ესაა ირაციონალურის საწყისის მქონე ორი „სულის“ ერთობლივი ქმედებები-ფსიქოლოგიური (მთვარე) და მეტაფიზიკურის (ქირონი), რომელსაც მოაქვს პასიურობა, ერთიდაიგივეს რამდენჯერმე განმეორება.
მთვარის შეერთება ქირონთან
მგრძნობელობა, ზოგჯერ დედობრივი შეგრძნებებით, დედის მხრიდან მის ცხოვრებაში შესაძლოა უცნაური მოვლენები მომხდარიყო, ან ჰყავს ქალი ნათესავები „უცნაური ჩვეულებებით“. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ასპექტის მქონე ქალებს ხანდაზმულობის ასაკში ახასიათებთ ციკლის განმეორებითი დაწყება. თუ ვენერა-ქირონის კვადრატიცაა- მტკივნეული ციკლი, პმს (პრემენსტრუალური სინდრომი).ხოლო ნეპტუნთან კვადრატის შემთხვევაში- აუტიზმი, ადამიანი ცხოვრობს გამოგონილ,ილუზორულ სამყაროში, ნეპტუნისა და პლუტონის უარყოფითი ასპექტის შემთხვევაში-ფსიქოზი. ქირონი მთვარის შეერთება ტყუპების დაბადების შანს იძლევა. ამ ასპექტის მქონე ადამიანები კარგი სენსორები არიან-შეუძლიათ სხვების ემოციების და შეგრძნებების „დაჭერა”, ასევე ეს ასპექტი კაპრიზულობას მატებს, განწყობის სწრაფი შეცვლა ახასიათებთ (ეიფორიიდან აპათიის ჩათვლით-დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე).
ღრმა ფილოსოფიური ცოდნა, შესაძლოა რელიგიურიც. კრიტერიუმების ნაადრევად (ადრეულ ასაკში) ჩამოყალიბება: რა არის მათთვის მომგებიანი,კარგი, მოსახერხებელი. შესაძლოა გაუჩნდეთ დაუცველობის შეგრძნება გარშემომყოფების გავლენის გამო. სხვების სურვილებისა და ემოციების მართვა შეუძლიათ. ხშირად არიან პირველები რაიმეს შესწავლის სფეროში, ცნობისმოყვარეობა ყველა საკითხის მიმართ. სიღრმისეულად გრძნობენ და განიცდიან სხვების ტკივილებსა და მწუხარებას.
მთვარის ნახევარსექსტილი (30 გრადუსი) ქირონთან
ეს ადამიანები სხვებისთვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. მოქმედების შემთხვევაში სხვების გრძნობების სტიმულირებას ახდენენ. მოსწონთ,როცა სხვების სტატუსს ცვლიან.ყოველთვის მოქმედებაში არიან. პრინციპია: თვითონ გააკეთე. არ მოსწონთ,როცა მათ ნაცვლად რამეს აკეთებენ.ეს ასპექტი სულებთან კონტაქტს უწყობს ხელს, შეუძლია მათი დახმარება,ხოლო თავად ასპექტის მქონე დახმარებას მოხუცი ქალებისგან იღებს.
მთვარის სექსტილი ქირონთან (60 გრადუსი)
ზოგადად დადებითი შეხედულებები, შეუძლიათ სხვების სურვილების დაკმაყოფილება/შესრულება.ეს ადამიანები სამყაროს უფრო ჰარმონიულად, ლამაზ და კარგ ფერებში ხედავენ,ვიდრე სინამდვილეშია. არ მოსწონთ უსამართლობა (არც საკუთარ და არც სხვების შემთხვევაში), ყველაფერს აკეთებენ ბალანსისთვის. სიტყვა სიკეთე- შეიძლება მათ დასახასიათებლად გამოვიყენოთ. სიცოცხლით სავსე,მეგობრული ადამიანია. ახასიათებს ცხოვრებით კმაყოფილება, აქტიურობა, გაურკვეველ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღება, არაცნობიერსა და ცნობიერს შორის ჰარმონიული დამოკიდებულება,კარგად გრძნობს კოლექტივის სურვილებსა და განწყობებს.სატურნის სექსტილის შემთხვევაში- ასტროლოგიით,ოკულტიზმით ან მაგიით დაინტერესება.
მთვარის კვადრატურა ქირონთან (90 გრადუსი)
დედასთან განსხვავებული (არაჩვეულებრივი) ურთიერთობა. ჩვეულებრივ, დოგმებით , ანგარიშის გასწორების სისტემით ცხოვრობენ.ამ ადამიანს მოუწევს ადაპტირების გაკვეთილების გავლა,სანამ ჩვეული ხედვის სისტემა არ დაიშლება. სხვებმა შეიძლება არც მიიღონ ახალ გარემოში, მოქცნენ მკაცრი შეფასებით. თუ შეძლებს ამ ასპექტის მქონე ადამიანი დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები,რისი დანახვაც არ შეეძლო, ყველაფერი მოგვარდება. ისინი საკუთარ აღქმას არ უნდა ენდონ და აუცილებელია უფრო დაკვირვებულები გახდნენ.ეს ადამიანი კარგი ექსტრასენსული უნარებითაა დაჯილდოვებული, ჰიპნოზით დაინტერესება.მაღალია პესიმისტური აზრების ქონის ალბათობა.ეს ასპექტი მიანიშნებს დედასთან ცუდ ურთიერთობაზე,ასევე უარყოფით დამოკიდებულებაზე მოხუცი ქალების მიმართ.
მთვარის ტრინი ქირონთან (120)
ეს ადამიანები რწმენით არაფერს იღებენ. ეჩვენებათ,რომ რთულია, რადგან რაღაც მოვლენები მიღებული იყო (რაც არ უნდა მიეღოთ).რეალობას გრძნობენ,ამუშავებენ თეორიებს,რომლებსაც შემდეგ პრაქტიკაში ცდიან და საბოლოოდ რთულ სიტუაციებში ხვდებიან. კარგად შეუძლიათ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა. ბანალურ,ჩვეულებრივ ყოფაში ყოველთვის ახერხებენ ახლის დანახვას.კარგი ინტუიცია, ამ ასპექტის მქონე ადამიანი ზოგჯერ ვერ აცნობიერებს რა რატომ გააკეთა, თუმცა მისი ქმედებები ყოველთვის სწორი აღმოჩნდება ხოლმე. თუ მთვარე ძლიერია – თავის ოჯახზე მუდმივად ზრუნავს. ეს ადამიანი ადვილად ერგება ახალ ადგილებს.
მთვარის სესკვი-კვადრატი ქირონთან (135)
კარგი შესაძლებლობები, ზუსტად შეუძლიათ სხვების განწყობების, გრძნობები,ემოციების ,უნარების შეგრძნება. სურთ იცოდნენ სხვების აზრი. დროის ბუნებრივი შეგრძნება. შეუძლიათ სხვების დუმილის დარღვევა. ამ ადამიანებთან რთულია დაახლოება. ადამიანებში ძირითადად უარყოფითს ხედავენ, ეჩვენებათ რომ ყველა ატყუებთ. ადამიანების დადებით მხარეს ყურადღებას ძირითადად არ აქცევენ.ეჭვების, მუდმივი უკმაყოფილების, გრძნობების დამალვის ასპექტი, შესაძლოა იმძლავროს პესიმიზმაც. ამ ადამიანებს ბევრი კომპლექსი და შიში აქვთ.
მთვარის კვიკონსი ქირონთან (150)
მოსწონს კოლექტიური მოქმედებები და სწორედ ასე მოქმედებს, არ უწევს მარტო ყოფნა. ეს ადამიანები სხვებისთვის მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენენ. სხვების აქტიურობას, გრძნობების გაღვივებას ხელს უწყობენ
მთვარის ოპოზიცია ქირონთან (180)
„შავი პესიმიზმი“, უკმაყოფილება, შინაგანად მარტოობის გრძნობა, დეპრესია, სულიერი დისჰარმონია, ქრონიკული პრობლემები ფულთან დაკავშირებით, დედასთან მუდმივად უარყოფითი ურთიერთობა, დედა შვილით კმაყოფილი არაა. ეს ადამიანი დედაზეა დამოკიდებული, რაც მისთვის მტკივნეულია. დედის გამო ოჯახის დანგრევის საშიშროებაა. ეს ადამიანები იბრძვიან სახელის ან რაღაცის გულისთვის.. უარყოფით შემთხვევაში- ყველას წინააღმდეგ მოქმედება, ძალადობრივი ქმედებებით გასწორება, ბოლომდე ბრძოლა ახასიათებთ. სხვადასხვა გრძნობებში სირთულეები, რომლებსაც შეუძლია პიროვნება მთლიანად მოიცვას. მათი გრძნობები, ემოციები, სირთულეები შიგნიდან იწყება. ხშირად გარშემომყოფებზე საკუთარ განცდებს პროვოცირებას უკეთებს. თუ ამ განცდებს აჰყვა-საჭიროებს დახმარებას.
ამ ასპექტის მქონე ადამიანს ან არ აქვს სახლი, ან სულ ეჩვენება, რომ „იქ უკეთესია, სადაც თვითონ არაა“. ქალების შემთხვევაში -ჩამოუყალიბებელი საკვერცხეები ან სირთულე დაფეხმძიმებისას ან თავად არ სურთ შვილის ყოლა.
მთვარის ნახევარკვადრატი ქირონთან (45)
ნევროზულობა, იმპულსურობა. თუ რაიმე არ გამოუვა, ბედს სწრაფად ნებდება, ფსიქოლოგიურად ადვილად დაღლადობა.
ავტორი: თამთა