“სწავლული“ და „განდიდების მანია“
ქირონით მშვილდოსანი განკურნებას უმაღლეს განათლებაში ხედავს. ამის გამო შესაძლოა შორეული მოგზაურობები მოუწიოს, განათლება სხვა ქვეყანაში მიიღოს. როდესაც რწმენა აქვს ან ფილოსოფიურ ლიტერატურას ეცნობა, მისი ჭრილობები იკურნება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად მისიონერებად გვევლინებიან. სხვებს ასწავლიან და მოუწოდებენ რწმენისკენ, ცნობიერების გაფართოებისკენ. თუმცა თავად შესაძლოა ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებში არეული აზრებით ცხოვრობდნენ. სასურველია სიფრთხილე გამოიჩინონ მოწოდების დროს, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა იქნება. ადამიანს, ქირონით მშვილდოსანში, სხვებთან ურთიერთობაში არაერთი აზრის მოსმენა, ჰარმონიის მიღწევა უწევს. საკუთარ თავზე მუშაობით შეუძლია ერთი შეხედვით ფანტასტიკური ახსნების, პასუხების მიღება.
ეს ადამიანი აისბერგს მოგვაგონებს, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია. მას ფილოსოფიური აზროვნება, განსხვავებული შეხედულებები და ზოგად-მორალური იდეები აქვს. როგორც წესი, მიზნებს ადვილად აღწევს, ინფორმაციას კარგად ითვისებს. ქირონი მშვილდოსანში სამყაროს სტანდარტული სურათის შეცვლას უზრუნველყოფს. ადამიანს აიძულებს განსხვავებულად შეხედოს სიტუაციებს, ფუნდამენტალური პრინციპები შეცვალოს. საწყის ეტაპზე ქირონის მოქმედება ქაოტურ იდეებში ვლინდება. დამუშავების შემდეგ კი ფანტასტიური იდეების განვითარების, რეალობაში გავრცელების საშუალება ეძლევათ. ეს ადამიანები ხშირად ინტერსდებიან ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით, უცხო ცივილიზაციებით, სულიერი განვითარებით, სხვადასხვა უნარებით (ტელეკინეზი, ტელეპათია…). უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, მიზნის მისაღწევად თავისზე სუსტების ჩაგვრა ახასიათებს.
განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ქირონი მშვილდოსანში, ინდივიდის წინ სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტას აყენებს – ენთუზიაზმის წყარო რა არის? საიდან იღებს იდეებს, ენერგიას? ამ ადამიანს იდეების ხშირი ცვლა, იდეალიზმისკენ მიდრეკილება ახასიათებს. მას შეუძლია ერთდროულად 5, 6 ან სულაც 7 იდეა მოუვიდეს თავში და ყველას რეალიზება სურდეს. ქირონით მშვილდოსნებმა საკუთარ თავში უნდა ეძებონ პასუხები, მის რა ნაწილს მოუვიდა კონკრეტული იდეა (რომლისთვისაც ახლა იბრძვის), რისთვის უნდა იდეის განხორციელება.
აქ ქირონი ეხმარებათ „დიდი სურათის“ მიღებაში, ხედვის გაფართოებაში, ფილოსოფიურ განსჯაში. როგორც სხვა მდებარეობებს, ქირონს მშვილდოსანში უარყოფითი მხარე აქვს – ადამიანები ნაკლებად უსმენენ სხვების აზრს, რადგან თვლიან, რომ „რასაც ეუბნებიან, უკვე ისედაც იციან“. მაგ: თუ ქირონი მშვილდოსანში და მე-2 სახლშია – სხვებს ფინანსურ საკითხებში არ მოვუსმენთ და მაინც „ჩვენებურად გადავწყვეტთ“, რადგან „ჩვენ უკეთ ვიცით“. დანარჩენებს კი ურჩევენ, რომ ამ ადამიანის რჩევა შეამოწმონ, განსაკუთრებით თუ თავს ექსპერტად აცნობთ, რადგან დიდი ალბათობაა, რომ ექსპერტის აზრი, მხოლოდ მისი აზრი იყოს.
მათთვის დამახასიათებელია ერთიანობის, გაერთიანებების მიმართ შიში. უარყოფითი კუთხით შესაძლოა გამოვლინდეს გენიალურობისა და ყველაფრისმკეთებლის წარმოდგენები („მე ყველაფერი შემიძლია“, „მე ყველაზე ჭკვიანი ვარ“). მიდრეკილება აქვს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც თავად უნდა და ამასთანავე, მიაჩნია, რომ სწორად აკეთებს, რადგან საკუთარ უცოდველობაში და შეუმცდარობაში დარწმუნებულია.
ადამიანმა, ქირონით მშვილდოსანში, მიზნებისა და იდეალების ჩამოყალიბების დროს სასურველია სიფრთხილე გამოიჩინოს და საკუთარი ძალები სწორად შეაფასოს. დამუშავების შემდეგ ინდივიდი კანონის, მორალის დამცველად გვევლინება. ფილოსოფოსი, სწავლული და განათლებული ადამიანია.
ქირონი მშვილდოსანში ან მე-9 სახლში
ქირონის მშვილდოსანში მდებარეობა მიანიშნებს ბავშვობაში ტრადიციებთან ან სულიერი სწავლებასთან დაკავშირებულ ტკივილზე. ხშირად განიცდიან სულიერ კრიზისს, სანამ საკუთარ გზას არ იპოვიან. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, შესაძლოა ათეისტადაც ჩამოყალიბდეს. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა თქვან რელიგიაზე და რწმენაზე, მათ რაიმეს ფარული რწმენა მუდმივად აქვთ – ისინი ჭეშმარიტი აგნოსტიკოსები არ არიან.
ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.
სტატიის ავტორი: თამთა