ქირონი ქალწულში ან მე–6 სახლში
ქირონის მდებარეობებიდან ერთ–ერთი საინტერესო მდებარეობაა, რადგან „დაჭრილი მკურნალი“ ჯანმრთელობისა და ფიზიკური ზოგადი მდგომარეობის ნიშანში ან სახლში მოხვდა. სტრესსა და ემოციურ რეაქციებს შეუძლიათ ზიანის მოყენება, ავადმყოფობის განვითარება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ დიეტებთან და ვარჯიშის დაწყებასთან. ქირონის უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, ადამიანი ზედმეტი მუშაობისკენაა მიდრეკილი.
ქირონი მე–6 სახლში
თუ ამ მდებარეობის მქონე ადამიანი სერიოზულად მუშაობს, მას არ ეხუმრება, მითუმეტეს სულელურად (ანუ, არ ეხუმროთ, როცა დაკავებულია). ჩიხი და ქაოსი ხელს უშლიან პროდუქტიულობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და გამოყენებაზე. ქირონი მე–6 სახლში პრობლემის გადასაჭრელად ადამიანისგან ითხოვს გამომგონებლობას, ტექნიკის გამოყენებას ფანტაზიის ზღვარზე და იმის იქითაც. ასევე, ქირონი ქმნის სამსახურში ჩიხს, რომლის გადაწყვეტაც ჩვეულებრივი მეთოდებით არ ხერხდება. ეს ადამიანები, ზოგჯერ სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუჯერებელი, მაგრამ რეალური მეთოდებით ახერხებენ.
დამუშავება იძლევა უახლესი ტექნოლოგიების, სისტემების, იარაღების გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის – საკუთარი სხეულისაც, უფრო ზუსტად კი: ფიზიკური, ეთერული და ასტრალური (უფრო დახვეწილი ფორმით იშვიათად ხდება). საკუთარი ფიზიოლოგიის მართვის, ემოციების კონტროლის, ენერგეტიკული ვარჯიშების, ბიორითმების გამოყენების საშუალება ეძლევა. შესაძლოა ჰქონდეს ისეთი დაავადებები, რომლებიც ჩვეულებრივი, ტრადიციული მეთოდებით რთულად იკურნება.
ქირონი მე–6 სახლში – მკურნალი, ექსტრასენსი. ქირონისთვის საკმაოდ რთული მდებარეობაა. მისი მხრიდან განკურნება, გასუფთავება ძირითადად ცნობიერების გაფართოებას ეხება (მათთვის საყვარელი გამოთქმაა – “ყველაფერი შედგება არაფრისგან”), ადამიანი რეალურ სამყაროს ეცნობა. დაზიანებული ქირონის დამუშავების შემთხვევაში მკურნალის უნარები ვითარდება (თუ ქირონი ძლიერია). ეს ადამიანები „ცი“–ს ენერგიის მატარებლები არიან.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანები სამსახურს სერიოზულად ეკიდებიან და მის გამო განიცდიან უკმაყოფილებიდან – ფსიქოზამდე მისულ ემოციებსა და დამოკიდებულებებს. უარყოფითად გამოვლენის შემთხვევაში – რუტინისადმი მიდრეკილება, სამსახურის ხშირი ცვლა. ქირონის ასეთი მდებარეობა ხასიათდება ცხოველებისადმი სიყვარულის უნარით. ადამიანს ესმის ცხოველების და მათ ესაუბრება კიდეც.
ხშირად ეს ადამიანი საკუთარ თავზე დასკვნებს სხვების ხედვიდან აკეთებს. კარგად იცის როგორ უნდა დაეხმაროს ხალხს, რადგან ანალიტიკური გონება ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვაში უწყობს ხელს. ამავე დროს, საკმაოდ კრიტიკული იქნება. ხშირად ობიექტურობის, კრიტიკისა და პოზიციის გამო ადვილად შესამჩნევია.
თუ ზუსტად იცის, რა უშველის ან განკურნავს, მის საპოვნელად რისკზე მიდის. ამ ადამიანისთვის მატერიალური უსაფრთხოება მნიშნელოვანია, რათა შეძლოს საკუთარ სულში ჩახედვა და მუშაობა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არაადეკვატურობის გრძნობის, შეუსაბამო ქმედებების ან მძიმე სამუშაოს ნიშანია. განკურნება, მედიცინა და ზრუნვა მისთვის პრიორიტეტულია.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები წინ იწევს, შესაძლოა დაავადებები მის ბავშვობასთანაც იყოს დაკავშირებული ან ბავშვობიდან მოდიოდეს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს აქვს განკურნების დიდი უნარი და როდესაც საკუთარ თავს განკურნავს, გადააბიჯებს, ამ სფეროში წარმატებას მიაღწევს.
სიტუაციების სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობა, ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებული პრობლემები, სამსახურში საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე. უარყოფითი კუთხით – თანამდებობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. (სხვებს ამუშავებს).
თქვენ ყოველთვის მოგიწევთ თანამშრომლების დახმარება ან მათთვის სწავლა (თქვენზე უკეთ შეასრულებენ დავალებებს). სავარაუდოდ, თქვენ ხართ ფუტკარივით მშრომელი, ოღონდ სხვების ჯანმრთელობისთვის ხელშეწყობაში,ხოლო თავად, შესაძლოა ეწევით ან/და ნახევარფაბრიკატებს მიირთმევთ. ამ მდებარეობის გამო, სასურველია საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლონ. ზოგჯერ ზრუნვა საპირისპიროდ მუშაობს (გადამეტებული). ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს განცდა,რომ თავად ყველას ემსახურება და მის სურვილებს კი არავინ აკმაყოფილებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს საკვებთან დაკავშირებული დაავადებები და უცნაური გემოვნება საკვების შერჩევის დროს.
ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.
სტატიის ავტორი: თამთა