ქირონის ასპექტები მერკურისთან

ქირონის ასპექტები მერკურისთან

მერკურისა და ქირონის ასპექტები

 ზოგადი დახასიათება

მენტალიტეტისა და ცნობიერების კავშირი

 მერკურისა და ქირონის ურთიერთქმედება იძლევა სიტუაციის ერთდროულად სხვადასხვა შეფასებას, ბოლომდე გააზრებამდე სწრაფ ჩართვას. ცნობიერების გარღვევა – შერჩევითი მახსოვრობაა. ადამიანს შესაძლოა საკმაოდ ბევრი რამ დეტალურად ახსოვდეს, მაგრამ ვერ გაახსენდეს საუზმედ რა მიირთვა. ნებისმიერ სიტუაციაში ინფორმაცია წამიერად მოდის – დაწყებული ტანსაცმლის ნაწილიდან, დამთავრებული ადამიანით ან საგნით. წამიერად შეუძლია ინფორმაციის მიღება და გონების განათებები, წინასწარხილვები. ამ ასპექტით მომავალი მკვლევრები, ექსპერტები, დიაგნოსტიკები იბადებიან. ამ შემთხვევაში ინფორმაციული კავშირი ან ადვილად ყალიბდება, ან გაძნელებულია. სხვადასხვა ტიპის ცოდნა ერთადაა თავმოყრილი. ნებისმიერ დონეზე ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. აზრის გამოხატვის დროს ნაკლებად (ან ზედმეტად) ფიქრობს მისგან გამოწვეულ შედეგებზე. შესაძლოა სხვების პროვოცირება მოახდინონ და გახსნან, საკუთარ თავზე ასაუბრონ.

თუ ასპექტი პირველ სახლთანაა კავშირში – ადამიანმა შესაძლოა გამოთქვას არაჩვეულებრივი აზრი და ამან ცნობადი გახადოს (ნათქვამი დიდხანს ამახსოვრდებათ). პიროვნების აფორიზმები და გამონათქვამები დიდხანს ამახსოვრდებათ მომავალ თაობებში. თუ მე-2 სახლთანაა კავშირში – წარმატებას მიაღწევს გაყიდვების, ვაჭრობის სფეროში, საფონდო ბირჟებზე, რადგან დროულად შეუძლია ოპერაციების დაწყება-შეწყვეტა. საკუთარ შესაძლებლობებს იყენებს იმდენად მოულოდნელად და განსხვავებულად, რომ გარშემომყოფების გაკვირვებას იწვევს. თუ სატურნისგან დამატებით დადებითი ასპექტიც ჩართულია – ადამიანი უფრო უკეთ იყენებს ინტელექტს, თუმცა ყოველთვის ვერ აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს.

 ქირონისა და მერკურის ურთიერთქმედებას შესაძლოა შევხედოთ როგორც უმაღლეს მობილურობას – ისინი ორ მეწყვილეს წარმოადგენენ, რომლებიც ერთმანეთის სასარგებლოდ მოქმედებენ დადებითი ასპექტის შემთხვევაში, ხოლო უარყოფითი ასპექტის შემთხვევაში – ერთმანეთის საზიანოდ. „ცნობისმოყვარე ვარვარას ბაზარში ცხვირი მოაჭრეს“ – ასე უწოდებენ ქირონი-მერკურის ასპექტის მქონეებს. ისინი მუდმივად ცნობისმოყვარეები არიან, აქტიური გონება აქვთ, ყველაფერი აინტერესებთ, საინტერესო ინფორმაციას ყურადღების გარეშე არ ტოვებენ. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში – ინფორმაციაში გაურკვევლობით იტანჯებიან. მერკური და ქირონი მაიმუნებს გვანან – ერთმანეთს სახეს „უკერავენ“, ამიტომ მათ შორის ასპექტის მქონე ადამიანებს მიმიკა კარგად ეტყობათ, თითქმის ყველაფერი სახეზე აწერიათ ხოლმე. როგორც წესი, ემოციების დაფარვა არ გამოსდით (განსაკუთრებით უარყოფითი ასპექტის შემთხვევაში).

მერკურის შეერთება ქირონთან

გონების მოულოდნელი განათებები, გაორებული აზროვნება, ადამიანს ურთულდება საკუთარი აზრის გაცნობიერება-გაგება. აზროვნების მხრივ ლაბილურობა და ადვილად დამყოლობა. ხშირად ადვილად ექცევა სხვების აზრის გავლენის ქვეშ. შეერთება იძლევა შერჩევითობას – ინდივიდი იმახსოვრებს იმას, რაც უნდა და მნიშვნელოვნად თვლის, ზოგჯერ თავად იტყუებს თავს – ხედავს, რისი დანახვაც უნდა; მედლის მეორე მხარეს ვერ ხედავს. თითებიდან ენერგიას იღებს, საკმაოდ მგრძნობიარე ხელები და თითები აქვს. ეს ასპექტი იძლევა მერკურის ჩვეულებრივი ქმედებებისგან განსხვავებული გამოვლინებას. ადამიანი ინტუიციურად გრძნობს სად რა უნდა თქვას. ხშირად წინასწარი ჭვრეტა ახასიათებს. უარყოფითი კუთხით, შესაძლოა რთულ მდგომარეობაში ჩავარდეს, რადგან სიტუაციებთან მორგება არ შეეძლება. კარგი მდებარეობაა დიპლომატებისთვის, ექიმებისთვის, დიაგნოსტიკოსებისთვის.

მერკურის ტრინი ქირონთან

ინდივიდი თავის გამოჩენას ბავშვობის ადრეული წლებიდანვე იწყებს. ასპექტი იძლევა ტალანტის გამოვლინების საშუალებას და მის ჩვენებას სხვებისთვის. შეუძლია სხვა დააყენოს ადგილზე, სისუსტეების გამოვლენის არ ეშინია. სხვებს სულიერი ცოდნის მიღებაში ეხმარება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს ნებისმიერ სფეროში, სადაც კონტაქტების დამყარებაა აუცილებელი, პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. სასურველი ინფორმაციის მიღება გაადვილებულია. ასპექტი ძლიერ ინტუიციას იძლევა. ადამიანს ბავშობიდანვე შეუძლია ინფორმაციის, თავისუფლად მიღება ლიტერატურის, ბიბლიოთეკის, არქივის ან სხვა სახით. როგორც წესი, ყოველთვის აქვს დრო რაღაცის მოსაძიებლად, გასაცნობად, სასწავლად. ბევრი რამ იცის, სწავლობს. ერუდიტია, ინფორმაციას მუდივად აანალიზებს და სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვან ან საინტერესო გასაანალიზებელ მასალას იღებს. შესაძლოა ჰქონდეს ტელეპათიის ან ნათელმხილველობის უნარი. ურანთან ასპექტის შემთხვევაში – მედიუმიზმი. უარყოფითი კუთხით ე.წ. ზარმაც ტვინს ვიღებთ, ანუ ინფორმაცია თავისთავად მოდის და ინდივიდს განძრევა არ სჭირდება. ასევე, ძველი შტამპებისა და საზოგადოებრივი აზრების გამოყენების საფრთხეა. გაადვილებულია კომერციული საქმეების მოგვარება. ინდივიდი ხშირად გადაადგილდება, ბევრს მოძრაობს. და-ძმასთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვს.

 

მერკურის სექსტილი ქირონთან

იუმორის გამოხატული ფორმა. ინდივიდი რთული ისტუაციებიდანაც ახერხებს გამოსავლის მოძებნას და შემდგომ საკუთარ ხედვას სხვებს უზიარებს. ყველაფრის ცოდნისადმი მიდრეკილება. ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინტელექტუალური მუშაობის, ყველა ადამიანზე წინ ყოფნის დიდი სურვილი. იშვიათად, რომ ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს სწავლა არ უყვარდეთ. „სწრაფი თითების“ მქონე ინდივიდის ასპექტია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანის ყველაფრის შექმნა ადვილად გამოსდის – დაწყებული კულინარიით, დამთავრებული დიზაინით. უმეტესად ხასიათდებიან წვრილი თითებით. ამ შემთხვევაში პლუტონი და მარსი დიდ გავლენას ახდენს. როგორც წესი, ხალხთან ურთიერთობა ადვილად გამოსდის, მნიშვნელოვან ინფორმაციას სწრაფად და უპრობლემოდ იღებს. კოსმიურ ეგრეგორთან ადვილად გამოდის დაკავშირება. გონებამახვილი, სწრაფი რეაქციებით ხასიათდება. დაზიანებული მერკურის შემთხვევაში – ქურდობისკენ ან ტყუილისკენ მიდრეკილებას ვიღებთ. სწრაფად სწავლობს, თუმცა „გონებიდან უფრინდება“ კარგი მდებარეობაა მაკლერებისთვის, დოკუმენტებთან ურთიერთობისთვის (ბუღალტერი, საქმეთა მმართველი, მენეჯერი, მოლარე…). ასევე, ასტრონომებისთვის, ასტროლოგებისთვის, მასწავლებლის, მსახიობის, ორატორის, მკვლევარის პოზიციისთვის.

მერკურის კვადრატი ქირონთან

ორიგინალური, ნოვატორი ინდივიდია. საკმაოდ ადრე აღმოაჩენს სხვებისგან განსხვავებულობას (საკუთარ განსხვავებას სხვებთან). მოსწონს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე საუბარი ისე, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის ესაუბრება. აქედან გამომდინარე ბევრი მტერი ჰყავს. ეს ასპექტი ბევრ ფიქრს, ძებნას და პოვნას აიძულებს. უარყოფითი კუთხით, ინდივიდი შესაძლოა ზრდასრულობის პერიოდში ჩარჩეს (ჩაიციკლოს) იმაზე, რამაც ბავშვობაში დიდი გავლენა მოახდინა აზრების ფორმირებაზე. აუცილებელია განსაცდელი, შერყევა; ანუ ისეთი რამ, რაც ახალი გზების ძიებას აიძულებს. ეს ასპექტი მყისიერ რეაქციებს იძლევა. ადამიანს მათემატიკური აზროვნება აქვს. თუ მზეს ტრინი აქვს ქირონთან ან ასპექტს ქმნის მერკურთან – მისგან კარგი მეცნიერ-მკვლევარი გამოვა. ასპექტის უაროფითი მხარე ინფორმაციის ბლოკირებაში გამოიხატება – ინდივიდს მნიშნელოვანი ინფორმაციის მიღება, დოკუმენტების გაფორმება უჭირს ან რთულად ახერხებს. დადებითი ტრანზიტების დროს დოკუმენტების გაფორმება ნაკლები დანაკარგებით შეუძლია. მერკურისა და ქირონის კვადრატის დროს ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავს გაფორმებაზე, დოკუმენტების მოწესრიგებაზე. შესაძლოა სიტყვას შუაზე აწყვეტინებდნენ ან არ უსმენდნენ. მასწავლებლის პროფესია ტანჯვად იქცევა, რადგან ინფორმაციას ან რთულად გადასცემს ან ვერ უგებენ. ადამიანისთვის ფული ქაღალდივითაა, მას ფულთან და შემოსავლებტან დაკავშირებით მუდმივი პრობლემა აქვს. მეზობლებთან, და-ძმასთან რთული და კონფლიქტური ურთიერთობებია მოსალოდნელი. სასურველია მოერიდოს უარყოფით აზრებს, რადგან მათზე ადვილად „იციკლება“. ქვეცნობიერი – ხშირადაა ბრძოლის ველი. ჯანმრთელობის მხრივ სწრაფად ავადდებიან, თუმცა უცბად აღიდგენენ ტონუსს. დროდადრო დაავადებები „უკან ბრუნდება“. სასურველია აგრესია ფიზიკური დატვირთვით „გამოდევნონ“. კარგი მდებარეობაა მათემატიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის.

მერკურის ოპოზიცია ქირონთან

ამ მდებარეობის მქონე ადამიანები გამოირჩევიან აქტიური გონებით, მიზანსწრაფულობითა და პრობლემებზე „შეტევით“. მოსწონთ გარჩევა-განხილვები, კამათი. მათ გონებაში უამრავი საინტერესო იდეა ყალიბდება. მუდმივად ცნობისმოყვარეები არიან და საიდუმლოებების გაგება მოსწონთ. ეს ასპექტი აზროვნებისა და ცნობიერების განცალკევებას, სხვებთან კონტაქტის დროს საერთო ენის გამონახვის სირთულეს იძლევა. ამის გამო, ინდივიდი, ზოგჯერ დუმილს ან მარტო ყოფნას ამჯობინებს. ჯანმრთელობის მხრივ ხანგრძლივად ავადდება, ან მკურნალობის კურსი გახანგრძლივებულია. ოპოზიცია იძლევა ინფორმაციის ბლოკირებას, ინდივიდამდე სასურველი ან/და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვიანებით ან რთულად აღწევს. ზოგჯერ ამას თავად ინდივიდი უწყობს ხელს. შესაძლოა მისი სამსახური უკავშირდებოდეს დოკუმენტებს, გამომცემლობას, წიგნებს ან ნებისმიერი სახის გამოცემას. სატურნსა და მერკურს შორის უარყოფითი ასპექტის შემთხვევაში – ინდივიდი ბიუროკრატობისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებს, ფულს ზედმეტად დაცულად ინახავს. ასპექტი შესაძლოა მიანიშნებდეს გაყრის პროცესებზე, რომლებიც გართულებული იქნება (დოკუმენტების გაფორმებისა და ქონების გაყოფის გამო).

ძირითად გამოყენებულია vgoroskope.ru-სა და astromeridian.ru-ს მასალები

ავტორი: თამთა


About Kate

Scroll To Top