ქირონი მშვილდოსანში ან მე-9 სახლში
ქირონის მშვილდოსანში მდებარეობა მიანიშნებს ბავშვობაში ტრადიციებთან ან სულიერი სწავლებასთან დაკავშირებულ ტკივილზე. ხშირად განიცდიან სულიერ კრიზისს, სანამ საკუთარ გზას არ იპოვიან. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, შესაძლოა ათეისტადაც ჩამოყალიბდეს. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა თქვან რელიგიაზე და რწმენაზე, მათ რაიმეს ფარული რწმენა მუდმივად აქვთ – ისინი ჭეშმარიტი აგნოსტიკოსები არ არიან.
ქირონი მე-9 სახლში
„ღმერთების გზები შეუცნობელია, სანამ არ გაივლი“
სხვებისთვის სწავლის ტალანტი
დადებითი კუთხით: ცვლილებების უნარი, ხანგრზლივი და წარმატებული მოგზაურობები, ცნობიერების ჰორიზონტის გაფართოება, სხვა კულტურების, რწმენისა და იდეოლოგიის მიმღებლობა, კარგი უმაღლესი განათლება.
უარყოფითი კუთხით: მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების სირთულე, ხეტიალი, სახლისგან მოშორებით დანაკარგები, უმაღლესი განათლების მიუღებლობა (ან არ სურს, ან ვერ მოახერხა).
დარდი და მწუხარება დაკავშირებულია უცხო ქვეყნებთან ან უცხოელებთან. შესაძლოა გაუცნობიერებლადაც კი ეშინოდეს უცხო ქვეყნებში გამგზავრების, მოგზაურობის. ეს ადამიანი მოწოდებით მისიონერია. მცდარი იდეოლოგიის ან სექტის მსხვერპლად გახდომის ალბათობაცაა. თუმცა შემდგომში „მსხვერპლობა“ ეხმარება აზრების გავრცელებასა და ხედვის გაფართოებაში. ამ ადამიანისთვის მტკივნეული საკითხებია: რელიგია, ეთიკა, მორალი, ფილოსოფია, რწმენა, სამართლიანობის გრძნობა.
კრიზისი დაკავშირებულია სულიერ სწავლებასთან. ამ ადამიანს რწმენისა და აზრის კორექტული შეცვლა ხშირად უწევს. მისგან კარგი მასწავლებელი დადგება, თუ აზრებისა და იდეების სწორად ფორმირებას, გადაცემას ისწავლის.
ინდივიდს, ქირონით მე-9 სახლში, საკუთარი „მე“-ს იდეალისადმი არცთუ ადვილი დამოკიდებულება აქვს. იდეალი მისგან მოითხოვს სტანდარტული და უკვე ნაცადი ხერხებით სიკეთის გაკეთებას. ზოგჯერ ინდივიდისთვის რთულია გაგება, რას მოითხოვს მისგან იდეალი, რა არის მისი იდეალი, როგორი სურს იყოს. იდეალური მოთხოვნები კი გაუგებრად ეჩვენება. ამ ადამიანს კარგი იუმორი აქვს. შეუძლია საკითხებს არასტანდარტულად შეხედოს, გადაწყვიტოს. ეს განსაკუთრებით ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებს ეხება. სასურველია, თუ ეს ადამიანი მეტი ყურადღებით იქნება იდეალის შექმნაში, როგორ წარმოუდგენია საკუტარი იდეალური მე, რა მიზნებს ისახავს.
მე-9 სახლი ასევე დაკავშირებულია რელიგიასთან, შესაძლოა ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ადვილად მოექცეს რომელიმე რელიგიური ფანატიკოსის იდეების, აზრების ქვეშ და დაიჯეროს, რომ მისი რელიგიური დოქტრინები განუკურნებს სულიერ ტკივილებს. უმაღლესი სწავლებისა და მასწავლებლებისადმი ორმაგი დამოკიდებულებაა. სწავლება მისთვის ერთდროულად მოთხოვნილებაცაა და ქაოსის ადგილიც. ამ ადამიანს უდიდესი მოთმინება, გონებით მიდგომა და დაკვირვება დასჭირდება რწმენის, რელიგიისა და ფილოსფიის საკითხებზე.
ამ ადამიანს წარმატებული/დაფასებული უმაღლესი განათლება აქვს ან საერთოდ ვერ ისწავლა უმაღლესში; მას შეუძლია სულიერი ლიდერი გახდეს და მრავალფეროვანი შინაგანი სამყაროც ჰქონდეს (ძლიერი მზის შემთხვევაში), თუ მზე სუსტად ვლინდება რუკაში – სულიერ მხარეს ყურადღებას ნაკლებად აქცევს. მისი ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით გზას წარმოადგენს, ხშირად უწევს მოგზაურობა, გამგზავრება, გადაადგილება. ამ ადამიანთა უმეტესობა ფანტასტიკისა და ზღაპრების მოყვარულია. სამყაროს საკუთარი ხედვა აქვთ და ძლიერი ეზოთერულ-პრაქტიკული უნარები გააჩნიათ.
საუკეთესო მდებარეობაა ტურ-აგენტებისთვის (სამოგზაურო ოპერატორები,აგენტები), რომლებიც სხვებს უშვებენ სამოგზაუროდ ფანტასტიურ ადგილებში, თვითონ კი ოფისში სხედან და დოკუმენტებს აწესრიგებენ, ასევე გამომცემლებისთვის, მასწავლებლებისთვის, რომლებიც წიგნების გამოცემაზე ზრუნავენ და დიდხანს უწევთ წერა და ცალკე ყოფნა, სანამ არ დაასრულებენ. მშობლები, რომლებსაც ქირონის ეს მდებარეობა აქვთ, ხშირად უბიძგებენ (ან აიძულებენ) შვილებს უმაღლესი განთლების მიღებისკენ, რისი საშუალებაც თვითონ შესაძლოა არც მიეცათ (ან იმ სპეციალობით არ მიიღეს, რომელიც უნდოდათ), უარყოფითი კუთხით კი, შესაძლოა შვილებს აიძულონ იმის სწავლა, რისი სწავლაც თავად უნდოდათ და შვილებს არ მოსწონთ.
დამუშავების შემთხვევაში უცხო კულტურებისა და ქვეყნებისადმი უჩვეულო და განსხვავებული დამოკიდებულება ყალიბდება. აზროვნება და თავისუფალი ინტერპრეტაციებიც განსხვავებულად ვლინდება.
ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.
სტატიის ავტორი: თამთა