ქირონი ტყუპებში ან მესამე სახლში
ნერვული სისტემა, კომუნიკაციური უნარები არის ქირონი ტყუპების გასაღები-სიტყვები. ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა შესაძლოა ბავშვობაში ტრავმა მიიღო ხმასთან ან სმენასთან დაკავშირებით, ასევე დამახასიათებელია მორცხვობა,რაც ბავშვობაში თვითგამოხატვის შიშის ბრალია. მას სურს იყოს დარწმუნებული,რომ სწორად გამოთქვამს საკუთარ აზრს და სწორად გაუგებენ.
ქირონი მე-3 სახლში
ქირონი მესამე სახლში იძლევა ადამიანებისა და სოციალური სიტუაციების ოდნავ არაობიექტურ ხედვას. შეიძლება ეს ადამიანი ჩანდეს „სასაცილო პიროვნებად“ საერთო ქვეცნობიერის პოზიციიდან. ჩვეულებრივი სოციალური ურთიერთობები მისთვის მოსაწყენია. ქირონი მას უბიძგებს იხუმრობს შეუსაბამო სიტუაციებში, ან სულაც უხამსი ხუმრობები მოყვეს,სადაც მიუღებელია. დამუშავების შემთხვევაში ქირონი იძლევა საინტერესო და /ან ახალ ნაცნობობას, უფრო მეტად იხვეწება ადამიანური ურთიერთობების ფორმები (როგორიც სოციუმში ჯერ მიღებული ან აღიარებული არაა).
ეს მდებარეობა გვაძლევს ორიგინალურ და ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში სწავლის ეფექტურ ფორმებსაც. შესაძლოა ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა მიმართოს და ისწავლოს მედიტაციის სხვადასსხვა მეთოდები, ჰიპნოზი, ფსიქოტექნიკები, ენერგიების მართვა და ა.შ. (დამოკიდებულია ნიშანზე,რომელშიც მდებარეობს). დაზიანებული ქირონის შემთხვევაშიც იგივეა,ოღონდ შეიძლება ცუდ მასწავლებლებს გადაეყაროს .ამ ადამიანს უსისტემო, ქაოტური ან არაეფექტური სწავლების გამო უჭირს დამუშავება,რადგან არამხოლოდ ცნობიერების,გონების გახსნა სჭირდება, არამედ იმ სოციალური სტერეოტიპების დარღვევა, რომლებიც სწავლის პროცესში მიიღო ან მოქმედებდა.
ამ მდებარეობის მქონე დამუშავებული ქირონის დევიზია „ გაგება ესაა ცვლილება“, „ცოდნა ესაა უნარი“. ქირონის ძლიერი ჩართვის/გააქტიურების გამო, შეიძლება ამ მდებარეობის მქონე ადამიანი უცბად და მოულოდნელად გადაეშვას შავი მაგიის, ოკულტური ცოდნის (დაბალ დონეზე), სპირიტიზმის შესწავლაში, რაც მთლიანად ამოაბრუნებს სამყაროს მიმართ მის ხედვას.
ქირონის დამუშავება იძლევა სწავლის, ცოდნის მიღების შესაძლებლობას თანამედროვე სისტემით ან მეთოდებით, შესაძლოა ამისთვის გამოყენებული იყოს ადამიანის ორგანიზმი და ფსიქიკაც, უფრო მაღალ დონეზე კი ფსიქოთერაპიული მეთოდების ფლობით სხვების განკურნების შესაძლებლობებიც დასაშვებია.
თუ და ან ძმა არ ჰყავთ, შესაძლოა ქირონის ამ მდებარეობას თვლიდნენ დანაკლისად და თუ ჰყავთ, მაშინ ქირონი მესამე სახლში მიუთითებს რომელიმე დედმამიშვილთან პრობლემებზე. კარგი მდებარეობაა ხმაზე სამუშაოდ ან საუბარ-თერაპიისთვის (ლაქლაქი :) ). მათ მოგიწევთ სხვებს ასწავლონ გადმოსცენ საკუთარი აზრი, ისაუბრონ მათზე უკეთ, ქირონი მესამე სახლში აძლიერებს კომუნიკაციის პრობლემებსა და გაგების უნარს ნებისმიერ სხვა ადამიანთან. არა, ეს არ განაპირობებს საუბრის დეფექტებს, პირიქით, მეტყველების აპარატი წესრიგშია, ხოლო აზრის გადმოცემა, სხვებისთვის საკუთარი აზრის გაგება- ძნელი.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ განცდა, რომ უსმენენ როგორც ბავშვს და ცდილობს „სხვები აიძლოს მოუსმინონ“. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ან რამდენჯერ ცდილობენ,მუდმივად ყვებათ განცდა, რომ „სხვებს კიდევ არ ესმით მისი“. ამ შემთხვევაში პრობლემა არაა სხვები გისმენენ თუ არა, ეს მაინც ვერ შეგიმსუბუქებთ ბავშვობის დროინდელ ტკივილს, რომ არავინ გისმენდათ -ამის გააზრება არის პირველი ნაბიჯი…ტკივილის წარსულში დასატოვებლად.(მერკური-ქირონის სტრესულ ასპექტსაც შეუძლია იგივე გავლენის მოხდენა).
ქირონი მე-3 სახლისთვის დამახასიათებელია უამრავი კავშირი, ძმებთან, დებთან, გარშემომყოფებთან ურთიერთობა დატვირთული. ხშირი გადაადგილებები, მოგზაურობა, კარგი დამოკიდებულება და ურთიერთობა მეზობლებთან, ადვილად მიდიან სკოლაში სასწავლად. ოჯახში ეს ადამიანი როგორც წესი,პატარაა,უფრო დები და ძმები მასზე ზრუნავენ. მშობლებისთვის კარგი შვილია,ადვილად ახერხებს შეგუებას და ადაპტაციაც ახალ გარემოსთან. ხშირად ეს ადამიანები სწრაფად იდგამენ ენას და პატარა ასაკში იწყებენ საუბარს,კარგად გამოთქვამენ სიტყვებს,ეხერხებათ ანეკდოტების სახალისოდ მოყოლა.შეუძლიათ იყვნენ კარგი ჟურნალისტები.
ქირონი ასოცირდება ადრეულ ასაკში მიღებულ ემოციურ ტკივილებთან. ბავშვობაში ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შესაძლოა მშობლებისგან ან და/ძმისგან უწევდა კრიტიკის ატანა, რისი შედეგიცაა ამჟამინდელ სიტუაციებში საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა. ბავშვობაში (შესაძლოა ახლაც) იყოს მორცხვი და ერიდებოდეს საუბარი,განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში.იმის გამო,რომ სანამ რამეს იტყვის, მანამდე ფიქრობს და სიტყვებს აწყობს, შესაძლოა დააგვიანდეს თქმა. რჩევა: ნუ მიაქცევთ ზედმეტ ყურადღებას წინადადებების ტექნიკურ გამართულობას, შეცდომები ყველას მოსდის.
ძლიერი კომუნიკაციის სურვილი, გაუგებრობები საუბრის დროს, უფრო ხშირად ახასიათებთ სწრაფი ლაპარაკი,ამავე დროს მანამდე ფიქრობს,სანამ რამეს იტყვის (ჯერ აანალიზებს თქვას თუ არა). აქვთ სწრაფი ანალიტიკური დამუშავების უნარი. ინფორმაციების შემგროვებლობა, ახასიათებს არაობიექტური ან არასწორი შეფასებები. სავარაუდოდ ამ მდებარეობის მქონე ადამიანს აქვს ფარული შიში საკუთარი ცოდნის გაზიარების,აზრის გამოთქმის (ჰგონია ნაკლებად ერკვევა იმ კონკრეტულ საკითხში,ვიდრე სხვა).
კარგად ამუშავებენ ინფორმაციას, მიღებულ ინფორმაციას სწრაფად ხარშავენ და აფასებენ, ყოველთვის იღებენ საჭირო ინფორმაციას, სხვების აზრების ინსტინქტური წვდომა, კარგად გამოსდით სხვების ხმის მიბაძვა. შესაძლოა „ერთი ყურიდან მიიღონ და მეორიდან გაუშვან“ ინფორმაცია, გაფანტულობა. პრობლემები და-ძმებთან
ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net ; cafeastrology.com ;…) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.
სტატიის ავტორი: თამთა