ქირონი კირჩხიბში

ქირონი კირჩხიბში

ქირონი კირჩხიბის ნიშანში თავს ჰარმონიულად გრძნობს, წყლის ნიშანში მდებარეობის გამო, ქირონმა შეიძლება ისტერიული ტიპაჟის შექმნას შეუწყოს ხელი. დამახასიათებელია შინაგანი კომპლექსები, კაპრიზულობა,  ცვალებადობა. ეს ადამიანები რაც უფრო უკეთ ცხოვრობენ, უფრო მეტად არიან მოწყვეტილნი ოჯახს (მაგ: კარიერის გამო), შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ არ არიან შექმნილნი ოჯახური ცხოვრებისთვის. ოჯახური საქმეები მოუწესრიგებელია, შესაძლოა ჰქონდეთ ორი სახლი, ორი ოჯახი.

ზოგჯერ ერთდროულად აქვთ ხეტიალის სურვილი და სახლში დასვენების სურვილი, ერთდროულად ჩნდება ორი საქმე, ორგან ყოფნის სურვილი (მაგ: სახლშიც საჭიროა მისი ყოფნა და ამ დროს სამსახურში იძახებენ, ორი სახლის შემთხვევაში-ორივეგან ერთდროულად სჭირდებათ მისი დახმარება). უმეტესად ამ ადამიანებს ახასიათებთ მოქნილი და ადვილი შინაგანი ცვლილებები, ადვილად ითვისებენ და იგებენ უძველეს ტრადიციებს,წინაპრების ისტორიას. დაინტერესებულნი არიან არქეოლოგიით, ისტორიით ან მონათესავე მეცნიერებებით. 

 უარეს შემთხვევაში, ქირონის კირჩხიბში მდებარეობის მქონე ადამიანები არიან გაქნილები, ახასიათებთ პატარ-პატარა (ხშირად უწყინარი) ტყუილები, ზოგჯერ თავადაც სჯერათ საკუთარი ტყუილების. ძირითადად ქირონის „მუშაობა“ ქვეცნობიერ ან არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და თუ ამ მდებარეობის მქონე ადამიანის ფსიქიკა მზად იქნება- ცნობიერებაშიც ამოდის. ქირონის ეს მდებარეობა საშუალებას აძლევთ ღრმად ჩაიხედონ საკუთარ თავში და გააცნობიერონ „მე“.

ქირონი ამ ადამიანებს არაერთ  აზრსმოკლებულ (იგულისხმება „საღი აზრი“) სიტუაციაში აგდებს, რათა გააცნობიერონ და უარყონ დაშტამპული და გათავისებული აზრები, პროგრამები. უფრო ხშირად ქირონი „ურტყამს“ ემოციურ სფეროს და ადამიანს აიძულებს ღრმად ჩაიხედოს საკუთარ თავში და დაინახოს ნამდვილი მე“. დამუშავების შემდეგ აცნობიერებენ საკუთარ არსებობას და პიროვნებას….ბოლომდე, სულიერად იზრდებიან. ამ ადამიანებს ახასიათებთ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმებზე დაკვირვება და სინთეზი, შეუძლიათ გაითავისონ და მიიღონ სხვისი გრძნობები,აზრები.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი მოგაგონებთ კატას, რომელიც გეფერებათ ან მშვიდად სძინავს ამოჩემებულ საყვარელ ადგილზე…და ვაი, თუ თქვენ მისი გამოკვება დაგავიწყდათ. უცებ იგრძნობთ ბასრ ბრჭყალებს. სწრაფვა აბსოლტური ძალაუფლებისკენ, განსაკუთრებით თუ მზე არის ცეცხლის ან  მიწის ნიშანში.

ქირონი კირჩხიბში მიანიშნებს საკუთარ თავზე ძირეული, ღრმა სამუშაოების საჭიროებაზე. ამ ადამიანებმა საჭიროა ისწავლონ საკუთარი ემოციების და ემოციური სამყაროს მართვა, შინაგანი ტრანსფორმაციის კონტროლი და სულიერი გზის განვითარებას შეუწყონ ხელი. დაბალ დონეზე ისინი მიდრეკილნი არიან სხვების ემოციებზე თამაშისკენ, სხვადასხვა წარმოდგენების დადგმისკენ, სხვების ინტიმური ნაწილების გასარჟებისკენ. თუ ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა საკუთარი დადგმული თამაშები სერიოზულად მიიღო, სიამაყისგან „მოკვდება“. ახასიათებთ  პირად  თემებზე დაცინვით მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ ასე უფრო ცუდად გრძნობენ თავს, არ ცდილობენ  საკუთარი ეგოიზმისგან განკურნებას. ქირონი კი იმდენს იზამს, რომ უფრო ცუდად და ბრიყვად, სულელად აგრძნობინებს თავს. დამუშავების შედეგად სულიერად ძლიერდებიან.

ქირონის ეს მდებარეობა მიუთითებს ბავშვობაში დედასთან პრობლემებზე. ვის არ ჰქონია ბავშვობაში მშობლებთან პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში გასაღებია ის, თუ როგორ ვახერხებთ ამ პრობლემებთან გამკლავებას. დადებითი კუთხით  ქირონის ეს მდებარეობა მიანიშნებს, რომ ჰყავდათ ძიძა-მშობლები, რომლებიც ზედმეტადაც კი ზრუნავდნენ მათზე. უარყოფითი კუთხით კი – პრობლემებს აწყდებიან საკუთარი თავის აღზრდაში ან სხვებს უფლებას აძლევენ, აგღზარდონ. ყველას აქვს სიძნელეები საკუთარ თავზე მუშაობაში, მაგრამ ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ამისთვის ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. როგორც კი იმუშავებს საკუთარ თავზე, სხვაზე ზრუნვას ისწავლის, თავს უკეთ იგრძნობს

პრობლემები ოჯახურ ცხოვრებაში, ოჯახში, საშინაო საქმეებში. ეს ადამიანები არიან ძალიან მგრძნობიარეები და ურთიერთობებში ეძებენ უსაფრთხოების, დაცულობის შეგრძნებას. ადამიანებთან ურთიერთგაგებასა და საკუთარ შეგრძნებებს, ემოციებს შორის კონფლიქტურობა, მათ ბავშვობიდან უწევთ მსგავსი პრობლემების გადაჭრა.

ქირონი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თავს გრძნობს, როგორც წყლიდან ამოვარდნილი თევზი. აქვთ მარტოობის გრძნობა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ხუმრობდეს,რომ უცხოპლანეტელია, ან აყვანილია, რადგან თავს უცხოდ, ცალკე და განსხვავებულად გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში, ასევე გარემოში, სოციუმში,კულტურულ ჯგუფებში, რომლებშიც ტრიალებენ. შესაძლოა ბავშვობაში მათ გადაიტანეს  ფიზიკური ძალადობა  ან ფსიქიკური ზეწოლა ოჯახის რომელიმე წევრისგან. ქირონი კირჩხიბში არის საკუთარი ოჯახის შექმნაში სიძნელეების მაჩვენებელი. ზოგიერთი მათგანი ბავშვობის მტკივნეული მოგონებების გამო  უარსაც ამბობს ოჯახის შექმნაზე.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top