ქირონი მე-7 სახლში

ქირონი მე-7 სახლში

„ღმერთს მიმართე, არ თქვა „ფუი ეშმაკს““.

დადებითი კუთხით: სხვა ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა უადვილდება. ინდივიდი ადვილად მიდის კომპრომისზე, კონფლიქტებს არბილებს, კანონს იცავს. პარტნიორს გულით და ადვილად არჩევს, მოსალოდნელია კარგი ქორწინება.

უარყოფითი კუთხით: შესაძლოა რამდენიმე ქორწინება, სხვებთან ურთიერთობა რთულად ყალიბდება. კანონებთან, სასამართლოებთან რთული თავსებადობა, ღია მტრებისგან არაერთი ინტრიგა, რის გამოც ზედმეტად უწევს კომპრომისებზე წასვლა.

ქირონი  სასწორში ან მე–7 სახლში

ეს პოზიცია მიანიშნებს პარტნიორულ ურთიერთობებში მტკივნეულ ან უარყოფით გამოწვეულ გამოცილებას. ინდივიდს ადვილად ტკენს გულს სხვების რეაქციები, ემოციები, დამოკიდებულებები. მათთვის აუცილებელია, რომ ისწავლონ მიწაზე მყარად დგომა, სხვებსა და საკუთარ თავს შორის გარკვეული საზღვრების დაწესება, რათა არ აერიოთ საკუთარი სხვისაში. პიროვნულ ზრდაში  ხელოვნება, თერაპია დაეხმარებათ.

ქირონი მე-7 სახლში

ქირონის მდებარეობა მე–7 სახლში შეიძლება ნიშნავდეს უარყოფის შიშს ურთიერთობებში. შესაძლოა ა) მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ ან ფორმალური ურთიერთობა აქვთ, ბ) ადრე დაქორწინდნენ ან გ)  რამდენიმე ქორწინება ჰქონდეთ. ამ ადამიანებს პარტნიორულ ურთიერთობებში  ბალანსის პოვნის მოთხოვნილება აქვთ, რადგან თავს ხშირად ნაწილად გრძნობენ და არა ერთ მთლიანობად. 

ქირონს მე–7 სახლში მოაქვს დაბნეულობა და ცდუნებები პარტნიორულ  ან საქმიან ურთიერთობებში. ამ ადამიანებს, როგორც წესი, პრობლემები ექმნებათ პირად ურთიერთობებში. მათ იციან რა აფერხებთ, რა ზღუდავთ და რა არის ამ პრობლემების მიზეზი, თუმცა, უმეტესად მოგვარების ნაცვლად უკან დახევას ამჯობინებენ. ასევე, შესაძლოა მიზეზი იცოდნენ, მაგრამ მოგვარების გზებს ვერ ხედავდნენ, არ  სჯეროდეთ, რომ პრობლემის გამკლავებას მოახერხებენ. ეს ადამიანები შინაგანად გრძნობენ, რომ მედიატორის უნარები აქვთ და ამ უნარების გამოყენება აუცილებელია კომუნიკაციისა და სიმშვიდისთვის.

ხშირად წარმატებას აღწევენ საზოგადოებრივი საქმიანობების, პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროებში. ცდილობენ, რომ გარშემო სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდეს, მოსწონთ ლამაზი ნაკეთობები, ნივთები. ქირონის ამ მდებარეობის შემთხვევაში, ადამიანები ეძებენ ძლიერ პარტნიორულ ურთიერთობებს, მიისწრაფვიან მისკენ, თუმცა სწორედ ასეთი ურთიერთობების წამოწყებას მათი თავისუფლებისკენ სწრაფვა უშლით ხელს. ადრეული უარყოფითი გამოცდილებით იციან, რომ   სწორი, ანალიტიკური, ფსიქოლოგიური და  სიღრმისეული კომუნიკაცია აუცილებელია და ხშირად მას ურთიერთობებშიც იყენებენ. 

ქირონი მე–7 სახლში ადამიანს საზოგადოებაში მუდმივად შესამჩნევ პიროვნებად აყალიბებს; შესაძლოა ბევრი ქორწინება იყოს; დაზიანებული ქირონის შემთხვევაში – ქორწინებაში პრობლემები. დადებითი კუთხით შეიძლება ბედნიერი ქორწინებები. ქირონის ამ მდებარეობის შემთხვევაში, ადამიანს მუდმივად აწუხებს არასრულფასოვნება და  „მეორე ნახევარს“ ეძებს. მისთვის აუცილებელი ხდება პარტნიორის ყოლა. პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტი გადატვირთვისა და სირთულეების გამო, ზოგჯერ რეკომენდებულია, რომ „ერთმანეთისგან დაისვენონ“. შესაძლებელია ჰყავდეს ისეთი მტრები, რომლებიც მისივე მეთოდებით დაუპირისპირდებიან. 

ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა შესაძლოა დროის უმეტესი ნაწილი გაატაროს დასუსტებული (რაღაც სისუსტის მქონე) პარტნიორის ზრუნვაში, ასევე ქირონი მე-7 სახლში მეტყველებს ისეთ ადამიანზე, რომელსაც კარგი რჩევები ახასიათებს ქორწინებასთან დაკავშირებით; თავად კი არცთუ მოწესრიგებული ურთიერთობა აქვს (შესაძლოა დაუქორწინებლობაც). ეს მდებარეობა მოქმედებს საქმიან პარტნიორობაზეც და პიროვნებას აძლევს საშუალებას ასწავლოს სხვებს როგორ გახდნენ უკეთესი საქმიანი პარტნიორები და მოაგვარონ საქმიანი ურთიერთიობები იმაზე კარგად, ვიდრე თავად გამოსდის. რჩევა ქირონ მე-7 სახლიანებისთვის: ფრთხილად იყავით,ხელი არ გკრან, როგორც კი ისწავლიან/მიიღებენ მას,რაც თქვენგან შეუძლიათ მიიღონ.

ქირონი მე-7 სახლში ხშირად განსხვავებული მტრების ყოლაზე მიანიშნებს, რომლებსაც თავისებური იუმორი აქვთ. ქირონის სასწორში მდებარეობის მქონე ადამიანს, თუ უნდა ურთიერთობა მოაგვაროს, იუმორის ამ სტილის გაგება მოუწევს. ქირონი იძლევა რთულად გასაგებ, მაგრამ გაორებულ მტრებს, რომლებთანაც ბრძოლა რთულია. ამ ბრძოლის აზრი შემდეგია: ინდივიდმა ისწავლოს ახალი საბრძოლო მეთოდების სწავლა (მისი შესაძლებლობებისა და ფანტაზიის ზღვარზე) და ამავე დროს, დაუფიქრდეს რამდენად ესმის საკუთარი შინაგანი სამყაროსა და განსაკუთრებულობის. 

ამ მდებარეობის ერთ–ერთი პრობლემაა ანტაგონიზმის/თანამშრომლობის პრობლემა საკუთარ თავსა და სამყაროს შორის. ეს ადამიანი მტრებისთვის საშიშია, ვერ უგებენ, წინასწარ ვერ თვლიან მის ნაბიჯებს (ამისი მიზეზი შეიძლება მისი აზრთა შეცვლა და ცვალებადობა იყოს), არ ესმით მისი ცხოვრების წესი და ა.შ. როგორც პარტნიორი, ზოგჯერ გაურკვეველია. საჭიროა მასთან ურთიერთობაში პარტნიორი შეეგუოს ან მოერგოს უხერხულ ხუმრობებსა და ფანტასტიურ იდეებს, რომლებსაც ზოგჯერ, პრობლემის გადასაწყვეტად პრაქტიკაშიც იყენებს.

მის სიახლოვეს (და ურთიერთობაში) შეიძლება მტკივნეული წარსული გამოცდილება, ან ქვეცნობიერის რომელიმე პროგრამა გააქტიურდეს, რაც არცთუ სასიამოვნო იქნება. თუმცა პრობლემებზე მუშაობა სამყაროსთვის სხვანაირად შეხედვის საშუალებას იძლევა.  ქორწინება შესაძლოა კარმული იყოს. თუ ქორწინების შედეგად წამოჭრილ პრობლემებს არ გაექცევა და გადაწყვეტს, ქაოსური სიტუაციები ორ წელში (მაქსიმუმ) მოგვარდება. 

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top