხაზებისგან, რომლებიც წარმოიქმნება კანის ფორებით. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა განისაზღვროს ეს ნიშნები, ვინაიდან დიდად არის დამოკიდებული მათი ადგილმდებარეობისგან. ციფრები, რომლებსაც აქ შევეხებით, მიეკუთვნება მეორე ნახაზს, სადაც განსაკუთრებულად არის ნაჩვენები სხვადასხვა ნიშნები.

ხელისგულის პირველი ნაწილი, რომელიც შუათითისკენ ახლოა, აღნიშნავს ცხოველურ ვნებებს – ავხორცობას და ვერაგობას.

მეორე სივრცე, რომელიც მდებარეობს ვენერას სარტყელსა და ბედის ხაზს შორის, ასევე შეეხება სიყვარულის საკითხებს, მაგრამ უფრო სულიერი გამოვლინებით, მაშინ როდესაც პირველს გააჩნია ცხოველური, ფიზიკური მნიშვნელობა. ორივე სივრცე განიხილება, როგორც ხელის ეროტიული მხარე.

ბედისა და ღვიძლის ხაზებს შორის მოთავსებულია გონების ხაზი, მას შემდეგ მოდის კომერციული ხაზი, იგი შეხება დოვლათიანობის საკითხებს.

ცხოვრების ხაზით შემოფარგლული სივრცე მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს. ხელის მარჯვენა მხარე სატურნის ხაზამდე არის დადებითი, ხოლო მარცხენა მხარე ითვლება უარყოფითად.

თუ ხელის მტევანთან არის ტევზი ან მისი მსგავსი ფიგურა, ეს ნიშნავს დიდ წარმატებას ცხოვრებაში, სიმდიდრეს და დიდ ოჯახს.
თუ ამავე ადგილას იქნება გამოხატული ლოტოსის ყვავილი ქალის ხელზე, ნიშნავს, რომ იგი გახდება ძალიან გამორჩეული, თითქმის დედოფალი. მამაკაცის ხელზე ეს ნიშანი ნიშნავს მის დიდებას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყვავილებისა და მცენარეების ნიშნების განხილვა მომდინარეობს ინდური წყაროებიდან და ამიტომ ზუსტად იმ გაგებით, როგორც აქ წერია, არ უნდა მივიღოთ. ადრე ყველა ქალაქი ინდოეთში თითქმის დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა და ქალებს დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ დედოფლად დამსხდარიყვნენ. ამჟამად ინდოეთშიც და მით უმეტეს ევროპაში ეს შეუძლებელია.
რაც შეეხება მამაკაცებს, ჩვენს ეპოქაში ძლიერ შეიცვალა არენა საგმირო საქმეების მოსახდენადაც.

გველის გამოსახულება ხელის მტევანზე სამაჯურების ცოტა ზევით ან სატურნის ხაზტან, გვპირდება რომ მამაკაცი ბრძოლებში გაიმარჯვებს და გახდება გმირი.

რვაწახნაგიანი ფიგურა ღვიძლის ხაზსა და ცხოვრების ხაზს  (N4) შორის არის დიდი მიწათმფლობელობის მაუწყებელი. ამავე სფეროში ნიჟარა ან რაიმე მრგვალი ფიგურა კი სწავლულობის მაუწყებელია. ამავეს ნიშნავს , თუ ასეთივე ფიგურა აღმოჩნდება მერკურის (N 7) ბორცვებზე, ნეკა თითის პირველ სახსარზე (N 6) ან მთვარის ბორცვზე (N 8)

აქვე თუ აღმოჩნდებანიშანი დროშისა (N9) განსაკუთრებით კი მერკურის ბორცვზე – ადამიანი იქნება ფილოსოფოსი ან უდიდესი მოაზროვნე.

სამკბილა ან მისი მსგავსი ფიგურა (N 10) არის დიდი ძალაუფლება და სახელი. თუ სამკბილა არის მკრთალი, მაშინ იგივეს გვპირდება, ოღონდ ცოტა ნაკლებად. თუ მამაკაცს ან ქალსაც აღმოაჩნდება ხელშუბი ან მშვილდ ისარი, ე.ი. მას ელოდება გვირგვინი.

თუ ხელზე იქნება ერთად ნიშნები ხორბლის და დროშის, მოასწავებს რომ ადამიანს ექნება ძალაუფლება, სიმდიდრე და სახელიც. იგი ცნობილი გახდება როგორც ბრძენი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანტქმული პიროვნება – თავისი ჭკუის წყალობით, აგრეთვე ნიშნავს კაცთმოყვარეობას (N 13)

სპილოს ნიშანი (N14) თავისთავად კარგის ნიშანია. მაგრამ თუ მასთან ერთად იქნება საყურეები ან ბორბლები, მაშინ ეს უზომო ბედნიერების მაუწყებელია.

ადამიანის თავის მსგავსი ფიგურა (N 17), ბორცვი (N18) , პატარა ფუნჯი ან დოქი (N 20) მაუწყებელია ბრწყინვალე კარიერის. ხორბლის მარცვლის ფორმის ნიშანი ცერის მყესზე (N 22) გვპირდება მსუბუქ და უდარდელ ხოვრებას: ასევე ფიგურები მარსის ბორცვზე მაჩვენებელია ძლიერი გონების და საერთო პატივისცემის.

ბორცვის მსგავსი ნიშანი (N 23) – ბედნიერ ქორინებასა და მრავალი შვილის ყოლას ნიშნავს. თუ გულის ხაზი (იგივე ბედნიერების ხაზი) მიდის მზის ბორცვისკენ, ნიშნავს რომ ადამიანი იცოცხლებს 10 წელს. თუკი იგი მრავალ ადგილას არის გაწყვეტილი, ნიშანია იმის, რომ ეს ადამიანი უნდა დაიხრჩოს. თუ ბედის ხაზის პარალელურად მიემართება მეორე ხაზი, რომელიც არწევს მხოლოდ მზის ბორცვს, ეს ნიშანია იმის, რომ ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნით დაიღუპება. თუ ბედის ხაზი არის მკაფიო და უწყვეტი, ხელის გარეთა მხრიდან მიემართება იუპიტერის ბორცვისკენ, მოწმობს, რომ ადამიანს ექნება მშვიდობიანი და ხანგრძლივი ცხოვრება.

იუპიტერის ბორცვზე ვერტიკალური ხაზი ( N28) საუბრობს პიროვნების დიპლომატიურ მიდრეკილებაზე და ათეიზმზე. ამგვარი ხაზი სატურნის ბორცვზე ნიშნავს წარმატებებს საქმიანობაში, ლამაზ ცოლს, კარგ ბავშვებს. იგივე ხაზი მზის ბორცვზე ნიშნავს რომ პიროვნება არის მრეწველი, რომელიც ვერ დაწინაურდება საშუალო დონეზე მეტად თუ მერკურის ბორცვზე აღმოჩნდება მკაფიო და მოყვანილი ვერტიკალური ნიშანი , გვაუწყებს, რომ პიროვნება დიდხანს დაჰყოფს უცხო მხარეში. თუ გულის ხაზი ( ბედის) მიემართება სატურნის ბორცვისკენ, ე.ი. პიროვნება იცოცხლებს 30 წელს. თუ ღვიძლის ხაზსა და სიცოცხლის ხაზები ერთმანეთს არსად არ ეხებიან, ქალისათვის ნიშნავს რომ აქვს ძლიერი გატაცებანი და შესაძლოა ჰყავდეს უკანონო შვილებიც; კაცისათვის ნიშნავს, რომ იგი იქნება არაკანონიერ კავშირში.

თუ ხელზე მრავლად აღინიშნება წვრილი და გაურკვეველი ხაზები, ნიშნავს რომ მისი ცხოვრება ვერ აეწყო.

თუ თითებზე სახსრებს შორის მყესებზე გვხვდება ასეთი = ნიშანი 12 ჯერ , ეს დიდი ბედნიერების ნიშანია. თუ გვხვდება 13 ჯერ, არის დიდი უბედურების ნიშანი. იგივე ნიშანი 15 ჯერ, უნამუსობის და ქურდობისკენ მიდრეკილებას გამოხატავს; 16 ჯერ აქვთ მოთამაშეებს და ბრიყვებს; 17 ჯერ უწესო მოქმედებების და სკანდალების მაუწყებელია; 19 ჯერ – საღი აზროვნების ნიშანი; 18 ჯერ წარმატებებისა და რელიგიურობის ნიშანი; 20 ჯერ რელიგიური ფანატიზმის გამოვლინება; 21 ჯერ პოეტური ნიჭისა და პიროვნების აღიარებას ნიშნავს.


პლანეტების ნიშნები და მათი მნიშვნელობები

თუ ადამიანის ხელზე, რომელიც აღინიშნება ამა თუ იმ პლანეტით, აღმოჩნდება ამავე პლანეტის აღმნიშვნელი ნიშანი, მაშინ ასეთი დამთხვევა ლაპარაკობს ადამიანზე ამ პლანეტის დიდ გავლენაზე

თუ ცერის ფუძესთან, ვენერას ბორცვზე ანუ საჩვენებელი თითის ფუძესტან – იუპიტერის ბორცვზე აღმოჩნდება მათი ფიგურები, მაშინ ასეთი ადამიანი ითვლება ვენერას ან იუპიტერის მფარველობაში მყოფად. თუ ნიშნები არ აღმოჩნდება მათთვის განკუვნილ ადგილებზე, ლაპარაკობს ადამიანის ბედისადმი პლანეტის მტრულ დამოკიდებულებაზე. ვენერა სწყალობს ადამიანს, თუ მის ბორცვზე აღმოჩნდება მკვეთრად მოხაზული ვარსკვლავი. ვისაც მარალი და კარგად განვითარებული ბორცვი აქვს, იგი არის მხიარული და უზრუნველი პიროვნება. ხასიათის სხვა თვისებები, რომლებიც ემთხვევა ამ ნიშანს, იქნება: ლტოლვა სიამოვნებისკენ, შეუძლია ადვილად შეყვარება, პირდაპირობა, გულღიაობა, მუსიკის, მხატვრობის სიყვარული, სიყვარული საერთოდ ყველაფერი ლამაზისა, ასევე ტრაბახიც.

ვენერას მფლობელობის ქვეშ მყოფი ადამიანის გარეგნობა შემდეგნაირია: ტანსრული, სუფთა პირისკანი, მბრწყინავი და მიმზიდველი თვალები, თმები მუქი ფერის, რბილი, ტალღისებური, ზოგჯერ დახვეული.

თუ ბორცვი დაბალი და ნაკლებგანვითარებულია, ნიშანია არამყარი, ავხორცი, ცარიელი ადამიანის. ცერა თითის პირველ სახსართან არსებული ჯვარი ლაპარაკობს მისგან გამოწვეულ უსიამოვნო შედეგებზე. თუ ვენერას ბორცვი ერთობ მოსწორებულია და არ არის დაფარული ხაზებით, აღნიშნავს რომ პიროვნება სუსტია, მელანქოლიური და სულის სიღრმეში ძლიერ ეგოისტია.

მარსი. წარმატება მოაქვს, თუ სიცოცხლის ხაზი სწორი, მკვეთრად გამოხატული და ღრმაა. ამასთანავე, თუ მარსის ხაზზე იქნება გამოხატული ჯვარი ან ვარსკვლავი. ხასიათის ტიპიური თვისებები: მამაცობა, შემტევობა, ბრძოლისუნარიანობა, ძალაუფლებისმოყვარეობა, დაჟინებულობა, ჯიუტობა, მოჩხუბარობა, კარგი მადა. გარეგნული ნიშნებია: თმები ძლიერ ღია ფერის, ზოგჯერ წითური ან წითელიც, თვალები ცისფერი ან მოსერო მწვანე, გულფიცხობს ხშირად, სისხლის მოწოლის გამო, თვალის თეთრი გარსი წიტელი აქვს.

თუ მარსი ახდენს ცუდ ზემოქმედებას, მაშინ პიროვნება არის უხეში, ყალბი, მზაკვრული, მკვეხარა, გამომძალველი. ასეთი პიროვნებები ხშირად ხდებიან ქურდები და ყაჩაღები. მარსის ბორცვზე არსებული ნიშანი მიგვანიშნებს, რომ პიროვნება უნდა ჩამოვარდეს სიმაღლიდან ან მისი ცხოვრება მკვეთრად უნდა შეიცვალოს ცუდისკენ. ამისავე აღმნიშვნელია თუ სატურნის ხაზი აღწევს მხოლოდ მარსის სიბრტყეს ან მასზე წყდება.

მარსის ბორცვიდან სატურნის ბორცვამდე თუ მიემართება დაკლაკნილი ხაზი, ეს ნიშანია იმის რომ პიროვნებას ემუქრება ციხე. თუ მარსის სიბრტყიდან ქვემოთ ( სამაჯურებისკენ) მიემართება ხაზი და მთავრდება მთვარის ბორცვის ქვემო საზღვართან, ნიშანია რომ პიროვნებას ეოდება გრძელი მოგზაურობა ან მოხეტიალე ცხოვრება.

იუპიტერი. პლანეტა სასურველია პიროვნებისათვის, თუ მის ბორცვზე აღინიშნება ვარსკვლავი, ორმაგი ჯვარი, პარალელური ხაზები ან თუ სიცოცხლის ხაზიდან ტოტი იწევს პირდაპირ ამ ბორცვისკენ. ხასიათის თვისებები: კეთილგონიერება, პატიოსნება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სამართლიანობა, თავისთავში დაჯერებულობა. გარეგნული ნიშნები: სახის სწორი ნაკვთები, ნათელი და კეთილი თვალები, წყნარი და მოწიწებული ჟესტები.

თუ იუპიტერი ცუდს უქადის პიროვნებას, მაშინ ამის ნიშანია ხელზე იუპიტერის ბორცვზე არსებული ჩარჩო, არეულ დარეული ნიშნები ან თვით ბორცვის სუსტი განვითარება. იგი გამოიხატება საზოგადოებაში მდგომარეობის დაკარგვით , ქონების დაკარგვით, ტვინის, გულის, ფილტვების დაავადებით.

თუ ხაზი კვეთს იუპიტერის ბორცვს და განიტოტება სატურნის ბორცვისკენ, მაუწყებელია აპოპლექსიისა
განსაკუთრებული პატივის, დიდებისა და სიმდიდრის მაუწყებელია ჯვარი და განსაკუთრებულად გამოკვეთილი ვარსკვლავი ან იუპიტერის ბორცვზე არსებული ნიშანი.

მზე, ანუ აპოლონი. მისი კეთილგანწყობის მანიშნებელია იგივე ნიშნები, რაც წინა პლანეტას ჰქონდა.
სულიერი თვისებები: გამომგონებლობა, გამჭრიახობა, ნათელი და შემოქმედი ტვინი, ობიექტურობა, ჰუმანურობა
მზე ტავის რჩეულებს აჯილდოვებს კარგი აღნაგობით და წითური ან ქერა თმით. მზის ცუდი გავლენით პიროვნება არის ამაყ, ნერვიული, მკვეხარა. ასეთი ადამიანები როდესაც ირებენ ძალაუფლებას, კარგავენ ადამიანურ თვისებებს, ხდებიან არაობიექტურები და ბოროტად იყენებენ ტავიანთ ძალაუფლებებს. თუ მზის ხაზი მკაფიო და მკვეთრი შეფერილობისაა, გვაუწყებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იმ პიროვნებების მიერ, რომლებსაც უჭირავთ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა.
თუ ეს ხაზი სუსტად იქნება გამოხატული ან გაწყვეტილი, ნიშანია იმის, რომ თანამდებობის პირნი ამ პიროვნების მიმართ იქნებიან არაკეთილგანწყობილებაში.

მთვარე. კეთილგანწყობის ნიშნებია – მთვარის ბორცვზე ან მის ახლოს კარგად და მკაფიოდ განლაგებული ხაზები. წარმატება გამოიხატება მოგზაურობებში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ქალებისათვის დამატებით – ადვილი მშობიარობა.
პირიქით, ცუდი განწყობის მაჩვენებელია სიკვდილი ან საშინელი ტკივილები მშობიარობის დროს.
ტიპიური ნიშნები: ტანსრული სწორი აგებულება, მართალი, ჩახვეული ხასიათი სენტიმენტალობასა და მისტიციზმში გარდამავალი. ზღვით ან მდინარით გასეირნების სიყვარული. პლანეტის ცუდი გავლენა პიროვნების არამდგრადი ხასიათის გამოვლინებაა.

სატურნი პლანეტა სწყალობს პიროვნებას თუ მისი ბორცვი არის მკვეთრი სწორი ხაზებით. ხასიათის თვისებებია:წყნარი ხასიათი, წინდახედულება, ტვინის ნელი , მაგრამ სერიოზული მუშაობა, მელანქოლიისკენ მიდრეკილება, დაულაგებელი ჟესტიკულაცია, უცნაური სიცილი, რომელიც ზოგჯერ გეჩვენება სულელურადაც. აგებულებით არის სუსტი. მკრთალი სახის, ღრმად ცამჯდარი თვალებით, ბავშვებისა და ცოლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით, სექსუალური მოთხოვნილების სუსტი განვიტარებით, ბევრის მოხვეჭის სურვილით. ცუდი ზეგავლენა – არეულ დარეული ხაზები ან ბორცვზე არსებული არასასურველი ნიშნები, გამრუდებული წყვეტილი ხაზები. ამის გამო ხასიათი უხდება მძიმე და მოწყენილი, შიშარა. იგი ტავს მუდამ გრძნობს ნაწყენად, არის უნდობი.

მერკური – მისი კეთლი გავლენით ეს ადამიანები ხდებიან საზრიანები, მოხერხებულები, ენერგიულები, კეთილგონიერნი, აქვთ ზუსტი ანალიზის უნარი, არიან ორატორები, მათემატიკოსები, მექანიკოსები
ამ პლანეტის ცუდი გავლენა გამოვლინდება პიროვნების მატყუარობაში, უტვინობაში, არამდგრად ხასიათში, გამცემლობაში, უსაქმურ ლაქლაქში.
მერკურის ბორცვის ძირში არსებული ყვავილი, დროშა ან რაიმე კეთილგანწყობილი ნიშნები, მიგვანიშნებენ მერკურის მიერ მინიჭებული კარგი თვისებების განსაკუთრებულ განვითარებაზე.

ბედნიერების ადგილი

ბედნიერების, კეთილშობილების და სხვა დადებითი ტვისებების მატარებელია პიროვნება, რომელსაც ბედნიერების ადგილი აქვს ფართო, მკაფიოდ გამოკვეთილი და იმყოფება ბედისა და ღვიძლის ხაზს შორის. მისი საუკეთესო ფორმაა როცა სივრცე შუაში არის განიერი და კიდევ უფრო უნდა განიერდებოდეს ბოლოებისკენ. ცუდია, როდესაც ეს ადგილი ვიწროვდება, ეს ნიშანია წარუმატებლობის, მოშიშარობის. უფრო ცუდია, თუ ადგილი საერთოდ არ არის ხელზე. ეს ნიშანია გაურკვეველი ხასიათის, უშინაარსო ცხოვრების

ფეხებზე არსებული ნიშნები

ინდოეთში, ოკულტიზმის კლასიკურ ქვეყანაში ოდითგანვე და ახლაც დიდი ყურადღება ექცევა სხეულზე სხვადახვა ნიშნების შერწყმას. დიდი ყურადღება ექცევა არა ამრტო ხელების, არამედ სხეულის და ფეხისგულების შესწავლას.

როდესაც ქრისტეს შობამდე VI ათასწლეულში ქ.კაპილავასტაში თავად გასიას გვარში გაჩნდა ვაჟი სახელად სიდრატხე – ძველი თქმულების ტანახმად – სწავლულმა ბრამინებმა როდესაც დაათვალიერეს მის სხეულზე არსებული ნიშნები, თქვეს: ” თუ ის აირჩევს საერო ცხოვრებას, ის გახდება მეფე. ხოლო თუკი განუდგება საერო ცხოვრებას, გახდება ბუდა”, ანუ “გაბრწყინებული”, “შეცნობილი”

ამჟამად ასეული მილიონი ადამიანი რელიგიური მოწიწებით წარმოტქვამს მის სახელს და მტელ კაცობრიობას აქვს უფლება იამაყოს ბუდათი, როგორც ერთ ერთი მისი გენიოსთაგანი. გადმოცემა გვამცნობს, რომ თითქოს შემონახულია უდიდესი მასწავლებლის ფეხზე არსებული ნიშნები.

(სქემა NV) ჩვენ არ ვაქვეყნებთ ინდური სწავლულების მიხედვით სხეულზე არსებულ სხვადახვა ნიშნებს, ვინაიდან ევროპული საერთო ცხოვრებიდან გამომდინარე, იშვიათად თუ ვინმე ჩვენი მკითხველებიდან დაიწყებდა ამ ნიშნებზე დაკვირვებას

დ.ბ. დელის ნაწარმოები
პირველი გამოცემის თარგმანი
ქ. ლონდონის საერთაშორისო თეოზოფიური საზოგადოება
ა. ჩებუროვის რედაქციითა და წინასიტყვაობით
გამომცემლობა
ამხანაგობა მ.ო. ვოლფი
ს.პეტერბურგი და მოსკოვი

სტატიის ავტორი: თეო ჯ.


About Tamta

Scroll To Top